მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო და როგორ ცხოვრობდა ანტონ ვან დეიკი, რომლის ტილოც საქართველოში სკანდალში გაეხვა
ვინ იყო და როგორ ცხოვრობდა ანტონ ვან დეიკი, რომლის ტილოც საქართველოში სკანდალში გაეხვა

ან­ტონ ვან დე­ი­კი (1599, 22 მარ­ტი - 1641, 9 დე­კემ­ბე­რი) - ფლა­მან­დრი­ე­ლი მხატ­ვა­რი და გრა­ფი­კო­სია. სა­მე­ფო წევ­რე­ბი­სა თუ დი­დე­ბუ­ლე­ბის ოჯა­ხე­ბის პორ­ტრე­ტე­ბის ოს­ტა­ტი და რე­ლი­გი­უ­რი სი­უ­ჟე­ტე­ბი­სა, ბა­რო­კოს სტილ­ში.

ან­ტო­ნი და­ი­ბა­და ან­ტვერ­პენ­ში, მდი­და­რი ვაჭ­რის ოჯახ­ში. 1609 წელს, ათი წლის ასაკ­ში მი­ა­ბა­რეს ჰენ­დრიკ ვან ბა­ლენს, მი­თო­ლო­გი­ურ სი­უ­ჟე­ტებ­ზე მო­მუ­შა­ვე მხატ­ვარს, აღ­საზ­რდე­ლად. პირ­ვე­ლი შე­დევ­რი ან­ტონ­მა 14 წლის ასაკ­ში და­ხა­ტა - 70 წლის მო­ხუ­ცის პორ­ტრე­ტი. 1615 წ. ან­ტონს უკვე სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლოს­ნო აქვს, სა­დაც სხვა ახალ­გაზ­რდა მხატ­ვრებ­თან ერ­თად შექ­მნა მო­ცი­ქულ­თავ­თა სე­რია. ად­რე­ულ ტი­ლოს მი­ე­კუთ­ვნე­ბა მისი ავ­ტო­პორ­ტრე­ტი, რო­მე­ლიც დახ­ვე­წი­ლო­ბი­თა და ელე­გან­ტუ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. 1618-1620 წ.წ. ქმნის ქრის­ტე­სა და მო­ცი­ქუ­ლე­ბის ამ­სახ­ველ 13 ნა­მუ­შე­ვარს. მო­ცი­ქუ­ლე­ბის ექ­სპრე­სი­უ­ლი სა­ხე­ე­ბი თა­ვი­სუ­ფა­ლი მხატ­ვრუ­ლი მო­ნას­მე­ბი­თაა და­ხა­ტუ­ლი. 1618 წ. ვან დე­ი­კი მი­ღე­ბულ იქნა წმი­და ლუ­კას მხატ­ვარ­თა გილ­დი­ა­ში, თა­ნამ­შრომ­ლობს რუ­ბენსთან და მუ­შა­ობს მის სა­ხე­ლოს­ნო­ში, რო­გორც დამ­ხმა­რე.

ვან დე­ი­კი რე­ლი­გი­უ­რი თე­მა­ტი­კოს ტი­ლო­ებს ხში­რად რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტად ქმნი­და. მა­გა­ლი­თად "იუ­დას კოც­ნა"; "წმ. მარ­ტი­ნი და გლა­ხა­კე­ბი". 1621 წლის და­სა­წყის­ში ინ­გლი­სის მე­ფის ია­კობ I-ის კარ­ზე მსა­ხუ­რობს, თუმ­ცა მა­ლე­ვე ბრუნ­დე­ბა ან­ტვერ­პენ­ში. ცხოვ­რობ­და იტა­ლი­ა­შიც, გე­ნუ­ა­ში. 1632 წლი­დან ლონ­დონ­ში ცხოვ­რობს, ჩარლზ I-ის კარ­ზე, სა­დაც თით­ქმის ათი წელი იმ­სა­ხუ­რა. ამა­ვე წელს მე­ფემ მას რა­ინ­დის წო­დე­ბა, ხოლო მომ­დევ­ნო წელს სა­მე­ფო მხატ­ვრის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა. ინ­გლის­ში­ვე იქორ­წი­ნა ლორდ რუტვე­ნის ქა­ლიშ­ვილ­ზე.

ვან დე­ი­კის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ნა­მუ­შე­ვა­რია ჩარლზ I-ის ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი პორ­ტრე­ტი. მეფე ჩარლ­ზი ინ­გლი­სელ მო­ნარ­ქებს შო­რის ყვე­ლა­ზე დიდი დამ­ფა­სე­ბე­ლი და კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი იყო მხატ­ვრო­ბის. კო­ლექ­ცი­ის ნა­წი­ლი უფ­როს­მა ძმამ, ჰენ­რიმ უან­დერ­ძა, ნა­წი­ლი უცხო­ე­ლი დეს­პა­ნე­ბის მიერ იყო ნა­ჩუ­ქა­რი, ხოლო უმე­ტე­სი ნა­წი­ლი თა­ვად შე­ი­ძი­ნა, რომ­ლებ­შიც უამ­რა­ვი ფული გა­და­ი­ხა­და. ჩარლზ­მა გონ­ზა­გო­ე­ბის ოჯა­ხის კო­ლექ­ცია, იმ დრო­ი­სათ­ვის გა­სა­ო­ცარ ფა­სად - 18 000 ფუნტ სტერ­ლინ­გად შე­ი­ძი­ნა. მის კო­ლექ­ცი­ა­ში შე­დი­ო­და რა­ფა­ე­ლი, ტი­ცი­ა­ნი, კო­რე­ჯო და კა­რა­ვა­ჯო. გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარ­და ვან დე­ი­კი და ეთაყ­ვა­ნე­ბო­და მის შე­მოქ­მე­დე­ბას. მან უყი­და ტემ­ზის ნა­პი­რებ­ზე სა­ხე­ლოს­ნო, ხში­რად აკი­თხავ­დი და ეს­წრე­ბო­და ხატ­ვის პრო­ცესს. რო­დე­საც ვან დე­ი­კი 1641 წ. ავად გახ­და, მე­ფემ კა­რის ექიმს, 300 ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი აღუთ­ქვა, თუკი გა­და­არ­ჩენ­და მხატ­ვარს. თუმ­ცა ჩარლ­ზის თვი­სე­ბებ­ში უარ­ყო­ფი­თი შტრი­ხე­ბიც იყო, მა­გა­ლი­თად, მას თით­ქმის ყო­ველ­თვის ავი­წყდე­ბო­და მხატ­ვრის­თვის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და.

ვან დე­ი­კის სუ­რა­თებ­ში ხში­რად ვა­წყდე­ბით ჩარლ­ზის პორ­ტრე­ტებს, სხვა­დას­ხვა პო­ზებ­ში. ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი მათ შო­რის, ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი მე­ფეა. სუ­რათ­ზე მეფე წარ­მოდ­გე­ნი­ლია რო­გორ მე­ო­მა­რი, ასე­ვე რო­გორც ერის სუ­ლი­ე­რი ლი­დე­რი. ან­ტი­კურ ხა­ნა­ში მო­ქან­და­კე­ე­ბი და მხატ­ვრე­ბი იმ­პე­რა­ტო­რებს ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბულს გა­მო­სა­ხავ­დნენ. ეს პოზა გა­მო­ი­ყე­ნა ვან დე­იკ­მაც, რო­მელ­საც სურ­და ხაზი გა­ეს­ვა მე­ფის სი­დი­ა­დი­სა და იმ­პე­რა­ტო­რუ­ლი ჰე­რო­იზ­მის­თვის. ცხე­ნის ფი­გუ­რი­ა­ნი სუ­რა­თე­ბი მხატ­ვრებ­თან იმ შემ­თხვე­ვა­ში გვხვდე­ბა, რო­დე­საც მათ სურთ გა­მო­სა­ხონ მეფე ან გმი­რი. ვან დეკი, ისე­ვე რო­გორც მთე­ლი რიგი მხატ­ვრე­ბი­სა, მო­ხიბ­ლუ­ლია რო­მა­ე­ლი იმ­პე­რა­ტო­რის მარ­კუს ავ­რე­ლი­უ­სის ქან­და­კე­ბით და მისი შთა­გო­ნე­ბის წყა­როა. აღორ­ძი­ნე­ბის ეპო­ქის მხატ­ვრე­ბიც მისი გავ­ლე­ნის ქვეშ იყ­ვნენ, მათ შო­რის ტი­ცი­ა­ნი და მისი სუ­რა­თი ჩარლზ მე-5-ზე, რო­მე­ლიც ასე­ვე დიდი მო­ა­მა­გე იყო მხატ­ვრო­ბის. ამის გამო ორი­ვე ტი­ლოს შო­რის გა­სა­ო­ცა­რი კავ­ში­რე­ბი გა­ი­ბა და დღემ­დე ახ­დე­ნენ მნახ­ველ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას.

1630 წლის­თვის ვან დე­ი­კი ქმნის ცნო­ბი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე­ე­ბის პორ­ტრეტ-გრა­ვი­უ­რებს, რო­მელ­საც შემ­დგომ "იკო­ნოგ­რა­ფია" ეწო­და. ცნო­ბი­ლი არაა, თუ სად შე­ის­წავ­ლა გრა­ვი­რე­ბა, თუმ­ცა ის ისე­თი­ვე ნიჭს ამ­ჟღავ­ნებს ნემსთან და ისე­თი­ვე თა­ვი­სუ­ფა­ლი და დახ­ვე­წი­ლია, რო­გორც ფან­ქარ­თან და ფუნჯთან. მის "იკო­ნოგ­რა­ფი­ე­ბის" სე­რი­ას, გრა­ვი­უ­რე­ბის ის­ტო­რი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უკა­ვია.

ვან დე­ი­კი პორ­ტრე­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბას პე­ი­ზა­ჟე­ბის ფონ­ზე გა­მო­სა­ხავ­და, შე­სა­ბა­მი­სად ამ სტი­ლის ნა­ხა­ტებს ცალ­კეც ვხვდე­ბით მას­თან. ად­რინ­დე­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი შე­მორ­ჩე­ნი­ლი არ არის, თუმ­ცა ინ­გლის­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აკ­ვა­რე­ლი­სა და ფან­ქრის პე­ი­ზა­ჟე­ბი შე­მორ­ჩა ის­ტო­რი­ას, რო­მელ­თაც მხატ­ვა­რი თა­ვი­სუ­ფალ დროს ხა­ტავ­და, სა­კუ­თა­რი სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ პე­რი­ოდ­ში ბუ­ნე­ბას აკ­ვა­რე­ლით იშ­ვი­ა­თად ხა­ტავ­დნენ, ასე რომ სუ­რა­თი "ინ­გლი­სის პე­ი­ზა­ჟი" (დაახ. 1635-41 ), შე­იძ­ლე­ბა ნო­ვა­ტო­რუ­ლად ჩა­ით­ვა­ლოს.

ვან დე­ი­კი გარ­და­იც­ვლა ლონ­დონ­ში, დაკ­რძა­ლუ­ლია წმ. პავ­ლეს ეკ­ლე­სი­ა­ში, თუმ­ცა დიდი ხან­ძრის შემ­დეგ საფ­ლა­ვი და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა. ვან დე­ი­კის სა­პა­ტივ­სა­ცე­მოდ პლა­ნე­ტა მერ­კუ­რის ერთ-ერთ კრა­ტერს მისი სა­ხე­ლი უწო­დეს.

წყა­რო: popularpopcorn.blogspot.com

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ვინ იყო და როგორ ცხოვრობდა ანტონ ვან დეიკი, რომლის ტილოც საქართველოში სკანდალში გაეხვა

ვინ იყო და როგორ ცხოვრობდა ანტონ ვან დეიკი, რომლის ტილოც საქართველოში სკანდალში გაეხვა

ანტონ ვან დეიკი (1599, 22 მარტი - 1641, 9 დეკემბერი) - ფლამანდრიელი მხატვარი და გრაფიკოსია. სამეფო წევრებისა თუ დიდებულების ოჯახების პორტრეტების ოსტატი და რელიგიური სიუჟეტებისა, ბაროკოს სტილში.

ანტონი დაიბადა ანტვერპენში, მდიდარი ვაჭრის ოჯახში. 1609 წელს, ათი წლის ასაკში მიაბარეს ჰენდრიკ ვან ბალენს, მითოლოგიურ სიუჟეტებზე მომუშავე მხატვარს, აღსაზრდელად. პირველი შედევრი ანტონმა 14 წლის ასაკში დახატა - 70 წლის მოხუცის პორტრეტი. 1615 წ. ანტონს უკვე საკუთარი სახელოსნო აქვს, სადაც სხვა ახალგაზრდა მხატვრებთან ერთად შექმნა მოციქულთავთა სერია. ადრეულ ტილოს მიეკუთვნება მისი ავტოპორტრეტი, რომელიც დახვეწილობითა და ელეგანტურობით გამოირჩევა. 1618-1620 წ.წ. ქმნის ქრისტესა და მოციქულების ამსახველ 13 ნამუშევარს. მოციქულების ექსპრესიული სახეები თავისუფალი მხატვრული მონასმებითაა დახატული. 1618 წ. ვან დეიკი მიღებულ იქნა წმიდა ლუკას მხატვართა გილდიაში, თანამშრომლობს რუბენსთან და მუშაობს მის სახელოსნოში, როგორც დამხმარე.

ვან დეიკი რელიგიური თემატიკოს ტილოებს ხშირად რამდენიმე ვარიანტად ქმნიდა. მაგალითად "იუდას კოცნა"; "წმ. მარტინი და გლახაკები". 1621 წლის დასაწყისში ინგლისის მეფის იაკობ I-ის კარზე მსახურობს, თუმცა მალევე ბრუნდება ანტვერპენში. ცხოვრობდა იტალიაშიც, გენუაში. 1632 წლიდან ლონდონში ცხოვრობს, ჩარლზ I-ის კარზე, სადაც თითქმის ათი წელი იმსახურა. ამავე წელს მეფემ მას რაინდის წოდება, ხოლო მომდევნო წელს სამეფო მხატვრის სტატუსი მიანიჭა. ინგლისშივე იქორწინა ლორდ რუტვენის ქალიშვილზე.

ვან დეიკის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია ჩარლზ I-ის ცხენზე ამხედრებული პორტრეტი. მეფე ჩარლზი ინგლისელ მონარქებს შორის ყველაზე დიდი დამფასებელი და კოლექციონერი იყო მხატვრობის. კოლექციის ნაწილი უფროსმა ძმამ, ჰენრიმ უანდერძა, ნაწილი უცხოელი დესპანების მიერ იყო ნაჩუქარი, ხოლო უმეტესი ნაწილი თავად შეიძინა, რომლებშიც უამრავი ფული გადაიხადა. ჩარლზმა გონზაგოების ოჯახის კოლექცია, იმ დროისათვის გასაოცარ ფასად - 18 000 ფუნტ სტერლინგად შეიძინა. მის კოლექციაში შედიოდა რაფაელი, ტიციანი, კორეჯო და კარავაჯო. განსაკუთრებით უყვარდა ვან დეიკი და ეთაყვანებოდა მის შემოქმედებას. მან უყიდა ტემზის ნაპირებზე სახელოსნო, ხშირად აკითხავდი და ესწრებოდა ხატვის პროცესს. როდესაც ვან დეიკი 1641 წ. ავად გახდა, მეფემ კარის ექიმს, 300 ფუნტი სტერლინგი აღუთქვა, თუკი გადაარჩენდა მხატვარს. თუმცა ჩარლზის თვისებებში უარყოფითი შტრიხებიც იყო, მაგალითად, მას თითქმის ყოველთვის ავიწყდებოდა მხატვრისთვის საფასურის გადახდა.

ვან დეიკის სურათებში ხშირად ვაწყდებით ჩარლზის პორტრეტებს, სხვადასხვა პოზებში. ყველაზე ძლიერი მათ შორის, ცხენზე ამხედრებული მეფეა. სურათზე მეფე წარმოდგენილია როგორ მეომარი, ასევე როგორც ერის სულიერი ლიდერი. ანტიკურ ხანაში მოქანდაკეები და მხატვრები იმპერატორებს ცხენზე ამხედრებულს გამოსახავდნენ. ეს პოზა გამოიყენა ვან დეიკმაც, რომელსაც სურდა ხაზი გაესვა მეფის სიდიადისა და იმპერატორული ჰეროიზმისთვის. ცხენის ფიგურიანი სურათები მხატვრებთან იმ შემთხვევაში გვხვდება, როდესაც მათ სურთ გამოსახონ მეფე ან გმირი. ვან დეკი, ისევე როგორც მთელი რიგი მხატვრებისა, მოხიბლულია რომაელი იმპერატორის მარკუს ავრელიუსის ქანდაკებით და მისი შთაგონების წყაროა. აღორძინების ეპოქის მხატვრებიც მისი გავლენის ქვეშ იყვნენ, მათ შორის ტიციანი და მისი სურათი ჩარლზ მე-5-ზე, რომელიც ასევე დიდი მოამაგე იყო მხატვრობის. ამის გამო ორივე ტილოს შორის გასაოცარი კავშირები გაიბა და დღემდე ახდენენ მნახველზე შთაბეჭდილებას.

1630 წლისთვის ვან დეიკი ქმნის ცნობილი თანამედროვეების პორტრეტ-გრავიურებს, რომელსაც შემდგომ "იკონოგრაფია" ეწოდა. ცნობილი არაა, თუ სად შეისწავლა გრავირება, თუმცა ის ისეთივე ნიჭს ამჟღავნებს ნემსთან და ისეთივე თავისუფალი და დახვეწილია, როგორც ფანქართან და ფუნჯთან. მის "იკონოგრაფიების" სერიას, გრავიურების ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

ვან დეიკი პორტრეტების უმეტესობას პეიზაჟების ფონზე გამოსახავდა, შესაბამისად ამ სტილის ნახატებს ცალკეც ვხვდებით მასთან. ადრინდელი ნამუშევრები შემორჩენილი არ არის, თუმცა ინგლისში შესრულებული აკვარელისა და ფანქრის პეიზაჟები შემორჩა ისტორიას, რომელთაც მხატვარი თავისუფალ დროს ხატავდა, საკუთარი სიამოვნებისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ბუნებას აკვარელით იშვიათად ხატავდნენ, ასე რომ სურათი "ინგლისის პეიზაჟი" (დაახ. 1635-41 ), შეიძლება ნოვატორულად ჩაითვალოს.

ვან დეიკი გარდაიცვლა ლონდონში, დაკრძალულია წმ. პავლეს ეკლესიაში, თუმცა დიდი ხანძრის შემდეგ საფლავი დაკარგულად ითვლება. ვან დეიკის საპატივსაცემოდ პლანეტა მერკურის ერთ-ერთ კრატერს მისი სახელი უწოდეს.

წყარო: popularpopcorn.blogspot.com

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია