მაღაზიის რეკლამამ "ტერორისტების" მონაწილეობით, ქართველი მაყურებელი შოკში ჩააგდო

მაღაზიის რეკლამამ "ტერორისტების" მონაწილეობით, ქართველი მაყურებელი შოკში ჩააგდო

თემის განახლება| რა პასუხი აქვთ "iPhone+"-ის ტერორისტებს" სკანდალურ რეკლამაზე - კომპანიამ დიდი ტრაგედია რეკლამისთვის გამოიყენა?

ვიდეომ, რომელიც მაღაზიათა ქსელმა iPhone+ გაავრცელა, ქართველი ინტერნეტმომხმარებელი შოკში ჩააგდო. კომპანიამ ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ის ვიდეომიმართვების სტილში გადაღებული ვიდეორგოლით, ქართველ მომხმარებელს "ახარა", რომ იანვრიდან იგი Apple-ის ოფიციალური წარმომადგენელი ხდება. თუმცა, თუ მომხმარებლების რეაქციით ვიმსჯელებთ, კომპანიას საერთოდ ბაზრიდან გაქრობა ემუქრება. რეკლამას მოჰყვა უარყოფითი შეფასებები, მოქალაქეები ვიდეოს წაშლას ითხოვენ.

იხილეთ ვიდეო

გთავაზობთ კომენტარების ნაწილს, რომელსაც ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოზე წერენ ინტერნეტმომხმარებლები: "ვინც ინგლისური კარგად იცის, მიწეროს "ეფლის" ოფიციალურ წარმომადგენლობას, რომ დაააჯარიმონ ეს ამაზრზენი ხალხი!"; "ამ ვიდეოთი უკვე ჩაეწერეთ ისტორიაში, როგორც ყველაზე სამარცხვინო კომპანია საქართველოში!"; "ISIS და პარიზის ტერაქტი თუ სახუმარო გგონიათ, ძალიან ცუდად ყოფილა თქვენი საქმე!!"; "ყ...ბი ხართ, რა გითხრათ სხვა?" - წერენ კომენტარებში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია