რომელი ზოდიაქოს ნიშანი იქნება წარმატებული 2016 წელს? ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს 12-ვე ნიშნისთვის 2016 წლის ასტროლოგიურ პროგნოზს აკეთებს. ასტროლოგის თქმით, 2016 წელი ზოდიაქოს ნიშნებიდან ყველაზე წარმატებული იქნება ქალწულისთვის. გამარჯვების პლანეტა ვენერა ქალწულშია, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების აქტიურობაზე. მაიმუნის წელიწადში დაბადებულ ქალწულებს კი 2016 წელს განსაკუთრებული წარმატება ელით.
მომავალი წელი წარმატებული იქნება კუროსთვისაც, მის წარმატებას ასტროლოგი 5-დან 4 ქულით განსაზღვრავს. 15 ნოემბრიდან კი, მისი თქმით, კუროს ზოდიაქოში მფარველი ანგელოზი გადავა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს კუროს წინსვლას.
წლის ფავორიტი ნიშანია ვერძი. განსაკუთრებული წინსვლა ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს 15 აპრილიდან 15 ნოემბრამდე პერიოდში ელით, როცა ვერძის მფარველი ანგელოზი შემოდის ამ ზოდიაქოში.
თევზები 16 აპრილამდე იქნებიან წარმატებულები, წლის შემდეგი პერიოდი საშუალო იქნება მათთვის. შედარებით წარმატებულია წელიწადი ლომებისთვისაც. მათ შანსებს ასტროლოგი ხუთქულიანი სისტემიდან 4 ქულით აფასებს.
ნაწილობრივ პრობლემური წელი ელით სასწორებს, მათთვის 22 მაისამდე რთული პერიოდი იქნება. ცაგარელი სასწორებს ურჩევს, მაქსიმალურად ფრთხილად იყვნენ სასიყვარულო ურთიერთობებში, ერიდონ მოსალოდნელ კონფლიქტებს. ასევე ყურადღება მიაქციონ ჯანმრთელობას, მათ შორის ინფექციური დაავადებების კუთხითაც. 22 მაისიდან კი გაცილებით უკეთესი პერიოდი ელით.
მორიელს სიფრთხილე მართებს 22 მაისამდე. განსაკუთრებით, ინტიმურ ურთიერთობებში. მორიელ ქალებს წელს კატეგორიულად ეკრძალებათ აბორტი, რადგან ასტროლოგის თქმით, შავი ძალა გადმოდის შარდ-სასქესო და რეპროდუქციულ ზონაში.
რაც შეეხება მშვილდოსანს, ამ ზოდიაქოში ასტროლოგის თქმით, იმყოფება მუხრუჭი პლანეტა სატურნი, რაც აფუჭებს მშვილდოსნის შესაძლებლობებს. მშვილდოსანს წელს ორმაგი შეუპოვრობა და ძალისხმევა დასჭირდება. სამაგიეროდ, ეს მუხრუჭები ბევრ რამეს ასწავლიან ამ ნიშანს, რაც იმოქმედებს მის შემდგომ განვითარებაზე.
დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: ტყუპები, კირჩხიბი, მერწყული, თხის რქა, 2016 წელი ზომიერად სტაბილური იქნება. მათი წარმატება ხუთიდან სამნახევარი ქულით ფასდება.