პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შვილისა და შვილიშვილის სიკვდილის რა ვერსია აქვს მაგდა პაპიძის დედამთილს და რა ახალ დეტალებს ამხელენ ქაფიაშვილების მეზობლები
შვილისა და შვილიშვილის სიკვდილის რა ვერსია აქვს მაგდა პაპიძის დედამთილს და რა ახალ დეტალებს ამხელენ ქაფიაშვილების მეზობლები

ფე­რა­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. 25 წლის მაგ­და პა­პი­ძე ქმრი­სა და ერ­თა­დერ­თი 5 წლის ვა­ჟის მკვლე­ლო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი. პა­პი­ძე და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს, მისი ად­ვო­კა­ტი ბრალ­დე­ბუ­ლის პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვს.

წა­ი­კი­თხეთ: რას ჰყვე­ბა მაგ­და პა­პი­ძე მკვლე­ლო­ბის ღა­მის შე­სა­ხებ - ჩვე­ნე­ბის დე­ტა­ლე­ბი

AMBEBI.GE გარ­დაც­ვლი­ლი ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის ოჯახ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც უმ­ძი­მე­სი სუ­რა­თი დაგ­ვხვდა. მამა-შვი­ლის ცხედ­რე­ბი ერთ პა­ტა­რა ოთახ­შია დას­ვე­ნე­ბუ­ლი, იმა­ვე ოთახ­ში, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ, მკვლე­ლო­ბა მოხ­და. გარ­დაც­ვლი­ლი ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის დედა ლილი ქა­ფი­აშ­ვი­ლი და უმ­ცრო­სი ძმა მალ­ხაზ ქა­ფი­აშ­ვი­ლი ტრა­გე­დი­ა­ზე არ სა­უბ­რო­ბენ. რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი პი­რად სა­უბ­რებ­ში ამ­ბო­ბენ, ომარ ქა­ფი­აშ­ვილს სა­ვა­რა­უ­დოდ, ძი­ლის წა­მა­ლი ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი. მათი ვა­რა­უ­დით, მაგ­და პა­პი­ძემ ქმა­რი და­ა­ძი­ნა და ამის შემ­დეგ ჩა­არ­ტყა თავ­ში ჩა­ქუ­ჩი.

ქა­ფი­აშ­ვი­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი ტრა­გე­დი­ის სა­კუ­თარ ვერ­სი­ებ­ზე სა­უბ­რო­ბენ. მათი ვა­რა­უ­დით, სახ­ლში გა­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი კედ­ლე­ბი­სა და ია­ტა­კის გაწ­მენ­დის შემ­დეგ, პა­პი­ძემ მე­უღ­ლის გვა­მის გა­დაგ­დე­ბა სცა­და. სა­დარ­ბა­ზოს­თან მან­ქა­ნა მი­იყ­ვა­ნა და ცდი­ლობ­და მოკ­ლუ­ლი ქმრის ცხე­და­რი ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ბარ­გულ­ში ჩა­ეს­ვე­ნე­ბი­ნა, რა დრო­საც მე­ზო­ბელ­მა და­ი­ნა­ხა და ამის შემ­დეგ და­ი­წყო კი­ვი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა 5 წლის თორ­ნი­კეს, ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, ის დე­დას სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ჩუ­მე­ბის დროს შე­მო­აკ­ვდა. ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ საქ­მე­ში არ­სე­ბობს კი­დევ ერთი პირი, რო­მე­ლიც ბრალ­დე­ბულს ყვე­ლაფ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­რა.

წა­ი­კი­თხეთ: მაგ­და პა­პი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბა მის­მა მე­გო­ბარ­მა მა­მა­კაც­მა მის­ცა

ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის დედა, ლილი ქა­ფი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ის რძალ­მა მო­ა­ტყუა. რო­დე­საც დე­დამ­თილ­მა შვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლი მო­ი­კი­თხა, მაგ­და პა­პი­ძემ უთხრა, რომ ისი­ნი ხა­ჭა­პუ­რის საჭ­მე­ლად იყ­ვნენ წა­სუ­ლი, ამ დროს კი ორი­ვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო სახ­ლში და მათი ცხედ­რე­ბის სახ­ლი­დან გა­ტა­ნა ქალ­მა ღა­მის ოთხი სა­ა­თის­თვის, ყვე­ლა­სა­გან მა­ლუ­ლად სცა­და. ქა­ფი­აშ­ვი­ლე­ბის მე­ზობ­ლე­ბის თქმით, რძალ­სა და დე­დამ­თილს ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, ლილი ქა­ფი­აშ­ვი­ლი მუ­შა­ობს და მაგ­და პა­პი­ძეს პა­ტა­რა თორ­ნი­კეს აღ­ზრდა­შიც ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბო­და. კარგ დე­დად ახა­სი­ა­თე­ბენ მე­ზობ­ლე­ბი თა­ვად მაგ­და პა­პი­ძე­საც.

"ლილი ჯერ კი­დევ ვერ ხვდე­ბა, რა უბე­დუ­რე­ბა და­ა­ტყდა თავს, შოკ­შია, რამ­დენ­ჯე­რაც წა­იყ­ვა­ნეს პო­ლი­ცი­ა­ში, უკან მოჰ­ყავთ. ზოგ­ჯერ ჰგო­ნია, რომ ომა­რი ცო­ცხა­ლია და პო­ლი­ცი­ე­ლებს ეკი­თხე­ბა, სად არის, ომა­რი მო­მიყ­ვა­ნეთ, მაგ­დას კი ინ­სუ­ლი­ნის ნემ­სი მი­უ­ტა­ნეთ, ცუ­დად არი­სო", - აცხა­დე­ბენ მე­ზობ­ლე­ბი.

რო­გორც AMBEBI.GE-მ მე­ზობ­ლებ­თან სა­უბ­რე­ბი­დან გა­არ­კვია, გარ­დაც­ვლი­ლი მამა-შვი­ლის პა­ნაშ­ვიდ­ზე მხო­ლოდ მაგ­და პა­პი­ძის და, ლანა იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ­მაც დის ტან­საც­მე­ლი და ის ნივ­თე­ბი წა­მო­ი­ღო სახ­ლი­დან, რო­მე­ლიც მისი შე­ძე­ნი­ლი იყო. ლანა პა­პი­ძემ ასე­ვე წა­ი­ღო ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის ტან­საც­მე­ლიც, ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ამ ტან­საც­მელ­ში მაგ­და პა­პი­ძე რა­ღა­ცას მა­ლავ­და. ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი ასე­ვე ფიქ­რო­ბენ, რომ მაგ­და პა­პი­ძეს რო­მე­ლი­მე სექ­ტას­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა და ქმარ-შვი­ლი სექ­ტას მსხვერ­პლად შეს­წი­რა.

ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე სა­კონ­ტრაქ­ტო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და. ბო­ლოს შიდა ქარ­თლის გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტში იმ­ყო­ფე­ბო­და. "ამ­ბე­ბი.გე" ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნელს, ბაგ­რატ კას­რა­ძეს გა­ე­სა­უბ­რა: "ძა­ლი­ან კარ­გი ბიჭი იყო, მე­გობ­რუ­ლი, გვერ­დში დგო­მა იცო­და. ორი თვის წინ გად­მო­ვი­და ჩვენს და­ნა­ყოფ­ში. დიდ პა­ტივს სცემ­და მე­უღ­ლეს, კარ­გი მამა იყო. შო­კის­მომ­გვრე­ლი ამ­ბა­ვი იყო ეს ჩვენ­თვის, ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მე­უღ­ლე და რა­ტომ მოხ­და ეს, არ ვიცი. სამ დღე­ში ერთხელ უწევ­და ჩვენ­თან 24-სა­ა­თი­ა­ნი მუ­შა­ო­ბა".

ომარ ქა­ფი­აშ­ვილ­მა და მაგ­და პა­პი­ძემ ერ­თმა­ნე­თი 6 წლის წინ სა­სოფ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­იც­ნეს, შემ­დეგ და­ქორ­წინ­დნენ. ომა­რის მე­გობ­რის თქმით, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა, წყვილს ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. "ახლა გა­ვი­გეთ, რომ კონ­ფლიქ­ტე­ბი ჰქონ­დათ ოჯახ­ში. ომა­რის მაგ­და ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, გიჟ­დე­ბო­და. მაგ­დაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დედა იყო ბავ­შვის­თვის. ერ­თმა­ნე­თი 6 წლის წინ გა­იც­ნეს, მაგ­და გო­რე­ლია, მამა არ ჰყავს. სულ სა­კონ­ტრაქ­ტო სამ­სა­ხურ­ში იყო ომა­რი, რო­გორ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ლოთი ან პა­თო­ლო­გი, რო­გორც ამას მაგ­და ამ­ბობს? ყვე­ლა­ნა­ირ შე­მოწ­მე­ბას გავ­დი­ვართ სა­კონ­ტრაქ­ტო სამ­სა­ხურ­ში მი­ღე­ბის დროს და თუ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი გაქვს, არა­ვინ მი­გი­ღებს. ომა­რის მაგ­და ისე ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, ყვე­ლა­ფერს პა­ტი­ობ­და. "კარ­ფურ­ში" და უბ­ნის ერთ მა­ღა­ზი­ა­ში მუ­შა­ობ­და მაგ­და, მაგ­რამ ცოტა ხელ­ცი­ვი გოგო იყო, რა­ღა­ცე­ე­ბის მო­პარ­ვა უყ­ვარ­და და ამის გამო გა­მო­უშ­ვეს ორი­ვე სამ­სა­ხუ­რი­დან. რაც შე­ე­ხე­ბა ომა­რის ვა­ლებს, 2500 ლარი ჰქონ­და ხელ­ფა­სი, კმა­ყო­ფი­ლი იყო თა­ვი­სი სამ­სა­ხუ­რით და არას­დროს უთ­ქვამს, რომ ვა­ლე­ბი აქვს. ვერ ვხვდე­ბი, რა­ტომ უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა მაგ­დას ეს? რომ ამ­ბობს, თით­ქოს, ომა­რი პა­თო­ლო­გი იყო და მას­თან და­რეკ­ვა გვი­ა­ნო­ბამ­დე ამის გამო ვერ გა­ბე­და, ტყუ­ი­ლია, მაგ­და ძა­ლი­ან თა­მა­მი გო­გოა და ის თავს არა­ვის და­ა­ჩაგ­ვრი­ნებ­და".

რო­გორც ქა­ფი­აშ­ვი­ლე­ბის მე­ზობ­ლებ­მა გვი­თხრეს, მაგ­და პა­პი­ძეს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა მა­თი­ვე უბ­ნელ­თან, ოთარ ბერ­ძე­ნიშ­ვილ­თან ჰქონ­და, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბულ­მა "მე­გო­ბარ მა­მა­კა­ცად" და­ა­სა­ხე­ლა. ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა გა­მო­ძი­ე­ბას უკვე მის­ცა ჩვე­ნე­ბა. მე­ზობ­ლე­ბი ბერ­ძე­ნიშ­ვილს კარ­გად ახა­სი­ა­თე­ბენ და ში­შო­ბენ, მაგ­და პა­პი­ძემ იგი "უბე­დუ­რე­ბა­ში არ ჩა­ით­რი­ოს". ჩვენ ვცა­დეთ გავ­სა­უბ­რე­ბო­დით ოთარ ბერ­ძე­ნიშ­ვილს, თუმ­ცა ის სახ­ლში არ დაგ­ვხვდა. გა­ვარ­კვი­ეთ, რომ ისიც სა­სოფ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და. მისი და მაგ­და პა­პი­ძის ურ­თი­ერ­თო­ბა ჩვენს მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთი წლის წინ და­ი­წყო.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

შვილისა და შვილიშვილის სიკვდილის რა ვერსია აქვს მაგდა პაპიძის დედამთილს და რა ახალ დეტალებს ამხელენ ქაფიაშვილების მეზობლები

შვილისა და შვილიშვილის სიკვდილის რა ვერსია აქვს მაგდა პაპიძის დედამთილს და რა ახალ დეტალებს ამხელენ ქაფიაშვილების მეზობლები

ფერაძის ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. 25 წლის მაგდა პაპიძე ქმრისა და ერთადერთი 5 წლის ვაჟის მკვლელობაშია ბრალდებული. პაპიძე დანაშაულს არ აღიარებს, მისი ადვოკატი ბრალდებულის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს.

წაიკითხეთ: რას ჰყვება მაგდა პაპიძე მკვლელობის ღამის შესახებ - ჩვენების დეტალები

AMBEBI.GE გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის ოჯახში იმყოფებოდა, სადაც უმძიმესი სურათი დაგვხვდა. მამა-შვილის ცხედრები ერთ პატარა ოთახშია დასვენებული, იმავე ოთახში, სადაც სავარაუდოდ, მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის დედა ლილი ქაფიაშვილი და უმცროსი ძმა მალხაზ ქაფიაშვილი ტრაგედიაზე არ საუბრობენ. როგორც ოჯახის ახლობლები პირად საუბრებში ამბობენ, ომარ ქაფიაშვილს სავარაუდოდ, ძილის წამალი ჰქონდა მიღებული. მათი ვარაუდით, მაგდა პაპიძემ ქმარი დააძინა და ამის შემდეგ ჩაარტყა თავში ჩაქუჩი.

ქაფიაშვილების ახლობლები ტრაგედიის საკუთარ ვერსიებზე საუბრობენ. მათი ვარაუდით, სახლში გასისხლიანებული კედლებისა და იატაკის გაწმენდის შემდეგ, პაპიძემ მეუღლის გვამის გადაგდება სცადა. სადარბაზოსთან მანქანა მიიყვანა და ცდილობდა მოკლული ქმრის ცხედარი ავტომობილის საბარგულში ჩაესვენებინა, რა დროსაც მეზობელმა დაინახა და ამის შემდეგ დაიწყო კივილი. რაც შეეხება 5 წლის თორნიკეს, ახლობლების თქმით, ის დედას სავარაუდოდ, გაჩუმების დროს შემოაკვდა. ოჯახის ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ საქმეში არსებობს კიდევ ერთი პირი, რომელიც ბრალდებულს ყველაფრის განხორციელებაში დაეხმარა.

წაიკითხეთ: მაგდა პაპიძის წინააღმდეგ ჩვენება მისმა მეგობარმა მამაკაცმა მისცა

ომარ ქაფიაშვილის დედა, ლილი ქაფიაშვილი ამბობს, რომ ის რძალმა მოატყუა. როდესაც დედამთილმა შვილი და შვილიშვილი მოიკითხა, მაგდა პაპიძემ უთხრა, რომ ისინი ხაჭაპურის საჭმელად იყვნენ წასული, ამ დროს კი ორივე გარდაცვლილი იყო სახლში და მათი ცხედრების სახლიდან გატანა ქალმა ღამის ოთხი საათისთვის, ყველასაგან მალულად სცადა. ქაფიაშვილების მეზობლების თქმით, რძალსა და დედამთილს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ, ლილი ქაფიაშვილი მუშაობს და მაგდა პაპიძეს პატარა თორნიკეს აღზრდაშიც ძალიან ეხმარებოდა. კარგ დედად ახასიათებენ მეზობლები თავად მაგდა პაპიძესაც.

"ლილი ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რა უბედურება დაატყდა თავს, შოკშია, რამდენჯერაც წაიყვანეს პოლიციაში, უკან მოჰყავთ. ზოგჯერ ჰგონია, რომ ომარი ცოცხალია და პოლიციელებს ეკითხება, სად არის, ომარი მომიყვანეთ, მაგდას კი ინსულინის ნემსი მიუტანეთ, ცუდად არისო", - აცხადებენ მეზობლები.

როგორც AMBEBI.GE-მ მეზობლებთან საუბრებიდან გაარკვია, გარდაცვლილი მამა-შვილის პანაშვიდზე მხოლოდ მაგდა პაპიძის და, ლანა იმყოფებოდა, რომელმაც დის ტანსაცმელი და ის ნივთები წამოიღო სახლიდან, რომელიც მისი შეძენილი იყო. ლანა პაპიძემ ასევე წაიღო ომარ ქაფიაშვილის ტანსაცმელიც, ოჯახის ახლობლები ვარაუდობენ, რომ ამ ტანსაცმელში მაგდა პაპიძე რაღაცას მალავდა. ოჯახის ახლობლები ასევე ფიქრობენ, რომ მაგდა პაპიძეს რომელიმე სექტასთან ჰქონდა ურთიერთობა და ქმარ-შვილი სექტას მსხვერპლად შესწირა.

ომარ ქაფიაშვილი წლების მანძილზე საკონტრაქტო სამსახურში მუშაობდა. ბოლოს შიდა ქართლის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში იმყოფებოდა. "ამბები.გე" ომარ ქაფიაშვილის ხელმძღვანელს, ბაგრატ კასრაძეს გაესაუბრა: "ძალიან კარგი ბიჭი იყო, მეგობრული, გვერდში დგომა იცოდა. ორი თვის წინ გადმოვიდა ჩვენს დანაყოფში. დიდ პატივს სცემდა მეუღლეს, კარგი მამა იყო. შოკისმომგვრელი ამბავი იყო ეს ჩვენთვის, ძალიან უყვარდა მეუღლე და რატომ მოხდა ეს, არ ვიცი. სამ დღეში ერთხელ უწევდა ჩვენთან 24-საათიანი მუშაობა".

ომარ ქაფიაშვილმა და მაგდა პაპიძემ ერთმანეთი 6 წლის წინ სასოფლო უნივერსიტეტში გაიცნეს, შემდეგ დაქორწინდნენ. ომარის მეგობრის თქმით, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, წყვილს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. "ახლა გავიგეთ, რომ კონფლიქტები ჰქონდათ ოჯახში. ომარის მაგდა ძალიან უყვარდა, გიჟდებოდა. მაგდაც არაჩვეულებრივი დედა იყო ბავშვისთვის. ერთმანეთი 6 წლის წინ გაიცნეს, მაგდა გორელია, მამა არ ჰყავს. სულ საკონტრაქტო სამსახურში იყო ომარი, როგორ უნდა ყოფილიყო ლოთი ან პათოლოგი, როგორც ამას მაგდა ამბობს? ყველანაირ შემოწმებას გავდივართ საკონტრაქტო სამსახურში მიღების დროს და თუ ფსიქოლოგიური პრობლემები გაქვს, არავინ მიგიღებს. ომარის მაგდა ისე ძალიან უყვარდა, ყველაფერს პატიობდა. "კარფურში" და უბნის ერთ მაღაზიაში მუშაობდა მაგდა, მაგრამ ცოტა ხელცივი გოგო იყო, რაღაცეების მოპარვა უყვარდა და ამის გამო გამოუშვეს ორივე სამსახურიდან. რაც შეეხება ომარის ვალებს, 2500 ლარი ჰქონდა ხელფასი, კმაყოფილი იყო თავისი სამსახურით და არასდროს უთქვამს, რომ ვალები აქვს. ვერ ვხვდები, რატომ უნდა გაეკეთებინა მაგდას ეს? რომ ამბობს, თითქოს, ომარი პათოლოგი იყო და მასთან დარეკვა გვიანობამდე ამის გამო ვერ გაბედა, ტყუილია, მაგდა ძალიან თამამი გოგოა და ის თავს არავის დააჩაგვრინებდა".

როგორც ქაფიაშვილების მეზობლებმა გვითხრეს, მაგდა პაპიძეს სასიყვარულო ურთიერთობა მათივე უბნელთან, ოთარ ბერძენიშვილთან ჰქონდა, რომელიც სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა "მეგობარ მამაკაცად" დაასახელა. ბერძენიშვილმა გამოძიებას უკვე მისცა ჩვენება. მეზობლები ბერძენიშვილს კარგად ახასიათებენ და შიშობენ, მაგდა პაპიძემ იგი "უბედურებაში არ ჩაითრიოს". ჩვენ ვცადეთ გავსაუბრებოდით ოთარ ბერძენიშვილს, თუმცა ის სახლში არ დაგვხვდა. გავარკვიეთ, რომ ისიც სასოფლო უნივერსიტეტში სწავლობდა. მისი და მაგდა პაპიძის ურთიერთობა ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ერთი წლის წინ დაიწყო.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია