სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
24 წლის ფერმერი ვაკიდან -"დამოუკიდებლად მოწეული დოვლათი უფრო გემრიელია"
24 წლის ფერმერი ვაკიდან -"დამოუკიდებლად მოწეული დოვლათი უფრო გემრიელია"

24 წლის ნო­დარ ტო­ხო­საშ­ვი­ლი სამი წე­ლია, რაც უკა­ნა ფშავ­ში, სო­ფელ­ ვა­კის სო­ფელ­ში (ზღვის დო­ნი­დან 1500 მეტ­რი) დე­დას­თან ერ­თად მე­ურ­ნე­ო­ბას­ მის­დევს. დედა-შვი­ლი გა­ზა­ფხულ­ზე, ფშა­ვის ბოლო და უმაღ­ლე­სი წერ­ტი­ლის­კენ, ბორ­ბა­ლოს მთის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დი­ან, სა­დაც შე­მოდ­გო­მამ­დე რჩე­ბი­ან და თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მო­ბენ. მოჰ­ყავთ ბოსტნე­უ­ლი, აწარ­მო­ე­ბენ თაფლს და მე­სა­ქონ­ლე­ო­ბას მის­დე­ვენ. "რა­საც მე ვა­კე­თებ, ეს არის სა­შუ­ა­ლე­ბა, ოჯა­ხი არ­ჩი­ნო და სხვას არ უყუ­რო ხე­ლებ­ში, ტყუ­ი­ლად არ მოც­დე და იმუ­შაო ისე, რო­გორც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა", - ამ­ბობს ნო­და­რი, რო­მელ­საც ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მა აქვს. 2015 წელს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრომ წლის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდა ფერ­მე­რად და­ა­სა­ხე­ლა. წლე­ულს და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტი გახ­და, სას­წავ­ლებ­ლის რექ­ტორ­მა სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დი მო­უხ­სნა. ახალ­გაზ­რდა ფერ­მე­რი აწარ­მო­ებს ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქ­ტებს: ჩაის, დამ­ბალ­ხა­ჭოს, რძის პრო­დუქ­ტებს, თაფლს, მოჰ­ყავს ბოსტნე­უ­ლი.

- ახლა ჩვენს სო­ფელ­ში წას­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია, გზა მოყი­ნუ­ლია. თოვ­ლი თვე­ო­ბით დევს და მარ­ტის ბო­ლოს დნე­ბა. ამი­ტომ ზამ­თარს ბარ­ში ვა­ტა­რებ, თუმ­ცა 7-8 წლამ­დე იმ სო­ფელ­ში ვცხოვ­რობ­დი. სკო­ლა­ 14 კი­ლო­მეტრშია, რის გა­მოც პირ­ველ კლას­ში ვერ წა­ვე­დი, სა­მა­გი­ე­როდ, დე­დას სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი ჰქონ­და და თვი­თონ მა­მე­ცა­დი­ნებ­და. მისი დახ­მა­რე­ბით გა­ვი­ა­რე პირ­ვე­ლი კლა­სის პროგ­რა­მა. ალ­ბათ, სკო­ლა­ რომ არა, მთი­დან ბარ­ში არც ჩა­მო­ვი­დო­დით. დუ­შეთ­ში და­ვი­წყე სწავ­ლა. თუმ­ცა გა­ზა­ფხულ­ზე სო­ფელ­ში მივ­დი­ო­დით და მე­ურ­ნე­ო­ბას ვი­წყებ­დით. იქი­დან შე­მოდ­გო­მა­ზე ვბრუნ­დე­ბო­დით და ჩვე­ნი მო­წე­უ­ლი დოვ­ლა­თი ჩა­მოგვქონ­და. ასე გა­დი­ო­და წლე­ბი, და­ვამ­თავ­რე სკო­ლა, სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში ერთ წე­ლი­წადს ვის­წავ­ლე, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ სწავ­ლას თავი და­ვა­ნე­ბე. შემ­დეგ გერ­მა­ნი­ა­ში გა­ვემ­გზავ­რე, მაგ­რამ მა­ლე­ვე უკან დავ­ბრუნ­დი, თუმ­ცა გერ­მა­ნი­ამ ცხოვ­რე­ბა სხვაგ­ვა­რად და­მა­ნა­ხა: ვნა­ხე გა­მარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბი, აწყო­ბი­ლი აგ­რო­სექ­ტო­რი, მშრო­მე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა ისე­ვე ვი­ცხოვ­როთ, რო­გორც იქ ცხოვ­რო­ბენ?! ამი­ტო­მაც წა­მო­ვი­წყე მე­ურ­ნე­ო­ბა.

- სა­ქო­ნე­ლი ბევ­რი გყავთ?

- სა­ქო­ნელს ვქი­რა­ობთ მათ­გან, ვინც ვერ უვ­ლის. პი­რუ­ტყვს ვი­ბა­რებთ, ვი­ნა­ხავთ, ვუვ­ლით, შე­მოდ­გო­მით კი უკან ვუბ­რუ­ნებთ. რძის პრო­დუქ­ტე­ბის ნა­ხე­ვა­რი ჩვე­ნია და ნა­ხე­ვა­რი მათი. მა­ღალ­ხა­რის­ხი­ან, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქტს ვა­წარ­მო­ებ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

24 წლის ფერმერი ვაკიდან -"დამოუკიდებლად მოწეული დოვლათი უფრო გემრიელია"

24 წლის ფერმერი ვაკიდან -"დამოუკიდებლად მოწეული დოვლათი უფრო გემრიელია"

24 წლის ნოდარ ტოხოსაშვილი სამი წელია, რაც უკანა ფშავში, სოფელ­ ვაკის სოფელში (ზღვის დონიდან 1500 მეტრი) დედასთან ერთად მეურნეობას­ მისდევს. დედა-შვილი გაზაფხულზე, ფშავის ბოლო და უმაღლესი წერტილისკენ, ბორბალოს მთის მიმართულებით მიდიან, სადაც შემოდგომამდე რჩებიან და თავდაუზოგავად შრომობენ. მოჰყავთ ბოსტნეული, აწარმოებენ თაფლს და მესაქონლეობას მისდევენ. "რასაც მე ვაკეთებ, ეს არის საშუალება, ოჯახი არჩინო და სხვას არ უყურო ხელებში, ტყუილად არ მოცდე და იმუშაო ისე, როგორც შესაძლებელი იქნება", - ამბობს ნოდარი, რომელსაც ბევრი საინტერესო გეგმა აქვს. 2015 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წლის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ფერმერად დაასახელა. წლეულს დავით აღმაშენებლის აკადემიის სტუდენტი გახდა, სასწავლებლის რექტორმა სწავლის გადასახადი მოუხსნა. ახალგაზრდა ფერმერი აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს: ჩაის, დამბალხაჭოს, რძის პროდუქტებს, თაფლს, მოჰყავს ბოსტნეული.

- ახლა ჩვენს სოფელში წასვლა შეუძლებელია, გზა მოყინულია. თოვლი თვეობით დევს და მარტის ბოლოს დნება. ამიტომ ზამთარს ბარში ვატარებ, თუმცა 7-8 წლამდე იმ სოფელში ვცხოვრობდი. სკოლა­ 14 კილომეტრშია, რის გამოც პირველ კლასში ვერ წავედი, სამაგიეროდ, დედას სახელმძღვანელოები ჰქონდა და თვითონ მამეცადინებდა. მისი დახმარებით გავიარე პირველი კლასის პროგრამა. ალბათ, სკოლა­ რომ არა, მთიდან ბარში არც ჩამოვიდოდით. დუშეთში დავიწყე სწავლა. თუმცა გაზაფხულზე სოფელში მივდიოდით და მეურნეობას ვიწყებდით. იქიდან შემოდგომაზე ვბრუნდებოდით და ჩვენი მოწეული დოვლათი ჩამოგვქონდა. ასე გადიოდა წლები, დავამთავრე სკოლა, სასულიერო სემინარიაში ერთ წელიწადს ვისწავლე, მაგრამ ისე მოხდა, რომ სწავლას თავი დავანებე. შემდეგ გერმანიაში გავემგზავრე, მაგრამ მალევე უკან დავბრუნდი, თუმცა გერმანიამ ცხოვრება სხვაგვარად დამანახა: ვნახე გამართული სოფლები, აწყობილი აგროსექტორი, მშრომელი ადამიანები. რატომ არ შეიძლება ისევე ვიცხოვროთ, როგორც იქ ცხოვრობენ?! ამიტომაც წამოვიწყე მეურნეობა.

- საქონელი ბევრი გყავთ?

- საქონელს ვქირაობთ მათგან, ვინც ვერ უვლის. პირუტყვს ვიბარებთ, ვინახავთ, ვუვლით, შემოდგომით კი უკან ვუბრუნებთ. რძის პროდუქტების ნახევარი ჩვენია და ნახევარი მათი. მაღალხარისხიან, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ვაწარმოებ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია