მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მწერლები გიორგი მარგველაშვილის გადადგომას ითხოვენ
ქართველი მწერლები გიორგი მარგველაშვილის გადადგომას ითხოვენ

"გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი - "სა­ა­კაშ­ვი­ლი-2"-ი, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლი თა­ლი­ბე­ბის" მხა­რე­ზე დად­გა, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტო­ბი­დან უნდა გა­დად­გეს!

ღია წე­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს, სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბულ დი­პ­კორ­პუსს

ჩვენ, მწე­რალ­თა და ხე­ლო­ვან­თა ერთი ჯგუ­ფი, აღ­შფო­თე­ბას გა­მოვ­თქვამთ და ვი­წუ­ნებთ, ანუ არ ვი­წო­ნებთ პრე­ზი­დენტ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს, რო­გორც პო­ლი­ტი­კურ შეც­დო­მა­თა კას­კადს, არას­წორს და, სწო­რედ, სამ­თავ­რო­ბო და სა­ხე­ლი­სუფ­ლო და­პი­რის­პი­რე­ბის მაპ­რო­ვი­ცი­რე­ბელს.

ჩვენ ვი­წო­ნებთ და მხარს ვუ­ჭერთ სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მიერ და­წუ­ნე­ბულ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბას და ვი­წუ­ნებთ ამ სა­ხელ­მწი­ფო­თა ელ­ჩე­ბის უხეშ ჩა­რე­ვას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის საქ­მე­ებ­ში... მათ უტი­ფარ მო­წო­დე­ბას პრე­მი­ე­რის გა­დად­გო­მა­ზე...

ჩვენ არ ვი­წო­ნებთ პრე­ზი­დენტ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ეი­ფო­რი­ას სა­კონ­სტი­ტუ­ციო ხი­ფა­თის თა­ო­ბა­ზე და მის მიერ არა­სამ­თავ­რო­ბო, არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო თუ სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის­გან კო­ა­ლი­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის მცდე­ლო­ბას, მი­მარ­თულს სა­ხელ­მწი­ფო­სა და ერის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ზი­ა­ნოდ!

ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ქარ­თველ ხალ­ხს, მხედ­ვე­ლო­ბი­დან არ გა­უშ­ვან ჩვე­ნი ანო­მა­ლი­უ­რი პრე­ზი­დენ­ტის ქმე­დე­ბე­ბი და მისი ალი­ან­სი სო­რო­სულ-ლი­ბე­რას­ტულ არა­სამ­თავ­რო­ბო კლა­ნებ­თან, მისი სრუ­ლი "კო­ა­ბი­ტა­ცია" სა­ა­კაშ­ვი­ლის ფა­შის­ტუ­რი რე­ჟი­მის ნარ­ჩე­ნებ­თან და "რუს­თა­ვი-2"-ის ჯა­შუ­შებ­თან.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხალ­ვა­ში ქო­ნე­ბა­ზე ედა­ვე­ბა სა­ა­კაშ­ვილს და "რუს­თა­ვი-2"-ს, ეს პრო­ცე­სი, რო­გორც ნა­ცებს, ასე­ვე ამე­რი­კის ელჩს და მათ სა­ა­გენ­ტო­ებს პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გა­დაჰ­ყავთ და გა­ნუ­წყვე­ტელ ზე­წო­ლას ახ­დე­ნენ მო­სა­მარ­თლე­ზე (სა­სა­მარ­თლო­ზე), ქარ­თველ­თა მთავ­რო­ბა­ზე (და ღა­რი­ბაშ­ვილ­ზე...)!

რა ჰქ­ნას "რუს­თა­ვი-2"-ის დე­მა­გო­გი­ი­თა და ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბით გა­ძარ­ცვულ­მა, დას­ჯილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ — არ აღიდ­გი­ნოს სა­მარ­თა­ლი? არ მო­ი­თხო­ვოს წარ­თმე­უ­ლის დაბ­რუ­ნე­ბა — აქა­ო­და, ევრო-ამე­რი­კელ­მა სე­ნა­ტო­რებ­მა, მა­კ­კე­ი­ნებ­მა და

მის­თა­ნებ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლი არ დაგ­ვი­დო­ნო!.. განა არ ახ­სოვს მარ­გვე­ლაშ­ვილს, რო­გორ არ­ბევ­დნენ "ნა­ცი­ო­ნა­ლი თა­ლი­ბე­ბი" ქი­ბარ ხალ­ვა­შის (და არა ოდენ ქი­ბარ ხალ­ვა­შის) სა­წარ­მო­ებს, ოფი­სებს და რო­გორ გაჰ­ქონ­დათ ქო­ნე­ბა. რო­გორ აფეთ­ქებ­და სა­ა­კაშ­ვი­ლი კულ­ტუ­რის მო­ნუ­მენ­ტებს ქუ­თა­ის­ში და სხვა­გან, გა­და­ა­ად­გი­ლებ­და ძეგ­ლებს და ქან­და­კე­ბებს ავ­ტორ­თა და­უ­კი­თხა­ვად და ბევრ მათ­განს უკუღ­მა დგამ­და (!!!). ნა­ცე­ბი იქ­ცე­ოდ­ნენ ისე, რო­გორც თა­ლი­ბე­ბი და "ხა­ლი­ა­ფა­ტე­ბი" სი­რი­ა­სა თუ ავ­ღა­ნეთ­ში...

სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თველ­თა პრე­ზი­დენ­ტი ახლა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი თა­ლი­ბე­ბის" მხა­რე­ზე დად­გა.

მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის "უსაგ­ნო ფა­თი­ფუ­თი" (რო­გორც ილია იტყო­და) და პრე­მი­ე­რის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, მი­სი­ვე სამ­ხი­ლია, ვი­ღაც-ვი­ღა­ცე­ბი ამა­ოდ ცდი­ლო­ბენ მის "რა­ი­მედ" ქცე­ვას, არაფ­რი­დან არა­ფე­რი იშ­ვე­ბა და ხალ­ხი მას

მი­ი­ღებს, რო­გორც მო­ღა­ლა­ტეს, რო­მელ­მაც უღა­ლა­ტა კაცს, რო­მელ­მაც პრე­ზი­დენ­ტად აქ­ცია. სა­მა­გი­ე­როდ, მარ­გვე­ლაშ­ვილს რე­ვე­რან­სებს უძღვნი­ან და ესალ­მე­ბი­ან, რო­გორც ერ­თა­დერთ პო­ლი­ტი­კოსს, გვა­რა­მი­ე­ბი, ლი­ბე­რასტ-დე­მოკ­რა­ტე­ბი, ნა­ცე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი და მათ შო­რის ძა­ლი­ან უშ­ნოდ გა­ფუ­ყე­ბუ­ლი ალა­სა­ნია-პეტ­რი­აშ­ვილ-ჩი­ქო­ვა­ნე­ბი... და სხვე­ბი, ვინც გა­ნუ­წყვეტ­ლად ქმნი­ან ნა­ცის­ტე­ბის და­ნა­შა­ულ­თა შერ­ბი­ლე­ბის და მათი შე­მობ­რუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის ილუ­ზი­ას და ამა­ვე დროს ამ­ჟღავ­ნე­ბენ გა­უ­გო­ნარ უმა­დუ­რო­ბას და უტიფ­რო­ბას ადა­მი­ა­ნის მი­მართ, ვინც ისი­ნი პირ­და­პირ "ამო­თხა­რა" სა­ა­კაშ­ვი­ლის მორ­გი­დან და პარ­ლა­მენ­ტში დას­ხა... ეს სა­მარ­ცხვი­ნო "დე­მოკ­რა­ტე­ბი" პირ­და­პირ "ჩა­მო­შა­ლი­კო-პა­ლი­კოვ­დნენ" და იმათ­ზე უა­რეს­ნი გახ­დნენ!

სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ სი­ფხიზ­ლის­კენ! იწყე­ბა: ქვეყ­ნის და მთავ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ "დი­ფუ­ზი­უ­რი" შეთ­ქმუ­ლე­ბა და ამ შეთ­ქმუ­ლე­ბას იგი­ვე სა­ა­კაშ­ვი­ლი #2 კუ­რი­რებს... რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი იქ­ცე­ო­და, ობსტრუქ­ცი­ას უწყობ­და და ბლო­კავ­და ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და პარ­ლა­მენტს, თა­ვი­სი "იმ­პიჩ­მენ­ტე­ბით" და ა.შ. ასე­ვე იქ­ცე­ვა ეს "ყვერ­ბე­უ­ლი­ვით ნა­ცარ­ში" გა­მომ­ცხვა­რი კაცი...

ჩვენ არ ვი­წო­ნებთ და კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვგმობთ უცხო ქვეყ­ნე­ბის, პრე­სის და სა­ელ­ჩო­ე­ბის გა­ნუ­წყვე­ტელ ჩა­რე­ვას ქარ­თველ­თა შიდა პრობ­ლე­მებ­ში, რა­საც, გარ­კვე­ულ­წი­ლად, "რუს­თა­ვი-2" აპი­ა­რებს და აჟი­ტი­რე­ბუ­ლი სა­ხით აჟ­ღე­რებს.

არ შე­იძ­ლე­ბა ტე­ლე­ვი­ზია ასე იქ­ცე­ო­დეს იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ის არის — აშან­ტა­ჟებ­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, სა­სა­მარ­თლოს, ადა­მი­ა­ნებს მი­ა­წერ­დეს ("სწა­მებ­დეს"), რა­საც უნდა და რო­გორც უნდა... ასე­თი რამ არ უნდა ეპა­ტი­ოს არც ამ არხს და არც მის

უზ­ნეო ქო­მა­გებს.

სა­კი­თხა­ვია, რა­ტომ არ იცავს მო­სა­მარ­თლის ღირ­სე­ბას და ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბას სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე ქალ­ბა­ტო­ნი გვე­ნე­ტა­ძე, რო­დე­საც მას პირ­და­პირ ატე­რო­რე­ბენ პრე­ზი­დენ­ტი და ნა­ცე­ბის "ზონ­დერე­ბი"?!.

ამე­რი­კის ელჩს გვინ­და ვკი­თხოთ: შე­იძ­ლე­ბა ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­ულ, მკვლე­ლო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე ნაპ­რე­ზი­დენ­ტალს ჰქონ­დეს სა­კუ­თა­რი ტე­ლე­ვი­ზია და შიგ­ნით ან­გრევ­დეს და აზომ­ბი­რებ­დეს იმ ქვე­ყა­ნას, სა­ი­და­ნაც გა­იქ­ცა და გა­ა­ძე­ვეს და

სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შეთ­ქმუ­ლე­ბას უმ­ზა­დებ­დეს?!. ბა­ტო­ნო ელჩო, იქ­ნებ მო­ის­მი­ნოთ გერ­მა­ნე­ლი ად­ვო­კა­ტის გა­მოს­ვლა (ქარ­თვე­ლის თუ არ გჯე­რათ), რომ სა­სა­მარ­თლო­ზე სა­ხელ­მწი­ფო ჩა­რე­ვის ნიშ­ნე­ბი არ ჩანს — სა­მა­გი­ე­როდ, ნათ­ლად ჩანს სა­ა­კაშ­ვი­ლის მომ­ხრე­თა ძა­ლა­დო­ბა... თქვენ უნდა იცო­დეთ, ბა­ტო­ნო ელჩო და ყვე­ლამ უნდა იცო­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ა­კაშ­ვილს ვერც მა­კ­კე­ი­ნი და­აბ­რუ­ნებს და ვერც "რუს­თა­ვი-2 "... ქარ­თველ­მა ერმა უნდა და­იც­ვას და და­ი­ცავს მას, ვინც "სა­ა­კაშ­ვი­ლის მორ­გი­დან" ამო­იყ­ვა­ნა ერი, ქვე­ყა­ნა და არ­სე­ბო­ბის პერ­სპექ­ტი­ვა გა­უ­ჩი­ნა!

ჩვენ, მწე­რალ­თა და ხე­ლო­ვან­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი, ვფიქ­რობთ, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­ი­წყოს ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა პრე­ზი­დენტ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით, რად­გან მიგ­ვაჩ­ნია, რომ მისი გა­უ­აზ­რე­ბე­ლი, პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბა­სა და ამ­ბი­ცი­ებ­ზე აგე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს უქ­მნის ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას და ნოყი­ერ ნი­ა­დაგს ამ­ზა­დებს ქა­ო­სი­სა და დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­თვის.

მწე­რალ­თა და ხე­ლო­ვან­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის სა­ხე­ლით:

გულო კო­ბი­აშ­ვი­ლი, გუ­რამ პეტ­რი­აშ­ვი­ლი,

კობა არა­ბუ­ლი, ზაურ კა­ლან­დია. ზუ­რაბ თო­რია,

თე­მურ ჩა­ლა­ბაშ­ვი­ლი, ვაჟა ხორ­ნა­უ­ლი,

ირაკ­ლი ვა­შაყ­მა­ძე, ჯუმ­ბერ გოგ­რი­ჭი­ა­ნი, როს­ტომ

მიგ­რი­ა­უ­ლი, ოთარ ფა­ლი­ა­ნი, ვახ­ტანგ ხარ­ჩი­ლა­ვა"

"სა­ერ­თო გა­ზე­თი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ქართველი მწერლები გიორგი მარგველაშვილის გადადგომას ითხოვენ

ქართველი მწერლები გიორგი მარგველაშვილის გადადგომას ითხოვენ

"გიორგი მარგველაშვილი - "სააკაშვილი-2"-ი, რომელიც "ნაციონალი თალიბების" მხარეზე დადგა, საქართველოს პრეზიდენტობიდან უნდა გადადგეს!

ღია წერილი საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს პარლამენტს, საქართველოში აკრედიტებულ დიპკორპუსს

ჩვენ, მწერალთა და ხელოვანთა ერთი ჯგუფი, აღშფოთებას გამოვთქვამთ და ვიწუნებთ, ანუ არ ვიწონებთ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, როგორც პოლიტიკურ შეცდომათა კასკადს, არასწორს და, სწორედ, სამთავრობო და სახელისუფლო დაპირისპირების მაპროვიცირებელს.

ჩვენ ვიწონებთ და მხარს ვუჭერთ სხვადასხვა სახელმწიფოების წარმომადგენელთა მიერ დაწუნებულ პრემიერ-მინისტრის განცხადებას და ვიწუნებთ ამ სახელმწიფოთა ელჩების უხეშ ჩარევას საქართველოს მთავრობის საქმეებში... მათ უტიფარ მოწოდებას პრემიერის გადადგომაზე...

ჩვენ არ ვიწონებთ პრეზიდენტ მარგველაშვილის ეიფორიას საკონსტიტუციო ხიფათის თაობაზე და მის მიერ არასამთავრობო, არასაპარლამენტო თუ საპარლამენტო ოპოზიციისგან კოალიციის ჩამოყალიბების მცდელობას, მიმართულს სახელმწიფოსა და ერის ინტერესების საზიანოდ!

ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოებას, ქართველ ხალხს, მხედველობიდან არ გაუშვან ჩვენი ანომალიური პრეზიდენტის ქმედებები და მისი ალიანსი სოროსულ-ლიბერასტულ არასამთავრობო კლანებთან, მისი სრული "კოაბიტაცია" სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის ნარჩენებთან და "რუსთავი-2"-ის ჯაშუშებთან.

მიუხედავად იმისა, რომ ხალვაში ქონებაზე ედავება სააკაშვილს და "რუსთავი-2"-ს, ეს პროცესი, როგორც ნაცებს, ასევე ამერიკის ელჩს და მათ სააგენტოებს პოლიტიკურ ჭრილში გადაჰყავთ და განუწყვეტელ ზეწოლას ახდენენ მოსამართლეზე (სასამართლოზე), ქართველთა მთავრობაზე (და ღარიბაშვილზე...)!

რა ჰქნას "რუსთავი-2"-ის დემაგოგიითა და ნაციონალების ძალადობით გაძარცვულმა, დასჯილმა საზოგადოებამ — არ აღიდგინოს სამართალი? არ მოითხოვოს წართმეულის დაბრუნება — აქაოდა, ევრო-ამერიკელმა სენატორებმა, მაკკეინებმა და

მისთანებმა პოლიტიკური სარჩული არ დაგვიდონო!.. განა არ ახსოვს მარგველაშვილს, როგორ არბევდნენ "ნაციონალი თალიბები" ქიბარ ხალვაშის (და არა ოდენ ქიბარ ხალვაშის) საწარმოებს, ოფისებს და როგორ გაჰქონდათ ქონება. როგორ აფეთქებდა სააკაშვილი კულტურის მონუმენტებს ქუთაისში და სხვაგან, გადააადგილებდა ძეგლებს და ქანდაკებებს ავტორთა დაუკითხავად და ბევრ მათგანს უკუღმა დგამდა (!!!). ნაცები იქცეოდნენ ისე, როგორც თალიბები და "ხალიაფატები" სირიასა თუ ავღანეთში...

სამწუხაროდ, ქართველთა პრეზიდენტი ახლა "ნაციონალური თალიბების" მხარეზე დადგა.

მარგველაშვილის "უსაგნო ფათიფუთი" (როგორც ილია იტყოდა) და პრემიერის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები, მისივე სამხილია, ვიღაც-ვიღაცები ამაოდ ცდილობენ მის "რაიმედ" ქცევას, არაფრიდან არაფერი იშვება და ხალხი მას

მიიღებს, როგორც მოღალატეს, რომელმაც უღალატა კაცს, რომელმაც პრეზიდენტად აქცია. სამაგიეროდ, მარგველაშვილს რევერანსებს უძღვნიან და ესალმებიან, როგორც ერთადერთ პოლიტიკოსს, გვარამიები, ლიბერასტ-დემოკრატები, ნაცები, არასამთავრობოები და მათ შორის ძალიან უშნოდ გაფუყებული ალასანია-პეტრიაშვილ-ჩიქოვანები... და სხვები, ვინც განუწყვეტლად ქმნიან ნაცისტების დანაშაულთა შერბილების და მათი შემობრუნების შესაძლებლობის ილუზიას და ამავე დროს ამჟღავნებენ გაუგონარ უმადურობას და უტიფრობას ადამიანის მიმართ, ვინც ისინი პირდაპირ "ამოთხარა" სააკაშვილის მორგიდან და პარლამენტში დასხა... ეს სამარცხვინო "დემოკრატები" პირდაპირ "ჩამოშალიკო-პალიკოვდნენ" და იმათზე უარესნი გახდნენ!

საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სიფხიზლისკენ! იწყება: ქვეყნის და მთავრობის წინააღმდეგ "დიფუზიური" შეთქმულება და ამ შეთქმულებას იგივე სააკაშვილი #2 კურირებს... როგორც სააკაშვილი იქცეოდა, ობსტრუქციას უწყობდა და ბლოკავდა ახალ ხელისუფლებას და პარლამენტს, თავისი "იმპიჩმენტებით" და ა.შ. ასევე იქცევა ეს "ყვერბეულივით ნაცარში" გამომცხვარი კაცი...

ჩვენ არ ვიწონებთ და კატეგორიულად ვგმობთ უცხო ქვეყნების, პრესის და საელჩოების განუწყვეტელ ჩარევას ქართველთა შიდა პრობლემებში, რასაც, გარკვეულწილად, "რუსთავი-2" აპიარებს და აჟიტირებული სახით აჟღერებს.

არ შეიძლება ტელევიზია ასე იქცეოდეს იმ ქვეყანაში, სადაც ის არის — აშანტაჟებდეს ხელისუფლებას, სასამართლოს, ადამიანებს მიაწერდეს ("სწამებდეს"), რასაც უნდა და როგორც უნდა... ასეთი რამ არ უნდა ეპატიოს არც ამ არხს და არც მის

უზნეო ქომაგებს.

საკითხავია, რატომ არ იცავს მოსამართლის ღირსებას და ხელშეუხებლობას სასამართლოს თავმჯდომარე ქალბატონი გვენეტაძე, როდესაც მას პირდაპირ ატერორებენ პრეზიდენტი და ნაცების "ზონდერები"?!.

ამერიკის ელჩს გვინდა ვკითხოთ: შეიძლება ქვეყნიდან გაქცეულ, მკვლელობებში მონაწილე ნაპრეზიდენტალს ჰქონდეს საკუთარი ტელევიზია და შიგნით ანგრევდეს და აზომბირებდეს იმ ქვეყანას, საიდანაც გაიქცა და გააძევეს და

სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებას უმზადებდეს?!. ბატონო ელჩო, იქნებ მოისმინოთ გერმანელი ადვოკატის გამოსვლა (ქართველის თუ არ გჯერათ), რომ სასამართლოზე სახელმწიფო ჩარევის ნიშნები არ ჩანს — სამაგიეროდ, ნათლად ჩანს სააკაშვილის მომხრეთა ძალადობა... თქვენ უნდა იცოდეთ, ბატონო ელჩო და ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში სააკაშვილს ვერც მაკკეინი დააბრუნებს და ვერც "რუსთავი-2 "... ქართველმა ერმა უნდა დაიცვას და დაიცავს მას, ვინც "სააკაშვილის მორგიდან" ამოიყვანა ერი, ქვეყანა და არსებობის პერსპექტივა გაუჩინა!

ჩვენ, მწერალთა და ხელოვანთა საინიციატივო ჯგუფი, ვფიქრობთ, რომ აუცილებელია დაიწყოს ხელმოწერების შეგროვება პრეზიდენტ მარგველაშვილის დაუყოვნებლივ გადადგომის მოთხოვნით, რადგან მიგვაჩნია, რომ მისი გაუაზრებელი, პატივმოყვარეობასა და ამბიციებზე აგებული ქმედებები სერიოზულ პრობლემებს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას და ნოყიერ ნიადაგს ამზადებს ქაოსისა და დესტაბილიზაციისთვის.

მწერალთა და ხელოვანთა საინიციატივო ჯგუფის სახელით:

გულო კობიაშვილი, გურამ პეტრიაშვილი,

კობა არაბული, ზაურ კალანდია. ზურაბ თორია,

თემურ ჩალაბაშვილი, ვაჟა ხორნაული,

ირაკლი ვაშაყმაძე, ჯუმბერ გოგრიჭიანი, როსტომ

მიგრიაული, ოთარ ფალიანი, ვახტანგ ხარჩილავა"

"საერთო გაზეთი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია