პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ულამაზესი წყვილის დაშორება: როგორ შეიცვალა ლაშა კალანდაძის ცხოვრება ოჯახის დანგრევის შემდეგ
ულამაზესი წყვილის დაშორება: როგორ შეიცვალა ლაშა კალანდაძის ცხოვრება ოჯახის დანგრევის შემდეგ

ქა­ლაქ­ში ლაშა კა­ლან­და­ძის და მა­რი­ამ ხორ­გუ­აშ­ვი­ლის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ ალა­პა­რაკ­დნენ. ფეხ­ბურ­თე­ლის და მო­დე­ლის ქორ­წი­ნე­ბის ფო­ტო­ებ­მა გა­სულ ზა­ფხულს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო აა­ლა­პა­რა­კა. ულა­მა­ზე­სი წყვი­ლი რამ­დე­ნი­მე თვის წინ პა­ტა­რა დე­მეტ­რეს მშობ­ლე­ბი გახ­დნენ (იხი­ლეთ წყვი­ლის ვი­დეო)

ლა­შამ და მა­რი­ამ­მა ერ­თმა­ნე­თი რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­იც­ნეს. ამ­ბო­ბენ, რომ ჯერ მა­რი­ამს შე­უყ­ვარ­და ლაშა და ბო­ლოს და­ქორ­წინ­დნენ კი­დეც. წყვილ­მა ჯვა­რი სი­ონ­ში და­ი­წე­რა. ლაშა ქო­ბუ­ლე­თის "შუ­ქუ­რას" ფეხ­ბურ­თე­ლი გახ­ლდათ, მა­რი­ა­მი - "იმიჯ ცენ­ტრის" მო­დე­ლი. მა­რი­ამ­მა სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა­ზე უარი ოჯა­ხის შექ­მნის შემ­დეგ თქვა. ბავ­შვის და­ბა­დე­ბი­დან ცოტა ხან­ში წყვილ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დი გა­ა­უქ­მა და წყვი­ლი სა­ერ­თო პრო­ფი­ლით სარ­გებ­ლობ­და.

და­შო­რე­ბის შემ­დეგ ლა­შამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ახა­ლი ან­გა­რი­ში შექ­მნა, სა­დაც მხო­ლოდ პა­ტა­რა დე­მეტ­რეს რამ­დე­ნი­მე ფოტო უდევს.

ჩვენს მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლაშა კა­ლან­და­ძე გუნ­დი­და­ნაც გა­უშ­ვეს და მას ძველ გუნ­დე­ლებ­თან კონ­ტაქ­ტი აღარ აქვს, თუმ­ცა რა გახ­და ამის მი­ზე­ზი, უც­ნო­ბია.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი მე­გო­ბა­რი მას შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის პოსტს უწერს: "რო­დემ­დე უნდა გაგ­რძელ­დეს ეს ცუდი პა­ლა­სა, იცით ვინ­მემ?" სა­ვა­რა­უ­დოდ, ცუ­დად ყოფ­ნის მი­ზე­ზი კლუ­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნა და დან­გრე­უ­ლი ოჯა­ხია.

თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ლაშა თბი­ლი­სის ერთ-ერთ პრეს­ტი­ჟულ ბარ­ში უცხო გო­გო­ნას­თან ერ­თად შე­ნიშ­ნეს და კლუ­ბის ფო­ტოგ­რა­ფის ობი­ექ­ტივ­ში სწო­რედ ამ გო­გო­ნას­თან ერ­თად მოხ­ვდა. ამ­ბო­ბენ, რომ ის ყველ­გან ამ გო­გო­ნას­თან ერ­თად და­დი­ო­და, თუმ­ცა ბოლო დროს კლუ­ბე­ბის­გა­ნაც თავს იკა­ვებს.

AMBEBI.GE ლაშა კა­ლან­და­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბას დიდი ხანი ცდი­ლობ­და, მაგ­რამ მას ტე­ლე­ფო­ნიც აღარ აქვს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი არ გვპა­სუ­ხობს. რაც შე­ე­ხე­ბა მა­რი­ამს, ის პა­ტა­რა დე­მეტ­რეს აღ­ზრდით არის და­კა­ვე­ბუ­ლი და ერთ-ერთ რეკ­ლა­მა­ში გა­და­სა­ღე­ბად ემ­ზა­დე­ბა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ულამაზესი წყვილის დაშორება: როგორ შეიცვალა ლაშა კალანდაძის ცხოვრება ოჯახის დანგრევის შემდეგ

ულამაზესი წყვილის დაშორება: როგორ შეიცვალა ლაშა კალანდაძის ცხოვრება ოჯახის დანგრევის შემდეგ

ქალაქში ლაშა კალანდაძის და მარიამ ხორგუაშვილის დაშორების შესახებ ალაპარაკდნენ. ფეხბურთელის და მოდელის ქორწინების ფოტოებმა გასულ ზაფხულს მთელი საქართველო აალაპარაკა. ულამაზესი წყვილი რამდენიმე თვის წინ პატარა დემეტრეს მშობლები გახდნენ (იხილეთ წყვილის ვიდეო)

ლაშამ და მარიამმა ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გაიცნეს. ამბობენ, რომ ჯერ მარიამს შეუყვარდა ლაშა და ბოლოს დაქორწინდნენ კიდეც. წყვილმა ჯვარი სიონში დაიწერა. ლაშა ქობულეთის "შუქურას" ფეხბურთელი გახლდათ, მარიამი - "იმიჯ ცენტრის" მოდელი. მარიამმა სამოდელო კარიერაზე უარი ოჯახის შექმნის შემდეგ თქვა. ბავშვის დაბადებიდან ცოტა ხანში წყვილმა "ფეისბუქის" გვერდი გააუქმა და წყვილი საერთო პროფილით სარგებლობდა.

დაშორების შემდეგ ლაშამ სოციალურ ქსელში ახალი ანგარიში შექმნა, სადაც მხოლოდ პატარა დემეტრეს რამდენიმე ფოტო უდევს.

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ლაშა კალანდაძე გუნდიდანაც გაუშვეს და მას ძველ გუნდელებთან კონტაქტი აღარ აქვს, თუმცა რა გახდა ამის მიზეზი, უცნობია.

სოციალურ ქსელში მისი მეგობარი მას შემდეგი შინაარსის პოსტს უწერს: "როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ცუდი პალასა, იცით ვინმემ?" სავარაუდოდ, ცუდად ყოფნის მიზეზი კლუბის გარეშე დარჩენა და დანგრეული ოჯახია.

თუმცა რამდენიმე თვის წინ, ლაშა თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ ბარში უცხო გოგონასთან ერთად შენიშნეს და კლუბის ფოტოგრაფის ობიექტივში სწორედ ამ გოგონასთან ერთად მოხვდა. ამბობენ, რომ ის ყველგან ამ გოგონასთან ერთად დადიოდა, თუმცა ბოლო დროს კლუბებისგანაც თავს იკავებს.

AMBEBI.GE ლაშა კალანდაძესთან დაკავშირებას დიდი ხანი ცდილობდა, მაგრამ მას ტელეფონიც აღარ აქვს, სოციალურ ქსელში კი არ გვპასუხობს. რაც შეეხება მარიამს, ის პატარა დემეტრეს აღზრდით არის დაკავებული და ერთ-ერთ რეკლამაში გადასაღებად ემზადება.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია