!იხილეთ მიმართვის სრული ტექსტი| "სულ მალე თქვენი თავების დაჭრის დროც დადგება" - ქართველების მისამართით გამოქვეყნებული მიმართვის სრული ტექსტი
Furat Media-ს მიერ გავრცელებული ვიდეო ქართულ ენაზეა და მასში დაჯგუფების ოთხი წევრი ჩანს. ერთ-ერთი საუბრობს და მიმართავს ქართველ ხალხს, საუბრის პირველ ნაწილში, შემდეგ კი იმ აჭარელ ხალხს, რომელთაც თავი მუსულმანებად მიაჩნიათ: "თქვენ ისლამის ნაწილი მიიღეთ: როგორიცაა მარხვა, დღეში ხუთჯერ ლოცვა... მაგრამ თქვენ არ მიიღეთ უმთავრესი, რომ ალაჰის ხათრისთვის უნდა გიყვარდეთ მორწმუნეები და ალაჰის ხათრისთვის უნდა გძულდეთ.
თქვენი ისლამში ყოფნა საკითხავია... იცხოვრეთ ისე, როგორც საჰადეთი მოითხოვს თქვენგან... მოგმართავთ თქვენ, ე.წ ქრისტიანებო, მიიღეთ ისლამი, იცხოვრეთ ამ ქვეყანაზე ისლამურად და ალაჰის წყალობით შედით "ინშა ალაჰ" სამოთხეში".
Furat Media არის ISIS-ის პროპაგანდისტული ვიდეოარხი, რომელიც რუსულენოვანია.