პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უბანში ყველამ იცოდა, რომ ანდროს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა - ბერი გაბრიელის პროსპექტზე დატრიალებული ტრაგედიის დეტალები
უბანში ყველამ იცოდა, რომ ანდროს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა - ბერი გაბრიელის პროსპექტზე დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

ბერი გაბ­რი­ე­ლის პროს­პექ­ტზე მოკ­ლუ­ლი 38 წლის გი­ორ­გი ბე­დოშ­ვი­ლი კა­ხეთ­ში, სო­ფელ ქი­ზიყ­ში დაკ­რძა­ლეს. იგი ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლა, ხოლო გი­ორ­გის ბი­ძაშ­ვი­ლი, ზუ­რაბ ბე­დოშ­ვი­ლი, ფეხ­ში დაჭ­რა.

იმ დღეს ისი­ნი პა­ცი­ენ­ტის და­სახ­მა­რებ­ლად დი­ლის 8 სა­ათ­ზე მი­ვიდ­ნენ. გი­ორ­გი ბე­დოშ­ვილს ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ან­დრო მკრტი­ჩი­ა­ნის დე­დამ და­უ­რე­კა და შვი­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა­ში დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა. რო­გორც კი გი­ორ­გიმ და ზუ­რაბ­მა სახ­ლში შედ­გეს ფეხი, ან­დრო მკრტი­ჩი­ან­მა მათ ეს­რო­ლა. გი­ორ­გი ზღურ­ბლზე­ვე და­ი­ღუ­პა, ფეხ­ში დაჭ­რილ­მა ზუ­რაბ­მა კი გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა და პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხა.

54 წლის ან­დრო მკრტი­ჩი­ა­ნი ბი­ნა­ში ჩა­ი­კე­ტა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს და­ხოც­ვით ემუქ­რე­ბო­და. იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ, ფეხ­ში მსუ­ბუ­ქად და­ეჭ­რათ და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გა­ნა­ი­ა­რა­ღეს. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი დამ­ხვდა, კიბე ერ­თი­ა­ნად სის­ხლით იყო მოს­ვრი­ლი, სის­ხლის გუბე იდგა ლიფ­ტის კარ­სა და ბი­ნის შე­სას­ვლელ­თა­ნაც. ან­დრო მკრტი­ჩი­ა­ნი დე­დას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. ან­დროს და იმა­ვე კორ­პუს­ში ცხოვ­რობს (მან დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი არ ისურ­ვა). უბან­ში ყვე­ლამ იცო­და, რომ ან­დროს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და.

ბევ­რჯერ უნა­ხავთ, თა­ვის თავს რო­გორ ელა­პა­რა­კე­ბო­და, მაგ­რამ რო­გორც ამ­ბო­ბენ, აგ­რე­სი­უ­ლი არ ყო­ფი­ლა. მხო­ლოდ ერთი ინ­ცი­დენ­ტი გა­იხ­სე­ნეს მე­ზობ­ლებ­მა, - რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ან­დრომ მან­ქა­ნა შუა გზა­ზე და­ა­ყე­ნა და თვი­თონ ბი­ნა­ში ავი­და. სხვა მან­ქა­ნებს გზა გა­და­ე­კე­ტათ და როცა გზის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა სთხო­ვეს, მძღოლს აუ­შარ­და, უარ­ზე დად­გა. ან­დრო მკრტი­ჩი­ანს მარ­თვის მოწ­მო­ბაც ჰქონ­და, გა­ირ­კვა სა­გან­გა­შო ფაქ­ტიც: მას ია­რა­ღი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჰქონ­და გა­ფორ­მე­ბუ­ლი. რო­გორც ჩანს, მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში ია­რა­ღის გა­სა­ფორ­მებ­ლად მი­სუ­ლი მკრტი­ჩი­ა­ნის ფსი­ქი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ეჭვი არა­ვის შე­უ­ტა­ნია, ალ­ბათ, მარ­თვის მოწ­მო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გას­ცეს ია­რა­ღის შე­ნახ­ვის ნე­ბარ­თვა ისე, რომ ფსი­ქო არა­ვის მო­უ­თხო­ვია. არა­და, რო­გორც მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, მას ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც ეტყო­ბო­და, რომ ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, 1-ლი ნო­ემ­ბრი­დან სა­მო­ქა­ლა­ქო ცე­ცხლსას­რო­ლი და გა­ზის ია­რა­ღის შე­ძე­ნის წე­სე­ბი შე­იც­ვა­ლა. ვი­საც ია­რა­ღის შე­ძე­ნა სურს, შსს-ს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში თე­ო­რი­უ­ლი გა­მოც­და უნდა ჩა­ა­ბა­როს.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტრა­გე­დი­ამ­დე ორი დღით ადრე დე­დამ მკურ­ნალ ექიმს აც­ნო­ბა, რომ შვილს მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმწვავ­და. ექიმ­მა ურ­ჩია, და­ე­რე­კა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის­თვის და ექი­მე­ბი და პო­ლი­ცია და­ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ შვი­ლის სა­ა­ვად­მყო­ფომ­დე მიყ­ვა­ნა­ში. მაგ­რამ დე­დამ ამ წესს გვერ­დი აუ­ა­რა და ნაც­ნობ გი­ორ­გი ბე­დოშ­ვილს და­უ­რე­კა და­სახ­მა­რებ­ლად. გი­ორ­გი ბე­დოშ­ვილ­მა ან­დრო მკრტი­ჩი­ა­ნი ასა­თი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე ადრე მდე­ბა­რე ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­იც­ნო, ბე­დოშ­ვი­ლი იქ სა­ნიტ­რად მუ­შა­ობ­და.

ლალი წუ­ლე­ის­კი­რი, ექიმ-ფსი­ქი­ატ­რი: "გი­ორ­გი ბე­დოშ­ვი­ლი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბა იყო. შვი­ლე­ბის­თვის რომ არა­ფე­რი მო­ეკ­ლო, ღა­მე­ებს ათე­ნებ­და, და­მა­ტე­ბით მუ­შა­ო­ბა არ ეზა­რე­ბო­და. თით­ქმის მთელ დროს პა­ცი­ენ­ტებ­თან ატ

არებ­და, მათ ნდო­ბა­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას იმ­სა­ხუ­რებ­და. ამ ოჯახს ის ად­რეც და­ეხ­მა­რა. ეტყო­ბა, იფიქ­რა, ამ­ჯე­რა­დაც მშვი­დად მო­აგ­ვა­რებ­და საქ­მეს. რას წარ­მო­იდ­გენ­და, სახ­ლში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი თუ დახ­ვდე­ბო­და. ან­დრო მკრტი­ჩი­ა­ნი ჩვენს კლი­ნი­კა­ში იყო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ეტყო­ბა, წამ­ლებს არ სვამ­და, თო­რემ ასეთ რა­მეს არ ჩა­ი­დენ­და. ჩვენს კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობს დაჭ­რი­ლი ზუ­რაბ ბე­დოშ­ვი­ლიც, ექთა­ნის თა­ნა­შემ­წეა (გი­ორ­გი ბე­დოშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლია). სამ­წუ­ხა­როდ, ამ ფაქ­ტის შემ­დეგ ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი სტიგ­მა (ადა­მი­ა­ნის დის­კრი­მი­ნა­ცია ან პი­როვ­ნუ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მისი უნი­კა­ლუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბით, რომ­ლი­თაც იგი გან­სხვავ­დე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მოს­გან) გაღ­რმავ­დე­ბა. ჩვენც დავ­დი­ვართ ბი­ნა­ზე ვი­ზი­ტე­ბით, მაგ­რამ წი­ნას­წარ ვსწავ­ლობთ პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბას. ფორ­მა 100-ში თუ წე­რია, რომ პა­ცი­ენ­ტი ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლია, მა­შინ შე­სა­ბა­მი­სად მომ­ზა­დე­ბუ­ლი მივ­დი­ვართ, მაგ­რამ და­ცუ­ლი მა­ინც არ ხარ. ამას­თან, ვალ­დე­ბუ­ლი ვართ, კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა და­ვიც­ვათ. თუ ად­გილ­ზე არ გვხვდე­ბა პა­ცი­ენ­ტი, მე­ზო­ბელს ვერ ვე­ტყვი, ვინ ვარ, უფრო მე­ტიც, ოჯა­ხის წევ­რსაც კი არ ვე­უბ­ნე­ბით, რომ მისი ექი­მი ვარ. სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი მოხ­და. ოჯა­ხებს მეტი ყუ­რა­დღე­ბის გა­მო­ჩე­ნა მარ­თებთ. მსგავს შემ­თხვე­ვებ­ში აუ­ცი­ლებ­ლად სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და უნდა გა­მო­ი­ძა­ხონ".

"როცა პა­ცი­ენ­ტი აღარ იღებს მე­დი­კა­მენტს, ის უკვე სა­ში­ში ხდე­ბა"

უნდა ვე­რი­დოთ თუ არა ფსი­ქი­კურ ავად­მყო­ფებს, რამ­დე­ნად სა­ში­ში არი­ან ისი­ნი, ან რო­დის მწვავ­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბა, ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ნარ­კო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელს, ლაშა კი­ლა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ:

- არ მინ­და, ბა­ნა­ლუ­რი ვიყო და სი­ტყვა "სტიგ­მა" გა­მო­ვი­ყე­ნო, მაგ­რამ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შია. ჩვენ ვერ გა­ვი­გეთ, რომ ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წევ­რე­ბი არი­ან.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

უბანში ყველამ იცოდა, რომ ანდროს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა - ბერი გაბრიელის პროსპექტზე დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

უბანში ყველამ იცოდა, რომ ანდროს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა - ბერი გაბრიელის პროსპექტზე დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

ბერი გაბრიელის პროსპექტზე მოკლული 38 წლის გიორგი ბედოშვილი კახეთში, სოფელ ქიზიყში დაკრძალეს. იგი ფსიქიკურად დაავადებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, ხოლო გიორგის ბიძაშვილი, ზურაბ ბედოშვილი, ფეხში დაჭრა.

იმ დღეს ისინი პაციენტის დასახმარებლად დილის 8 საათზე მივიდნენ. გიორგი ბედოშვილს ფსიქიკურად დაავადებული ანდრო მკრტიჩიანის დედამ დაურეკა და შვილის საავადმყოფოში გადაყვანაში დახმარება სთხოვა. როგორც კი გიორგიმ და ზურაბმა სახლში შედგეს ფეხი, ანდრო მკრტიჩიანმა მათ ესროლა. გიორგი ზღურბლზევე დაიღუპა, ფეხში დაჭრილმა ზურაბმა კი გაქცევა მოახერხა და პოლიცია გამოიძახა.

54 წლის ანდრო მკრტიჩიანი ბინაში ჩაიკეტა და სამართალდამცველებს დახოცვით ემუქრებოდა. იძულებული გახდნენ, ფეხში მსუბუქად დაეჭრათ და მხოლოდ ამის შემდეგ განაიარაღეს. შემთხვევის ადგილზე საშინელი სურათი დამხვდა, კიბე ერთიანად სისხლით იყო მოსვრილი, სისხლის გუბე იდგა ლიფტის კარსა და ბინის შესასვლელთანაც. ანდრო მკრტიჩიანი დედასთან ერთად ცხოვრობდა. ანდროს და იმავე კორპუსში ცხოვრობს (მან დეტალებზე საუბარი არ ისურვა). უბანში ყველამ იცოდა, რომ ანდროს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

ბევრჯერ უნახავთ, თავის თავს როგორ ელაპარაკებოდა, მაგრამ როგორც ამბობენ, აგრესიული არ ყოფილა. მხოლოდ ერთი ინციდენტი გაიხსენეს მეზობლებმა, - რამდენიმე კვირის წინ ანდრომ მანქანა შუა გზაზე დააყენა და თვითონ ბინაში ავიდა. სხვა მანქანებს გზა გადაეკეტათ და როცა გზის გათავისუფლება სთხოვეს, მძღოლს აუშარდა, უარზე დადგა. ანდრო მკრტიჩიანს მართვის მოწმობაც ჰქონდა, გაირკვა საგანგაშო ფაქტიც: მას იარაღი ოფიციალურად ჰქონდა გაფორმებული. როგორც ჩანს, მომსახურების სააგენტოში იარაღის გასაფორმებლად მისული მკრტიჩიანის ფსიქიკურ მდგომარეობაში ეჭვი არავის შეუტანია, ალბათ, მართვის მოწმობის საფუძველზე გასცეს იარაღის შენახვის ნებართვა ისე, რომ ფსიქო არავის მოუთხოვია. არადა, როგორც მეზობლები ამბობენ, მას ვიზუალურადაც ეტყობოდა, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. საბედნიეროდ, 1-ლი ნოემბრიდან სამოქალაქო ცეცხლსასროლი და გაზის იარაღის შეძენის წესები შეიცვალა. ვისაც იარაღის შეძენა სურს, შსს-ს მომსახურების სააგენტოში თეორიული გამოცდა უნდა ჩააბაროს.

ჩვენი ინფორმაციით, ტრაგედიამდე ორი დღით ადრე დედამ მკურნალ ექიმს აცნობა, რომ შვილს მდგომარეობა გაუმწვავდა. ექიმმა ურჩია, დაერეკა სასწრაფო დახმარებისთვის და ექიმები და პოლიცია დაეხმარებოდნენ შვილის საავადმყოფომდე მიყვანაში. მაგრამ დედამ ამ წესს გვერდი აუარა და ნაცნობ გიორგი ბედოშვილს დაურეკა დასახმარებლად. გიორგი ბედოშვილმა ანდრო მკრტიჩიანი ასათიანის ქუჩაზე ადრე მდებარე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაიცნო, ბედოშვილი იქ სანიტრად მუშაობდა.

ლალი წულეისკირი, ექიმ-ფსიქიატრი: "გიორგი ბედოშვილი არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. შვილებისთვის რომ არაფერი მოეკლო, ღამეებს ათენებდა, დამატებით მუშაობა არ ეზარებოდა. თითქმის მთელ დროს პაციენტებთან ატ

არებდა, მათ ნდობასა და პატივისცემას იმსახურებდა. ამ ოჯახს ის ადრეც დაეხმარა. ეტყობა, იფიქრა, ამჯერადაც მშვიდად მოაგვარებდა საქმეს. რას წარმოიდგენდა, სახლში შეიარაღებული ადამიანი თუ დახვდებოდა. ანდრო მკრტიჩიანი ჩვენს კლინიკაში იყო რეგისტრირებული. ეტყობა, წამლებს არ სვამდა, თორემ ასეთ რამეს არ ჩაიდენდა. ჩვენს კლინიკაში მუშაობს დაჭრილი ზურაბ ბედოშვილიც, ექთანის თანაშემწეა (გიორგი ბედოშვილის ბიძაშვილია). სამწუხაროდ, ამ ფაქტის შემდეგ ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების მიმართ საზოგადოებაში სოციალური სტიგმა (ადამიანის დისკრიმინაცია ან პიროვნული უკმაყოფილება მისი უნიკალური თავისებურებით, რომლითაც იგი განსხვავდება სოციალური გარემოსგან) გაღრმავდება. ჩვენც დავდივართ ბინაზე ვიზიტებით, მაგრამ წინასწარ ვსწავლობთ პაციენტის მდგომარეობას. ფორმა 100-ში თუ წერია, რომ პაციენტი ძალიან აგრესიულია, მაშინ შესაბამისად მომზადებული მივდივართ, მაგრამ დაცული მაინც არ ხარ. ამასთან, ვალდებული ვართ, კონფიდენციალურობა დავიცვათ. თუ ადგილზე არ გვხვდება პაციენტი, მეზობელს ვერ ვეტყვი, ვინ ვარ, უფრო მეტიც, ოჯახის წევრსაც კი არ ვეუბნებით, რომ მისი ექიმი ვარ. სამწუხარო ფაქტი მოხდა. ოჯახებს მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ. მსგავს შემთხვევებში აუცილებლად სასწრაფო დახმარების ბრიგადა უნდა გამოიძახონ".

"როცა პაციენტი აღარ იღებს მედიკამენტს, ის უკვე საშიში ხდება"

უნდა ვერიდოთ თუ არა ფსიქიკურ ავადმყოფებს, რამდენად საშიში არიან ისინი, ან როდის მწვავდება დაავადება, ამ და სხვა საკითხებზე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელს, ლაშა კილაძეს ვესაუბრეთ:

- არ მინდა, ბანალური ვიყო და სიტყვა "სტიგმა" გამოვიყენო, მაგრამ მთავარი პრობლემა დღეს საზოგადოებაშია. ჩვენ ვერ გავიგეთ, რომ ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანები საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია