პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის აქვს ყველაზე მაღალი და დაბალი ხელფასი საქართველოში: ანაზღაურების საშუალო თვიური სტატისტიკა
ვის აქვს ყველაზე მაღალი და დაბალი ხელფასი საქართველოში: ანაზღაურების საშუალო თვიური სტატისტიკა

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­მა­კა­ცე­ბის სა­შუ­ა­ლო ყო­ველ­თვი­უ­რი ხელ­ფა­სი ქა­ლე­ბის ხელ­ფას­თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­საქ­მე­ბის სფე­რო ერთი და იგი­ვეა. მა­გა­ლი­თად, 2014 წელს და­ქი­რა­ვე­ბით და­საქ­მე­ბუ­ლი კა­ცე­ბის სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი 980 ლარი იყო, ქა­ლე­ბის კი 617 ლარი.

საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხე­ე­ბის მი­ხედ­ვით, გა­სულ წელს და­ქი­რა­ვე­ბით და­საქ­მე­ბულ­თა ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი სა­შუ­ა­ლო თვი­უ­რი ხელ­ფა­სი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში იყო – 456 ლარი, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი კი სა­ფი­ნან­სო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში – 1,590 ლარი. ამას გარ­და, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ზა­ღა­უ­რე­ბად საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხე­ებ­ში სა­ფი­ნან­სოს გარ­და შე­დის სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლო­ბა 1,232 ლა­რით, ტრან­სპორ­ტი და კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბა – 1,074 ლა­რით და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, აი­რი­სა და წყლის წარ­მო­ე­ბა და გა­ნა­წი­ლე­ბა – 1,039 ლა­რით.

2014 წელს ყვე­ლა­ზე და­ბა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი სფე­რო გა­ნათ­ლე­ბის გარ­და იყო სას­ტუმ­რო­ე­ბი და რეს­ტორ­ნე­ბი, სა­დაც სა­შუ­ა­ლო თვი­უ­რი ხელ­ფა­სი, საქსტა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 477 ლარი იყო, მას მოჰ­ყვე­ბა თევ­ზჭე­რა, მე­თევ­ზე­ო­ბა - 503 ლა­რით.

თუ სტა­ტის­ტი­კას გა­დავ­ხე­დავთ, ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო, ისე არა­სა­ხელ­მწი­ფო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა. ორი­ვე სექ­ტორ­ში ერთი და იგი­ვე საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხე­ე­ბია ჩა­მოთ­ვლი­ლი, თუმ­ცა სა­ხელ­მწი­ფო სექ­ტორ­ში იგუ­ლის­ხმე­ბა ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ან ორ­გა­ნი­ზა­ცია, რომ­ლის 50%-ზე მეტი წილი აქვს სა­ხელ­მწი­ფოს, ხოლო არა­სა­ხელ­მწი­ფო სექ­ტორ­ში 50%-ზე მეტი წილი აქვს კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს.

საქსტა­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო სექ­ტორ­ში და­ქი­რა­ვე­ბით და­საქ­მე­ბულ­თა სა­შუ­ა­ლო თვი­უ­რი ნო­მი­ნა­ლუ­რი ხელ­ფა­სი 2010 წელს იყო 539 ლარი, 2011 – 589 ლარი, 2012 – 656 ლარი, 2013 – 738 ლარი, 2014 წელს კი 788 ლარი. რაც შე­ე­ხე­ბა არა­სა­ხელ­მწი­ფო სექ­ტორს, 2010 წელს სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი იყო 661 ლარი, 2011 წელს – 670 ლარი, 2012 – 748 ლარი, 2013 – 795 ლარი, ხოლო 2014 წელს – 836 ლარი.

თუ ბოლო წლე­ბის სტა­ტის­ტი­კას გა­დავ­ხე­დავთ, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო, ისე არა­სა­ხელ­მწი­ფო სექ­ტორ­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად სფე­რო­ში არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა და პირ­ველ პო­ზი­ცი­ას ისევ სა­ფი­ნან­სო საქ­მი­ა­ნო­ბა იკა­ვებს, და­საქ­მე­ბის ყვე­ლა­ზე და­ბა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი სფე­რო კი გა­ნათ­ლე­ბაა.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ვის აქვს ყველაზე მაღალი და დაბალი ხელფასი საქართველოში: ანაზღაურების საშუალო თვიური სტატისტიკა

ვის აქვს ყველაზე მაღალი და დაბალი ხელფასი საქართველოში: ანაზღაურების საშუალო თვიური სტატისტიკა

როგორც აღმოჩნდა, საქართველოში მამაკაცების საშუალო ყოველთვიური ხელფასი ქალების ხელფასთან შედარებით გაცილებით მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ დასაქმების სფერო ერთი და იგივეა. მაგალითად, 2014 წელს დაქირავებით დასაქმებული კაცების საშუალო ხელფასი 980 ლარი იყო, ქალების კი 617 ლარი.

საქმიანობის სახეების მიხედვით, გასულ წელს დაქირავებით დასაქმებულთა ყველაზე დაბალი საშუალო თვიური ხელფასი განათლების სფეროში იყო – 456 ლარი, ყველაზე მაღალი კი საფინანსო საქმიანობაში – 1,590 ლარი. ამას გარდა, ყველაზე მაღალაზაღაურებად საქმიანობის სახეებში საფინანსოს გარდა შედის სახელმწიფო მმართველობა 1,232 ლარით, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 1,074 ლარით და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება – 1,039 ლარით.

2014 წელს ყველაზე დაბალანაზღაურებადი სფერო განათლების გარდა იყო სასტუმროები და რესტორნები, სადაც საშუალო თვიური ხელფასი, საქსტატის ინფორმაციით, 477 ლარი იყო, მას მოჰყვება თევზჭერა, მეთევზეობა - 503 ლარით.

თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულების საშუალო ხელფასი ყოველწლიურად იზრდება. ორივე სექტორში ერთი და იგივე საქმიანობის სახეებია ჩამოთვლილი, თუმცა სახელმწიფო სექტორში იგულისხმება ყველა სახელმწიფო დაწესებულება ან ორგანიზაცია, რომლის 50%-ზე მეტი წილი აქვს სახელმწიფოს, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 50%-ზე მეტი წილი აქვს კერძო ორგანიზაციებს.

საქსტატის მონაცემებით, სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2010 წელს იყო 539 ლარი, 2011 – 589 ლარი, 2012 – 656 ლარი, 2013 – 738 ლარი, 2014 წელს კი 788 ლარი. რაც შეეხება არასახელმწიფო სექტორს, 2010 წელს საშუალო ხელფასი იყო 661 ლარი, 2011 წელს – 670 ლარი, 2012 – 748 ლარი, 2013 – 795 ლარი, ხოლო 2014 წელს – 836 ლარი.

თუ ბოლო წლების სტატისტიკას გადავხედავთ, როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო სექტორში ყველაზე მაღალანაზღაურებად სფეროში არაფერი შეცვლილა და პირველ პოზიციას ისევ საფინანსო საქმიანობა იკავებს, დასაქმების ყველაზე დაბალანაზღაურებადი სფერო კი განათლებაა.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია