მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიზნესმენი თემურ უგულავა სკანდალში ეხვევა - რატომ არ აძლევს ქონებას და შეუმცირა ხარჯები აუტისტ შვილს "ჰოლიდეი ინ"-ის მეპატრონემ
ბიზნესმენი თემურ უგულავა სკანდალში ეხვევა - რატომ არ აძლევს ქონებას და შეუმცირა ხარჯები აუტისტ შვილს "ჰოლიდეი ინ"-ის მეპატრონემ

ბიზ­ნეს­მე­ნი თე­მურ უგუ­ლა­ვა ყო­ფილ მე­უღ­ლეს ქო­ნე­ბას არ გა­უ­ყოფს. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მე­თა კო­ლე­გი­ის მო­სა­მარ­თლის, გი­ორ­გი ება­ნო­ი­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თე­მურ უგუ­ლა­ვას მე­უღ­ლის, ბაია და­ვი­თა­ი­ას არც ერთი სა­სარ­ჩე­ლო მო­თხოვ­ნა არ დაკ­მა­ყო­ფილ­და. ბაია და­ვი­თა­ია და თე­მურ უგუ­ლა­ვა, 2002 წელს შე­უღლდნენ და 8 წელი (ფორ­მა­ლუ­რად დღემ­დე), რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. ბაია და­ვი­თა­ი­ას ად­ვო­კა­ტებ­მა და ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლებ­მა, სას­ტუმ­რო "ქორ­თი­არდ მა­რი­ოტ­ში" პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თეს.

სას­ტუმ­რო­ე­ბი­სა და სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის მფლო­ბე­ლის, თე­მურ უგუ­ლა­ვას მე­უღ­ლის, ბაია და­ვი­თა­ი­ას ინ­ტე­რე­სებს ორი სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­როს, გა­ე­როს ქალ­თა დის­კრი­მი­ნა­ცი­ის აღ­მო­ფხვრის კო­მი­ტე­ტი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცია "პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იცა­ვენ. ად­ვო­კა­ტე­ბი და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი აღ­შფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი ება­ნო­ი­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რო­მელ­მაც უგუ­ლა­ვა-და­ვი­თა­ი­ას ქორ­წი­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში შექ­მნი­ლი, შე­ძე­ნი­ლი და რაც მთა­ვა­რია, ღი­რე­ბუ­ლე­ბა­გაზ­რდი­ლი ქო­ნე­ბი­დან, ბაია და­ვი­თა­ი­ას არა­ფე­რი მი­ა­კუთ­ვნა. ად­ვო­კა­ტი გი­ორ­გი სა­რა­ჯიშ­ვი­ლი:

"სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დე­სის 1158-ე მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად, ქორ­წი­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში შე­ძე­ნი­ლი ქო­ნე­ბა წარ­მო­ად­გენს მე­უღ­ლე­თა თა­ნა­სა­კუთ­რე­ბას. გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ასე­თი ქო­ნე­ბა მე­უღ­ლე­თა შო­რის, თა­ნა­ბარ­წი­ლად იყო­ფა, ხოლო სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის 1163-ე მუხ­ლით, ერთ-ერთი მე­უღ­ლის ქორ­წი­ნე­ბამ­დე არ­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა, შე­საძ­ლოა, მე­უღ­ლე­თა თა­ნა­სა­კუთ­რე­ბად გა­და­იქ­ცეს, თუ ქორ­წი­ნე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბის შე­დე­გად, მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­იზ­რდე­ბა".

გი­ორ­გი სა­რა­ჯიშ­ვი­ლის თქმით, ყო­ფი­ლი სას­ტუმ­რო "აჭა­რის", ამ­ჟა­მად კი "ჰო­ლი­დეი ინის" ღი­რე­ბუ­ლე­ბა უგუ­ლა­ვა-და­ვი­თა­ი­ას თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში, ოთხჯერ გა­ი­ზარ­და: "სა­სა­მარ­თლოს სპე­ცი­ა­ლუ­რი ან­გა­რი­შიც წარ­ვუდ­გი­ნეთ, რომ­ლი­თაც ქორ­წი­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბის მო­ცუ­ლო­ბა და ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ზრდაა გან­სა­ზღვრუ­ლი. სწო­რედ ამ ან­გა­რი­შით დად­გინ­და, რომ "ჰო­ლი­დეი ინის" სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა ოთხჯერ გა­ი­ზარ­და. თე­ი­მუ­რაზ უგუ­ლა­ვას კი­დევ ერთი კომ­პა­ნია "ქროს­ვე­ი­სის" შემ­თხვე­ვა­ში, ქორ­წი­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბი, 300-ჯერ აღე­მა­ტე­ბო­და ქორ­წი­ნე­ბის დრო­ის­თვის კომ­პა­ნი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბას, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა კომ­პა­ნი­ის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბის 550-ჯერ ზრდა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, სა­სა­მარ­თლომ ბაია და­ვი­თა­ია ამ ქო­ნე­ბის თა­ნა­მე­სა­კუთ­რედ არ მი­იჩ­ნია. მე­ტიც, ყო­ველ­გვა­რი და­სა­ბუ­თე­ბის გა­რე­შე თა­ნა­სა­კუთ­რე­ბად არ ჩათ­ვა­ლა ქორ­წი­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში შე­ძე­ნი­ლი/შექ­მნი­ლი ახა­ლი აქ­ტი­ვე­ბი. ჩანს, მო­სა­მარ­თლეს ისე გა­უ­ჭირ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ამ ნა­წი­ლის თუნ­დაც აბ­სურ­დუ­ლი და­სა­ბუ­თე­ბა, რომ ამ­ჯო­ბი­ნა სა­ერ­თოდ არ მი­ე­თი­თე­ბი­ნა სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბი".

ორ­გა­ნი­ზა­ცია "პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ანა აბა­ში­ძემ გან­მარ­ტა, რომ მო­სა­მათრლე გი­ორ­გი ება­ნო­ი­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თე­მურ უგუ­ლა­ვა­სა და ბაია და­ვი­თა­ი­ას შვი­ლის უფ­ლე­ბე­ბიც და­ირ­ღვა. ანა აბა­ში­ძის გან­ცხა­დე­ბით, თე­მურ უგუ­ლა­ვას, რო­გორც აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის მქო­ნე არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვის მა­მას, სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 25%-ით შე­უმ­ცირ­და ხარ­ჯე­ბი, რა­საც წლე­ბის მან­ძილ­ზე, შვი­ლის მკურ­ნა­ლო­ბა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის იხ­დი­და: "სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის 1198-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, მშობ­ლე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან, აღ­ზარ­დონ შვი­ლე­ბი, იზ­რუ­ნონ მათი ფი­ზი­კუ­რი, გო­ნებ­რი­ვი, სუ­ლი­ე­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი მო­ი­ცავს რო­გორც მა­ტე­რი­ა­ლურ უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, ასე­ვე მო­რა­ლურ-სუ­ლი­ერ მხარ­და­ჭე­რას. დედა, ბაია და­ვი­თა­ია, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ორი­ვე მშობ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ას­რუ­ლებს. მამა კი, მხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფით გა­მო­ხა­ტავს მა­მობ­რივ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, სა­სა­მარ­თლო არ აღ­მოჩ­ნდა მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე, ქალ­თა და დე­და­თა უფ­ლე­ბე­ბის ჭრილ­ში ემ­სჯე­ლა, რი­თაც მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა ქალ­თათ­ვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბო­და. ამის ნაც­ვლად, სა­სა­მარ­თლომ მა­მის მხრი­დან მშობ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ნა­წი­ლიც კი შე­ამ­ცი­რა და რის­კის ქვეშ და­ა­ყე­ნა არას­რულ­წლო­ვა­ნის ფი­ზი­კუ­რი თუ გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა".

ქო­ნე­ბის გა­ყო­ფა­ზე უა­რის სა­ფუძ­ვლად, მო­სა­მარ­თლემ მი­უ­თი­თა - რად­გან შვი­ლის მკურ­ნა­ლო­ბის მიზ­ნით ბაია და­ვი­თა­ია სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბო­და და აქ­ტი­უ­რად ვერ მო­ნა­წი­ლე­ობ­და ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ზრდა­ში, მას თე­მურ უგუ­ლა­ვას კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბი­დან: "აჭა­რა­ბე­თი­დან", "ჰო­ლი­დეი ინი­დან", "ყაზ­ბე­გი რუმ­სი­დან" წილი არ ეკუთ­ვნის. ანა აბა­ში­ძე: "აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი ება­ნო­ი­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­გან­გა­შოა! ამ­გვა­რი მიდ­გო­მა ბავ­შვის უფ­ლე­ბე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სტან­დარ­ტის დამ­კვიდ­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს, რაც მო­მა­ვალ­ში, სხვა მშობ­ლებ­საც არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნებს - ქა­ლებ­მა შვი­ლებ­ზე იზ­რუ­ნონ, თუ ბავ­შვე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბის ხარ­ჯზე, აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ თა­ნა­სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ზრდა­ში. ასე­თი ლო­გი­კა ცალ­სა­ხად დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლია ქა­ლი­სა და ბავ­შვის მი­მართ".

ქალ­თა დის­კრი­მი­ნა­ცი­ის აღ­მო­ფხვრის კო­მი­ტე­ტის წევ­რმა გა­ე­რო-ში, ლიკა ნა­და­რა­ი­ამ უგუ­ლა­ვა-და­ვი­თა­ი­ას საქ­მე­ში ქალ­თა უფ­ლე­ბებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა: "მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩანს, რო­მე­ლიც ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ქალ­ბა­ტონს სა­მარ­თლი­სად­მი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა­ზე, ეკო­ნო­მი­კურ მდგრა­დო­ბა­სა და პი­როვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბის დაც­ვა­ზე უარს ეუბ­ნე­ბა. ამ გრო­ტეს­კუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შექ­მნი­ლი კე­თილ­დღე­ო­ბი­დან, ქალ­ბა­ტონს სა­კუ­თა­რი წი­ლის მი­ღე­ბა­ზე უარი უთხრეს. გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის თვალ­საზ­რი­სით, სა­ქარ­თვე­ლო 86-ე ად­გილ­ზეა, ეს კი ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას ხელს უშ­ლის. ამ ფონ­ზე, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ქალ­თა და ბავ­შვთა უფ­ლე­ბებს არ­ღვევს, სა­ქარ­თვე­ლოს მძი­მე შე­დეგს მო­უ­ტანს".

სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­როს "ერის­თა­ვი და პარტნი­ო­რე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ად­ვო­კატ­მა და­ვით ერის­თავ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში უკვე გა­ა­სა­ჩივ­რეს. მისი თქმით, მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი ება­ნო­ი­ძემ აბ­სურ­დუ­ლი და იუ­რის­ტე­ბის­თვის გა­უ­გე­ბა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო:

"დად­გე­ნი­ლი გა­რე­მო­ე­ბაა, რომ არ­სე­ბობს ქო­ნე­ბა, რო­მე­ლიც გაყ­რის შემ­თხვე­ვა­ში, მე­უღ­ლე­ებს შო­რის უნდა გა­ი­ყოს. ბაია და­ვი­თა­ი­ას ეს კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნა მო­სა­მარ­თლემ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. გვიჩ­ნდე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი ეჭვი, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში, კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბას­თან გვაქვს საქ­მე. მე­ტიც, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­სა­ბუ­თე­ბა არ აქვს. კა­ნონ­ში ცალ­სა­ხად გან­მარ­ტე­ბუ­ლია, რო­გორ უნდა გა­ი­ყოს ქო­ნე­ბა და რა უფ­ლე­ბე­ბი უნდა ჰქონ­დეთ მე­უღ­ლე­ებს, მაგ­რამ გი­ორ­გი ება­ნო­ი­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სას­წო­რი მხო­ლოდ ერთ მხა­რე­ზეა გა­და­წე­უ­ლი - სა­სა­მარ­თლომ მხო­ლოდ თე­მურ უგუ­ლა­ვას მო­თხოვ­ნა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა.

იუ­რი­დი­უ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია ავ­ხსნათ, რა­ტომ მი­ი­ღო მო­სა­მარ­თლემ ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. იმე­დია, ამ გა­უ­გებ­რო­ბას სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო და­უს­ვამს წერ­ტილს და ება­ნო­ი­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­ა­უქ­მებს".

მაია მი­შე­ლა­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ბიზნესმენი თემურ უგულავა სკანდალში ეხვევა - რატომ არ აძლევს ქონებას და შეუმცირა ხარჯები აუტისტ შვილს "ჰოლიდეი ინ"-ის მეპატრონემ

ბიზნესმენი თემურ უგულავა სკანდალში ეხვევა - რატომ არ აძლევს ქონებას და შეუმცირა ხარჯები აუტისტ შვილს "ჰოლიდეი ინ"-ის მეპატრონემ

ბიზნესმენი თემურ უგულავა ყოფილ მეუღლეს ქონებას არ გაუყოფს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, გიორგი ებანოიძის გადაწყვეტილებით, თემურ უგულავას მეუღლის, ბაია დავითაიას არც ერთი სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ბაია დავითაია და თემურ უგულავა, 2002 წელს შეუღლდნენ და 8 წელი (ფორმალურად დღემდე), რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. ბაია დავითაიას ადვოკატებმა და ქალთა უფლებების დამცველებმა, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" პრესკონფერენცია გამართეს.

სასტუმროებისა და სათამაშო ბიზნესის მფლობელის, თემურ უგულავას მეუღლის, ბაია დავითაიას ინტერესებს ორი საადვოკატო ბიუროს, გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტისა და ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენლები იცავენ. ადვოკატები და უფლებადამცველები აღშფოთებულები არიან მოსამართლე გიორგი ებანოიძის გადაწყვეტილებით, რომელმაც უგულავა-დავითაიას ქორწინების პერიოდში შექმნილი, შეძენილი და რაც მთავარია, ღირებულებაგაზრდილი ქონებიდან, ბაია დავითაიას არაფერი მიაკუთვნა. ადვოკატი გიორგი სარაჯიშვილი:

"სამოქალაქო კოდესის 1158-ე მუხლის შესაბამისად, ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. განქორწინების შემთხვევაში, ასეთი ქონება მეუღლეთა შორის, თანაბარწილად იყოფა, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლით, ერთ-ერთი მეუღლის ქორწინებამდე არსებული ქონება, შესაძლოა, მეუღლეთა თანასაკუთრებად გადაიქცეს, თუ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად, მისი ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდება".

გიორგი სარაჯიშვილის თქმით, ყოფილი სასტუმრო "აჭარის", ამჟამად კი "ჰოლიდეი ინის" ღირებულება უგულავა-დავითაიას თანაცხოვრების პერიოდში, ოთხჯერ გაიზარდა: "სასამართლოს სპეციალური ანგარიშიც წარვუდგინეთ, რომლითაც ქორწინების პერიოდში გაწეული ხარჯების მოცულობა და ქონების ღირებულების ზრდაა განსაზღვრული. სწორედ ამ ანგარიშით დადგინდა, რომ "ჰოლიდეი ინის" საბაზრო ღირებულება ოთხჯერ გაიზარდა. თეიმურაზ უგულავას კიდევ ერთი კომპანია "ქროსვეისის" შემთხვევაში, ქორწინების პერიოდში გაწეული ხარჯები, 300-ჯერ აღემატებოდა ქორწინების დროისთვის კომპანიის ღირებულებას, რამაც განაპირობა კომპანიის საბაზრო ღირებულების 550-ჯერ ზრდა. ამის მიუხედავად, სასამართლომ ბაია დავითაია ამ ქონების თანამესაკუთრედ არ მიიჩნია. მეტიც, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე თანასაკუთრებად არ ჩათვალა ქორწინების პერიოდში შეძენილი/შექმნილი ახალი აქტივები. ჩანს, მოსამართლეს ისე გაუჭირდა გადაწყვეტილების ამ ნაწილის თუნდაც აბსურდული დასაბუთება, რომ ამჯობინა საერთოდ არ მიეთითებინა სამართლებრივი საფუძვლები".

ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენელმა, ანა აბაშიძემ განმარტა, რომ მოსამათრლე გიორგი ებანოიძის გადაწყვეტილებით, თემურ უგულავასა და ბაია დავითაიას შვილის უფლებებიც დაირღვა. ანა აბაშიძის განცხადებით, თემურ უგულავას, როგორც აუტისტური სპექტრის მქონე არასრულწლოვანი ბავშვის მამას, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, 25%-ით შეუმცირდა ხარჯები, რასაც წლების მანძილზე, შვილის მკურნალობა-რეაბილიტაციისთვის იხდიდა: "საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები ვალდებულნი არიან, აღზარდონ შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის. ეს ვალდებულებები მოიცავს როგორც მატერიალურ უზრუნველყოფას, ასევე მორალურ-სულიერ მხარდაჭერას. დედა, ბაია დავითაია, წლების განმავლობაში, ორივე მშობლის ვალდებულებას ასრულებს. მამა კი, მხოლოდ ფინანსური უზრუნველყოფით გამოხატავს მამობრივ ვალდებულებას. სამწუხაროდ, სასამართლო არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, ქალთა და დედათა უფლებების ჭრილში ემსჯელა, რითაც მართლმსაჯულება ქალთათვის ხელმისაწვდომი გახდებოდა. ამის ნაცვლად, სასამართლომ მამის მხრიდან მშობლის მოვალეობის შესრულების მატერიალური ნაწილიც კი შეამცირა და რისკის ქვეშ დააყენა არასრულწლოვანის ფიზიკური თუ გონებრივი განვითარება".

ქონების გაყოფაზე უარის საფუძვლად, მოსამართლემ მიუთითა - რადგან შვილის მკურნალობის მიზნით ბაია დავითაია საზღვარგარეთ იმყოფებოდა და აქტიურად ვერ მონაწილეობდა ქონების ღირებულების ზრდაში, მას თემურ უგულავას კუთვნილი ქონებიდან: "აჭარაბეთიდან", "ჰოლიდეი ინიდან", "ყაზბეგი რუმსიდან" წილი არ ეკუთვნის. ანა აბაშიძე: "აქედან გამომდინარე, მოსამართლე გიორგი ებანოიძის გადაწყვეტილება საგანგაშოა! ამგვარი მიდგომა ბავშვის უფლებების საწინააღმდეგო სტანდარტის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს, რაც მომავალში, სხვა მშობლებსაც არჩევანის წინაშე დააყენებს - ქალებმა შვილებზე იზრუნონ, თუ ბავშვების იგნორირების ხარჯზე, აქტიური მონაწილეობა მიიღონ თანასაკუთრებაში არსებული ქონების ღირებულების ზრდაში. ასეთი ლოგიკა ცალსახად დისკრიმინაციულია ქალისა და ბავშვის მიმართ".

ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის წევრმა გაერო-ში, ლიკა ნადარაიამ უგულავა-დავითაიას საქმეში ქალთა უფლებებზე გაამახვილა ყურადღება: "მოსამართლის გადაწყვეტილებაში საქართველოს, როგორც სახელმწიფოს დამოკიდებულება ჩანს, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქე ქალბატონს სამართლისადმი ხელმისაწვდომობაზე, ეკონომიკურ მდგრადობასა და პიროვნული ღირსების დაცვაზე უარს ეუბნება. ამ გროტესკული გადაწყვეტილებით, 8 წლის განმავლობაში შექმნილი კეთილდღეობიდან, ქალბატონს საკუთარი წილის მიღებაზე უარი უთხრეს. გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით, საქართველო 86-ე ადგილზეა, ეს კი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ხელს უშლის. ამ ფონზე, ეს გადაწყვეტილება, რომელიც ქალთა და ბავშვთა უფლებებს არღვევს, საქართველოს მძიმე შედეგს მოუტანს".

საადვოკატო ბიუროს "ერისთავი და პარტნიორების" წარმომადგენელმა, ადვოკატმა დავით ერისთავმა განაცხადა, რომ საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრეს. მისი თქმით, მოსამართლე გიორგი ებანოიძემ აბსურდული და იურისტებისთვის გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო:

"დადგენილი გარემოებაა, რომ არსებობს ქონება, რომელიც გაყრის შემთხვევაში, მეუღლეებს შორის უნდა გაიყოს. ბაია დავითაიას ეს კანონიერი მოთხოვნა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. გვიჩნდება სამართლიანი ეჭვი, რომ ამ შემთხვევაში, კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს საქმე. მეტიც, ამ გადაწყვეტილებას დასაბუთება არ აქვს. კანონში ცალსახად განმარტებულია, როგორ უნდა გაიყოს ქონება და რა უფლებები უნდა ჰქონდეთ მეუღლეებს, მაგრამ გიორგი ებანოიძის გადაწყვეტილებით, სასწორი მხოლოდ ერთ მხარეზეა გადაწეული - სასამართლომ მხოლოდ თემურ უგულავას მოთხოვნა გაითვალისწინა.

იურიდიულად შეუძლებელია ავხსნათ, რატომ მიიღო მოსამართლემ ასეთი გადაწყვეტილება. იმედია, ამ გაუგებრობას სააპელაციო სასამართლო დაუსვამს წერტილს და ებანოიძის გადაწყვეტილებას გააუქმებს".

მაია მიშელაძე

გაზეთი "ვერსია"

"მაქსიმუმ ზეგ გვექნება პასუხი, არის თუ არა საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი" - იმნაძე

"ჩემი შემთხვევა განსხვავებული შემთხვევა იყო..." - ლევან რატიანი ამბობს, რომ კორონავირუსი უსიმპტომოდ გადაიტანა

"ჩემს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება... ყველამ იცით, რაც არის აფხაზეთი ჩემთვის" - რას წერს ხოფერია მინისტრად დანიშვნის შემდეგ?