სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 პროდუქტი, რომელიც სუპერმარკეტებში არ უნდა შეიძინოთ
5 პროდუქტი, რომელიც სუპერმარკეტებში არ უნდა შეიძინოთ

თუ ეძებთ საკ­ვებ­ზე გა­მო­ყო­ფი­ლი ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბის ხერ­ხებს და ამას­თან, გსურთ თქვე­ნი კვე­ბის რა­ცი­ო­ნი სა­სარ­გებ­ლო და ჯან­სა­ღი გა­ხა­დოთ, მა­შინ ეს რჩე­ვე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ. თავი შე­ი­კა­ვეთ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში იმ ხუთი პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნის­გან, რო­მელ­ზეც ქვე­ვით მო­გიყ­ვე­ბით.

პრო­დუქ­ტე­ბი არო­მა­ტი­ზა­ტო­რე­ბით

გა­სა­გე­ბია, რომ ქიშ­მი­ში ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია, მაგ­რამ აარ­ჩი­ეთ ნამ­დვი­ლი და არა მათი იმი­ტა­ცია. უმე­ტეს­წი­ლად "პე­ჩე­ნი­ებ­ში", შო­კო­ლა­დებ­ში და სო­უ­სებ­ში, რომ­ლებ­საც აწე­რია "გე­მო­თი და არო­მა­ტით", ყუ­რძნის შემ­ცვე­ლო­ბა ან ძა­ლი­ან და­ბა­ლია, ან ნულს უტოლ­დე­ბა. ჯობს იყი­დოთ ნამ­დვი­ლი ყუ­რძე­ნი და ჩარ­თოთ თქვენს რა­ცი­ონ­ში, რო­გორც ბუ­ნებ­რი­ვი ვი­ტა­მი­ნე­ბის და ან­ტი­ოქ­სი­დან­ტე­ბის წყა­რო.

ბოთ­ლში და­ფა­სო­ე­ბუ­ლი ცივი ჩაი

ჩაი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო, და­ბალ­კა­ლო­რი­უ­ლი სას­მე­ლია. მხო­ლოდ მა­შინ, თუ თა­ვად ამ­ზა­დებთ მას. ბოთ­ლში ჩა­მოს­ხმუ­ლი ცივი ჩაი სავ­სეა შაქ­რით და და­მატ­კბობ­ლე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, ის ჩაი აღა­რაა, უბ­რა­ლოდ, გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მე­ლია, ისე­თი­ვე, რო­გო­რიც ნე­ბის­მი­ე­რი გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლი.

უცხი­მო მი­წის თხი­ლის კა­რა­ქი

ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მი­წის თხი­ლის კა­რა­ქი გვა­მა­რა­გებს კარ­გი ცხი­მე­ბით და ცი­ლე­ბით. უცხი­მო მი­წის თხი­ლის კა­რაქ­ში კი ამ სა­სარ­გებ­ლო ცხი­მე­ბის ად­გილს შა­ქა­რი იკა­ვებს. ამი­ტომ ჯობს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მი­წის თხი­ლის კა­რა­ქი შე­ი­ძი­ნოთ.

ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბი

გა­ყი­ნულ, მზა საკ­ვებ­ზე მიკ­რუ­ლი ეტი­კე­ტი ძა­ლი­ან მა­დი­საღ­მძვრე­ლად და მიმ­ზიდ­ვე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, თუმ­ცა ისი­ნი სავ­სეა ნატ­რი­უ­მით, ცუდი ცხი­მე­ბით, შაქ­რით, ფქვი­ლით და კონ­სერ­ვან­ტე­ბით. ყო­ველ­თვის მი­ა­ნი­ჭეთ უპი­რა­ტე­სო­ბა უბ­რა­ლოდ გა­ყი­ნულ ხორცს, თევზს ან ბოსტნე­ულს.

პლასტმა­სის ბოთ­ლში ჩა­მოს­ხმუ­ლი წყა­ლი

ჯობს იყი­დოთ მა­თა­რა ან მსგავ­სი ჭურ­ჭე­ლი, რო­მე­ლიც ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის პლასტმა­სი­ვით სა­ში­ში არაა და თან ფუ­ლიც და­გე­ზო­გე­ბათ, ამით სა­კუ­თარ თავს და გა­რე­მო­საც დიდ სამ­სა­ხურს გა­უ­წევთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

5 პროდუქტი, რომელიც სუპერმარკეტებში არ უნდა შეიძინოთ

5 პროდუქტი, რომელიც სუპერმარკეტებში არ უნდა შეიძინოთ

თუ ეძებთ საკვებზე გამოყოფილი ხარჯების შემცირების ხერხებს და ამასთან, გსურთ თქვენი კვების რაციონი სასარგებლო და ჯანსაღი გახადოთ, მაშინ ეს რჩევები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. თავი შეიკავეთ სუპერმარკეტებში იმ ხუთი პროდუქტის შეძენისგან, რომელზეც ქვევით მოგიყვებით.

პროდუქტები არომატიზატორებით

გასაგებია, რომ ქიშმიში ძალიან გემრიელია, მაგრამ აარჩიეთ ნამდვილი და არა მათი იმიტაცია. უმეტესწილად "პეჩენიებში", შოკოლადებში და სოუსებში, რომლებსაც აწერია ”გემოთი და არომატით”, ყურძნის შემცველობა ან ძალიან დაბალია, ან ნულს უტოლდება. ჯობს იყიდოთ ნამდვილი ყურძენი და ჩართოთ თქვენს რაციონში, როგორც ბუნებრივი ვიტამინების და ანტიოქსიდანტების წყარო.

ბოთლში დაფასოებული ცივი ჩაი

ჩაი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, დაბალკალორიული სასმელია. მხოლოდ მაშინ,  თუ თავად ამზადებთ მას. ბოთლში ჩამოსხმული ცივი ჩაი სავსეა შაქრით და დამატკბობლებით. შესაბამისად, ის ჩაი აღარაა, უბრალოდ, გამაგრილებელი სასმელია, ისეთივე, როგორიც ნებისმიერი გაზიანი სასმელი.

უცხიმო მიწის თხილის კარაქი

ჩვეულებრივი მიწის თხილის კარაქი გვამარაგებს კარგი ცხიმებით და ცილებით. უცხიმო მიწის თხილის კარაქში კი ამ სასარგებლო ცხიმების ადგილს შაქარი იკავებს. ამიტომ ჯობს ჩვეულებრივი მიწის თხილის კარაქი შეიძინოთ.

ნახევარფაბრიკატები

გაყინულ, მზა საკვებზე მიკრული ეტიკეტი ძალიან მადისაღმძვრელად და მიმზიდველად გამოიყურება, თუმცა ისინი სავსეა ნატრიუმით, ცუდი ცხიმებით, შაქრით, ფქვილით და კონსერვანტებით. ყოველთვის მიანიჭეთ უპირატესობა უბრალოდ გაყინულ ხორცს, თევზს ან ბოსტნეულს.

პლასტმასის ბოთლში ჩამოსხმული წყალი

ჯობს იყიდოთ მათარა ან მსგავსი ჭურჭელი, რომელიც ჯანმრთელობისთვის პლასტმასივით საშიში არაა და თან ფულიც დაგეზოგებათ, ამით საკუთარ თავს და გარემოსაც დიდ სამსახურს გაუწევთ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია