თბილისის გარეუბნების ჩამონათვალი, სადაც საახალწლო ილუმინაციები არ დამონტაჟდება

 თბილისის გარეუბნების ჩამონათვალი, სადაც საახალწლო ილუმინაციები არ დამონტაჟდება

თბილისის გარკვეულ უბანში საახალწლო განათებები წელს არ დამონტაჟდება. "ინტერპრესნიუსისთვის" თბილისის მერიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მათ შორის ილუმინაციებით არ მოირთვება როგორც დედაქალაქის გარეუბნების უმეტესი ნაწილი, ისე ზოგიერთი ცენტრალური ქუჩა.

უფრო კონკრეტულად, ოფიციალური ინფორმაციით, ილუმინაციებს, რომელიც საახალწლოდ გასულ წლებში გამოიყენებოდა, წელს რეკონსტრუქცია ჩაუტადა და ის მხოლოდ ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირზე, პეკინის ქუჩაზე, ფილარმონიის და ტელევიზიის მიმდებარედ კოსტავას გამზირზე, ვახუშტის ხიდზე, გლდანულის შესასვლელში, მუხიანში დუმბაძის ქუჩაზე, ნაძალადევში - გადასასვლელი ხიდიდან კინო "საქართველომდე", ბუშის ქუჩაზე, ქეთევან წამებულის გამზირზე და შარტავას ქუჩაზე დამონტაჟდა. ასევე ილუმინაციები "ანგელოზები" დაიდგა მარჯანიშვილის მოედანზე.

რაც შეეხება წელს შეძენილ ილუმინაციებს, ახალი განათებებით მოირთო თბილისის ცენტრალური ნაწილი: რუსთაველის გამზირი, ჭავჭავაძის გამზირი, მელიქიშვილის გამზირი, კოსტავას და თამარაშვილის ქუჩა და ავლაბრის აღმართი.

დედაქალაქის საახალწლო განათებასა და ცენტრალური ნაძვის ხის მორთვაში წელს მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

რას ამბობს ამერიკიდან მოწვეული ექიმი ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

რას პასუხობს  კოკა ყანდიაშვილი ბრალდებას, რომ ის "ტროლების" ქარხნის დირექტორია

ვინ არიან ნოდარ მელაძის ტყუპის პოპულარული ნათლიები? - ფოტოები ნათლობის ცერემონიიდან