სამართალი
Faceამბები

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
პოლიტიკა
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ და რა საბუთებით შეძლებს წასვლას ევროპაში და რისი კეთების უფლება გექნებათ უვიზო რეჟიმის პირობებში
ვინ და რა საბუთებით შეძლებს წასვლას ევროპაში და რისი კეთების უფლება გექნებათ უვიზო რეჟიმის პირობებში

28 მარ­ტი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებ­ში უვი­ზოდ გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­მო­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცია, რო­მელ­საც ხელი 1-ელ მარტს მო­ე­წე­რა, ევ­რო­კავ­ში­რის ოფი­ცი­ა­ლურ ჟურ­ნალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან 20 დღე­ში ამოქ­მედ­დე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ხვა­ლი­დან, 28 მარ­ტი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის/შენ­გე­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ვი­ზი­ტით უვი­ზოდ გამ­გზავ­რე­ბას შეძ­ლე­ბენ.

უვი­ზო რე­ჟი­მი გუ­ლის­ხმობს თა­ვი­სუ­ფალ გა­და­ად­გი­ლე­ბას შენ­გე­ნის ზო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ევ­რო­კავ­ში­რის 22 წევრ ქვე­ყა­ნას, ევ­რო­კავ­ში­რის 4 არა­წევრ ქვე­ყა­ნას და შენ­გე­ნის 4 კან­დი­დატ ქვე­ყა­ნას.

ავ­სტრია, ბელ­გია, გერ­მა­ნია, და­ნია, ეს­პა­ნე­თი, ეს­ტო­ნე­თი, იტა­ლია, ლატ­ვია, ლიტ­ვა, ლუქ­სემ­ბურ­გი, მალ­ტა, ნი­დერ­ლან­დე­ბი, პო­ლო­ნე­თი, პორ­ტუ­გა­ლია, სა­ბერ­ძნე­თი, საფ­რან­გე­თი, სლო­ვე­ნია, სლო­ვა­კე­თი, უნ­გრე­თი, ფი­ნე­თი, შვე­დე­თი, ჩე­ხე­თი (წევ­რი ქვეყ­ნე­ბი)

ის­ლან­დია, ლიხ­ტენშტე­ი­ნი, ნორ­ვე­გია და შვე­ი­ცა­რია (არა­წევ­რი ქვეყ­ნე­ბი)

ბულ­გა­რე­თი, კვიპ­რო­სი, რუ­მი­ნე­თი, ხორ­ვა­ტია (კან­დი­და­ტი ქვეყ­ნე­ბი)

  • უვი­ზოდ მოგ­ზა­უ­რო­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა
ევ­რო­კავ­შირ­თან უვი­ზო რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ვი­ზის გა­რე­შე შე­უძ­ლი­ათ გა­ემ­გზავ­რონ მხო­ლოდ მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ვი­ზი­ტით ევ­რო­კავ­ში­რის/შენ­გე­ნის წევრ ქვეყ­ნებ­ში;

მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ვი­ზი­ტი გუ­ლის­ხმობს 90 დღეს ნე­ბის­მი­ე­რი 180 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში;

  • რა სა­ბუ­თე­ბია სა­ჭი­რო უვი­ზოდ მგზავ­რო­ბის­თვის?
უკა­ნას­კნე­ლი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ცე­მუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტი, რო­მელ­საც უნდა ქონ­დეს მი­ნი­მუმ 3 თვის მოქ­მე­დე­ბის ვადა ევ­რო­კავ­ში­რის/შენ­გე­ნის ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ი­დან გას­ვლის და­გეგ­მი­ლი დღის­თვის.

  • სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან და­იც­ვან:
შენ­გე­ნის ქვეყ­ნებ­ში შეს­ვლი­სა და ყოფ­ნის წე­სე­ბი; ად­გი­ლობ­რი­ვი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა; სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი; სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი; სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა დე­პორ­ტა­ცი­ას ან/და და­ე­კის­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ქვეყ­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, რა­საც ყო­ველ­თვის მოს­დევს ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლის აკ­რძალ­ვა 5 წლამ­დე ვა­დით.

მგზავ­რო­ბის მიზ­ნის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად სა­ზღვარ­ზე უნდა წარ­მო­ად­გი­ნოთ შემ­დე­გი სა­ხის სა­ბუ­თე­ბი:

ტუ­რიზ­მი და დას­ვე­ნე­ბა:

  • უკან და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი სამ­გზავ­რო ბი­ლე­თი
  • სას­ტუმ­როს ჯავ­შა­ნი;
  • სა­მოგ­ზა­უ­რო და­ზღვე­ვა;
  • მოგ­ზა­უ­რო­ბის ფი­ნან­სუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი. (ნაღ­დი ფული, სამ­გზავ­რო ჩეკი, მოქ­მე­დი სა­ბან­კო ელექტრო­ნუ­ლი ბა­რა­თე­ბი და ა.შ.) ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა არ აღე­მა­ტე­ბა დღე­ში 50 ევ­როს სას­ტუმ­როს ჯავ­შნის არ­სე­ბო­ბი­სას.

მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში, სე­მი­ნა­რებ­ში, საქ­მი­ან შეხ­ვედ­რებ­ში და ა.შ.

  • ​ღო­ნის­ძი­ე­ბის/კონ­ფე­რენ­ცი­ის, სე­მი­ნა­რის მოწ­ვე­ვა/პროგ­რა­მა;
  • სას­ტუმ­როს ჯავ­შა­ნი;
  • სა­მოგ­ზა­უ­რო და­ზღვე­ვა
  • უკან და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი ბი­ლე­თი;
  • მოგ­ზა­უ­რო­ბის ფი­ნან­სუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი. (ნაღ­დი ფული, სამ­გზავ­რო ჩეკი, მოქ­მე­დი სა­ბან­კო ელექტრო­ნუ­ლი ბა­რა­თე­ბი და ა.შ.) ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა არ აღე­მა­ტე­ბა დღე­ში 50 ევ­როს სას­ტუმ­როს ჯავ­შნის არ­სე­ბო­ბი­სას.

ნა­თე­სა­ვე­ბის, მე­გობ­რე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა

  • მიმ­ღე­ბი პი­რის სა­კონ­ტაქ­ტო მო­ნა­ცე­მე­ბი (მი­სა­მარ­თი, ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი და სხვ.);
  • იმ პი­რის ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის ან შე­სა­ბა­მის ქვე­ყა­ნა­ში ლე­გა­ლუ­რად ყოფ­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სხვა დო­კუ­მენ­ტის ასლი, რომ­ლის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლა­დაც მი­ემ­გზავ­რე­ბით;
  • სა­მოგ­ზა­უ­რო და­ზღვე­ვა;
  • უკან და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი ბი­ლე­თი;
  • მოგ­ზა­უ­რო­ბის ფი­ნან­სუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი (ნაღ­დი ფული, სამ­გზავ­რო ჩეკი, მოქ­მე­დი სა­ბან­კო ელექტრო­ნუ­ლი ბა­რა­თე­ბი და ა.შ.).

მკურ­ნა­ლო­ბა

  • სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თან­ხმო­ბა
  • რე­კო­მენ­და­ცია, ჩა­ი­ტა­როთ შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა ევ­რო­კავ­ში­რის წევრ-ქვე­ყა­ნა­ში;.
  • სა­მე­დი­ცი­ნო და­ზღვე­ვა მგზავ­რო­ბის მთე­ლი პე­რი­ო­დის­თვის;
  • უკან და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი ბი­ლე­თი;
  • მგზავ­რო­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის ფი­ნან­სუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი (თან­ხა ნაღ­დი სა­ხით, სამ­გზავ­რო ჩეკი, მოქ­მე­დი სა­ბან­კო ელექტრო­ნუ­ლი ბა­რა­თე­ბი, გა­და­რი­ცხვის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი და ა.შ.)

Visa-free travel to EU countries: Must-know tips for Georgian citizens

      იხი­ლეთ ვი­დეო ევ­რო­კავ­შირ­ში უვი­ზო მი­მოს­ვლით სარ­გებ­ლო­ბის წე­სე­ბის შე­სა­ხებ

      სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს ევ­რო­კავ­ში­რის/შენ­გე­ნის წევრ ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლა­ზე უარი ეთ­ქმე­ბა, თუკი:

      • ვერ შეძ­ლებს მგზავ­რო­ბის მიზ­ნობ­რი­ო­ბის ან ფი­ნან­სუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის და­დას­ტუ­რე­ბას;
      • საფრ­თხეს უქ­მნის ევ­რო­კავ­ში­რის/შენ­გე­ნის რო­მე­ლი­მე წევ­რი ქვეყ­ნის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წეს­რიგ­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას ან შიდა უსაფრ­თხო­ე­ბას;
      • ნა­სა­მარ­თლე­ვია ევ­რო­კავ­ში­რის/შენ­გე­ნის წევრ ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში სის­ხლის სა­მარ­თლის ისე­თი და­ნა­შა­უ­ლის­თვის, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 1 წელ­ზე მეტი ვა­დით;
      • არ­სე­ბობს და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ან ასე­თი გან­ზრახ­ვის შე­სა­ხებ უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი;
      • აკ­რძა­ლუ­ლი აქვს ევ­რო­კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლა ან არ­სე­ბობს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მისი გა­ძე­ვე­ბის შე­სა­ხებ (შენ­გე­ნის ერ­თი­ა­ნი სის­ტე­მა)

      სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან და­იც­ვან:

      • ად­გილ­სამ­ყო­ფელ ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლი­სა და ყოფ­ნის წე­სე­ბი, აგ­რეთ­ვე, იმ ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა (სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი და ა.შ.)
      • 90 დღი­ა­ნი ყოფ­ნის ვა­დის გა­და­ცი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ევ­რო­კავ­ში­რის/შენ­გე­ნის ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყოფ­ნა ჩა­ით­ვლე­ბა არა­ლე­გა­ლუ­რად. ასე­თი პირი გა­ძე­ვე­ბულ იქ­ნე­ბა ქვეყ­ნი­დან და აეკ­რძა­ლე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის/შენ­გე­ნის წევ­რი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლა 5 წლამ­დე ვა­დით.ამას­თან ერ­თად, შე­საძ­ლოა, და­ე­კის­როს ჯა­რი­მა 3.000 ევ­რომ­დე ოდე­ნო­ბით;
      • ნე­ბა­დარ­თუ­ლი ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში სხვა სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ჩა­დე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს და­ე­კის­რე­ბა შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ქვეყ­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, რის შემ­დე­გაც გა­ძე­ვე­ბულ იქ­ნე­ბა ქვეყ­ნი­დან და აეკ­რძა­ლე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის/შენ­გე­ნის წევ­რი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლა 5 წლ­მა­დე ვა­დით;
      • ევ­რო­კავ­ში­რის/შენ­გე­ნის წევრ ქვეყ­ნებ­ში მუ­შა­ო­ბა სა­მუ­შაო ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ით­ვლე­ბა არა­ლე­გა­ლუ­რად, რა­საც, ასე­ვე, შე­საძ­ლოა, მოჰ­ყვეს ქვეყ­ნი­დან გა­ძე­ვე­ბა და ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლის აკ­რძალ­ვა.

      (ინ­ფორ­მა­ცია აღე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვებ-გვერ­დი­დან)

      სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია:

      სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცხე­ლი ხაზი: (+995 32) 2 94 50 50;

      ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის მი­სა­მარ­თი: consulinfo@mfa.gov.ge

      სა­ზღვარ­გა­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ე­ბი­სა და სა­კონ­სუ­ლო­ე­ბის სრუ­ლი სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია იხი­ლეთ შემ­დეგ ვებ-გვერ­დზე: https://www.geoconsul.gov.ge/ka/consularOffices

      დღის ვიდეო
      00:00 / 00:00
      ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

      ვინ და რა საბუთებით შეძლებს წასვლას ევროპაში და რისი კეთების უფლება გექნებათ უვიზო რეჟიმის პირობებში

      ვინ და რა საბუთებით შეძლებს წასვლას ევროპაში და რისი კეთების უფლება გექნებათ უვიზო რეჟიმის პირობებში

      28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილდებიან.

      საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაცია, რომელსაც ხელი 1-ელ მარტს მოეწერა, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღეში ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალიდან, 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.

      უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.

      ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი (წევრი ქვეყნები)

      ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია (არაწევრი ქვეყნები)

      ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია (კანდიდატი ქვეყნები)

      • უვიზოდ მოგზაურობის ხანგრძლივობა
      ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგზავრონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში;

      მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში;

      • რა საბუთებია საჭირო უვიზოდ მგზავრობისთვის?
      უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გაცემული საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი, რომელსაც უნდა ქონდეს მინიმუმ 3 თვის მოქმედების ვადა ევროკავშირის/შენგენის ქვეყნის ტერიტორიიდან გასვლის დაგეგმილი დღისთვის.

      • საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან დაიცვან:
      შენგენის ქვეყნებში შესვლისა და ყოფნის წესები; ადგილობრივი კანონმდებლობა; საავტომობილო მოძრაობის წესები; საზოგადოებრივი წესრიგი; სამართალდარღვევის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე დაექვემდებარება დეპორტაციას ან/და დაეკისრება პასუხისმგებლობა კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, რასაც ყოველთვის მოსდევს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 5 წლამდე ვადით.

      მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად საზღვარზე უნდა წარმოადგინოთ შემდეგი სახის საბუთები:

      ტურიზმი და დასვენება:

      • უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი
      • სასტუმროს ჯავშანი;
      • სამოგზაურო დაზღვევა;
      • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.) ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული თანხა არ აღემატება დღეში 50 ევროს სასტუმროს ჯავშნის არსებობისას.

      მონაწილეობა კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში და ა.შ.

      • ​ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა;
      • სასტუმროს ჯავშანი;
      • სამოგზაურო დაზღვევა
      • უკან დასაბრუნებელი ბილეთი;
      • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.) ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული თანხა არ აღემატება დღეში 50 ევროს სასტუმროს ჯავშნის არსებობისას.

      ნათესავების, მეგობრების მონახულება

      • მიმღები პირის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.);
      • იმ პირის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი, რომლის მოსანახულებლადაც მიემგზავრებით;
      • სამოგზაურო დაზღვევა;
      • უკან დასაბრუნებელი ბილეთი;
      • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.).

      მკურნალობა

      • სამედიცინო დაწესებულების თანხმობა
      • რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.
      • სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;
      • უკან დასაბრუნებელი ბილეთი;
      • მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (თანხა ნაღდი სახით, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები, გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ.)

      Visa-free travel to EU countries: Must-know tips for Georgian citizens

      იხილეთ ვიდეო ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესების შესახებ

      საქართველოს მოქალაქეს ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყანაში შესვლაზე უარი ეთქმება, თუკი:

      • ვერ შეძლებს მგზავრობის მიზნობრიობის ან ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურებას;
      • საფრთხეს უქმნის ევროკავშირის/შენგენის რომელიმე წევრი ქვეყნის საზოგადოებრივ წესრიგსა და ჯანმრთელობას ან შიდა უსაფრთხოებას;
      • ნასამართლევია ევროკავშირის/შენგენის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში სისხლის სამართლის ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წელზე მეტი ვადით;
      • არსებობს დანაშაულებრივ საქმიანობაში მისი მონაწილეობის ან ასეთი განზრახვის შესახებ უტყუარი მტკიცებულებები;
      • აკრძალული აქვს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ან არსებობს გადაწყვეტილება მისი გაძევების შესახებ (შენგენის ერთიანი სისტემა)

      საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან დაიცვან:

      • ადგილსამყოფელ ქვეყანაში შესვლისა და ყოფნის წესები, აგრეთვე, იმ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა (საავტომობილო მოძრაობის წესები, საზოგადოებრივი წესრიგი და ა.შ.)
      • 90 დღიანი ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად. ასეთი პირი გაძევებულ იქნება ქვეყნიდან და აეკრძალება ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე ვადით.ამასთან ერთად, შესაძლოა, დაეკისროს ჯარიმა 3.000 ევრომდე ოდენობით;
      • ნებადართული ყოფნის პერიოდში სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, რის შემდეგაც გაძევებულ იქნება ქვეყნიდან და აეკრძალება ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლმადე ვადით;
      • ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მუშაობა სამუშაო ნებართვის გარეშე ითვლება არალეგალურად, რასაც, ასევე, შესაძლოა, მოჰყვეს ქვეყნიდან გაძევება და ქვეყანაში შესვლის აკრძალვა.

      (ინფორმაცია აღებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან)

      საკონტაქტო ინფორმაცია:

      საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი: (+995 32) 2 94 50 50;

      ელექტრონული ფოსტის მისამართი: consulinfo@mfa.gov.ge

      საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების სრული საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.geoconsul.gov.ge/ka/consularOffices

      რომელ რეგიონში რამდენ მოქალაქეს ამოეწურა ქულები მართვის მოწმობაზე - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

      საქართველოში მიწისძვრა მოხდა

      სალომე ზურაბიშვილი 15 წლის ლუკა სირაძის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა