პოლიტიკა
საზოგადოება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მეცნიერება
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოპულარული სტატიის მეორე ნაწილი: იპოვე შენი გვარი და შენი წარსული და ინფორმაცია, რომელსაც საკუთარ ფესვებზე უნდა ფლობდე
პოპულარული სტატიის მეორე ნაწილი: იპოვე შენი გვარი და შენი წარსული და ინფორმაცია, რომელსაც საკუთარ ფესვებზე უნდა ფლობდე

ვი­ნა­ი­დან მკი­თხვე­ლის დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია სა­კუ­თა­რი ფეს­ვე­ბი­სა და წარ­მო­მავ­ლო­ბის, ანუ გვა­რე­ბის შე­სა­ხებ მომ­ზა­დე­ბულ­მა სტა­ტი­ამ, ამი­ტომ თქვე­ნი­ვე მო­თხოვ­ნით, კი­დევ რამ­დე­ნი­მე გვა­რის შე­სა­ხებ მო­გაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას.

აბა­ზა­ძე - ხა­შუ­რის რა­ი­ონ­სა და თბი­ლის­შია ფარ­თოდ წარ­მოდ­გე­ნი­ლი. სა­ფუძ­ვლად უდევს სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი აბა­ზა. გვა­რი მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ო­ნის მიერ მთა­ვარ­თა გვარ­სა­ხე­ლებს შო­რის. ამ გვა­რის ად­რინ­დელ სა­ცხოვ­რებ­ლად აბას­თუ­მანს ვა­რა­უ­დო­ბენ (ადი­გე­ნის რა­ი­ო­ნი). გი­ორ­გი ახვლე­დი­ა­ნის მი­თი­თე­ბით, აბას­თუ­მა­ნი აბა­ზა­ძე­თა უბანს აღ­ნიშ­ნავ­და.

ავა­ლიშ­ვი­ლი ხა­რა­გა­ულ­ში, გარ­და­ბან­სა და თბი­ლის­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ავა­ლიშ­ვი­ლე­ბის ფე­ო­და­ლუ­რი საგ­ვა­რე­უ­ლო სა­ქარ­თვე­ლო­ში XV- XVI სა­უ­კუ­ნე­ებ­ში და­წი­ნა­ურ­და, კერ­ძოდ, ძვე­ლი თო­რის მხა­რე­ში (ახ­ლან­დე­ლი ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა), სა­დაც ავა­ლიშ­ვი­ლე­ბის სა­თა­ვა­დო (სა­ა­ვა­ლიშ­ვი­ლო) ჩა­მო­ყა­ლიბ­და. სა­ა­ვა­ლიშ­ვი­ლო (1535-1545 წლე­ბი.) იმე­რე­თის სა­მე­ფო­ში, 1545 წლი­დან კი სამ­ცხე-სა­ა­თა­ბა­გო­ში შე­დი­ო­და. XVI ს-ის 70-80 წლებ­ში ოს­მა­ლებ­მა და­ი­პყრეს. XVII ს-ში ავა­ლიშ­ვი­ლე­ბის ერთი ნა­წი­ლი შიდა ქარ­თლში, კა­ხეთ­სა და იმე­რეთ­ში გა­და­სახ­ლდა, სა­კუ­თარ მიწა-წყალ­ზე დარ­ჩე­ნილ­ნი გა­მაჰ­მა­დი­ან­დნენ და ბე­გე­ბის წო­დე­ბა მი­ი­ღეს. ქარ­თლ-კა­ხე­თის ავა­ლიშ­ვი­ლე­ბი იყ­ვნენ ეპის­კო­პო­სე­ბი, ეკა­ვათ მო­უ­რავ­თა და სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი. ცი­ციშ­ვილ­თა გვარ­საც ენა­თე­სა­ვე­ბოდ­ნენ. წი­ნა­პარს სა­ხე­ლად ავა­ლა ერ­ქვა.

და­დი­ა­ნი – ოდი­შის მთა­ვარ­თა სამ­თავ­რო წო­დე­ბა-გვა­რი ჩიქ­ვან­თა საგ­ვა­რე­უ­ლო­დან, სა­მეგ­რე­ლოს მთა­ვარ­თა ტი­ტუ­ლია. ძვე­ლად მა­რუ­ში­ან­ნი (მა­რუ­შის­ძე­ნი) ყო­ფი­ლან. ხში­რად არი­ან მოხ­სე­ნი­ე­ბულ­ნი წყა­რო­ებ­ში: და­დი­ა­ნი ცოტ­ნე, გი­ორ­გი, ლე­ვან, ვარ­დან, მა­მია... შე­საძ­ლოა წარ­მომ­დგა­რი იყოს სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლის­გან დადა, და­დაი, დადი. ამა­ვე ძი­რი­საა: და­დი­ა­ნი­ძე, და­დი­ვა­ძე, დად­ვა­ძე. ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ო­ნის მი­ხედ­ვით: "და­დი­ა­ნო­ბა არ არის გვა­რი, გარ­ნა წესი ჴელო­ბი­სა".

სე­ბის­კვე­რი­ძე – ძი­რი­თა­დად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია უბი­სა­სა და ბო­რით­ში. მომ­დი­ნა­რე­ობს სი­ტყვის­გან – სე­ფის­კვე­რი (წმი­და კვე­რი ეკ­ლე­სი­ა­ში სა­ზი­ა­რებ­ლად). გად­მო­ცე­მით, ამ გვა­რის წი­ნაპ­რე­ბი უბი­სის ტაძ­რის­თვის სე­ფის­კვერს აცხობ­დნენ. ამა­ვე ძი­რი­საა სე­ფის­კვე­რი­ძე.

მა­ი­სუ­რა­ძე - ერთ-ერთი დიდი გვა­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ­ჟა­მად მა­ი­სუ­რა­ძე­ე­ბი თბი­ლის­ში, რუს­თავ­ში, ონის რა­ი­ონ­ში, გორ­ში, კა­ხეთ­ში, მეს­ხეთ­ში ყაზ­ბეგ­სა და ბორ­ჯომ­ში სახ­ლო­ბენ. მეც­ნი­ერ­თა ნა­წი­ლის ვა­რა­უ­დით, მა­ი­სუ­რა­ძე­თა ფუძე იყო სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლო. სი­ტყვა "მა­ი­სუ­რი" არა­ბუ­ლად წყლის მძებ­ნელ ადა­მი­ანს ჰქვია. უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან არა­ბეთ­ში წყლის მძებ­ნე­ლის პრო­ფე­სია არ­სე­ბობ­და.

აბუ­სე­რი­ძე - გავ­რცე­ლე­ბუ­ლია გუ­რი­ი­სა და აჭა­რის რა­ი­ო­ნებ­ში. წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სამ­თავ­რო გვა­რია აჭა­რა­ში. ცნო­ბი­ლია XI სა­უ­კუ­ნი­დან. იგი­ვე ძი­რი­საა აბუ­სე­ლი­ძეც.

აბ­ში­ლა­ვა – გვა­რი მომ­დი­ნა­რე­ობს გა­მოთ­ქმი­დან აბ­ში­ლა. ძვე­ლი ეთ­ნო­ნი­მი - "აფ­ში­ლი" ნიშ­ნავს აფხაზს.

ან­თა­ძე ვარ­ძი­ა­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. შე­ი­ცავს სა­კუ­თარ სა­ხელს ანთა, ან­თაი. ანთა ქარ­თველ­თა წარ­მარ­თუ­ლი ღვთა­ე­ბის ბო­ლო­მოკ­ვე­ცი­ლი ფორ­მაა, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ სა­ხე­ლად იქცა. "ან­თებს" ძვე­ლად (VI-VII ს.) აღ­მო­სავ­ლეთ სლა­ვი­ა­ნებს ეძახ­დნენ, ასე რომ, "ან­თა­ძის" დღე­ვან­დე­ლი მი­ახ­ლო­ე­ბი­თი თარ­გმა­ნი იქ­ნე­ბო­და რუ­სი­ძე ან რუ­სიშ­ვი­ლი, რუ­სა­ძე (აკ. შა­ნი­ძე). ან­თე­ბი იყ­ვნენ ქარ­თველ­თა მო­ნა­თე­სა­ვე ტო­მე­ბი, რომ­ლებ­საც შავი ზღვის აღ­მო­სავ­ლე­თი სა­ნა­პი­რო ეკა­ვათ და ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ ქარ­თვე­ლებ­თან. ამა­ზე მოწ­მობს დღემ­დე შე­მორ­ჩე­ნი­ლი ქარ­თუ­ლი გვა­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა: ან­თია, ან­თი­ძე, ან­თე­ლა­ვა... ამა­ვე ძი­რი­საა: ან­თა­ი­ძე, ან­თა­უ­რი, ან­თე­ლა­ვა.

ას­პა­ნი­ძე – ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ფე­ო­და­ლუ­რი საგ­ვა­რე­უ­ლო სა­ხე­ლი. XII ს-ში ას­პა­ნი­ძე­ნი ტაოს მფლო­ბელ­ნი იყ­ვნენ და ფა­ნას­კერ­ტე­ლად იწო­დე­ბოდ­ნენ. მათი ერთი შტო XV ს-ში გად­მო­სახ­ლდა ქარ­თლში და ფა­ნას­კერ­ტელ-ცი­ციშ­ვი­ლად იქცა.

ბა­რა­თაშ­ვი­ლი - ძველ სა­ქარ­თვე­ლო­ში, წარ­ჩი­ნე­ბულ, ფე­ო­და­ლურ საგ­ვა­რე­უ­ლოს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, რომ­ლე­ბიც ქვე­მო ქარ­თლის მფლო­ბელ­ნი იყ­ვნენ. მომ­დი­ნა­რე­ობს XVI სა­უ­კუ­ნი­დან სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლის­გან ბა­რა­თა. ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში ცნო­ბი­ლია ბა­რა­თა ქა­ჩი­ბა­ძე, რომ­ლის შვი­ლიშ­ვილ­მა - ქავ­თარ­მა სა­თა­ვე და­უ­დო ბა­რა­თაშ­ვი­ლო­ბას (1523 წ.). ბა­რა­თაშ­ვილ­თა სამ­ფლო­ბე­ლო ტე­რი­ტო­რი­ას სა­ბა­რა­თი­ა­ნო ეწო­დე­ბო­და. თვით გვარ­სა­ხე­ლი კი ზოგ­ჯერ მო­იხ­სე­ნი­ე­ბო­და, რო­გორც ბა­რა­თი­ა­ნი.

ახალ­ბე­დაშ­ვი­ლი – გავ­რცე­ლე­ბუ­ლია გო­რის რა­ი­ონ­ში. მომ­დი­ნა­რე­ობს სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი­სა­გან – ახალ­ბე­და; ამ გვა­რის წი­ნა­პა­რი, გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, მეს­ხე­თი­დან გად­მო­სახ­ლე­ბუ­ლა. გვა­რად მა­ი­სუ­რა­ძე, რო­გორც ახ­ლად მო­სუ­ლი­სათ­ვის, მის­თვის ახალ­ბე­დაშ­ვი­ლი უწო­დე­ბი­ათ.

ბახ­ტა­ძე – "ბაჰტ" სპარ­სუ­ლი სი­ტყვაა და ნიშ­ნავს ბედს. ბახ­ტა (ბახ­თა) – მეტ­სა­ხე­ლი გვარ­ში ბახ­ტა­ძე. შე­და­რე­ბი­თი ფორ­მაა ბახ­ტარ. ამა­ვე ძი­რი­საა: ბახ­ტა­რიშ­ვი­ლი, ბახ­ტრიშ­ვი­ლი, ბახ­ტუ­რი­ძე, ბახ­ტუ­აშ­ვი­ლი. ბე­რუა ბახ­ტა­ძე იხ­სე­ნი­ე­ბა 1776 წლის 3 აგ­ვის­ტოს, ხოლო ბა­ხუ­ტა ბახ­ტა­ძე მი­წის გაც­ვლი­ლო­ბის წიგნ­ში 1816 წლის იან­ვარ­ში. სო­ფელ ჩხიკ­ვათ­ში 1721 წელს...

კოვ­ზა­ძე – ეს გვა­რი ხე­ლო­ბა-საქ­მი­ა­ნო­ბის მი­ხედ­ვით შერ­ქმე­უ­ლი სა­ხე­ლი "კოვ­ზა"-დან მომ­დი­ნა­რე­ობს. ამ გვა­რის წი­ნაპ­რე­ბი კოვ­ზე­ბის გა­მოთ­ლით ყო­ფი­ლან ცნო­ბილ­ნი. ეს ტრა­დი­ცია ახ­ლაც გრძელ­დე­ბა. ამა­ვე ძი­რი­საა: კოვ­ზა­ნა­ძე, კოვ­ზი­აშ­ვი­ლი, კოვ­ზიშ­ვი­ლი, კოვ­ზი­რი­ძე.

კო­პა­ძე – გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მეს­ხეთ­ში, იმე­რეთ­სა და ქარ­თლში. წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ფე­ო­და­ლუ­რი საგ­ვა­რე­უ­ლო მეს­ხეთ­ში. შე­ი­ცავს სა­კუ­თარ სა­ხელს კოპა, შე­და­რე­ბი­თი ფორ­მაა კო­პა­ლე. ის­ტო­რი­ულ დო­კუ­მენ­ტებ­ში და­ცუ­ლია "კო­პა­ძე­თა მო­სახ­სე­ნი­ე­ბელ­ნი". ამა­ვე ძი­რი­საა: კო­პე­იშ­ვი­ლი, კო­პე­ლაშ­ვი­ლი, კო­პი­ლაშ­ვი­ლი, კოპ­ლა­ტა­ძე.

ბარ­და­ვე­ლი­ძე – გავ­რცე­ლე­ბუ­ლია თერ­ჯო­ლის რა­ი­ონ­სა (სო­ფელ ბარ­დუ­ბა­ნი) და თბი­ლის­ში. სა­ფიქ­რე­ბე­ლია, წარ­მომ­დგა­რი იყოს სა­და­უ­რო­ბის აღმნიშ­ვნე­ლი სი­ტყვი­სა­გან - ბარ­და­ვე­ლი. ბარ­და­ვი ქა­ლა­ქი იყო სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­ზე... თვით სოფ­ლის სა­ხელს ბარ­დუ­ბანს შე­საძ­ლე­ბე­ლია, კავ­ში­რი ჰქონ­დეს გვარ­სა­ხელ­თან, იყოს შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ფორ­მა "ბარ­დათ უბ­ნი­სა".

ბე­დი­ა­ნი­ძე – გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ძი­რი­თა­დად გარ­დაბ­ნის რა­ი­ონ­ში. გვხვდე­ბა სხვა­გა­ნაც. სა­ვა­რა­უ­დოდ, გვა­რი წარ­მოქ­მნი­ლია სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლის­გან – ბე­დი­ა­ნა, რაც ბე­დის მქო­ნეს ნიშ­ნავს. ამა­ვე ძი­რი­საა გვა­რე­ბი: ბე­დი­ა­ნიშ­ვი­ლი, ბე­დი­ა­ნი­ძე, ბე­დი­ნა­ძე, ბე­და­ნაშ­ვი­ლი, ბე­დი­ნე­იშ­ვი­ლი.

ამი­ლახ­ვა­რი – დიდი სა­თა­ვა­დო საგ­ვა­რე­უ­ლოა ქარ­თლში. გვა­რად­ქ­ცე­უ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის ძვე­ლი ტერ­მი­ნი ("ამირ ახურ" – არა­ბუ­ლი სი­ტყვა და სა­ჯი­ნი­ბოს უფ­როსს ნიშ­ნავს). დიდ­მო­ხე­ლე­თა­გა­ნი ფე­ო­და­ლურ სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­მე­ფო სა­ჯი­ნი­ბო­ე­ბი­სა და აბ­ჯარ-სა­ჭურ­ვლის გამ­გე, სა­თა­ნა­დო მო­ხე­ლე­ე­ბის უფ­რო­სი.

ბეჟა­ნიშ­ვი­ლი – გავ­რცე­ლე­ბუ­ლია გარ­დაბ­ნის რი­ონ­ში (მარ­ტყო­ფი), სიღ­ნა­ღის რა­ი­ონ­ში (პრა­სი­ა­ნი), მცხე­თა­ში და სხვა­გან. შე­ი­ცავს სა­კუ­თარ სა­ხელს ბეჟან, რაც სპარ­სუ­ლად "მა­მაცს" ნიშ­ნავს, მომ­დი­ნა­რე­ობს ძვე­ლი ირა­ნუ­ლი­დან (ვეჟან-"ვე­ჯი­ლი" ანუ "ირა­ნე­ლი"). თავ­კი­დუ­რი ბგე­რა სპარ­სულ­ში­ვე არის შეც­ვლი­ლი: ვეჟან-ბეჟან. ბეჟა­ნი ფირ­დო­უ­სის პო­ე­მის "შაჰ-ნა­მეს" ერთ-ერთი გმი­რია. ქარ­თულ­ში ამ სა­ხე­ლის კნი­ნო­ბი­თი ფორ­მე­ბია: ბე­ჟია, ბეჟუა, ბე­ჟი­კო, ბე­ჟი­ტა, სა­ი­და­ნაც მი­ღე­ბუ­ლია გვა­რე­ბი: ბეჟა­ნიშ­ვი­ლი, ბეჟუ­აშ­ვი­ლი, ბეჟუ­კაშ­ვი­ლი, ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი. ბეჟან სა­ხე­ლი, ამ ფორ­მით ქარ­თუ­ლი­დან არის შე­სუ­ლი სომ­ხურ­ში. ის­ტო­რი­უ­ლად ბეჟა­ნიშ­ვი­ლე­ბი თა­ვად ამი­ლახ­ვარ­თა შთა­მო­მავ­ლე­ბიც არი­ან.

გამ­რე­კე­ლი – უძ­ვე­ლე­სი ფე­ო­და­ლუ­რი საგ­ვა­რე­უ­ლო მეს­ხეთ­ში. გამ­რე­კელ-თო­რე­ლე­ბი XII ს-ში ფლობ­დნენ თმოგ­ვის ცი­ხეს, მონ­ღოლ­თა ბა­ტო­ნო­ბის დროს გამ­რე­კელ-თო­რე­ლი ჯა­ვა­ხე­თის მმარ­თვე­ლი იყო. სა­კუ­თარ სა­ხე­ლა­დაც გვევ­ლი­ნე­ბა: გამ­რე­კე­ლი კა­ხას­ძე, გამ­რე­კე­ლი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი. სამ­ხედ­რო თა­ნამ­დე­ბო­ბის ტერ­მი­ნი­დან უნდა იყოს წარ­მომ­დგა­რი. ამა­ვე ძი­რი­საა: გამ­რე­კე­ლაშ­ვი­ლი, გამ­რე­კე­ლი­ძე, გამ­რეკ­ლი­ძე.

და­ვი­თიშ­ვი­ლი – და­ვით (ძვ. ებრ) "სიყ­ვა­რუ­ლია", სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი გა­აზ­რე­ბით "წი­ნამ­ძღო­ლი", "შეყ­ვა­რე­ბუ­ლი" და გარ­და ამი­სა, მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის წმინ­დან­თა სა­ხე­ლია, რო­მელ­საც ეკ­ლე­სია 5 მარტს, 12 აპ­რილს, 2 მა­ისს, 25-26 ივ­ლისს 5, 6, 19 ივ­ლისს აღ­ნიშ­ნავ­და. ეს გვა­რი გან­სა­კუთ­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ქარ­თლში.

ბე­რუ­აშ­ვი­ლი – ფარ­თოდ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი გორ­ში, ქა­რელ­ში, თბი­ლის­ში. სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი ბე­რუა – ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­სობ­რი­ვი სა­ხე­ლია XVIII ს-ში, ქვე­მო ქარ­თლში. ვა­ხუშ­ტი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის მი­ხედ­ვით, წა­ლას­ყურ­სა და თე­ლეთ­ში მა­მა­სახ­ლი­სია ბე­რუა. კო­დელ­მა და­ვით ბე­რუ­აშ­ვილ­მა 1826 წელს, ამა­ვე სოფ­ლის ალექ­სან­დრე ნე­ვე­ლის წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ა­ში მო­ნათ­ლა შვი­ლი პეტ­რე. ივა­ნე ბე­სა­რი­ო­ნის ძე ბე­რუ­აშ­ვი­ლი მო­იხ­სე­ნი­ე­ბა 1882 წელს სო­ფელ ფარ­ცხის­ში.

ელი­ო­ზაშ­ვი­ლი – ქარ­თლში ფარ­თოდ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მომ­დი­ნა­რე­ობს სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი­დან "ელი­ო­ზი". ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ონს მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი აქვს ეს გვა­რი წარ­ჩი­ნე­ბულ მთა­ვარ­თა შო­რის.

ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი მომ­დი­ნა­რე­ობს სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი­დან "ელიზ­ბარ". ელიზ­ბა­რის ეტი­მო­ლო­გია არ არის დად­გე­ნი­ლი. ცნო­ბი­ლია, 1659 წელს ქარ­თველ­თა აჯან­ყე­ბის ერთ-ერთი მე­თა­უ­რი ელიზ­ბარ ერის­თა­ვი, რო­მე­ლიც მა­მას­თან და ბი­ძი­ნა ჩო­ლო­ყაშ­ვილ­თან ერ­თად სპარ­სე­ლებ­მა სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს და შემ­დგომ წმინ­და­ნად შე­ი­რა­ცხა. ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლე­ბი არი­ან რამ­დე­ნი­მე დი­დე­ბუ­ლი საგ­ვა­რე­უ­ლოს შტო-გვა­რე­ბიც, მათ შო­რის - ბაგ­რა­ტი­ონ-და­ვი­თაშ­ვი­ლე­ბი­სა.

ზედ­გი­ნი­ძე – გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ას­პინ­ძის რა­ი­ონ­ში. ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ო­ნი მო­იხ­სე­ნი­ებს წარ­ჩი­ნე­ბულ­თა შო­რის. ამ გვა­რე­უ­ლო­ბამ მი­ი­ღო ამი­ლახ­ვრო­ბა. შედ­გე­ბა სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლის­გან ზედ­გი­ნი, ზევ­დგინ. მეს­ხე­თი­დან იმე­რეთ­შიც არი­ან გად­მო­სახ­ლე­ბულ­ნი.

ზუ­ბი­აშ­ვი­ლი – გავ­რცე­ლე­ბუ­ლია გორ­ში, კასპსა და თბი­ლის­ში. შედ­გე­ბა სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლის­გან ზუ­ბია. შე­და­რე­ბი­თი გვა­რე­ბია: ზუ­ბაშ­ვი­ლი, ზუ­ბუ­ლაშ­ვი­ლი, ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლი. ლე­ჩხუმ­ში არის ზუ­ბის ციხე. იქ­ვეა სო­ფე­ლი ზუბი. ზუ­ბი­აშ­ვი­ლი არის აგ­რეთ­ვე თუ­მა­ნიშ­ვი­ლე­ბის შტო-გვა­რი.

დარ­ბა­ი­სე­ლი – გავ­რცე­ლე­ბუ­ლია გო­რი­სა და სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში. გვა­რად­ქ­ცე­უ­ლი ზო­გა­დი მნიშ­ვნე­ლო­ბის სი­ტყვა. ძვე­ლად დარ­ბა­ზის წევ­რის აღმნიშ­ვნე­ლი ტერ­მი­ნი იყო, ხოლო შემ­დეგ დინ­ჯი ადა­მი­ა­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბაც მი­ე­ნი­ჭა.

იაშ­ვი­ლი – ამ­ბრო­ლა­უ­რის, სა­ჩხე­რის რა­ი­ო­ნებ­შია მა­სობ­რი­ვად წარ­მოდ­გე­ნი­ლი. წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ფე­ო­და­ლუ­რი საგ­ვა­რე­უ­ლოა რა­ჭა­სა და იმე­რეთ­ში. იაშ­ვილ­თა სა­თა­ვა­დოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა სა­ვა­რა­უ­დე­ბე­ლია XV ს. მი­წუ­რულს. პირ­ვე­ლად მო­ი­ცავ­და სოფ­ლებს: სად­მელს, ძი­რა­გე­ულს, კლდი­სუ­ბან­სა და ბეთ­ლევს (ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნი). ად­რინ­დე­ლი ცნო­ბა ამ საგ­ვა­რე­უ­ლოს შე­სა­ხებ და­ცუ­ლია 1432 წლის სი­გელ­ში. შემ­დგა­რია სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლის­გან "ია". ასუ­რეთ­ში იაშ­ვი­ლე­ბი გად­მო­ვიდ­ნენ ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სხვა­ვა­დან 1951 წელს. ამა­ვე ძი­რი­საა იაძე.

კე­რე­სე­ლი­ძე – გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ონის, თერ­ჯო­ლი­სა და ლან­ჩხუ­თის რა­ი­ონ­ში. უნდა მომ­დი­ნა­რე­ობ­დეს სა­ხე­ლი­დან კერა, კერე. სო­ფელ ბოგ­ვში ალ­გე­თის­პი­რა ერთ-ერთ ბაღს ახ­ლაც უწო­დე­ბენ "კე­რე­სე­ლი­ძე­ე­ბის ბაღს". იტყვი­ან "კე­რე­სე­ლი­ძე­ე­ბის წის­ქვილ­საც", რო­მე­ლიც აღარ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, რად­გან შეც­ვა­ლა სო­ფელ ჯორ­ჯი­აშ­ვილ­ში აგე­ბულ­მა ელექტრო­წის­ქვილ­მა. ეს წის­ქვი­ლი სა­უ­კუ­ნე­ზე მეტ­ხანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ბოგ­ვსა და მის ახ­ლო­მახ­ლო სოფ­ლებს. არის კე­რე­სე­ლი­ძე­ე­ბის სახ­ლიც, მაგ­რამ ამ სახ­ლს თა­ვი­სი პირ­ვან­დე­ლი მფლო­ბე­ლის სა­ხე­ლი ვერ შერ­ჩა.

ერის­თა­ვი – გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ახ­მე­ტის რა­ი­ონ­ში (ქის­ტა­უ­რი). გვა­რად­ქ­ცე­უ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის ძვე­ლი ტერ­მი­ნი. მე­ფის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი გარ­კვე­უ­ლი კუ­თხის გამ­გე­ბე­ლი ფე­ო­და­ლურ სა­ქარ­თვე­ლო­ში (ქსნის ერის­თა­ვი, არაგ­ვის ერის­თა­ვი, რა­ჭის ერის­თა­ვი და სხვა).

ზა­რან­დია – ზუგ­დი­დის რა­ი­ონ­შია ფარ­თოდ წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ზა­რანდ - ირა­ნუ­ლი სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი. ეს მეგ­რუ­ლი გვა­რი ნა­წარ­მო­ე­ბი სკვი­თუ­რი ზა­რანდ სა­ხე­ლი­სა­გან, რო­მე­ლიც "მო­ხუცს" ნიშ­ნავს.

კლდი­აშ­ვი­ლი – გავ­რცე­ლე­ბუ­ლია თერ­ჯო­ლის რა­ი­ონ­ში (სოფ. სი­მო­ნე­თი). შე­და­რე­ბი­თი სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი - კლდია. არ­სე­ბობს დო­კუ­მენ­ტი, იმე­რე­თის მეფე გი­ორ­გი II -ის მიერ კლდი­აშ­ვი­ლე­ბი­სად­მი ბო­ძე­ბუ­ლი წყა­ლო­ბის წიგ­ნი, სა­ი­და­ნაც ირ­კვე­ვა, რომ კლდი­აშ­ვილ­თა ძვე­ლი გვა­რი შალ­ვაშ­ვი­ლია. მეს­ხე­თის მკვიდ­რნი ყო­ფი­ლან, მაგ­რამ მეფე ბაგ­რატ III-ის დროს XVI სა­უ­კუ­ნე­ში იმე­რეთ­ში გად­მო­სახ­ლე­ბუ­ლან. კლდი­აშ­ვი­ლი-გავ­რცე­ლე­ბუ­ლია თერ­ჯო­ლის რა­ი­ონ­ში (სო­ფელ სი­მო­ნე­თი). შე­და­რე­ბი­თი სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი - კლდია. იმე­რე­თის მეფე გი­ორ­გი II -ის მიერ კლდი­აშ­ვი­ლე­ბი­სად­მი ბო­ძე­ბუ­ლი წყა­ლო­ბის წიგ­ნი არ­სე­ბობს, სა­ი­და­ნაც ირ­კვე­ვა, რომ კლდი­აშ­ვილ­თა ძვე­ლი გვა­რი შალ­ვაშ­ვი­ლია. მეს­ხე­თის მკვიდ­რნი ყო­ფი­ლან, მაგ­რამ მეფე ბაგ­რატ III-ის დროს XVI სა­უ­კუ­ნე­ში იმე­რეთ­ში გად­მო­სახ­ლე­ბუ­ლან.

იხი­ლეთ კი­დევ 46 გვა­რის ის­ტო­რია

მო­ამ­ზა­და ლალი ფა­ცი­ამ

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თხილაიშვილი
0

ძალიან მაინტერესებს ჩემი გვარის წარმომავლობა. მადლობა

მაია
2

ძალიან საინტერესოა. იქნებ ნაფიშვილზე, და შავშიშვილზე და გამეზარდაშვილზეც ისაუბროთ ან მომწეროთ. გმადლობთ

 

პოპულარული სტატიის მეორე ნაწილი: იპოვე შენი გვარი და შენი წარსული და ინფორმაცია, რომელსაც საკუთარ ფესვებზე უნდა ფლობდე

პოპულარული სტატიის მეორე ნაწილი: იპოვე შენი გვარი და შენი წარსული და ინფორმაცია, რომელსაც საკუთარ ფესვებზე უნდა ფლობდე

ვინაიდან მკითხველის დიდი ინტერესი გამოიწვია საკუთარი ფესვებისა და წარმომავლობის, ანუ გვარების შესახებ მომზადებულმა სტატიამ, ამიტომ თქვენივე მოთხოვნით, კიდევ რამდენიმე გვარის შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას.

აბაზაძე - ხაშურის რაიონსა და თბილისშია ფართოდ წარმოდგენილი. საფუძვლად უდევს საკუთარი სახელი აბაზა. გვარი მოხსენიებულია ვახუშტი ბაგრატიონის მიერ მთავართა გვარსახელებს შორის. ამ გვარის ადრინდელ საცხოვრებლად აბასთუმანს ვარაუდობენ (ადიგენის რაიონი). გიორგი ახვლედიანის მითითებით, აბასთუმანი აბაზაძეთა უბანს აღნიშნავდა.

ავალიშვილი ხარაგაულში, გარდაბანსა და თბილისშია გავრცელებული. ავალიშვილების ფეოდალური საგვარეულო საქართველოში XV- XVI საუკუნეებში დაწინაურდა, კერძოდ, ძველი თორის მხარეში (ახლანდელი ბორჯომის ხეობა), სადაც ავალიშვილების სათავადო (საავალიშვილო) ჩამოყალიბდა. საავალიშვილო (1535-1545 წლები.) იმერეთის სამეფოში, 1545 წლიდან კი სამცხე-საათაბაგოში შედიოდა. XVI ს-ის 70-80 წლებში ოსმალებმა დაიპყრეს. XVII ს-ში ავალიშვილების ერთი ნაწილი შიდა ქართლში, კახეთსა და იმერეთში გადასახლდა, საკუთარ მიწა-წყალზე დარჩენილნი გამაჰმადიანდნენ და ბეგების წოდება მიიღეს. ქართლ-კახეთის ავალიშვილები იყვნენ ეპისკოპოსები, ეკავათ მოურავთა და სხვა თანამდებობები. ციციშვილთა გვარსაც ენათესავებოდნენ. წინაპარს სახელად ავალა ერქვა.

დადიანი – ოდიშის მთავართა სამთავრო წოდება-გვარი ჩიქვანთა საგვარეულოდან, სამეგრელოს მთავართა ტიტულია. ძველად მარუშიანნი (მარუშისძენი) ყოფილან. ხშირად არიან მოხსენიებულნი წყაროებში: დადიანი ცოტნე, გიორგი, ლევან, ვარდან, მამია... შესაძლოა წარმომდგარი იყოს საკუთარი სახელისგან დადა, დადაი, დადი. ამავე ძირისაა: დადიანიძე, დადივაძე, დადვაძე. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით: "დადიანობა არ არის გვარი, გარნა წესი ჴელობისა".

სებისკვერიძე – ძირითადად გავრცელებულია უბისასა და ბორითში. მომდინარეობს სიტყვისგან – სეფისკვერი (წმიდა კვერი ეკლესიაში საზიარებლად). გადმოცემით, ამ გვარის წინაპრები უბისის ტაძრისთვის სეფისკვერს აცხობდნენ. ამავე ძირისაა სეფისკვერიძე.

მაისურაძე - ერთ-ერთი დიდი გვარია საქართველოში. ამჟამად მაისურაძეები თბილისში, რუსთავში, ონის რაიონში, გორში, კახეთში, მესხეთში ყაზბეგსა და ბორჯომში სახლობენ. მეცნიერთა ნაწილის ვარაუდით, მაისურაძეთა ფუძე იყო სამხრეთ საქართველო. სიტყვა "მაისური" არაბულად წყლის მძებნელ ადამიანს ჰქვია. უხსოვარი დროიდან არაბეთში წყლის მძებნელის პროფესია არსებობდა.

აბუსერიძე - გავრცელებულია გურიისა და აჭარის რაიონებში. წარჩინებული სამთავრო გვარია აჭარაში. ცნობილია XI საუკუნიდან. იგივე ძირისაა აბუსელიძეც.

აბშილავა – გვარი მომდინარეობს გამოთქმიდან აბშილა. ძველი ეთნონიმი - "აფშილი" ნიშნავს აფხაზს.

ანთაძე ვარძიაშია გავრცელებული. შეიცავს საკუთარ სახელს ანთა, ანთაი. ანთა ქართველთა წარმართული ღვთაების ბოლომოკვეცილი ფორმაა, რომელიც საკუთარ სახელად იქცა. "ანთებს" ძველად (VI-VII ს.) აღმოსავლეთ სლავიანებს ეძახდნენ, ასე რომ, "ანთაძის" დღევანდელი მიახლოებითი თარგმანი იქნებოდა რუსიძე ან რუსიშვილი, რუსაძე (აკ. შანიძე). ანთები იყვნენ ქართველთა მონათესავე ტომები, რომლებსაც შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო ეკავათ და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ქართველებთან. ამაზე მოწმობს დღემდე შემორჩენილი ქართული გვარები, როგორიცაა: ანთია, ანთიძე, ანთელავა... ამავე ძირისაა: ანთაიძე, ანთაური, ანთელავა.

ასპანიძე – ძველი ქართული ფეოდალური საგვარეულო სახელი. XII ს-ში ასპანიძენი ტაოს მფლობელნი იყვნენ და ფანასკერტელად იწოდებოდნენ. მათი ერთი შტო XV ს-ში გადმოსახლდა ქართლში და ფანასკერტელ-ციციშვილად იქცა.

ბარათაშვილი - ძველ საქართველოში, წარჩინებულ, ფეოდალურ საგვარეულოს განეკუთვნება, რომლებიც ქვემო ქართლის მფლობელნი იყვნენ. მომდინარეობს XVI საუკუნიდან საკუთარი სახელისგან ბარათა. ისტორიულ წყაროებში ცნობილია ბარათა ქაჩიბაძე, რომლის შვილიშვილმა - ქავთარმა სათავე დაუდო ბარათაშვილობას (1523 წ.). ბარათაშვილთა სამფლობელო ტერიტორიას საბარათიანო ეწოდებოდა. თვით გვარსახელი კი ზოგჯერ მოიხსენიებოდა, როგორც ბარათიანი.

ახალბედაშვილი – გავრცელებულია გორის რაიონში. მომდინარეობს საკუთარი სახელისაგან – ახალბედა; ამ გვარის წინაპარი, გადმოცემის თანახმად, მესხეთიდან გადმოსახლებულა. გვარად მაისურაძე, როგორც ახლად მოსულისათვის, მისთვის ახალბედაშვილი უწოდებიათ.

ბახტაძე – "ბაჰტ" სპარსული სიტყვაა და ნიშნავს ბედს. ბახტა (ბახთა) – მეტსახელი გვარში ბახტაძე. შედარებითი ფორმაა ბახტარ. ამავე ძირისაა: ბახტარიშვილი, ბახტრიშვილი, ბახტურიძე, ბახტუაშვილი. ბერუა ბახტაძე იხსენიება 1776 წლის 3 აგვისტოს, ხოლო ბახუტა ბახტაძე მიწის გაცვლილობის წიგნში 1816 წლის იანვარში. სოფელ ჩხიკვათში 1721 წელს...

კოვზაძე – ეს გვარი ხელობა-საქმიანობის მიხედვით შერქმეული სახელი "კოვზა"-დან მომდინარეობს. ამ გვარის წინაპრები კოვზების გამოთლით ყოფილან ცნობილნი. ეს ტრადიცია ახლაც გრძელდება. ამავე ძირისაა: კოვზანაძე, კოვზიაშვილი, კოვზიშვილი, კოვზირიძე.

კოპაძე – გავრცელებულია მესხეთში, იმერეთსა და ქართლში. წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო მესხეთში. შეიცავს საკუთარ სახელს კოპა, შედარებითი ფორმაა კოპალე. ისტორიულ დოკუმენტებში დაცულია "კოპაძეთა მოსახსენიებელნი". ამავე ძირისაა: კოპეიშვილი, კოპელაშვილი, კოპილაშვილი, კოპლატაძე.

ბარდაველიძე – გავრცელებულია თერჯოლის რაიონსა (სოფელ ბარდუბანი) და თბილისში. საფიქრებელია, წარმომდგარი იყოს სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვისაგან - ბარდაველი. ბარდავი ქალაქი იყო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე... თვით სოფლის სახელს ბარდუბანს შესაძლებელია, კავშირი ჰქონდეს გვარსახელთან, იყოს შემოკლებული ფორმა "ბარდათ უბნისა".

ბედიანიძე – გავრცელებულია ძირითადად გარდაბნის რაიონში. გვხვდება სხვაგანაც. სავარაუდოდ, გვარი წარმოქმნილია საკუთარი სახელისგან – ბედიანა, რაც ბედის მქონეს ნიშნავს. ამავე ძირისაა გვარები: ბედიანიშვილი, ბედიანიძე, ბედინაძე, ბედანაშვილი, ბედინეიშვილი.

ამილახვარი – დიდი სათავადო საგვარეულოა ქართლში. გვარადქცეული თანამდებობის ძველი ტერმინი ("ამირ ახურ" – არაბული სიტყვა და საჯინიბოს უფროსს ნიშნავს). დიდმოხელეთაგანი ფეოდალურ საქართველოში, სამეფო საჯინიბოებისა და აბჯარ-საჭურვლის გამგე, სათანადო მოხელეების უფროსი.

ბეჟანიშვილი – გავრცელებულია გარდაბნის რიონში (მარტყოფი), სიღნაღის რაიონში (პრასიანი), მცხეთაში და სხვაგან. შეიცავს საკუთარ სახელს ბეჟან, რაც სპარსულად "მამაცს" ნიშნავს, მომდინარეობს ძველი ირანულიდან (ვეჟან-"ვეჯილი" ანუ "ირანელი"). თავკიდური ბგერა სპარსულშივე არის შეცვლილი: ვეჟან-ბეჟან. ბეჟანი ფირდოუსის პოემის "შაჰ-ნამეს" ერთ-ერთი გმირია. ქართულში ამ სახელის კნინობითი ფორმებია: ბეჟია, ბეჟუა, ბეჟიკო, ბეჟიტა, საიდანაც მიღებულია გვარები: ბეჟანიშვილი, ბეჟუაშვილი, ბეჟუკაშვილი, ბეჟიტაშვილი. ბეჟან სახელი, ამ ფორმით ქართულიდან არის შესული სომხურში. ისტორიულად ბეჟანიშვილები თავად ამილახვართა შთამომავლებიც არიან.

გამრეკელი – უძველესი ფეოდალური საგვარეულო მესხეთში. გამრეკელ-თორელები XII ს-ში ფლობდნენ თმოგვის ციხეს, მონღოლთა ბატონობის დროს გამრეკელ-თორელი ჯავახეთის მმართველი იყო. საკუთარ სახელადაც გვევლინება: გამრეკელი კახასძე, გამრეკელი ჯავახიშვილი. სამხედრო თანამდებობის ტერმინიდან უნდა იყოს წარმომდგარი. ამავე ძირისაა: გამრეკელაშვილი, გამრეკელიძე, გამრეკლიძე.

დავითიშვილი – დავით (ძვ. ებრ) "სიყვარულია", სხვადასხვაგვარი გააზრებით "წინამძღოლი", "შეყვარებული" და გარდა ამისა, მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდანთა სახელია, რომელსაც ეკლესია 5 მარტს, 12 აპრილს, 2 მაისს, 25-26 ივლისს 5, 6, 19 ივლისს აღნიშნავდა. ეს გვარი განსაკუთრებით გავრცელებულია ქართლში.

ბერუაშვილი – ფართოდ არის წარმოდგენილი გორში, ქარელში, თბილისში. საკუთარი სახელი ბერუა – ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი სახელია XVIII ს-ში, ქვემო ქართლში. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, წალასყურსა და თელეთში მამასახლისია ბერუა. კოდელმა დავით ბერუაშვილმა 1826 წელს, ამავე სოფლის ალექსანდრე ნეველის წმინდა გიორგის ეკლესიაში მონათლა შვილი პეტრე. ივანე ბესარიონის ძე ბერუაშვილი მოიხსენიება 1882 წელს სოფელ ფარცხისში.

ელიოზაშვილი – ქართლში ფართოდ არის წარმოდგენილი. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან "ელიოზი". ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენიებული აქვს ეს გვარი წარჩინებულ მთავართა შორის.

ელიზბარაშვილი მომდინარეობს საკუთარი სახელიდან "ელიზბარ". ელიზბარის ეტიმოლოგია არ არის დადგენილი. ცნობილია, 1659 წელს ქართველთა აჯანყების ერთ-ერთი მეთაური ელიზბარ ერისთავი, რომელიც მამასთან და ბიძინა ჩოლოყაშვილთან ერთად სპარსელებმა სიკვდილით დასაჯეს და შემდგომ წმინდანად შეირაცხა. ელიზბარაშვილები არიან რამდენიმე დიდებული საგვარეულოს შტო-გვარებიც, მათ შორის - ბაგრატიონ-დავითაშვილებისა.

ზედგინიძე – გავრცელებულია ასპინძის რაიონში. ვახუშტი ბაგრატიონი მოიხსენიებს წარჩინებულთა შორის. ამ გვარეულობამ მიიღო ამილახვრობა. შედგება საკუთარი სახელისგან ზედგინი, ზევდგინ. მესხეთიდან იმერეთშიც არიან გადმოსახლებულნი.

ზუბიაშვილი – გავრცელებულია გორში, კასპსა და თბილისში. შედგება საკუთარი სახელისგან ზუბია. შედარებითი გვარებია: ზუბაშვილი, ზუბულაშვილი, ზუბალაშვილი. ლეჩხუმში არის ზუბის ციხე. იქვეა სოფელი ზუბი. ზუბიაშვილი არის აგრეთვე თუმანიშვილების შტო-გვარი.

დარბაისელი – გავრცელებულია გორისა და საგარეჯოს რაიონში. გვარადქცეული ზოგადი მნიშვნელობის სიტყვა. ძველად დარბაზის წევრის აღმნიშვნელი ტერმინი იყო, ხოლო შემდეგ დინჯი ადამიანის მნიშვნელობაც მიენიჭა.

იაშვილი – ამბროლაურის, საჩხერის რაიონებშია მასობრივად წარმოდგენილი. წარჩინებული ფეოდალური საგვარეულოა რაჭასა და იმერეთში. იაშვილთა სათავადოს ჩამოყალიბება სავარაუდებელია XV ს. მიწურულს. პირველად მოიცავდა სოფლებს: სადმელს, ძირაგეულს, კლდისუბანსა და ბეთლევს (ამბროლაურის რაიონი). ადრინდელი ცნობა ამ საგვარეულოს შესახებ დაცულია 1432 წლის სიგელში. შემდგარია საკუთარი სახელისგან "ია". ასურეთში იაშვილები გადმოვიდნენ ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავადან 1951 წელს. ამავე ძირისაა იაძე.

კერესელიძე – გავრცელებულია ონის, თერჯოლისა და ლანჩხუთის რაიონში. უნდა მომდინარეობდეს სახელიდან კერა, კერე. სოფელ ბოგვში ალგეთისპირა ერთ-ერთ ბაღს ახლაც უწოდებენ "კერესელიძეების ბაღს". იტყვიან "კერესელიძეების წისქვილსაც", რომელიც აღარ ფუნქციონირებს, რადგან შეცვალა სოფელ ჯორჯიაშვილში აგებულმა ელექტროწისქვილმა. ეს წისქვილი საუკუნეზე მეტხანს ემსახურებოდა ბოგვსა და მის ახლომახლო სოფლებს. არის კერესელიძეების სახლიც, მაგრამ ამ სახლს თავისი პირვანდელი მფლობელის სახელი ვერ შერჩა.

ერისთავი – გავრცელებულია ახმეტის რაიონში (ქისტაური). გვარადქცეული თანამდებობის ძველი ტერმინი. მეფის მიერ დანიშნული გარკვეული კუთხის გამგებელი ფეოდალურ საქართველოში (ქსნის ერისთავი, არაგვის ერისთავი, რაჭის ერისთავი და სხვა).

ზარანდია – ზუგდიდის რაიონშია ფართოდ წარმოდგენილი. ზარანდ - ირანული საკუთარი სახელი. ეს მეგრული გვარი ნაწარმოები სკვითური ზარანდ სახელისაგან, რომელიც "მოხუცს" ნიშნავს.

კლდიაშვილი – გავრცელებულია თერჯოლის რაიონში (სოფ. სიმონეთი). შედარებითი საკუთარი სახელი - კლდია. არსებობს დოკუმენტი, იმერეთის მეფე გიორგი II -ის მიერ კლდიაშვილებისადმი ბოძებული წყალობის წიგნი, საიდანაც ირკვევა, რომ კლდიაშვილთა ძველი გვარი შალვაშვილია. მესხეთის მკვიდრნი ყოფილან, მაგრამ მეფე ბაგრატ III-ის დროს XVI საუკუნეში იმერეთში გადმოსახლებულან. კლდიაშვილი-გავრცელებულია თერჯოლის რაიონში (სოფელ სიმონეთი). შედარებითი საკუთარი სახელი - კლდია. იმერეთის მეფე გიორგი II -ის მიერ კლდიაშვილებისადმი ბოძებული წყალობის წიგნი არსებობს, საიდანაც ირკვევა, რომ კლდიაშვილთა ძველი გვარი შალვაშვილია. მესხეთის მკვიდრნი ყოფილან, მაგრამ მეფე ბაგრატ III-ის დროს XVI საუკუნეში იმერეთში გადმოსახლებულან.

იხილეთ კიდევ 46 გვარის ისტორია

მოამზადა ლალი ფაციამ