ფერაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ცნობილი ხდება. მეზობლებს აქვთ ეჭვი, რომ ახალგაზრდა მამაკაცი და 5 წლის ბავშვი სახლში მოკლეს, მკვლელი კი ცხედრების გადამალვას ცდილობდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს სასიკვდილო დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული 5 წლის ბავშვი კი შესაძლოა გაგუდული იყოს.
მეზობლები ამბობენ, რომ ამბავი მას შემდეგ გაიგეს, რაც დაღუპულები გარდაცვლილი მამაკაცის ცოლმა და ბავშვის დედამ იპოვა. მომხდარის შესახებ იფნორმაცია დღეს დილით გაიგო გარდაცვლილი ბავშვის დეიდამ. ის ამბობს, რომ ოჯახთან ბოლოს ურთიერთობა გუშინ ჰქონდა.
მეზობლები გარდაცვლილ მამაკაცს დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ კონფლიქტური პიროვნება არ იყო.
ამასთან ცნობილი ხდება, რომ მომხდარის შესახებ ჩვენებას ამ წუთებში გარდაცვლილთა ოჯახის წევრები აძლევენ, მათ შორის არის მამაკაცის დედა და მეუღლე.
შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია მომხდარის შესახებ ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
საზარელი მკვლელობა თბილისში: მოკლული მამა-შვილი საკუთარ სადარბაზოსთან იპოვეს