საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დამირეკეს, მითხრეს, რომ 10 მლნ გადამიხადე და შენ მიმართ შეწყდება ყოველგვარი სისხლის სამართლებრივი დევნა - ნუგზარ ბოჭორიშვილი
დამირეკეს, მითხრეს, რომ 10 მლნ გადამიხადე და შენ მიმართ შეწყდება ყოველგვარი სისხლის სამართლებრივი დევნა - ნუგზარ ბოჭორიშვილი

ე.წ. კო­კა­ი­ნის საქ­მე­ზე და­უს­წრებ­ლად ბრალ­დე­ბულ ნუგ­ზარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ელო­და, რომ პარ­ლა­მენ­ტის მიერ ამ­ნის­ტი­რე­ბულ­თა სიის მე­ო­რე ნა­კად­ში მოხ­ვდე­ბო­და, თუმ­ცა ასე არ მოხ­და. რო­გორც ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რი­ის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, ის თავს პო­ლიტ­დევ­ნი­ლად მი­იჩ­ნევს. "მე სა­კუ­თარ თავს გან­ვი­ხი­ლავ პო­ლი­ტი­კურ დევ­ნი­ლად, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ პარ­ლა­მენ­ტმა თა­ვის დრო­ზე ასე არ გა­ნი­ხი­ლა. მა­შინ მი­თხრეს, რომ მე­ო­რე ნა­კად­ში მოვ­ხვდე­ბო­დი და მა­სა­ლე­ბის, სა­ბუ­თე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და­ვი­წყე. ად­ვო­კა­ტის მეშ­ვე­ო­ბით მქონ­და კონ­ტაქ­ტი. და­პი­რე­ბით არა­ვინ გვპირ­დე­ბო­და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მაგ­რამ ამა­ზე სა­უ­ბა­რი იყო", - აღ­ნიშ­ნა ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა.

ბრალ­დე­ბულ­მა ე.წ. კო­კა­ი­ნის საქ­მე­ზეც ისა­უბ­რა. ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის მტკი­ცე­ბით, მა­შინ და­ნა­შა­უ­ლი არ მომ­ხდა­რა. "შე­გიძ­ლი­ათ გა­ეც­ნოთ ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის­თვის გა­დაგ­ზავ­ნილ დას­კვნას, ყო­ველ­წლი­უ­რი ნარ­კო­ტი­კე­ბის ბრუნ­ვის შე­სა­ხებ 2010 წელს. იქ წე­რია, რომ 2010 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ამო­ღე­ბუ­ლია 0 გრა­მი "კო­კა­ი­ნი". ანუ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ უმოძ­რა­ვია. 0.9 გრ კო­კა­ი­ნი იყო, თუმ­ცა ვი­ღა­ცის სა­ხელ­ზე და არც ერთი ჩვენ­გა­ნის სა­ხე­ლი იქ არ ფი­გუ­რი­რებს. მე ვარ გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი 200 გრ კო­კა­ი­ნის გამო. მი­თხა­რით სად წა­ვი­და და­ნარ­ჩე­ნი, ვინ შე­ჭა­მა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ჰა­ერ­ზე გა­ა­სა­მარ­თლო ადა­მი­ა­ნი?!", - აღ­ნიშ­ნა ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სწო­რედ მსგავ­სი შე­თი­თხნი­ლი საქ­მე­ე­ბით სძა­ლავ­და დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხებს მო­ქა­ლა­ქე­ებს და ეს საქ­მეც სწო­რედ ამას უკავ­შირ­დე­ბო­და. "და­მი­რე­კეს, მი­თხრეს, რომ 10 მლნ გა­და­მი­ხა­დე და შენს მი­მართ შე­წყდე­ბა ყო­ველ­გვა­რი სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა. და­მი­რე­კეს რამ­დენ­ჯერ­მე კუდ-ის და თო­ფუ­რი­ძის და­ვა­ლე­ბით. ჩემი თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ მთხოვ­დნენ 3 მლნ ევ­როს, და­ნარ­ჩენს ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ. მე არ დავ­თან­ხმდი და ჩამ­ძი­რეს ბო­ლომ­დე", - გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბულ­მა.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2010 წლის 2 ივ­ნისს ქუ­თა­ის­სა და თბი­ლის­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ა­კა­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ნარ­კო­კარ­ტე­ლის 5 წევ­რი: ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვი­ლი, მევ­ლუდ სვა­ნი­ძე, რო­მან მუ­სე­მი­ა­ნი, გი­ორ­გი ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი და თენ­გიზ გურ­ჩი­ა­ნი. სა­ბერ­ძნე­თის მო­ქა­ლა­ქე და ეს­პა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ნუგ­ზარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი ამ ჯგუფს რე­გუ­ლა­რუ­ლად უგ­ზავ­ნი­და ჯართს პა­ნა­მი­დან, პე­რუ­დან და კო­ლუმ­ბი­ი­დან. ტვირ­ში გა­და­მა­ლუ­ლი იყო კო­კა­ი­ნის დიდი პარ­ტი­ე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე შემ­დგო­მი გა­ნა­წი­ლე­ბის მიზ­ნით.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გა­მოგ­ვყე­ვით, თუ და­ინ­ტრე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია.

გა­მო­ი­წე­რეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/სა­ზო­გა­დო­ე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

დამირეკეს, მითხრეს, რომ 10 მლნ გადამიხადე და შენ მიმართ შეწყდება ყოველგვარი სისხლის სამართლებრივი დევნა - ნუგზარ ბოჭორიშვილი

დამირეკეს, მითხრეს, რომ 10 მლნ გადამიხადე და შენ მიმართ შეწყდება ყოველგვარი სისხლის სამართლებრივი დევნა - ნუგზარ ბოჭორიშვილი

ე.წ. კოკაინის საქმეზე დაუსწრებლად ბრალდებულ ნუგზარ ბოჭორიშვილის განცხადებით, ელოდა, რომ პარლამენტის მიერ ამნისტირებულთა სიის მეორე ნაკადში მოხვდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. როგორც ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია "იბერიის" ეთერში განაცხადა, ის თავს პოლიტდევნილად მიიჩნევს. "მე საკუთარ თავს განვიხილავ პოლიტიკურ დევნილად, თუმცა სამწუხაროდ პარლამენტმა თავის დროზე ასე არ განიხილა. მაშინ მითხრეს, რომ მეორე ნაკადში მოვხვდებოდი და მასალების, საბუთების შეგროვება დავიწყე. ადვოკატის მეშვეობით მქონდა კონტაქტი. დაპირებით არავინ გვპირდებოდა გათავისუფლებას, მაგრამ ამაზე საუბარი იყო", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ბრალდებულმა ე.წ. კოკაინის საქმეზეც ისაუბრა. ბოჭორიშვილის მტკიცებით, მაშინ დანაშაული არ მომხდარა. "შეგიძლიათ გაეცნოთ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გადაგზავნილ დასკვნას, ყოველწლიური ნარკოტიკების ბრუნვის შესახებ 2010 წელს. იქ წერია, რომ 2010 წელს საქართველოში ამოღებულია 0 გრამი "კოკაინი". ანუ საქართველოში არ უმოძრავია. 0.9 გრ კოკაინი იყო, თუმცა ვიღაცის სახელზე და არც ერთი ჩვენგანის სახელი იქ არ ფიგურირებს. მე ვარ გასამართლებული 200 გრ კოკაინის გამო. მითხარით სად წავიდა დანარჩენი, ვინ შეჭამა, როგორ შეიძლება ჰაერზე გაასამართლო ადამიანი?!", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლება სწორედ მსგავსი შეთითხნილი საქმეებით სძალავდა დიდი ოდენობით თანხებს მოქალაქეებს და ეს საქმეც სწორედ ამას უკავშირდებოდა. "დამირეკეს, მითხრეს, რომ 10 მლნ გადამიხადე და შენს მიმართ შეწყდება ყოველგვარი სისხლის სამართლებრივი დევნა. დამირეკეს რამდენჯერმე კუდ-ის და თოფურიძის დავალებით. ჩემი თავისუფლების სანაცვლოდ მთხოვდნენ 3 მლნ ევროს, დანარჩენს ჩემი ნათესავების თავისუფლების სანაცვლოდ. მე არ დავთანხმდი და ჩამძირეს ბოლომდე", - განაცხადა ბრალდებულმა.

შსს-ს ინფორმაციით, 2010 წლის 2 ივნისს ქუთაისსა და თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა საერთაშორისო ნარკოკარტელის 5 წევრი: ანასტასია ზაუტაშვილი, მევლუდ სვანიძე, რომან მუსემიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და თენგიზ გურჩიანი. საბერძნეთის მოქალაქე და ესპანეთში მცხოვრები ნუგზარ ბოჭორიშვილი ამ ჯგუფს რეგულარულად უგზავნიდა ჯართს პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან. ტვირში გადამალული იყო კოკაინის დიდი პარტიები საერთაშორისო ბაზრებზე შემდგომი განაწილების მიზნით.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია