მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქალაქო სასამართლო დავით დვალისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე ვრცელ განმარტებას აკეთებს
საქალაქო სასამართლო დავით დვალისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე ვრცელ განმარტებას აკეთებს

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო ძმე­ბი ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლე­ბი­სა და შპს "ტე­ლე­კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სა­ჩი­ვარ­ზე მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­ჩი­ვა­რი ნა­წი­ლობ­რივ დაკ­მა­ყო­ფილ­და. კერ­ძოდ კი, და­ვით დვა­ლის დრო­ე­ბით მმარ­თვე­ლად და­ნიშ­ვნის თა­ო­ბა­ზე სა­სა­მარ­თლოს 5 ნო­ემ­ბე­რის გან­ჩი­ნე­ბა გა­უქ­მდა, ხოლო რე­ვაზ სა­ყე­ვა­რიშ­ვი­ლის ნა­წილ­ში ძა­ლა­ში დარ­ჩა. "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ: "თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მე­თა კო­ლე­გი­ამ ნა­წი­ლობ­რივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ლე­ვან ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლის, გი­ორ­გი ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლის და შპს "ტე­ლე­კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს"" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სა­ჩი­ვა­რი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2015 წლის 5 ნო­ემ­ბრის გან­ჩი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამა­ვე სა­სა­მარ­თლოს 2015 წლის 3 ნო­ემ­ბრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის თა­ო­ბა­ზე.

სა­სა­მარ­თლომ სა­ჩივ­რის გან­ხილ­ვი­სას გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბე­ბით მო­სარ­ჩე­ლე ქი­ბარ ხალ­ვაშ­მა და­ა­ფიქ­სი­რა პო­ზი­ცია _ სა­სა­მარ­თლო და­ვე­ბის მის სა­სარ­გებ­ლოდ დას­რუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­ვით დვა­ლი­სათ­ვის შპს "სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია რუს­თა­ვი 2""-ის წი­ლის ნა­წი­ლის გა­და­ცე­მის თა­ო­ბა­ზე.

ამ გა­რე­მო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2015 წლის 5 ნო­ემ­ბრის გან­ჩი­ნე­ბის ნა­წი­ლი და­ვით დვა­ლის დრო­ე­ბით მმარ­თვე­ლად და­ნიშ­ვნის თა­ო­ბა­ზე გა­უქ­მდა, ხოლო რე­ვაზ სა­ყე­ვა­რიშ­ვი­ლის ნა­წილ­ში ძა­ლა­ში დარ­ჩა.

დრო­ე­ბით­მა მმარ­თვე­ლებ­მა - და­ვით დვალ­მა და რე­ვაზ სა­ყე­ვა­რიშ­ვილ­მა, სა­სა­მარ­თლო­ში წარ­მო­ად­გი­ნეს თა­ვი­ან­თი პო­ზი­ცია, რო­მელ­შიც მი­უ­თი­თებ­დნენ, რომ მათი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შე­უდ­გე­ბოდ­ნენ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2015 წლის 5 ნო­ემ­ბრის გან­ჩი­ნე­ბის კა­ნო­ნი­ერ ძა­ლა­ში შეს­ვლის შემ­დეგ.

სა­სა­მარ­თლომ, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ი­ღო ის ფაქ­ტი, რომ დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლის მიერ თა­ვი­სი ფუნ­ქცი­ის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, იქ­მნე­ბა ვა­კუ­უ­მი შპს ""სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია რუს­თა­ვი 2-ის"" საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, რად­გან წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ზე უფ­ლე­ბა­მო­სილ პი­რებს შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვთ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­სა­მარ­თლომ ნა­წი­ლობ­რივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ლე­ვან ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლის, გი­ორ­გი ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლის და შპს ""ტე­ლე­კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს"" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სა­ჩი­ვა­რი და თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2015 წლის 5 ნო­ემ­ბრის გან­ჩი­ნე­ბის კა­ნო­ნი­ერ ძა­ლა­ში შეს­ვლამ­დე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა აღუდ­გი­ნა სა­წარ­მოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ზე უფ­ლე­ბა­მო­სილ პი­რებს- ყო­ფილ მე­ნე­ჯმენტს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ჩი­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­სა­ჩივ­რდეს 5 დღის ვა­და­ში, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში", - ნათ­ქვა­მია თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

საქალაქო სასამართლო დავით დვალისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე ვრცელ განმარტებას აკეთებს

საქალაქო სასამართლო დავით დვალისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე ვრცელ განმარტებას აკეთებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ძმები ყარამანიშვილებისა და შპს "ტელეკომპანია საქართველოს" წარმომადგენლების საჩივარზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ კი, დავით დვალის დროებით მმართველად დანიშვნის თაობაზე სასამართლოს 5 ნოემბერის განჩინება გაუქმდა, ხოლო რევაზ საყევარიშვილის ნაწილში ძალაში დარჩა. "ინტერპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის და შპს "ტელეკომპანია საქართველოს"" წარმომადგენლების საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინებასთან დაკავშირებით, ამავე სასამართლოს 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე.

სასამართლომ საჩივრის განხილვისას გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საჯარო განცხადებებით მოსარჩელე ქიბარ ხალვაშმა დააფიქსირა პოზიცია _ სასამართლო დავების მის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში, დავით დვალისათვის შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2""-ის წილის ნაწილის გადაცემის თაობაზე.

ამ გარემოების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების ნაწილი დავით დვალის დროებით მმართველად დანიშვნის თაობაზე გაუქმდა, ხოლო რევაზ საყევარიშვილის ნაწილში ძალაში დარჩა.

დროებითმა მმართველებმა - დავით დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა, სასამართლოში წარმოადგინეს თავიანთი პოზიცია, რომელშიც მიუთითებდნენ, რომ მათი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგებოდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

სასამართლომ, მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ დროებითი მმართველის მიერ თავისი ფუნქციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, იქმნება ვაკუუმი შპს ""სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის"" საქმიანობაში, რადგან წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირებს შეჩერებული აქვთ უფლებამოსილება. შესაბამისად, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის და შპს ""ტელეკომპანია საქართველოს"" წარმომადგენლების საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე უფლებამოსილება აღუდგინა საწარმოს წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირებს- ყოფილ მენეჯმენტს.

აღნიშნული განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს 5 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში", - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია