საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთი ჩანთა მედიკამენტებით დაწყებული დიდი ბიზნესი
ერთი ჩანთა მედიკამენტებით დაწყებული დიდი ბიზნესი

ექი­მი, მე­წარ­მე, ლი­დე­რი - სწო­რედ ეს ძვე­ლი, სა­არ­ჩევ­ნო სლო­გა­ნი გა­მახ­სენ­და მა­შინ, როცა ამ ადა­მი­ა­ნის ბი­ოგ­რა­ფი­ას ვეც­ნო­ბო­დი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დიდი სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა სწო­რედ მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა. რა გზა გა­ი­ა­რა დღეს პე­დი­ატ­რო­ბი­დან წარ­მა­ტე­ბულ ბიზ­ნე­სამ­დე, ამა­ზე "ავერ­სის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, პა­ა­ტა კურ­ტა­ნი­ძემ პა­ლიტ­რა TV-ს გა­და­ცე­მა­ში "ბიზ­ნეს PRESS" ისა­უბ­რა. Bpn.ge ბიზ­ნეს­მე­ნის ინ­ტერ­ვი­უს ბეჭ­დურ ვერ­სი­ას გთა­ვა­ზობთ.

- პრო­ფე­სი­ით ექი­მი ხართ. თუმ­ცა მა­ინ­ტე­რე­სებს, რა პრო­ფი­ლის ექი­მი ხართ?

- პე­დი­ატ­რი.

- და ბავ­შვე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა ერთ დროს ბიზ­ნეს­ზე გაც­ვა­ლეთ, რა­ტომ?

- ექი­მო­ბა ბავ­შვო­ბი­დან მინ­დო­და. და­ვამ­თავ­რე ქუ­თა­ი­სის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კუ­რი სკო­ლა. ფი­ზი­კაც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, მა­თე­მა­ტი­კაც, მაგ­რამ მა­ინც სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტში გა­დავ­წყვი­ტე ჩა­ბა­რე­ბა. არას­დროს მი­ნა­ნია და მი­მაჩ­ნია, რომ ძა­ლი­ან სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე. ჩემი თავი მხო­ლოდ ექი­მად წარ­მო­მედ­გი­ნა და ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ბიზ­ნეს­მე­ნი ვიქ­ნე­ბო­დი, რომ დიდი ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მექ­ნე­ბო­და. ძა­ლი­ან მინ­დო­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი კარ­გი ექი­მი. მაგ­რამ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ, ყვე­ლაფ­რის ძა­ლი­ან დიდი დე­ფი­ცი­ტი იყო, მათ შო­რის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის. 1994 წელს, მე-6 კურ­სზე რომ ვი­ყა­ვი, კლი­ნი­კა­ში ოპე­რა­ცი­ებს ვეს­წრე­ბო­დი, ყვე­ლა­ფე­რი პა­ცი­ენტს უნდა მო­ე­ტა­ნა - იქ­ნე­ბო­და ეს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი თუ შე­სახ­ვე­ვი მა­სა­ლე­ბი. თვი­თონ კლი­ნი­კას არ ჰქონ­და, რად­გან მოშ­ლი­ლი იყო ცენ­ტრა­ლუ­რი მო­მა­რა­გე­ბა.

მა­შინ გა­მიჩ­ნდა იდეა, მოს­კო­ვი­დან ან კი­ე­ვი­დან შე­სახ­ვე­ვი მა­სა­ლე­ბი და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ჩა­მო­მე­ტა­ნა და კლი­ნი­კის­თვის შე­მე­თა­ვა­ზე­ბი­ნა, თუმ­ცა კლი­ნი­კის მთა­ვარ­მა ექიმ­მა უარი თქვა - ამის არც ფი­ნან­სე­ბი მაქვს, არც გა­მოც­დი­ლე­ბაო. მაგ­რამ იმის­თვის, რომ ხალ­ხმა არ იწ­ვა­ლოს და არ ია­როს ვაგ­ზალ­ზე, სა­დაც ერთი დიდი ბაზ­რო­ბის სა­ხით იყი­დე­ბო­და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი მთე­ლი ქა­ლა­ქის­თვის და ქვეყ­ნის­თვის, ფართს გა­მო­გი­ყოფ და კლი­ნი­კა­ში გახ­სე­ნი აფ­თი­ა­ქი - ამით პა­ცი­ენ­ტე­ბიც და მათი პატ­რო­ნე­ბიც ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბი­ა­ნო. ასე მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­დავ­წყვი­ტე აფ­თი­ა­ქის გახ­სნა. პირ­ვე­ლად აფ­თი­აქ­ში 16 და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტი იყო: ამ­პი­ცი­ლი­ნი, პე­ნი­ცი­ლი­ნი, სტრეპ­ტო­მი­ცი­ნი... ამას მოჰ­ყვა ამ ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა.

-ამ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­სა­ძე­ნი და ჩა­მო­სა­ტა­ნი ფული სად იშო­ვეთ?

-პირ­ვე­ლად და­ახ­ლო­ე­ბით ერთი ჩან­თა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი მოს­კო­ვი­დან ჩა­მო­ვი­ტა­ნე. ჯამ­ში, სა­დღაც 350 დო­ლა­რის იყო, რომ­ლე­ბიც გან­ვა­დე­ბით მომ­ცეს ჩემ­მა ნაც­ნო­ბებ­მა მოს­კოვ­ში.

-ანუ პი­რა­დად ჩახ­ვე­დით მოს­კოვ­ში, პი­რა­დად შე­არ­ჩი­ეთ მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი იყო ალ­ბათ იმ დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩა­ა­წყეთ ჩან­თა­ში და უპ­რობ­ლე­მოდ ჩა­მო­ი­ტა­ნეთ?

-დიახ და იმ თექ­ვსმე­ტი და­სა­ხე­ლე­ბით გა­იხ­სნა აფ­თი­ა­ქი. გა­ი­ყი­და სამ დღე­ში, ამი­ტომ ისევ წა­ვე­დი, უკვე 1000 დო­ლა­რის გა­მო­მა­ტა­ნეს, ისიც 2-3 დღე­ში გა­ი­ყი­და, შემ­დეგ ყო­ველ წას­ვლა­ზე ეს თან­ხა იზ­რდე­ბო­და.. რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს შე­კი­თხვას, რო­დის გავცვა­ლე ექი­მო­ბა ბიზ­ნეს­მე­ნო­ბა­ზე - იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ექი­მად უნდა და­მე­წყო მუ­შა­ო­ბა, არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დავ­დე­ქი: ან უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ექი­მი ან უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ბიზ­ნეს­მე­ნი. შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე უარი ვთქვი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ერთი ჩანთა მედიკამენტებით დაწყებული დიდი ბიზნესი

ერთი ჩანთა მედიკამენტებით დაწყებული დიდი ბიზნესი

ექიმი, მეწარმე, ლიდერი - სწორედ ეს ძველი, საარჩევნო სლოგანი გამახსენდა მაშინ, როცა ამ ადამიანის ბიოგრაფიას ვეცნობოდი. საქართველოში ყველაზე დიდი სააფთიაქო ქსელის ჩამოყალიბება სწორედ მის სახელს უკავშირდება. რა გზა გაიარა დღეს პედიატრობიდან წარმატებულ ბიზნესამდე, ამაზე "ავერსის" დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ პალიტრა TV-ს გადაცემაში "ბიზნეს PRESS" ისაუბრა. Bpn.ge ბიზნესმენის ინტერვიუს ბეჭდურ ვერსიას გთავაზობთ.

- პროფესიით ექიმი ხართ. თუმცა მაინტერესებს, რა პროფილის ექიმი ხართ?

- პედიატრი.

- და ბავშვების მკურნალობა ერთ დროს ბიზნესზე გაცვალეთ, რატომ?

- ექიმობა ბავშვობიდან მინდოდა. დავამთავრე ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა. ფიზიკაც ძალიან მიყვარდა, მათემატიკაც, მაგრამ მაინც სამედიცინო ინსტიტუტში გადავწყვიტე ჩაბარება. არასდროს მინანია და მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი არჩევანი გავაკეთე. ჩემი თავი მხოლოდ ექიმად წარმომედგინა და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ბიზნესმენი ვიქნებოდი, რომ დიდი ფინანსური შესაძლებლობები მექნებოდა. ძალიან მინდოდა ვყოფილიყავი კარგი ექიმი. მაგრამ მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყველაფრის ძალიან დიდი დეფიციტი იყო, მათ შორის მედიკამენტების. 1994 წელს, მე-6 კურსზე რომ ვიყავი, კლინიკაში ოპერაციებს ვესწრებოდი, ყველაფერი პაციენტს უნდა მოეტანა - იქნებოდა ეს მედიკამენტები თუ შესახვევი მასალები. თვითონ კლინიკას არ ჰქონდა, რადგან მოშლილი იყო ცენტრალური მომარაგება.

მაშინ გამიჩნდა იდეა, მოსკოვიდან ან კიევიდან შესახვევი მასალები და მედიკამენტები ჩამომეტანა და კლინიკისთვის შემეთავაზებინა, თუმცა კლინიკის მთავარმა ექიმმა უარი თქვა - ამის არც ფინანსები მაქვს, არც გამოცდილებაო. მაგრამ იმისთვის, რომ ხალხმა არ იწვალოს და არ იაროს ვაგზალზე, სადაც ერთი დიდი ბაზრობის სახით იყიდებოდა მედიკამენტები მთელი ქალაქისთვის და ქვეყნისთვის, ფართს გამოგიყოფ და კლინიკაში გახსენი აფთიაქი - ამით პაციენტებიც და მათი პატრონებიც ძალიან კმაყოფილი იქნებიანო. ასე მოულოდნელად გადავწყვიტე აფთიაქის გახსნა. პირველად აფთიაქში 16 დასახელების მედიკამენტი იყო: ამპიცილინი, პენიცილინი, სტრეპტომიცინი... ამას მოჰყვა ამ ბიზნესის განვითარება.

-ამ მედიკამენტების შესაძენი და ჩამოსატანი ფული სად იშოვეთ?

-პირველად დაახლოებით ერთი ჩანთა მედიკამენტები მოსკოვიდან ჩამოვიტანე. ჯამში, სადღაც 350 დოლარის იყო, რომლებიც განვადებით მომცეს ჩემმა ნაცნობებმა მოსკოვში.

-ანუ პირადად ჩახვედით მოსკოვში, პირადად შეარჩიეთ მედიკამენტები, რომლებიც ყველაზე მოთხოვნადი იყო ალბათ იმ დროს საქართველოში, ჩააწყეთ ჩანთაში და უპრობლემოდ ჩამოიტანეთ?

-დიახ და იმ თექვსმეტი დასახელებით გაიხსნა აფთიაქი. გაიყიდა სამ დღეში, ამიტომ ისევ წავედი, უკვე 1000 დოლარის გამომატანეს, ისიც 2-3 დღეში გაიყიდა, შემდეგ ყოველ წასვლაზე ეს თანხა იზრდებოდა.. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, როდის გავცვალე ექიმობა ბიზნესმენობაზე - იმ პერიოდში, როდესაც ექიმად უნდა დამეწყო მუშაობა, არჩევანის წინაშე დავდექი: ან უნდა ვყოფილიყავი ექიმი ან უნდა ვყოფილიყავი ბიზნესმენი. შეთავაზებაზე უარი ვთქვი.

იხილეთ გაგრძელება

ფოთის პორტში ერთ-ერთი გემის ეკიპაჟის ყველა წევრს ნაპირთან კავშირი აეკრძალა - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადება

"იტალიიდან ჩამოვიდნენ და ტემპერატურა აღენიშნებათ" - ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში სამი პირი იმყოფება

"ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმე, აღინიშნება ტემპერატურის მატება" - როგორია კორონავირუსით ინფიცირებულების მდგომარეობა