პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეკლამის დამკვეთი უნდა დაფიქრდეს, სად მიაქვს რეკლამა, ეს მისი იმიჯისთვის დამაზიანებელი იქნება" - სოკოებივით მომრავლებული პარაზიტი საიტები საქართველოში
"რეკლამის დამკვეთი უნდა დაფიქრდეს, სად მიაქვს რეკლამა, ეს მისი იმიჯისთვის დამაზიანებელი იქნება" - სოკოებივით მომრავლებული პარაზიტი საიტები საქართველოში

"გვიშ­ვე­ლეთ, დაგ­ვიხ­სე­ნით ამ დე­ზინ­ფორ­მა­ტო­რე­ბის­გან!", "ვინ ხართ, სად ის­წავ­ლეთ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა?! ", "რე­გუ­ლა­ცი­ებს ვი­თხოვ ონ­ლა­ინ­მე­დი­ა­ში, ასე აღარ შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძე­ლე­ბა!!!", - სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ბოლო ხანს ამ­გვარ სტა­ტუ­სებს სულ უფრო და უფრო ხში­რად ვხვდე­ბით, რისი მი­ზე­ზიც ბოლო ხანს ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში მომ­რავ­ლე­ბუ­ლი ვებგ­ვერ­დე­ბია, რომ­ლე­ბიც სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლის სა­ხელს ირ­ქმე­ვენ და რე­ი­ტინ­გის მო­სა­პო­ვებ­ლად არა­ნა­ი­რი სი­სა­ძაგ­ლის ჩა­დე­ნას არ ერი­დე­ბი­ან. მათ მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ლა­მის 100% სხვა სა­ი­ტე­ბი­დან მო­პა­რუ­ლი და გა­დამ­ღე­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ანაც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ამ­ბე­ბია. ასე­ვე ყოვ­ლად უგე­მოვ­ნო, უხამ­სი, ხში­რად პორ­ნო­ხა­სი­ა­თის ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლე­ბი.

ისი­ნი არ ერი­დე­ბი­ან ტყუ­ი­ლის ტი­რა­ჟი­რე­ბას იმის­თვის, რომ სა­სურ­ველ მი­ზანს მი­აღ­წი­ონ, ანუ მო­ი­პო­ვონ გარ­კვე­უ­ლი რე­ი­ტინ­გი, შემ­დეგ კი რეკ­ლა­მის დამ­კვე­თე­ბი ამ რე­ი­ტინ­გით შე­ი­ტყუ­ონ მათ სა­ი­ტებ­ზე.

რა არის მათი რე­ი­ტინ­გის წყა­რო?

ისევ და ისევ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი, ჩვენ­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი "ფე­ის­ბუ­კი" და იქ შექ­მნი­ლი ჯგუ­ფე­ბი, სა­დაც მომ­ხმა­რე­ბე­ლე­ბი მათი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ამ სა­ი­ტე­ბის პი­რა­ტუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ხვდე­ბი­ან. ამ ჯგუ­ფე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, ხში­რად შე­ი­ცავს სი­ძულ­ვი­ლის ენას, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას ან არის სექ­სუ­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის, რაც "ფე­ის­ბუ­კის" აუ­დი­ტო­რი­ას დიდ დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნის.

(იხი­ლეთ ასე­ვე: Facebook, ნუ მის­ცემ სა­შუ­ა­ლე­ბას გაგ­ვა­წევ­რი­ა­ნონ ჯგუ­ფებ­ში ჩვე­ნი დას­ტუ­რის გა­რე­შე!)

ცალ­კე პრობ­ლე­მაა სო­ლი­დუ­რი სა­ი­ტე­ბი­დან ერთი ერ­თში გა­და­კო­პი­რე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი, რო­მელ­საც არც წყა­რო და არც ავ­ტო­რი მი­თი­თე­ბუ­ლი არ აქვს.

ცალ­კე სა­კი­თხია ის ამო­რა­ლუ­რი ვებგ­ვერ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­ზა­ნი­მი­მარ­თუ­ლად ავ­რცე­ლე­ბენ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას, მა­გა­ლი­თად, ამა თუ იმ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის, მსა­ხი­ო­ბის, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ...

თუ რა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი უნდა გა­ტარ­დეს პა­რა­ზი­ტი ვებგ­ვერ­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ამის შე­სა­ხებ ჯერ­ჯე­რო­ბით ერ­თობ­ლი­ვი გეგ­მა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი არ არის.

ზვი­ად ქო­რი­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტი, შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- ნე­ბის­მი­ე­რი ასე­თი საქ­ცი­ე­ლი არის პლა­გი­ა­ტი, უფრო სწო­რად კი, ქურ­დო­ბა და გარ­და იმი­სა, რომ ეს ცუდი ტო­ნია, დას­ჯა­დიც არის. რა თქმა უნდა, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა იმის­თვის არ­სე­ბობს, რომ მან მო­ი­ძი­ოს თემა და გა­ავ­რცე­ლოს, ამის­თვის გარ­კვე­ულ ხარ­ჯებს იღებს, ხარ­ჯავს შრო­მას და რე­სურსს, რათა მი­ი­ზი­დოს აუ­დი­ტო­ი­რია, შემ­დეგ რეკ­ლა­მა... ეს ყვე­ლა­ფე­რი ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სი და სა­მუ­შაო. რო­დე­საც ამ დროს შე­მო­დის ბა­ზარ­ზე მუქ­თა­ხო­რა და სხვის მო­ძი­ე­ბულ და მომ­ზა­დე­ბულ ამ მა­სა­ლას გად­მო­ბეჭ­დავს და გა­ავ­რცე­ლებს, ეს ნიშ­ნავს, რომ ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ქურ­დი და ზო­გა­დად, ნე­ბის­მი­ერ რა­მის ქურ­დო­ბა დას­ჯა­დი საქ­ცი­ე­ლია

- პრე­ვენ­ცი­ის სა­ხით რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს?

- ამ­გვა­რი სა­ი­ტე­ბის­გან თავ­დაც­ვის პრე­ვენ­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა იქ­ნე­ბა თვით­რე­გუ­ლი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის ამუ­შა­ვე­ბა და შე­თან­ხმე­ბა იმა­ზე, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ასე­თი სა­ი­ტე­ბის მი­მართ სწო­რი რე­აქ­ცია ჰქონ­დეს. ანუ ერთხელ რომ შეხ­ვე­დი სა­იტ­ზე და ნახე, რომ მას სა­კუ­თა­რი შრო­მით არა­ფე­რი აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, მო­პა­რუ­ლი აქვს მთე­ლი კონ­ტენ­ტი, ასე­ვე ავ­რცე­ლებს დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას, მე­ო­რედ, წე­სით, იქ აღარ უნდა შეხ­ვი­დე! სა­ზო­გა­დო­ე­ბა მას უბ­რა­ლოდ არ

უნდა ენ­დოს და არ უნდა წა­ი­კი­თხოს მისი "პრო­დუქ­ტი". ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ყვე­ლა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა მზად იქ­ნე­ბა იმის­თვის, რომ პლა­გი­ა­ტი დაგ­მოს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას უთხრას, - ნუ ისარ­გებ­ლებს მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით. ეს იქ­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო პრე­ვენ­ცია...

გარ­და ამი­სა, რეკ­ლა­მის დამ­კვე­თი კარ­გად უნდა და­ფიქ­რდეს სად მი­აქვს რეკ­ლა­მა, ვფიქ­რობ, ასეთ სა­ი­ტებ­ზე მისი რეკ­ლა­მი­რე­ბა მხო­ლოდ წამ­გე­ბი­ა­ნი და მისი იმი­ჯის­თვის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

უნდა ამოქ­მედ­დეს სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მე­ბიც. ამას წი­ნათ ვნა­ხე ერთ-ერთი რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გა­მო­ცე­მის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი აუ­დიო და ვი­დეო მა­სა­ლა რო­მე­ლიც, ერთ-ერ­თმა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ამ თა­ვის სი­უ­ჟეტ­ში, გა­უშ­ვა, თან ისე, რომ ვი­დეო სი­გა­ნე­ზე "გა­წე­ლა", რათა პირ­ველ­წყა­როს ლოგო არ გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, ეს უკვე საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბაა და კარ­გი იქ­ნე­ბა თუ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და პა­ტი­ო­სა­ნი მე­დი­ა­გა­მო­ცე­მე­ბი რა­ი­მე ერ­თობ­ლივ სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ზე შე­თან­ხმდე­ბი­ან.

წა­ი­კი­თხეთ მეტი

ლალი პა­პას­კი­რი

"კვი­რის პა­ლიტ­რა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"რეკლამის დამკვეთი უნდა დაფიქრდეს, სად მიაქვს რეკლამა, ეს მისი იმიჯისთვის დამაზიანებელი იქნება" - სოკოებივით მომრავლებული პარაზიტი საიტები საქართველოში

"რეკლამის დამკვეთი უნდა დაფიქრდეს, სად მიაქვს რეკლამა, ეს მისი იმიჯისთვის დამაზიანებელი იქნება" - სოკოებივით მომრავლებული პარაზიტი საიტები საქართველოში

"გვიშველეთ, დაგვიხსენით ამ დეზინფორმატორებისგან!", "ვინ ხართ, სად ისწავლეთ ჟურნალისტიკა?! ", "რეგულაციებს ვითხოვ ონლაინმედიაში, ასე აღარ შეიძლება გაგრძელება!!!", - სოციალურ ქსელებში ბოლო ხანს ამგვარ სტატუსებს სულ უფრო და უფრო ხშირად ვხვდებით, რისი მიზეზიც ბოლო ხანს ქართულ ინტერნეტსივრცეში მომრავლებული ვებგვერდებია, რომლებიც საინფორმაციო პორტალის სახელს ირქმევენ და რეიტინგის მოსაპოვებლად არანაირი სისაძაგლის ჩადენას არ ერიდებიან. მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის ლამის 100% სხვა საიტებიდან მოპარული და გადამღერებული ინფორმაციები ანაც მიზანმიმართულად გაყალბებული ამბებია. ასევე ყოვლად უგემოვნო, უხამსი, ხშირად პორნოხასიათის ფოტო და ვიდეომასალები.

ისინი არ ერიდებიან ტყუილის ტირაჟირებას იმისთვის, რომ სასურველ მიზანს მიაღწიონ, ანუ მოიპოვონ გარკვეული რეიტინგი, შემდეგ კი რეკლამის დამკვეთები ამ რეიტინგით შეიტყუონ მათ საიტებზე.

რა არის მათი რეიტინგის წყარო?

ისევ და ისევ სოციალური ქსელი, ჩვენში ყველაზე პოპულარული "ფეისბუკი" და იქ შექმნილი ჯგუფები, სადაც მომხმარებელები მათი ნებართვის გარეშე ამ საიტების პირატული მოქმედებების შედეგად ხვდებიან. ამ ჯგუფების საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, ხშირად შეიცავს სიძულვილის ენას, დეზინფორმაციას ან არის სექსუალური შინაარსის, რაც "ფეისბუკის" აუდიტორიას დიდ დისკომფორტს უქმნის.

(იხილეთ ასევე: Facebook, ნუ მისცემ საშუალებას გაგვაწევრიანონ ჯგუფებში ჩვენი დასტურის გარეშე!)

ცალკე პრობლემაა სოლიდური საიტებიდან ერთი ერთში გადაკოპირებული მასალები, რომელსაც არც წყარო და არც ავტორი მითითებული არ აქვს.

ცალკე საკითხია ის ამორალური ვებგვერდები, რომლებიც მიზანიმიმართულად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, მაგალითად, ამა თუ იმ ცნობილი ადამიანის, მსახიობის, საზოგადო მოღვაწის გარდაცვალების შესახებ...

თუ რა პრევენციული ზომები უნდა გატარდეს პარაზიტი ვებგვერდების წინააღმდეგ ამის შესახებ ჯერჯერობით ერთობლივი გეგმა შემუშავებული არ არის.

ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი, შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი:

- ნებისმიერი ასეთი საქციელი არის პლაგიატი, უფრო სწორად კი, ქურდობა და გარდა იმისა, რომ ეს ცუდი ტონია, დასჯადიც არის. რა თქმა უნდა, მედიასაშუალება იმისთვის არსებობს, რომ მან მოიძიოს თემა და გაავრცელოს, ამისთვის გარკვეულ ხარჯებს იღებს, ხარჯავს შრომას და რესურსს, რათა მიიზიდოს აუდიტოირია, შემდეგ რეკლამა... ეს ყველაფერი ხანგრძლივი პროცესი და სამუშაო. როდესაც ამ დროს შემოდის ბაზარზე მუქთახორა და სხვის მოძიებულ და მომზადებულ ამ მასალას გადმობეჭდავს და გაავრცელებს, ეს ნიშნავს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ინტელექტუალური ქურდი და ზოგადად, ნებისმიერ რამის ქურდობა დასჯადი საქციელია

- პრევენციის სახით რა შეიძლება გაკეთდეს?

- ამგვარი საიტებისგან თავდაცვის პრევენციის საშუალება იქნება თვითრეგულირების მექანიზმების ამუშავება და შეთანხმება იმაზე, რომ საზოგადოებას ასეთი საიტების მიმართ სწორი რეაქცია ჰქონდეს. ანუ ერთხელ რომ შეხვედი საიტზე და ნახე, რომ მას საკუთარი შრომით არაფერი აქვს გაკეთებული, მოპარული აქვს მთელი კონტენტი, ასევე ავრცელებს დეზინფორმაციას, მეორედ, წესით, იქ აღარ უნდა შეხვიდე! საზოგადოება მას უბრალოდ არ

უნდა ენდოს და არ უნდა წაიკითხოს მისი "პროდუქტი". ძალიან კარგი იქნება, თუ ყველა მედიასაშუალება მზად იქნება იმისთვის, რომ პლაგიატი დაგმოს და საზოგადოებას უთხრას, - ნუ ისარგებლებს მათი ინფორმაციით. ეს იქნება საუკეთესო პრევენცია...

გარდა ამისა, რეკლამის დამკვეთი კარგად უნდა დაფიქრდეს სად მიაქვს რეკლამა, ვფიქრობ, ასეთ საიტებზე მისი რეკლამირება მხოლოდ წამგებიანი და მისი იმიჯისთვის დამაზიანებელი იქნება.

უნდა ამოქმედდეს სამართლებრივი მექანიზმებიც. ამას წინათ ვნახე ერთ-ერთი რეგიონალური გამოცემის მიერ მომზადებული აუდიო და ვიდეო მასალა რომელიც, ერთ-ერთმა ნაციონალურმა ტელევიზიამ თავის სიუჟეტში, გაუშვა, თან ისე, რომ ვიდეო სიგანეზე "გაწელა", რათა პირველწყაროს ლოგო არ გამოჩენილიყო, ეს უკვე საკმაოდ სერიოზული დანაშაულებრივი ქმედებაა და კარგი იქნება თუ დაზარალებული და პატიოსანი მედიაგამოცემები რაიმე ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდებიან.

წაიკითხეთ მეტი

ლალი პაპასკირი

"კვირის პალიტრა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია