"SOS! ყურადღებით წაიკითხეთ და დიდი თხოვნაა, გაავრცელოთ" - თბილისში მოძალადე ტაქსის მძღოლი დადის?

"SOS! ყურადღებით წაიკითხეთ და დიდი თხოვნაა, გაავრცელოთ" - თბილისში მოძალადე ტაქსის მძღოლი დადის?

Facebook-ზე ინტერნეტმომხმარებლის ელე სარიშვილის გამოქვეყნებული პოსტი ასობით ადამიანის ყურადღებას იქცევს. ტექსტის შინაარსი მოძალადე ტაქსის მძღოლის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც, ელე სარიშვილის თქმით, თბილისში დადის.

"SOS! SOS! SOS! ყურადღებით წაიკითხეთ და ჩემი დიდი თხოვნაა გაავრცელოთ, ქალბატონებო და არა მარტო ქალბატონებო, ჟურნალისტებო და უბრალოდ მოქალაქეებო, მიუხედავად იმისა რომ თითქმის ყოველ მეორე დღეს ტელევიზიით თუ ჟურნალ გაზეთებით ვრცელდება, ინფორმაციები და შუქდება ქალებზე ძალადობის ფაქტების შესახებ, კვლავ და კვლავ მოიძებნებიან ისეთ ნაძირალები რომელიც თქვენი დახმარებით უნდა ვიპოვოთ და დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით. რადგან ბოლოსდაბოლოს ამ უმსგავსობას ხომ უნდა ჰქონდეს დასასრული, 1 დეკემბერს ღამის 2-3 საათზე ტაქსის მძღოლის მიერ იქნა განხორციელებული ფიზიკური ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა ახალგაზრდა ქალბატონის მიმართ, ამ ეტაპზე ამ ქალბატონის სახელს არ ვასახელებ გარკვეული მიზეზების გამო. ეს ნაძირალა რომელიც ამ ეტაპზე მოძრაობს სედანის ტიპის მანქანით, მუქი ფერის და სამწუხაროდ მარკა ვერ ამოიცნო დაზარალებულმა, რადგან შოკურ მდგომარეობაში მყოფი მხოლოდ იმას ცდილობდა, როგორმე ამ მხეცის შემოტევისაგან თავი დაეცვა, როცა ძირს დაგდებულს წიხლებს ურტყამდა, მხოლოდ იმის გამო რომ მისი მხეცური სურვილის და ჟინის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს, მუქი ფერის სახელმწიფო ნომრით 213, და სერია ამ ეტაპზე დაუდგენელია, მამაკაცი არის დაახლოებით 40-50 წლის, საშუალო სიმაღლის, საკმაოდ ჩაფსკვნილი და დამახასიათებელი ნიშანი - არ ააქვს მარცხენა თვალი.

ამ პირუტყვის საქციელებიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს იმისი პირველი შემთხვევა არაა, რადგან საკმაოდ თავხედურად და უწმაწური სიტყვებით იხსენიებდა სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ისინი თითსაც არ დააკარებენ და ასე შემდეგ. მინდა გავაფრთხილო თბილისის მოსახლეობა და განსაკუთრებით ქალბატონები მსგავს პიროვნებას ერიდონ, რადგან ეს არამზადა ჯერჯერობით თავისუფლად დადის. ყველას ვინც კი ამ პოსტს წაიკითხავს ვთხოვ პირადში მომწეროს თუ ასეთი აღნაგობის მამაკაცი ეცნობა.

გპირდებით რომ არ გავამხელ თქვენ ვინაობას. და იმედი მაქვს რომ დაინტერესდებიან ამ საკითხით და თქვენი დახმარებით შევძლებთ ეს "არსება" წარსდგეს სასამართლოს წინაშე და მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი, მადლობა ყურადღებისათვის. P.S. და ორმაგად ამაზზრენი ის მინდა დავამატო რომ ამ ამბავს შეესწრო რამოდენიმე პიროვნება რომლებმაც ავტომობილი გააჩერეს და იმის მიუხედავად რომ ეს დახმარებოდნენ ძირს დაგდებულ ქალს პირიქით ამაყად დასძახოდნენ მოგიხდება მასე ეგდე ძირსო, ხალხო რა ხდება, სულ დაიკარგა ადამიანობა? ძაღლს რო სცემენ ქუჩაში იმას გამოუჩნდება დამცველი, და როგორ შეიძლება ადამიანი თუ გქვია შეესწრო ქალის ასეთი ცემის ფაქტს და კიდევ დაუმატო შეურაცყოფა, გადაგვარდა სულ საქართველო? რკინის ქალამნებს ჩავიცმევ და ამ ამბავს ასე არ დავტოვებ, სადაც დამიძახებენ თუ რომელიმე ტელევიზია იქნება თანახმა ვარ ხმამაღლა ვილაპარაკო ამ საკითხზე", - წერს ელე სარიშვილი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია