მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტერორიზმის ბრალდებით პანკისელი დავით ბორჩაშვილი დააკავეს
ტერორიზმის ბრალდებით პანკისელი დავით ბორჩაშვილი დააკავეს

სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი და­ვით ბორ­ჩაშ­ვი­ლი ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

"სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მო­ქა­ლა­ქე და­ვით ბორ­ჩაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს სსსკ-ის 328-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის, რაც უცხო ქვეყ­ნის ტე­რო­რის­ტულ ორ­გან­ზი­ა­ცი­ა­ში ან უცხო­ე­თის კონ­ტრო­ლი­სად­მი დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბას ან ტე­რო­რის­ტულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მის დახ­მა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს", - აცხა­დე­ბენ სუს-ში.

და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ბორ­ჩაშ­ვი­ლის საქ­მის შე­სა­ხებ, მათ შო­რის იმა­ზე, თავ­და­პირ­ვე­ლად რა­ტომ გა­აბ­რუ­ნეს თურ­ქე­თი­დან დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე უკან, სუს-ში არ ახ­მა­უ­რე­ბენ.

29 წლის და­ვით ბორ­ჩაშ­ვი­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნის მო­თხოვ­ნით გუ­შინ პან­კის­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­ი­მარ­თა. ბორ­ჩაშ­ვი­ლის ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ სა­მუ­შა­ოდ თურ­ქეთ­ში გა­ემ­გზავ­რა. ისი­ნი ვერ აკონ­კრე­ტე­ბენ, იმ­ყო­ფე­ბო­და თუ არა ბორ­ჩაშ­ვი­ლი სი­რი­ა­შიც. გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სას და­ვით ბორ­ჩაშ­ვი­ლი სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე და­ა­კა­ვეს და მი­უ­ხე­და­ვად ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ უკან გა­აბ­რუ­ნეს. თურ­ქმა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი და­ვით ბორ­ჩაშ­ვი­ლი ისევ უკან – სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­უშ­ვეს, რის შემ­დე­გაც მისი და­კა­ვე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

იხი­ლეთ ასე­ვე|ტე­რო­რის­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ და­ვით ბორ­ჩაშ­ვილს შე­საძ­ლოა ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა დას­ჭირ­დეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

ტერორიზმის ბრალდებით პანკისელი დავით ბორჩაშვილი დააკავეს

ტერორიზმის ბრალდებით პანკისელი დავით ბორჩაშვილი დააკავეს

საქართველოში დაბრუნებული დავით ბორჩაშვილი ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა მოქალაქე დავით ბორჩაშვილი დააკავეს სსსკ-ის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანზიაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს", - აცხადებენ სუს-ში.

დამატებით ინფორმაციას ბორჩაშვილის საქმის შესახებ, მათ შორის იმაზე, თავდაპირველად რატომ გააბრუნეს თურქეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქე უკან, სუს-ში არ ახმაურებენ.

29 წლის დავით ბორჩაშვილის ადგილსამყოფელის დადგენის მოთხოვნით გუშინ პანკისში საპროტესტო აქცია გაიმართა. ბორჩაშვილის ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი წელიწადნახევრის წინ სამუშაოდ თურქეთში გაემგზავრა. ისინი ვერ აკონკრეტებენ, იმყოფებოდა თუ არა ბორჩაშვილი სირიაშიც. გუშინ საქართველოში დაბრუნებისას დავით ბორჩაშვილი სახელმწიფო საზღვარზე დააკავეს და მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, რამდენიმე საათის შემდეგ უკან გააბრუნეს. თურქმა სამართალდამცველებმა დეპორტირებული დავით ბორჩაშვილი ისევ უკან – საქართველოში გამოუშვეს, რის შემდეგაც მისი დაკავება განხორციელდა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე|ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით დაკავებულ დავით ბორჩაშვილს შესაძლოა ოპერაციის გაკეთება დასჭირდეს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია