პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველი კლასიდან მესამეში გადაიყვანეს, მაშინ შორეული გემის კაპიტნობაზე ოცნებობდა..." - რას წერდა წლების წინ დათო ჭოჭუაზე საბავშვო გაზეთი
"პირველი კლასიდან მესამეში გადაიყვანეს, მაშინ შორეული გემის კაპიტნობაზე ოცნებობდა..." - რას წერდა წლების წინ დათო ჭოჭუაზე საბავშვო გაზეთი

ინ­ფორ­მა­ცია და­ვით ჭო­ჭუ­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ორი დღის წინ გავ­რცელ­და. სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტის შე­სა­ხებ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი Facebook-გვერ­დი­დან გახ­და ცნო­ბი­ლი.

და­ვით ჭო­ჭუა ღა­მით, სა­ვა­რა­უ­დოდ, გუ­ლის შე­ტე­ვის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. და­ვით ჭო­ჭუა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ამე­რი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის პოსტს იკა­ვებ­და.

და­თოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აქ­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ტრა­გი­კულ ფაქტს "ფე­ის­ბუქ­ში" ასო­ბით ადა­მი­ა­ნი გლო­ვობ­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­თოს ბავ­შვო­ბის შე­სა­ხებ წლე­ბის წინ ერთ-ერთ სა­ბავ­შვო გა­ზეთ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტია ვრცელ­დე­ბა, სა­დაც და­თოს წარ­ჩი­ნე­ბუ­ლო­ბა­სა და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ მიღ­წე­ვებ­ზეა სა­უ­ბა­რი.

გა­ზე­თი ფო­თის მე­ო­რე სა­შუ­ა­ლო სკო­ლის, მე­ო­თხეკ­ლა­სე­ლი დათო ჭო­ჭუ­ას შე­სა­ხებ წერს. გა­ზე­თი მკი­თხველს ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი აზ­როვ­ნე­ბის ბავ­შვის - ფო­თე­ლი ვუნ­დერ­კინ­დის შე­სა­ხებ უყ­ვე­ბა, რო­მე­ლიც არით­მე­ტი­კას­თან ერ­თად სა­ფუძ­ვლი­ა­ნად ფლობ­და გე­ოგ­რა­ფი­ას, ბო­ტა­ნი­კას, ზო­ო­ლო­გი­ას... სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ბავ­შვი თით­ქმის თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი ავ­სებ­და კონ­ტუ­რულ რუ­კებს მას­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი წყა­ლუხ­ვი და წყალმცი­რე მდი­ნა­რე­ე­ბი­თა და ტბე­ბით. მა­შინ დათო შო­რე­უ­ლი ნა­ოს­ნო­ბის გე­მის კა­პიტ­ნო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და...

გა­ზე­თის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­ვე­ლი კლა­სის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ქა­ლა­ქის გა­ნათ­ლე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბამ კო­მი­სი­ა­ზე რეს­პუბ­ლი­კის გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან შე­თან­ხმე­ბით გა­მო­ი­ტა­ნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და დათო პირ­ვე­ლი კლა­სი­დან მე­სა­მე კლას­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მე­სა­მე კლას­შიც წარ­ჩი­ნე­ბით სწავ­ლობ­და. მას შემ­დეგ და­ინ­ტე­რეს­და ას­ტრო­ნო­მი­ით, ბი­ო­ლო­გი­ით, ბევ­რი რამ ის­წავ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. წარ­მა­ტე­ბით ეუფ­ლე­ბო­და ასე­ვე ია­პო­ნურ კა­რა­ტე­სა და ჩი­ნურ კუნ ფუს...

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

"პირველი კლასიდან მესამეში გადაიყვანეს, მაშინ შორეული გემის კაპიტნობაზე ოცნებობდა..." - რას წერდა წლების წინ დათო ჭოჭუაზე საბავშვო გაზეთი

"პირველი კლასიდან მესამეში გადაიყვანეს, მაშინ შორეული გემის კაპიტნობაზე ოცნებობდა..." - რას წერდა წლების წინ დათო ჭოჭუაზე საბავშვო გაზეთი

ინფორმაცია დავით ჭოჭუას გარდაცვალების შესახებ ორი დღის წინ გავრცელდა. სამწუხარო ფაქტის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური Facebook-გვერდიდან გახდა ცნობილი.

დავით ჭოჭუა ღამით, სავარაუდოდ, გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა. დავით ჭოჭუა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა.

დათოს გარდაცვალების ამბავს საზოგადოებაში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. ტრაგიკულ ფაქტს "ფეისბუქში" ასობით ადამიანი გლოვობდა. სოციალურ ქსელში დათოს ბავშვობის შესახებ წლების წინ ერთ-ერთ საბავშვო გაზეთში გამოქვეყნებული სტატია ვრცელდება, სადაც დათოს წარჩინებულობასა და ინტელექტუალურ მიღწევებზეა საუბარი.

გაზეთი ფოთის მეორე საშუალო სკოლის, მეოთხეკლასელი დათო ჭოჭუას შესახებ წერს. გაზეთი მკითხველს ფენომენალური აზროვნების ბავშვის - ფოთელი ვუნდერკინდის შესახებ უყვება, რომელიც არითმეტიკასთან ერთად საფუძვლიანად ფლობდა გეოგრაფიას, ბოტანიკას, ზოოლოგიას... სტატიაში აღნიშნულია, რომ ბავშვი თითქმის თვალდახუჭული ავსებდა კონტურულ რუკებს მასზე აღნიშნული წყალუხვი და წყალმცირე მდინარეებითა და ტბებით. მაშინ დათო შორეული ნაოსნობის გემის კაპიტნობაზე ოცნებობდა...

გაზეთის ინფორმაციით, პირველი კლასის დამთავრების შემდეგ, ქალაქის განათლების განყოფილებამ კომისიაზე რესპუბლიკის განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით გამოიტანა გადაწყვეტილება და დათო პირველი კლასიდან მესამე კლასში გადაიყვანეს. მესამე კლასშიც წარჩინებით სწავლობდა. მას შემდეგ დაინტერესდა ასტრონომიით, ბიოლოგიით, ბევრი რამ ისწავლა საქართველოს ისტორიასა და ლიტერატურაში. წარმატებით ეუფლებოდა ასევე იაპონურ კარატესა და ჩინურ კუნ ფუს...

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია