დღეს უკრაინულმა საიტმა uarevo.in.ua ახალი აუდიოჩანაწერები გაავრცელა. ერთ-ერთ ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი სოფო ნიჟარაძეს ესაუბრება [იხილეთ საუბრის ჩანაწერი]. სააკაშვილი-ნიჟარაძის ახლო მეგობრობის შესახებ ტაბლოიდებს არაერთხელ დაუწერიათ, რაც საზოგადოების ერთი ნაწილისთვის ყვითელი პრესის ფანტაზია უფრო იყო, ვიდრე რეალობა, თუმცა დღეს გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის მიხედვით რჩება შთაბეჭდილება, რომ ექს-პრეზიდენტს მომღერალთან ახლო ურთიერთობა აქვს.
უკვე ერთი კვირაა, რაც გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების გამო, სააკაშვილი ისევ იქცა ქართული პოლიტიკის განუყოფელ შემადგენლად, თუმცა ახლაც, ისევე როგორც წლების წინ, სანდრა რულოვსი მეუღლის პოლიტიკური საქმიანობის შესახებ არაფერს ამბობს.
სწორედ იმ დროს, რომდესაც uarevo.in.ua-მ სააკაშვილის საწინააღმდეგოდ მორიგი აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ექს-პრეზიდენტი "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს სამსახურიდან გაგდებით ემუქრება [იხილეთ სააკაშვილი-გვარამიას საუბრის ჩანაწერი], მისი მეუღლე, სანდრა რულოვსი არხის დასაცავად ტელეკომპანიის შენობასთან იმყოფება.
სანდრა რულოვსთან ერთად, ტელევიზიის შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" სხვადასხვა ლიდერი იმყოფება.
იხილეთ ვიდეო
ასევე დაგაინტერესებთ: