პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:10-ზე, მთვარე სასწორშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იპოვე შენი გვარი და შენი წარსული - ინფორმაცია, რომელსაც საკუთარ ფესვებზე უნდა ფლობდე
იპოვე შენი გვარი და შენი წარსული - ინფორმაცია, რომელსაც საკუთარ ფესვებზე უნდა ფლობდე

გვა­რი ადა­მი­ა­ნის მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი საგ­ვა­რე­უ­ლო სა­ხე­ლია, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად, მა­მი­დან შვილ­ზე გა­და­დის. ზოგ ქვე­ყა­ნა­ში გვა­რი დე­დი­დან გა­და­დის...

ქარ­თვე­ლე­ბის გვა­რი ის­ტო­რი­ულ-გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი­თაა და­ყო­ფი­ლი. ისი­ნი სა­ხე­ლე­ბის­გან, მეტ­სა­ხე­ლე­ბის­გან ან წარ­მო­მავ­ლო­ბის­გან შე­იქ­მნა.

გვინ­და რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნის ის­ტო­რი­ა­სა და წარ­მო­მავ­ლო­ბას შე­ვე­ხოთ, რო­მე­ლიც ია­კობ ახუ­აშ­ვი­ლის "ქარ­თუ­ლი გვარ­სა­ხე­ლე­ბის" მი­ხედ­ვით არის მომ­ზა­დე­ბუ­ლი.

აბა­ში­ძე – ერთ-ერთი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი გვარ­სა­ხე­ლია. ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ონს მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი აქვს იმე­რე­თის წარ­ჩი­ნე­ბულ და შემ­ძლე­ბელ თა­ვად­თა შო­რის, რო­მე­ლებ­საც ქარ­თლშიც ჰქონ­დათ მა­მუ­ლე­ბი. სა­ფუძ­ვლად უდევს სა­ხე­ლი აბაშ, აბა­ში...

ასევე დაგაინტერესებთ
19:44 / 15-07-2021

გვარები

ბოტ­კო­ვე­ლი – გვა­რად­ქ­ცე­უ­ლი სა­და­უ­რო­ბის სი­ტყვა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლია თე­ლა­ვის რა­ი­ონ­ში. ბოტ­კო სო­ფე­ლია სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში; მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია თა­მარ მე­ფის 1202 წლის სი­გელ­ში ში­ომ­ღვი­მის მო­ნას­ტრის მი­და­მო­ებ­ში მდე­ბა­რე სოფ­ლად, სხალ­ტბის ახ­ლოს.

ჭავ­ჭა­ვა­ძე – გავ­რცე­ლე­ბუ­ლია თე­ლა­ვის რა­ი­ონ­ში (ყვა­რე­ლი, წი­ნან­და­ლი). წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ფე­ო­და­ლუ­რი საგ­ვა­რე­უ­ლო კა­ხეთ­ში. ცნო­ბი­ლია XIV სა­უ­კუ­ნი­დან, გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ხევ­სუ­რე­თი­დან წარ­მო­მავ­ლო­ბენ. სა­ფუძ­ვლად უდევს ფრინ­ვე­ლის სა­ხე­ლი ჭავ­ჭა­ვი, იგი­ვე ჭივ­ჭა­ვი.

გაგ­ნი­ძე –თბი­ლის­ში, რა­ჭა­ში, ხა­შურ­სა და თე­ლავ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია. სა­ვა­რა­უ­დოდ, მომ­დი­ნა­რე­ობს მეტ­სა­ხე­ლი­დან გა­გა­ნა. გაგ­ნი­ძე­ე­ბი ქლუ­ხო­რი­დან 1957 წელს ასუ­რეთ­ში ჩა­მო­სახ­ლდნენ.

ახალ­კა­ცი ქა­რე­ლის, ბორ­ჯო­მი­სა და სხვა რა­ი­ო­ნებ­შია მე­ტად ცნო­ბი­ლი. გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, ყმა გა­მოჰ­ქ­ცე­ვია ბა­ტონს და სხვა სო­ფელ­ში შე­ხიზ­ნუ­ლა. გვარს ვერ ამ­ჟღავ­ნებ­და და თავს ახალ­კაცს უწო­დებ­და. სწო­რედ აქე­დან მო­დის გვა­რის სა­ხელ­წო­დე­ბა. ამა­ვე ძი­რი­საა გვა­რი ახალ­კა­ციშ­ვი­ლი, ახალ­მო­სუ­ლიშ­ვი­ლი და ახალ­შე­ნიშ­ვი­ლი.

გურ­გე­ნი­ძე – ამ­ბრო­ლა­უ­რი­სა და ჩო­ხა­ტა­უ­რის რი­ო­ნებ­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. გვა­რი ცნო­ბი­ლია XII სა­უ­კუ­ნი­დან, გვხვდე­ბა იჩ­ქით გურ­გე­ნი­ძე, წუნ­დის ეკ­ლე­სი­ის აღმშე­ნე­ბე­ლი. მომ­დი­ნე­რე­ობს სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი­დან

"გურგრნი". ის­ტო­რი­ა­ში ცნო­ბი­ლია გურ­გენ I კუ­რა­პა­ლა­ტი, გურ­გენ დიდი ერის­თავ­თე­რის­თა­ვი. ამა­ვე ძი­რი­საა გურ­გე­ნიშ­ვი­ლი.

დე­კა­ნო­ი­ძე – ნა­წარ­მო­ე­ბია ეკ­ლე­სი­ის მსა­ხურ­თა სა­ხელ­წო­დე­ბი­დან – დე­კა­ნო­ზი. დე­კა­ნო­ზი – ქარ­თუ­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის უფ­რო­სი მღვდე­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ა­ნე­თის ზოგ კუ­თხე­ში ძვე­ლად – ხა­ტის მსა­ხუ­რი.

გე­ლაშ­ვი­ლი - იმე­რეთ­ში, ქარ­თლსა და კა­ხეთ­შია ფარ­თოდ წარ­მოდ­გე­ნი­ლი... შედ­გე­ბა სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლის­გან - გელა. ამა­ვე ძი­რი­საა: გე­ლა­ვა, გე­ლა­ძე, გე­ლე­იშ­ვი­ლი, გელე­ხა­ვა, გე­ლი­კაშ­ვი­ლი... ბერ­ძნულ წყა­რო­ებ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი სკვი­თუ­რი ტო­მის სა­ხელ­წო­დე­ბა გელა, გე­ლო­ნი, გე­ლო­ნოი, გე­ლო­ნო­სი ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის აზ­რით, ქარ­თვე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მყო­ფი, მათი მე­ზო­ბე­ლი ტომ­თა­გა­ნი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. გე­ლაშ­ვი­ლე­ბის ფუ­ძედ სო­ფე­ლი ნა­და­ბუ­რი ით­ვლე­ბა; გად­მო­ცე­მით გე­ლაშ­ვი­ლე­ბის სა­ლო­ცა­ვი ტა­ძა­რი გე­ლა­თი ყო­ფი­ლა.

დო­ლა­ბე­რი­ძე – გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მაღ­ლაკ­ში (წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ო­ნი). შე­ი­ცავს რთუ­ლი შედ­გე­ნი­ლო­ბის სა­კუ­თარ სა­ხელს - დო­ლა­ბე­რი.

ედი­შე­რაშ­ვი­ლი – ხოვ­ლე­ში (კას­პის რა­ი­ო­ნი), ქა­რე­ლი­სა და გო­რის რა­ი­ო­ნებ­შია საკ­მა­ოდ ფარ­თოდ წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მომ­დი­ნა­რე­ობს სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი­დან – ედი­შე­რა. "ედი­შე­რაშ­ვილ­ნი არი­ან ედი­სიდ­გან მო­სულ­ნი ხე­ო­ბა­სა შინა ძვე­ლად­ვე აზ­ნა­ურ­ნი". და­ვით ედი­შე­რაშ­ვი­ლი (1935წ.) ზე­სი­ძედ ჩა­სახ­ლდა მუ­ხათ­ში არ­ტემ მუ­რა­დაშ­ვილ­თან. გად­მო­ვი­და გო­მა­რე­თი­დან (დმა­ნი­სის რა­ი­ო­ნი).

ზა­რი­ძე – გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ფშავ­ში. სა­ვა­რა­უ­დოდ, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მეტ­სა­ხელ­თან "ზარი". ზარი, სამ­გლო­ვი­ა­რო გუნ­დუ­რი სიმ­ღე­რა – ტი­რი­ლი. ზა­რი­ძე­ე­ბი სო­ფე­ლია თი­ა­ნე­თის რა­ი­ონ­ში. ამა­ვე ძი­რი­საა: ზა­რია, ზა­რი­აშ­ვი­ლი.

გი­გა­უ­რი ხევ­სუ­რუ­ლი სა­თე­მო გვა­რია. ფუ­ძე­ში შე­ი­ცავს წი­ნაპ­რის სა­კუ­თარ სა­ხელს "გიგა", "გიგი", "გიგო". ეს ეპო­ნი­მუ­რი ტი­პის გვარ­სა­ხე­ლია. გვა­რი სა­თა­ვეს იღებს ბუდე ხევ­სუ­რე­თის, წყალ­სი­ქი­თის თე­მის სო­ფელ ბლო­დან.

თა­ბა­გა­რი – ძი­რი­თა­დად თერ­ჯო­ლის რა­ი­ონ­შია მა­სობ­რი­ვად ცნო­ბი­ლი. გვა­რად­ქ­ცე­უ­ლი სა­და­უ­რო­ბის სი­ტყვაა. თა­ბაგ­რე­ბი სო­ფე­ლია ჭი­ა­თუ­რა­ში. სწო­რედ აქე­დან მომ­დი­ნა­რე­ობს ეს გვა­რი.

ახვლე­დი­ა­ნი ცა­გე­რის, წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ო­ნებ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი... სვა­ნუ­რი ძირი აქვს. სა­ვა­რა­უ­დოა, სა­ფუძ­ვლად ედოს სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი ახ­ვილდ (ახა­ვილდ), სა­დაც ილდ სვა­ნუ­რი კნი­ნო­ბი­თო­ბის მა­წარ­მო­ე­ბე­ლი ფორ­მაა და ერ­თვის სა­კუ­თარ სა­ხელს ახავ-ს (შე­და­რე­ბი­თი გვა­რე­ბია: ახა­ვი­ტაშ­ვი­ლი, ახოშ­ვი­ლი, ახა­ბი­ძე).

თავ­დგი­რი­ძე – გავ­რცე­ლე­ბუ­ლია გუ­რი­ა­სა და აჭა­რა­ში. ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ონს მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი აქვს მთა­ვარ­თა შო­რის, უწარ­ჩი­ნე­ბუ­ლეს და შემ­ძლე­ბელ­თა შო­რის. გუ­რი­ა­ში გა­და­სულ­ნი არი­ან სამ­ცხი­დან. ძვე­ლი ფორ­მაა თად­გი­რი­ძე. შე­ი­ცავს სა­კუ­თარ სა­ხელს თავ­დგი­რი.

გუ­რა­მიშ­ვი­ლი ქარ­თლის სა­თა­ვა­დო საგ­ვა­რე­უ­ლოს, ზედ­გი­ნი­ძე­თა ერთ-ერთ შტოს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ო­ნი იხ­სე­ნი­ებს წარ­ჩი­ნე­ბულ მთა­ვარ­თა შო­რის და მი­უ­თი­თებს მის კა­ხე­თი­დან წარ­მო­შო­ბას. სა­გუ­რა­მო გუ­რა­მიშ­ვილ­თა სამ­კვიდ­რო იყო; შე­ი­ცავს სა­კუ­თარ სა­ხელს გუ­რა­მი, ძვე­ლი სა­ხით იგი­ვე გუ­ა­რამ: გუ­რამ კუ­რა­პა­ლა­ტი, გუ­ა­რამ მამ­ფა­ლი, გუ­ა­რამ ერის­თა­ვი.

თა­მა­ზაშ­ვი­ლი – წარ­მოდ­გე­ნი­ლია სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში. მომ­დი­ნა­რე­ობს სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი­დან – თა­მა­ზი. ხაშ­მე­ლი თა­მა­ზაშ­ვი­ლე­ბი, გად­მო­ცე­მით, რა­ჭი­დან არი­ან გად­მო­სუ­ლე­ბი. მათი ად­რინ­დე­ლი გვა­რი ლაშ­ხი ყო­ფი­ლა. შემ­დეგ მა­მის სა­ხე­ლი უქ­ცე­ვი­ათ გვა­რად.

სა­ა­კა­ძე – ის­ტო­რი­უ­ლი ცნო­ბით, ეს გვა­რი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა ატე­ნის ხე­ო­ბა­ში. XVI სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­დან კი სა­ა­კა­ძე­ე­ბი ნოს­ტე­ში გა­და­სახ­ლე­ბუ­ლან (კას­პის რა­ი­ო­ნი). გი­ორ­გი სა­ა­კა­ძის შემ­დეგ მათი შთა­მო­მა­ვალ­ნი თარ­ხან-მო­უ­რა­ვე­ბად იწო­დე­ბოდ­ნენ. დღეს კი თარ­ხნიშ­ვი­ლე­ბად არი­ან ცნო­ბილ­ნი.

ინა­სა­რი­ძე – წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი საგ­ვა­რე­უ­ლო რა­ჭა­ში. გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ას­პინ­ძის, ამ­ბრო­ლა­უ­რი­სა და ონის რა­ი­ონ­ში.

დვა­ლი – ცნო­ბი­ლია ქუ­თა­ის­ში, ამ­ბრო­ლა­ურ­სა და თბი­ლის­ში. გახ­ლავთ იბე­რი­ულ-კავ­კა­სი­უ­რი ტომი ძველ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ან­ტი­კურ წყა­რო­ებ­ში პირ­ვე­ლად მოხ­სე­ნი­ე­ბულ­ნი არი­ან ახა­ლი წ.აღ. I-II სს-ში თა­ლის, ვა­ლის, უვა­ლის სა­ხელ­წო­დე­ბე­ბით, სახ­ლო­ბენ ცენ­ტრა­ლუ­რი კავ­კა­სი­ო­ნის მა­ღალმთი­ან ზოლ­ში - და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა­სა და მა­მი­სო­ნის უღელ­ტე­ხილს შო­რის, ის­ტო­რი­ულ დვა­ლეთ­ში. ცნო­ბი­ლია, რომ დვა­ლე­ბი ქარ­თვე­ლი კა­ლიგ­რა­ფე­ბი იყ­ვნენ, ასუ­რეთ­ში 1941 წელს ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კა­ჩა­ე­თი­დან გად­მო­ვიდ­ნენ.

იშხნე­ლი – გავ­რცე­ლე­ბუ­ლია თერ­ჯო­ლის რა­ი­ონ­ში. თერ­ჯო­ლა­ში არის იშხნე­ლე­ბის უბა­ნი; გვა­რად­ქ­ცე­უ­ლი სა­და­უ­რო­ბის სი­ტყვაა; იშ­ხა­ნი სოფ­ლი­სა და მო­ნას­ტრის სა­ხელ­წო­დე­ბაა ძველ ტაო-კლარ­ჯეთ­ში. ამა­ვე ძი­რი­საა: იშ­ხა­ნაშ­ვი­ლი (მუხ­რა­ნი), იშხნე­ლი­ძე (აჭა­რა).

კან­დე­ლა­კი – ფარ­თოდ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი იმე­რეთ­სა და რა­ჭა­ში. მომ­დი­ნა­რე­ობს სა­სუ­ლი­ე­რო ტერ­მი­ნი­დან – "მე­სან­თლე", "მნა­თე" (ბერძ). ამა­ვე ძი­რი­საა გვა­რი კან­დე­ლა­კიშ­ვი­ლი. სა­ჯა­ვა­ხოს კან­დე­ლა­კე­ბი ადრე ქო­რი­ძე­ე­ბი ყო­ფი­ლან, სამ­ტრე­დი­ი­სა კი – ნი­კუ­რა­ძე­ე­ბი.

თა­ყა­იშ­ვი­ლი – მომ­დი­ნა­რე­ობს სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი­დან თაყა. ეს სი­ტყვა შე­მო­ნა­ხუ­ლია ან­და­ზა­ში: "ეგრე არ უნდა თა­ყაო, შენ რომ მა­მუ­ლი გა­ყაო". ამა­ვე ძი­რი­საა: თა­ყა­ძე (ჯა­ვა­ხეთ­ში); თა­ყა­იშ­ვი­ლი, თაყ­ნი­აშ­ვი­ლი (დმა­ნი­სის რა­ი­ო­ნი).

კიკ­ნა­ძე – წი­ნაპ­რის სა­კუ­თარ სა­ხელს – "კიკ­ნას" უკავ­შირ­დე­ბა. წარ­მო­შო­ბი­ლია და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. გვა­რის ბუ­დეა ზემო იმე­რე­თი. სო­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბით აზ­ნა­უ­რუ­ლი გვა­რია. პირ­ვე­ლად მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია XVI სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს. დო­მენ­ტი კა­თა­ლი­კო­სის დროს, 1598-1600 წლებ­ში კიკ­ნა­ძის გვა­რი გვხვდე­ბა შე­წი­რუ­ლო­ბის სი­გელ­ში. ამ პე­რი­ოდ­ში უკვე შიდა ქარ­თლშია გად­მო­სუ­ლი. რა­ო­დე­ნო­ბით კიკ­ნა­ძის გვა­რი ახლა 5500-ს აჭარ­ბებს. 700-ზე მეტი ცხოვ­რობს ხა­შურ­ში, 600-ზე მეტი – ხა­რა­გა­ულ­ში, 200-ზე მეტი – რუს­თავ­ში, 200 – ბორ­ჯომ­ში, 100-ზე მეტი – ყვა­რელ­ში, თბი­ლის­ში კი 2000-ზე მეტი კიკ­ნა­ძეა.

თაქთა­ქიშ­ვი­ლი – გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ქარ­თლში და ძვე­ლი ფე­ო­და­ლუ­რი საგ­ვა­რე­უ­ლო ყო­ფი­ლა სამ­ცხე­ში. სამ­ცხი­დან ჩა­მო­სუ­ლან და და­სახ­ლე­ბუ­ლან ქარ­თლში. ამა­ვე ძი­რი­საა თაქთა­ქი­ძე.

ლა­ბა­ძე – წარ­მო­იშ­ვა სა­ხე­ლი­დან "ლაბა" ეს გვა­რი იმე­რუ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა და წარ­მოდ­გე­ნი­ლია ძი­რი­თა­დად იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში. ლა­ბა­ძე­ე­ბის ფუძე მომ­დი­ნა­რე­ობს ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზემო ბოს­ლე­ვი­დან. გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, თავ­და­პირ­ვე­ლად მხო­ლოდ ზემო ბოს­ლევ­ში ცხოვ­რობ­დნენ ლა­ბა­ძე­ე­ბი, რო­მელ­თა­გან ნა­წი­ლი გა­და­სახ­ლდა ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნი­გო­ზეთ­ში, მე­ო­რე ნა­წი­ლი ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შრო­შა­ში. ბუ­ნებ­რი­ვია, ლა­ბა­ძე­ე­ბის ნა­წი­ლი დარ­ჩა სო­ფელ ზემო ბოს­ლევ­შიც. აქე­დან კი მოხ­და მათი შემ­დგო­მი გა­და­სახ­ლე­ბა ლა­გო­დეხ­ში, ხა­შურ­სა და ახალ­ცი­ხე­ში.

მა­ხა­რაშ­ვი­ლი – გავ­რცე­ლე­ბუ­ლია გო­რის, მცხე­თის, სიღ­ნა­ღი­სა და სხვა რა­ი­ო­ნებ­ში. ამ გვა­რის ძი­რია "მა­ხა­რა", "მა­ხა­რე", რაც დიდ სი­ხა­რულ­სა და აღ­ტა­ცე­ბას გა­მო­ხა­ტავს. ამა­ვე ძი­რი­საა გვა­რე­ბი: მა­ხა­რა­ძე, მა­ხა­რობ­ლიშ­ვი­ლი, მა­ხა­რობ­ლი­ძე.

მე­რა­ბიშ­ვი­ლი – გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ადი­გე­ნის რა­ი­ონ­ში (უდე), კას­პის რი­ონ­ში (კავ­თის­ხე­ვი)... და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­კუ­თარ სა­ხელ­თან მე­რა­ბი. მე­რაბ სპარ­სუ­ლად "მზე­სა­ვით ელ­ვა­რეს" ნიშ­ნავს... გად­მო­ცე­მით, უდე­ლი მე­რა­ბიშ­ვი­ლე­ბის წი­ნა­პარ­თა გვა­რი ხურ­ცი­ძე ყო­ფი­ლა.

ონოფ­რიშ­ვი­ლი – წარ­მოდ­გე­ნი­ლია კას­პის რა­ი­ონ­ში (კავ­თის­ხე­ვი). და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­კუ­თარ სა­ხელ­თან ონოფ­რე. გად­მო­ცე­მით, ონოფ­რიშ­ვილ­თა გვა­რი მო­სი­ძე ყო­ფი­ლა, ჯა­ვა­ხე­თი­დან გად­მო­სუ­ლან ქარ­თლში.

მხე­ი­ძე – ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი ფე­ო­და­ლუ­რი საგ­ვა­რე­უ­ლო იმე­რეთ­სა და სა­მეგ­რე­ლო­ში. ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში XI სა­უ­კუ­ნი­დან გვხვდე­ბა. პირ­ვე­ლად არ­გვე­თის მფლო­ბელ­ნი ყო­ფი­ლან, შემ­დეგ თრი­ა­ლეთ­სა და ალ­გე­თის ხე­ო­ბის ნა­წილ­საც დაჰ­პატ­რო­ნე­ბი­ან. ბაღ­ვა­ში, ლი­პარ­ტი­ა­ნი და მხე­ი­ძე სა­ერ­თო წარ­მო­მავ­ლო­ბის უნდა იყოს... ამა­ვე ძი­რი­საა: მხე­ცა­ძე, ხე­ცია, ფხე­ი­ძე.

კა­ცია – მეგ­რუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის გვა­რია. ფიქ­სირ­დე­ბა ზუგ­დიდ­ში, ჩხო­რო­წყუ­სა და წა­ლენ­ჯი­ხა­ში. კა­ცია ქარ­თულ სა­ეკ­ლე­სიო კა­ლენ­დარ­ში მიჩ­ნე­უ­ლია ადამ-ის შე­სა­ტყვი­სად.

ქავ­თა­რა­ძე – ქავ­თა­რა­ძე­ე­ბის გვა­რი მომ­დი­ნა­რე­ობს მა­მა­კა­ცის სა­ხე­ლი­დან – ქავ­თა­რა. ეს სა­ხე­ლი მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო და არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. XVIII ს-ში ქავ­თა­რა­ძე­ე­ბი მო­სახ­ლე­ობ­დნენ სოფ­ლებ­ში: ძმი­ანთკარ­ში, ჩა­დის­ცი­ხე­ში და ბა­ტა­ტი­ანთკარ­ში. დღე­საც ქავ­თა­რა­ძე­ე­ბი მთი­უ­ლეთ­ში ერთ-ერთი დიდი გვა­რია.

ოდიშ­ვი­ლი – ოდიშ­ვი­ლე­ბის ად­რინ­დე­ლი გვა­რი ცე­ცხლა­ძე გახ­ლავთ. თა­ვი­დან ცე­ცხლა­ძე­ებს მე­ჯუ­დის ხე­ო­ბის სო­ფელ არ­დის­ში უცხოვ­რი­ათ. ყო­ფი­ლა სამი ძმა: ბედო, ოდი და მელა, რო­მელ­თაც ნამ­დვი­ლი გვა­რი ცე­ცხლა­ძე გა­და­უ­კე­თე­ბი­ათ სამ გვა­რად: ოდიშ­ვი­ლად, ბე­დოშ­ვი­ლად და მე­ლა­ძედ.

სა­დუ­ნიშ­ვი­ლი – გავ­რცე­ლე­ბუ­ლია სა­ჩხე­რის რა­ი­ონ­ში. "სა­დუ­ნი" ნიშ­ნავს სხვა ენის მცოდ­ნე ადა­მი­ანს.

სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლი – მისი ძვე­ლი გვა­რი ჯო­ხა­ძე ყო­ფი­ლა. გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ერთ-ერთ ყმას - ჯო­ხა­ძეს ბა­ტო­ნის ნე­ბის გა­რე­შე ცოლი შე­ურ­თავს. ბა­ტო­ნი მას­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლა და მის­თვის სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლი შე­ურ­ქმე­ვია.

ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი – ეს გვა­რი ეროვ­ნე­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი სი­ტყვაა, ქარ­თვე­ლი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, უდ­რის "ქარ­თვე­ლის შვილს".

ყაზ­ბე­გი – შედ­გე­ბა ორი სი­ტყვის­გან – "ყაზი"-სა­გან (სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი) და "ბეგი"-სა­გან (თურ­ქუ­ლი სი­ტყვაა და ნიშ­ნავს ბა­ტონს, ხე­ლი­სუ­ფალს). ყაზ­ბე­გე­ბი ხე­ვის მმარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ. მათი წინა გვა­რი ჩო­ფი­კაშ­ვი­ლი გახ­ლავთ.

ჩუ­ბი­ნი­ძე – ქუ­თა­ის­ში, ჭი­ა­თუ­რა­სა და თბი­ლის­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ჩუ­ბი­ნი (ძვ.) – მარ­ჯვე, აუც­დენ­ლად მსრო­ლე­ლი. გი­ორ­გი გი­ორ­გის ძე ჩუ­ბი­ნი­ძე მო­იხ­სე­ნი­ე­ბა სო­ფელ ბოგ­ვში 1871 წელს. ჩუ­ბი­ნი­ძე და ჩუ­ბი­ნაშ­ვი­ლი ერთი და იგი­ვე გვა­რა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი.

შა­ლი­კაშ­ვი­ლი – ლან­ჩხუ­თის რა­ი­ონ­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. მომ­დი­ნა­რე­ობს სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი­დან "შა­ლი­კა". შა­ლი­კაშ­ვი­ლი მსხვი­ლი ფე­ო­და­ლუ­რი საგ­ვა­რე­უ­ლოა ძველ სა­ქარ­თვე­ლო­ში. მისი წი­ნა­მორ­ბე­დი გვა­რი რო­ჭი­კაშ­ვი­ლი ყო­ფი­ლა.

ჩი­ქო­ვა­ნი – წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი საგ­ვა­რე­უ­ლოა ძველ სა­ქარ­თვე­ლო­ში. "ოვან" ბო­ლო­სარ­თით წარ­მოქ­მნი­ლი გვარ­სა­ხე­ლია. ამ გვა­რის ძირი არის სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი "ჩიქა". ამა­ვე ძი­რი­საა ჩი­ქა­ვა, ჩიქ­ვა­ნია, ჩიქ­ვი­ლა­ძე, ჩიქ­ვი­ნი­ძე.

ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი – წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი საგ­ვა­რე­უ­ლო­თა­გა­ნი ძველ სა­ქარ­თვე­ლო­ში. კა­ხე­თის ფე­ო­დალ­თა შტო; გავ­რცე­ლე­ბუ­ლია თე­ლა­ვი­სა და ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნებ­ში.

თა­თა­რაშ­ვი­ლი – თა­თა­რაშ­ვი­ლე­ბის ად­რინ­დე­ლი გვა­რი გად­მო­ცე­მით ქავ­თა­რა­ძე ყო­ფი­ლა. ერთ-ერთი ქავ­თა­რა­ძე თათ­რებს მთი­უ­ლე­თი­დან გა­უ­ტა­ცი­ათ. დიდი ხნის შემ­დეგ თავი და­უხ­სნია და მცხე­თა­ში და­სახ­ლე­ბუ­ლა. მის შთა­მო­მავ­ლო­ბას ამის გამო თა­თა­რაშ­ვი­ლო­ბა მი­უ­ღია.

ჩო­ხე­ლი – გვა­რად­ქ­ცე­უ­ლი სა­და­უ­რო­ბის სი­ტყვაა. ჩოხი სო­ფე­ლია მთი­უ­ლეთ­ში. ქა­ლის მი­თხო­ვე­ბა­ზე ჩო­ხელ­თა გვარს უარს ვერ ეუბ­ნე­ბოდ­ნენ. ამას რე­ლი­გი­უ­რი წარ­მოდ­გე­ნა ედო სა­ფუძ­ვლად.

წიკ­ლა­უ­რი – წიკ­ლა­უ­რი სა­თე­მო გვა­რია, გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ხევ­სუ­რეთ­ში. მთი­უ­ლეთ­ში წიკ­ლა­უ­რებს უცხოვ­რი­ათ: ათ­ნოხ­ში, ბა­ხან­ში, ბურ­სა­ჭილ­ში, დგნალ­ში, დიხ­ჩო­ში, დო­ლა­ს­ქედ­ში, დუ­მა­ცხო­ში, ზან­დუკ­ში, ლუ­თხუბ­ში, მა­ქარ­თა­ში, სა­ჩა­ლის ჭა­ლა­ში, სა­ჯა­ნა­ან­ში, და თო­თი­ა­ურთ-კარ­ში, ფახ­ვი­ჯა­ში, ჩი­ბა­ურ­ში, ცხვე­დი­ან­ში, ჭო­ჭოხ­ში, ხო­ზა­ში და ჯუ­ღის­ში. გვა­რი გავ­რცე­ლე­ბუ­ლია თით­ქმის მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

წი­ფუ­რია – გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ჩხო­რო­წყუს რა­ი­ონ­ში. წი­ფუ­რი მეგ­რუ­ლად წი­თელს ნიშ­ნავს. XVII სა­უ­კუ­ნე­ში ამა­ვე სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი ყო­ფი­ლა სო­ფე­ლი, სა­დაც კა­თო­ლი­კე მი­სი­ო­ნე­რე­ბი სახ­ლობ­დნენ.

კვი­რი­კაშ­ვი­ლი – სი­ტყვა კვი­რი­კე­დან მო­დის, კვი­რი­კე ბერ­ძნუ­ლად "უფ­ლი­სას" ნიშ­ნავს. კვი­რი­კე ქარ­თულ­ში ძვე­ლი დრო­ი­დან გვხვდე­ბა. არა­ერ­თი ის­ტო­რი­უ­ლი პი­რის სა­ხე­ლად მის­გან წა­მო­სუ­ლი გვა­რე­ბია: კვი­რი­კა­ძე, კვი­რი­კაშ­ვი­ლი, კვი­რი­კე­იშ­ვი­ლი, კვი­რი­კი­ძე, კვირ­კვე­ლია.

მო­ამ­ზა­და ლალი ფა­ცი­ამ

სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლის­თვის AMBEBI.GE

მკითხველის კომენტარები / 267 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირმა
0

ბაღდავაძე გვარის ისტორია მაინტერესებს

ლელა
3

ეს პოსტი რომ ვნახე ძალიან გამიხარდა.მეგონა ჩემი გვარის წარმომავლობას ვნახავდი.დიდი ხანია ვეძებ,საიდან იღებს სათავეს გვარი-ბუდედაშვილი.პატარა გვარია და ამ გვარის არც ერთმა წევრმა არ იცის,ჩვენი გვარის წარმოშობა.გვარში უხუცესები ცოცხლები აღარ არიან და ვართ ასე,ინფორმაცია არ გვაქვს.ამ ჩამონათვალშიც არ არის ჩემი გვარი.იქნებ დაგვეხმაროთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

იპოვე შენი გვარი და შენი წარსული - ინფორმაცია, რომელსაც საკუთარ ფესვებზე უნდა ფლობდე

იპოვე შენი გვარი და შენი წარსული - ინფორმაცია, რომელსაც საკუთარ ფესვებზე უნდა ფლობდე

გვარი ადამიანის მემკვიდრეობით მიღებული საგვარეულო სახელია, რომელიც ძირითადად, მამიდან შვილზე გადადის. ზოგ ქვეყანაში გვარი დედიდან გადადის...

ქართველების გვარი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონებითაა დაყოფილი. ისინი სახელებისგან, მეტსახელებისგან ან წარმომავლობისგან შეიქმნა.

გვინდა რამდენიმე მათგანის ისტორიასა და წარმომავლობას შევეხოთ, რომელიც იაკობ ახუაშვილის "ქართული გვარსახელების" მიხედვით არის მომზადებული.

აბაშიძე – ერთ-ერთი გავრცელებული და ისტორიული გვარსახელია. ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენიებული აქვს იმერეთის წარჩინებულ და შემძლებელ თავადთა შორის, რომელებსაც ქართლშიც ჰქონდათ მამულები. საფუძვლად უდევს სახელი აბაშ, აბაში...

ბოტკოველი – გვარადქცეული სადაურობის სიტყვა. გავრცელებულია თელავის რაიონში. ბოტკო სოფელია საგარეჯოს რაიონში; მოხსენიებულია თამარ მეფის 1202 წლის სიგელში შიომღვიმის მონასტრის მიდამოებში მდებარე სოფლად, სხალტბის ახლოს.

ჭავჭავაძე – გავრცელებულია თელავის რაიონში (ყვარელი, წინანდალი). წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო კახეთში. ცნობილია XIV საუკუნიდან, გადმოცემის თანახმად, ხევსურეთიდან წარმომავლობენ. საფუძვლად უდევს ფრინველის სახელი ჭავჭავი, იგივე ჭივჭავი.

გაგნიძე –თბილისში, რაჭაში, ხაშურსა და თელავში გავრცელებულია. სავარაუდოდ, მომდინარეობს მეტსახელიდან გაგანა. გაგნიძეები ქლუხორიდან 1957 წელს ასურეთში ჩამოსახლდნენ.

ახალკაცი ქარელის, ბორჯომისა და სხვა რაიონებშია მეტად ცნობილი. გადმოცემის მიხედვით, ყმა გამოჰქცევია ბატონს და სხვა სოფელში შეხიზნულა. გვარს ვერ ამჟღავნებდა და თავს ახალკაცს უწოდებდა. სწორედ აქედან მოდის გვარის სახელწოდება. ამავე ძირისაა გვარი ახალკაციშვილი, ახალმოსულიშვილი და ახალშენიშვილი.

გურგენიძე – ამბროლაურისა და ჩოხატაურის რიონებშია გავრცელებული. გვარი ცნობილია XII საუკუნიდან, გვხვდება იჩქით გურგენიძე, წუნდის ეკლესიის აღმშენებელი. მომდინერეობს საკუთარი სახელიდან

"გურგრნი". ისტორიაში ცნობილია გურგენ I კურაპალატი, გურგენ დიდი ერისთავთერისთავი. ამავე ძირისაა გურგენიშვილი.

დეკანოიძე – ნაწარმოებია ეკლესიის მსახურთა სახელწოდებიდან – დეკანოზი. დეკანოზი – ქართული ქრისტიანული ეკლესიის უფროსი მღვდელი. საქართველოს მთიანეთის ზოგ კუთხეში ძველად – ხატის მსახური.

გელაშვილი - იმერეთში, ქართლსა და კახეთშია ფართოდ წარმოდგენილი... შედგება საკუთარი სახელისგან - გელა. ამავე ძირისაა: გელავა, გელაძე, გელეიშვილი, გელეხავა, გელიკაშვილი... ბერძნულ წყაროებში მოხსენიებული სკვითური ტომის სახელწოდება გელა, გელონი, გელონოი, გელონოსი ივ. ჯავახიშვილის აზრით, ქართველებთან ურთიერთობაში მყოფი, მათი მეზობელი ტომთაგანი უნდა ყოფილიყო. გელაშვილების ფუძედ სოფელი ნადაბური ითვლება; გადმოცემით გელაშვილების სალოცავი ტაძარი გელათი ყოფილა.

დოლაბერიძე – გავრცელებულია მაღლაკში (წყალტუბოს რაიონი). შეიცავს რთული შედგენილობის საკუთარ სახელს - დოლაბერი.

ედიშერაშვილი – ხოვლეში (კასპის რაიონი), ქარელისა და გორის რაიონებშია საკმაოდ ფართოდ წარმოდგენილი. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან – ედიშერა. "ედიშერაშვილნი არიან ედისიდგან მოსულნი ხეობასა შინა ძველადვე აზნაურნი". დავით ედიშერაშვილი (1935წ.) ზესიძედ ჩასახლდა მუხათში არტემ მურადაშვილთან. გადმოვიდა გომარეთიდან (დმანისის რაიონი).

ზარიძე – გავრცელებულია ფშავში. სავარაუდოდ, დაკავშირებულია მეტსახელთან "ზარი". ზარი, სამგლოვიარო გუნდური სიმღერა – ტირილი. ზარიძეები სოფელია თიანეთის რაიონში. ამავე ძირისაა: ზარია, ზარიაშვილი.

გიგაური ხევსურული სათემო გვარია. ფუძეში შეიცავს წინაპრის საკუთარ სახელს "გიგა", "გიგი", "გიგო". ეს ეპონიმური ტიპის გვარსახელია. გვარი სათავეს იღებს ბუდე ხევსურეთის, წყალსიქითის თემის სოფელ ბლოდან.

თაბაგარი – ძირითადად თერჯოლის რაიონშია მასობრივად ცნობილი. გვარადქცეული სადაურობის სიტყვაა. თაბაგრები სოფელია ჭიათურაში. სწორედ აქედან მომდინარეობს ეს გვარი.

ახვლედიანი ცაგერის, წყალტუბოს რაიონებშია წარმოდგენილი... სვანური ძირი აქვს. სავარაუდოა, საფუძვლად ედოს საკუთარი სახელი ახვილდ (ახავილდ), სადაც ილდ სვანური კნინობითობის მაწარმოებელი ფორმაა და ერთვის საკუთარ სახელს ახავ-ს (შედარებითი გვარებია: ახავიტაშვილი, ახოშვილი, ახაბიძე).

თავდგირიძე – გავრცელებულია გურიასა და აჭარაში. ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენიებული აქვს მთავართა შორის, უწარჩინებულეს და შემძლებელთა შორის. გურიაში გადასულნი არიან სამცხიდან. ძველი ფორმაა თადგირიძე. შეიცავს საკუთარ სახელს თავდგირი.

გურამიშვილი ქართლის სათავადო საგვარეულოს, ზედგინიძეთა ერთ-ერთ შტოს განეკუთვნება. ვახუშტი ბაგრატიონი იხსენიებს წარჩინებულ მთავართა შორის და მიუთითებს მის კახეთიდან წარმოშობას. საგურამო გურამიშვილთა სამკვიდრო იყო; შეიცავს საკუთარ სახელს გურამი, ძველი სახით იგივე გუარამ: გურამ კურაპალატი, გუარამ მამფალი, გუარამ ერისთავი.

თამაზაშვილი – წარმოდგენილია საგარეჯოს რაიონში. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან – თამაზი. ხაშმელი თამაზაშვილები, გადმოცემით, რაჭიდან არიან გადმოსულები. მათი ადრინდელი გვარი ლაშხი ყოფილა. შემდეგ მამის სახელი უქცევიათ გვარად.

სააკაძე – ისტორიული ცნობით, ეს გვარი გავრცელებული ყოფილა ატენის ხეობაში. XVI საუკუნის ბოლოდან კი სააკაძეები ნოსტეში გადასახლებულან (კასპის რაიონი). გიორგი სააკაძის შემდეგ მათი შთამომავალნი თარხან-მოურავებად იწოდებოდნენ. დღეს კი თარხნიშვილებად არიან ცნობილნი.

ინასარიძე – წარჩინებული ისტორიული საგვარეულო რაჭაში. გავრცელებულია ასპინძის, ამბროლაურისა და ონის რაიონში.

დვალი – ცნობილია ქუთაისში, ამბროლაურსა და თბილისში. გახლავთ იბერიულ-კავკასიური ტომი ძველ საქართველოში. ანტიკურ წყაროებში პირველად მოხსენიებულნი არიან ახალი წ.აღ. I-II სს-ში თალის, ვალის, უვალის სახელწოდებებით, სახლობენ ცენტრალური კავკასიონის მაღალმთიან ზოლში - დარიალის ხეობასა და მამისონის უღელტეხილს შორის, ისტორიულ დვალეთში. ცნობილია, რომ დვალები ქართველი კალიგრაფები იყვნენ, ასურეთში 1941 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ კაჩაეთიდან გადმოვიდნენ.

იშხნელი – გავრცელებულია თერჯოლის რაიონში. თერჯოლაში არის იშხნელების უბანი; გვარადქცეული სადაურობის სიტყვაა; იშხანი სოფლისა და მონასტრის სახელწოდებაა ძველ ტაო-კლარჯეთში. ამავე ძირისაა: იშხანაშვილი (მუხრანი), იშხნელიძე (აჭარა).

კანდელაკი – ფართოდ არის წარმოდგენილი იმერეთსა და რაჭაში. მომდინარეობს სასულიერო ტერმინიდან – "მესანთლე", "მნათე" (ბერძ). ამავე ძირისაა გვარი კანდელაკიშვილი. საჯავახოს კანდელაკები ადრე ქორიძეები ყოფილან, სამტრედიისა კი – ნიკურაძეები.

თაყაიშვილი – მომდინარეობს საკუთარი სახელიდან თაყა. ეს სიტყვა შემონახულია ანდაზაში: "ეგრე არ უნდა თაყაო, შენ რომ მამული გაყაო". ამავე ძირისაა: თაყაძე (ჯავახეთში); თაყაიშვილი, თაყნიაშვილი (დმანისის რაიონი).

კიკნაძე – წინაპრის საკუთარ სახელს – "კიკნას" უკავშირდება. წარმოშობილია დასავლეთ საქართველოში. გვარის ბუდეა ზემო იმერეთი. სოციალური წარმომავლობით აზნაურული გვარია. პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნის ბოლოს. დომენტი კათალიკოსის დროს, 1598-1600 წლებში კიკნაძის გვარი გვხვდება შეწირულობის სიგელში. ამ პერიოდში უკვე შიდა ქართლშია გადმოსული. რაოდენობით კიკნაძის გვარი ახლა 5500-ს აჭარბებს. 700-ზე მეტი ცხოვრობს ხაშურში, 600-ზე მეტი – ხარაგაულში, 200-ზე მეტი – რუსთავში, 200 – ბორჯომში, 100-ზე მეტი – ყვარელში, თბილისში კი 2000-ზე მეტი კიკნაძეა.

თაქთაქიშვილი – გავრცელებულია ქართლში და ძველი ფეოდალური საგვარეულო ყოფილა სამცხეში. სამცხიდან ჩამოსულან და დასახლებულან ქართლში. ამავე ძირისაა თაქთაქიძე.

ლაბაძე – წარმოიშვა სახელიდან "ლაბა" ეს გვარი იმერული წარმოშობისაა და წარმოდგენილია ძირითადად იმერეთის რეგიონში. ლაბაძეების ფუძე მომდინარეობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოსლევიდან. გადმოცემის მიხედვით, თავდაპირველად მხოლოდ ზემო ბოსლევში ცხოვრობდნენ ლაბაძეები, რომელთაგან ნაწილი გადასახლდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთში, მეორე ნაწილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში. ბუნებრივია, ლაბაძეების ნაწილი დარჩა სოფელ ზემო ბოსლევშიც. აქედან კი მოხდა მათი შემდგომი გადასახლება ლაგოდეხში, ხაშურსა და ახალციხეში.

მახარაშვილი – გავრცელებულია გორის, მცხეთის, სიღნაღისა და სხვა რაიონებში. ამ გვარის ძირია "მახარა", "მახარე", რაც დიდ სიხარულსა და აღტაცებას გამოხატავს. ამავე ძირისაა გვარები: მახარაძე, მახარობლიშვილი, მახარობლიძე.

მერაბიშვილი – გავრცელებულია ადიგენის რაიონში (უდე), კასპის რიონში (კავთისხევი)... დაკავშირებულია საკუთარ სახელთან მერაბი. მერაბ სპარსულად "მზესავით ელვარეს" ნიშნავს... გადმოცემით, უდელი მერაბიშვილების წინაპართა გვარი ხურციძე ყოფილა.

ონოფრიშვილი – წარმოდგენილია კასპის რაიონში (კავთისხევი). დაკავშირებულია საკუთარ სახელთან ონოფრე. გადმოცემით, ონოფრიშვილთა გვარი მოსიძე ყოფილა, ჯავახეთიდან გადმოსულან ქართლში.

მხეიძე – ერთ-ერთი უძველესი ფეოდალური საგვარეულო იმერეთსა და სამეგრელოში. ისტორიულ წყაროებში XI საუკუნიდან გვხვდება. პირველად არგვეთის მფლობელნი ყოფილან, შემდეგ თრიალეთსა და ალგეთის ხეობის ნაწილსაც დაჰპატრონებიან. ბაღვაში, ლიპარტიანი და მხეიძე საერთო წარმომავლობის უნდა იყოს... ამავე ძირისაა: მხეცაძე, ხეცია, ფხეიძე.

კაცია – მეგრული წარმომავლობის გვარია. ფიქსირდება ზუგდიდში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. კაცია ქართულ საეკლესიო კალენდარში მიჩნეულია ადამ-ის შესატყვისად.

ქავთარაძე – ქავთარაძეების გვარი მომდინარეობს მამაკაცის სახელიდან – ქავთარა. ეს სახელი მთელ საქართველოში იყო და არის გავრცელებული. XVIII ს-ში ქავთარაძეები მოსახლეობდნენ სოფლებში: ძმიანთკარში, ჩადისციხეში და ბატატიანთკარში. დღესაც ქავთარაძეები მთიულეთში ერთ-ერთი დიდი გვარია.

ოდიშვილი – ოდიშვილების ადრინდელი გვარი ცეცხლაძე გახლავთ. თავიდან ცეცხლაძეებს მეჯუდის ხეობის სოფელ არდისში უცხოვრიათ. ყოფილა სამი ძმა: ბედო, ოდი და მელა, რომელთაც ნამდვილი გვარი ცეცხლაძე გადაუკეთებიათ სამ გვარად: ოდიშვილად, ბედოშვილად და მელაძედ.

სადუნიშვილი – გავრცელებულია საჩხერის რაიონში. "სადუნი" ნიშნავს სხვა ენის მცოდნე ადამიანს.

საძაგლიშვილი – მისი ძველი გვარი ჯოხაძე ყოფილა. გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთ ყმას - ჯოხაძეს ბატონის ნების გარეშე ცოლი შეურთავს. ბატონი მასზე გაბრაზებულა და მისთვის საძაგლიშვილი შეურქმევია.

ქართველიშვილი – ეს გვარი ეროვნების გამომხატველი სიტყვაა, ქართველიდან მომდინარეობს. გავრცელებულია საქართველოში, უდრის "ქართველის შვილს".

ყაზბეგი – შედგება ორი სიტყვისგან – "ყაზი"-საგან (საკუთარი სახელი) და "ბეგი"-საგან (თურქული სიტყვაა და ნიშნავს ბატონს, ხელისუფალს). ყაზბეგები ხევის მმართველები იყვნენ. მათი წინა გვარი ჩოფიკაშვილი გახლავთ.

ჩუბინიძე – ქუთაისში, ჭიათურასა და თბილისშია წარმოდგენილი. ჩუბინი (ძვ.) – მარჯვე, აუცდენლად მსროლელი. გიორგი გიორგის ძე ჩუბინიძე მოიხსენიება სოფელ ბოგვში 1871 წელს. ჩუბინიძე და ჩუბინაშვილი ერთი და იგივე გვარადაა მიჩნეული.

შალიკაშვილი – ლანჩხუთის რაიონშია გავრცელებული. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან "შალიკა". შალიკაშვილი მსხვილი ფეოდალური საგვარეულოა ძველ საქართველოში. მისი წინამორბედი გვარი როჭიკაშვილი ყოფილა.

ჩიქოვანი – წარჩინებული საგვარეულოა ძველ საქართველოში. "ოვან" ბოლოსართით წარმოქმნილი გვარსახელია. ამ გვარის ძირი არის საკუთარი სახელი "ჩიქა". ამავე ძირისაა ჩიქავა, ჩიქვანია, ჩიქვილაძე, ჩიქვინიძე.

ჩოლოყაშვილი – წარჩინებული საგვარეულოთაგანი ძველ საქართველოში. კახეთის ფეოდალთა შტო; გავრცელებულია თელავისა და ახმეტის რაიონებში.

თათარაშვილი – თათარაშვილების ადრინდელი გვარი გადმოცემით ქავთარაძე ყოფილა. ერთ-ერთი ქავთარაძე თათრებს მთიულეთიდან გაუტაციათ. დიდი ხნის შემდეგ თავი დაუხსნია და მცხეთაში დასახლებულა. მის შთამომავლობას ამის გამო თათარაშვილობა მიუღია.

ჩოხელი – გვარადქცეული სადაურობის სიტყვაა. ჩოხი სოფელია მთიულეთში. ქალის მითხოვებაზე ჩოხელთა გვარს უარს ვერ ეუბნებოდნენ. ამას რელიგიური წარმოდგენა ედო საფუძვლად.

წიკლაური – წიკლაური სათემო გვარია, გავრცელებულია ხევსურეთში. მთიულეთში წიკლაურებს უცხოვრიათ: ათნოხში, ბახანში, ბურსაჭილში, დგნალში, დიხჩოში, დოლასქედში, დუმაცხოში, ზანდუკში, ლუთხუბში, მაქართაში, საჩალის ჭალაში, საჯანაანში, და თოთიაურთ-კარში, ფახვიჯაში, ჩიბაურში, ცხვედიანში, ჭოჭოხში, ხოზაში და ჯუღისში. გვარი გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.

წიფურია – გავრცელებულია ჩხოროწყუს რაიონში. წიფური მეგრულად წითელს ნიშნავს. XVII საუკუნეში ამავე სახელით ცნობილი ყოფილა სოფელი, სადაც კათოლიკე მისიონერები სახლობდნენ.

კვირიკაშვილი – სიტყვა კვირიკედან მოდის, კვირიკე ბერძნულად "უფლისას" ნიშნავს. კვირიკე ქართულში ძველი დროიდან გვხვდება. არაერთი ისტორიული პირის სახელად მისგან წამოსული გვარებია: კვირიკაძე, კვირიკაშვილი, კვირიკეიშვილი, კვირიკიძე, კვირკველია.

მოამზადა ლალი ფაციამ

საინფორმაციო პორტალისთვის AMBEBI.GE