მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეჭვი მაქვს ხომ არ თამაშობს ომარიო..." - რას წერდა მაგდა პაპიძე დედას
"ეჭვი მაქვს ხომ არ თამაშობს ომარიო..." - რას წერდა მაგდა პაპიძე დედას

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბულ მაგ­და პა­პი­ძეს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­უ­ფარ­და. მისი ად­ვო­კა­ტი ხა­თუ­ნა ჩხა­ი­ძე ბრალ­დე­ბუ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­და და აცხა­დებ­და, რომ ახალ­გაზ­რდა ქალს შვი­ლი და ქმა­რი არ მო­უკ­ლავს.

"არ მჯე­რა, რომ ეს ჩემ­მა შვილ­მა გა­ა­კე­თა. მე მკვლე­ლი შვი­ლი არ გა­მიზ­რდია" - ამის შე­სა­ხებ ქმრი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მაგ­და პა­პი­ძის დე­დამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

ლია შა­მუ­გი­ას თქმით ის ან­კა­რა­ში მუ­შა­ობ­და და იქე­დან ეხ­მა­რე­ბო­და შვილს: "თა­ვი­დან ცოლ-ქმარს ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, შემ­დეგ­ში ურ­თი­ერ­თო­ბა და­ე­ძა­ბათ, რად­გან ჩემს სი­ძეს და­ლე­ვა უყ­ვარ­და. რო­გორც ყვე­ლა ახალ­გაზ­და, ისიც სვამ­და, სიმ­თვრა­ლე­ში კი ძა­ლი­ან ცუდ ხა­სი­ათს ავ­ლენ­და. ომარს ვალი რამ­დე­ნი ჰქონ­და, ამას არ ამ­ბობ­და. სახ­ლი­დან გაჰ­ქონ­და ოქ­რო­უ­ლო­ბაც და იკარ­გე­ბო­და ნივ­თე­ბი. მე­სი­ჯიც კი მაქვს ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლის შე­ნა­ხუ­ლი, რო­მელ­შიც მწერს, ეჭვი მაქვს ხომ არ თა­მა­შობს ომა­რიო. თან ავა­რია მო­უხ­და, ორი მან­ქა­ნა და­ამ­ტვრია, ღო­ბეც და­ა­ზი­ა­ნა და ვა­ლე­ბი და­ე­დო. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვი­ყა­ვი და ბოლო დრო­ის ამ­ბე­ბი დე­ტა­ლუ­რად არ ვიცი. მე იქ ვცდი­ლობ­დი ჩემი შვი­ლის­თვის რამე მო­მეგ­რო­ვე­ბი­ნა, რომ მათ­თვის ბინა მე­ყი­და, რად­გან ყვე­ლამ ნა­ხეთ, რა პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობ­დნენ, ამ ტრა­გე­დი­ის მერე ჩა­მო­ვე­დი.

და­მი­ჯე­რეთ, ის თა­ვის შვილს არ მოკ­ლავ­და. რო­მე­ლი დედა მოკ­ლავს შვილს?! თქვენ არ იცით რო­გორ უყ­ვარ­და თორ­ნი­კე, რო­გო­რი დედა იყო. ბავ­შვს ეტყო­ბა ტუჩ­ზე ნაჭ­დე­ვი, თვა­ლე­ბი ჩა­ლურ­ჯე­ბუ­ლი აქვს, ამას მაგ­და რო­გორ იზამ­და?! ვფიქ­რობ, აქ გა­რე­უ­ლია მე­სა­მე პირი, ვინც მას შვი­ლი გა­უ­გუ­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩემი შვი­ლი თორ­ნი­კეს არ მოკ­ლავ­და! და­მი­ჯე­რეთ, თი­თით საჩ­ვე­ნე­ბე­ლი დედა იყო. არ იცით რო­გორ მყავს გაზ­რდი­ლი ჩემი შვი­ლე­ბი. ორი გოგო გავ­ზარ­დე. ეს სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დი­აა, შოკ­ში ვარ. დე­დამ შვი­ლი რო­გორ უნდა მოკ­ლას, ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. სა­ში­ნელ დღე­ში ვარ, შინ ორი მიც­ვა­ლე­ბუ­ლი გვის­ვე­ნია, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩემი შვი­ლიც მკვდა­რია" გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა "კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­იტ­ზე

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ:

მაგ­და პა­პი­ძე ვერ იტან­და მე­უღ­ლეს - პრო­კუ­რა­ტუ­რა

რას ჰყვე­ბა მაგ­და პა­პი­ძე მკვლე­ლო­ბის ღა­მის შე­სა­ხებ- ჩვე­ნე­ბის დე­ტა­ლე­ბი

"მე მკვლე­ლი შვი­ლი არ გა­მიზ­რდია" - მაგ­და პა­პი­ძის დე­დის კო­მენ­ტა­რი

მაგ­და პა­პი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბა მის­მა მე­გო­ბარ­მა მა­მა­კაც­მა მის­ცა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

"ეჭვი მაქვს ხომ არ თამაშობს ომარიო..." - რას წერდა მაგდა პაპიძე დედას

"ეჭვი მაქვს ხომ არ თამაშობს ომარიო..." - რას წერდა მაგდა პაპიძე დედას

თბილისის საქალაქო სასამართლომ უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. მისი ადვოკატი ხათუნა ჩხაიძე ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვდა და აცხადებდა, რომ ახალგაზრდა ქალს შვილი და ქმარი არ მოუკლავს.

"არ მჯერა, რომ ეს ჩემმა შვილმა გააკეთა. მე მკვლელი შვილი არ გამიზრდია" - ამის შესახებ ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის დედამ სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ლია შამუგიას თქმით ის ანკარაში მუშაობდა და იქედან ეხმარებოდა შვილს: "თავიდან ცოლ-ქმარს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, შემდეგში ურთიერთობა დაეძაბათ, რადგან ჩემს სიძეს დალევა უყვარდა. როგორც ყველა ახალგაზდა, ისიც სვამდა, სიმთვრალეში კი ძალიან ცუდ ხასიათს ავლენდა. ომარს ვალი რამდენი ჰქონდა, ამას არ ამბობდა. სახლიდან გაჰქონდა ოქროულობაც და იკარგებოდა ნივთები. მესიჯიც კი მაქვს ჩემი ქალიშვილის შენახული, რომელშიც მწერს, ეჭვი მაქვს ხომ არ თამაშობს ომარიო. თან ავარია მოუხდა, ორი მანქანა დაამტვრია, ღობეც დააზიანა და ვალები დაედო. საქართველოში არ ვიყავი და ბოლო დროის ამბები დეტალურად არ ვიცი. მე იქ ვცდილობდი ჩემი შვილისთვის რამე მომეგროვებინა, რომ მათთვის ბინა მეყიდა, რადგან ყველამ ნახეთ, რა პირობებში ცხოვრობდნენ, ამ ტრაგედიის მერე ჩამოვედი.

დამიჯერეთ, ის თავის შვილს არ მოკლავდა. რომელი დედა მოკლავს შვილს?! თქვენ არ იცით როგორ უყვარდა თორნიკე, როგორი დედა იყო. ბავშვს ეტყობა ტუჩზე ნაჭდევი, თვალები ჩალურჯებული აქვს, ამას მაგდა როგორ იზამდა?! ვფიქრობ, აქ გარეულია მესამე პირი, ვინც მას შვილი გაუგუდა. დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილი თორნიკეს არ მოკლავდა! დამიჯერეთ, თითით საჩვენებელი დედა იყო. არ იცით როგორ მყავს გაზრდილი ჩემი შვილები. ორი გოგო გავზარდე. ეს საშინელი ტრაგედიაა, შოკში ვარ. დედამ შვილი როგორ უნდა მოკლას, ვერ წარმომიდგენია. საშინელ დღეში ვარ, შინ ორი მიცვალებული გვისვენია, ფაქტობრივად, ჩემი შვილიც მკვდარია" განაგრძეთ კითხვა "კვირის პალიტრის" საიტზე

ასევე წაიკითხეთ:

მაგდა პაპიძე ვერ იტანდა მეუღლეს - პროკურატურა

რას ჰყვება მაგდა პაპიძე მკვლელობის ღამის შესახებ- ჩვენების დეტალები

"მე მკვლელი შვილი არ გამიზრდია" - მაგდა პაპიძის დედის კომენტარი

მაგდა პაპიძის წინააღმდეგ ჩვენება მისმა მეგობარმა მამაკაცმა მისცა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია