მსოფლიო
Faceამბები
პოლიტიკა

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აქციის მონაწილეები შოთა არველაძეს დაუპირისპირდნენ - "როცა ბიჭებს იჭერდნენ, არველაძეები გაჩერებულები იყვნენ"
აქციის მონაწილეები შოთა არველაძეს დაუპირისპირდნენ - "როცა ბიჭებს იჭერდნენ, არველაძეები გაჩერებულები იყვნენ"

სას­ტუმ­რო "ჰო­ლი­დეი ინნ"-თან შეკ­რე­ბი­ლებს და ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ რეზი არ­ვე­ლა­ძის ძმას, შოთა არ­ვე­ლა­ძეს შო­რის სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და (იხი­ლეთ ვი­დეო)

არ­ვე­ლა­ძე სას­ტუმ­როს შე­ნო­ბი­დან ცოტა ხნით გა­ვი­და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­სა­უბ­რე­ბის მიზ­ნით, თუმ­ცა იგი პო­ლე­მი­კა­ში შე­ვი­და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­თან. არ­ვე­ლა­ძემ ორ­გა­ნი­ზა­ცია "სპორ­ტის სა­ზო­გა­დო­ე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბიც აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ მი­მარ­თა შე­კი­თხვით: ვის და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლე­ბენ. ასე­ვე, მან მცი­რე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა მე­დი­ას­თან და აღ­ნიშ­ნა, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ "რა­ტომ და­ა­კა­ვეს ერთი დე­ლე­გა­ტი, რა­ტომ მოხ­სნეს 10 დე­ლე­გა­ტი და რა­ტომ ჩა­ჩე­ხეს ყვე­ლა; ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი არ ხართ?! გა­არ­კვი­ეთ", - მი­მარ­თა არ­ვე­ლა­ძემ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს.

აქ­ცი­ის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე მას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და უთხრა, რომ "როცა ბი­ჭებს იჭერ­დნენ, მა­შინ არ­ვე­ლა­ძე­ე­ბი გა­ჩე­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ".

შოთა არ­ვე­ლა­ძემ რამ­დე­ნი­მე წუ­თი­ა­ნი პო­ლე­მი­კის შემ­დეგ აქ­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ი­დან კვლავ სას­ტუმ­როს შე­ნო­ბა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა.

რა­ი­მე ინ­ცი­დენტს მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე ამ დრომ­დე ად­გი­ლი არ ქო­ნია, ძი­რი­თა­დად არ­ვე­ლა­ძი­სა და კო­ბი­აშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან მცი­რე სი­ტყვი­ერ პო­ლე­მი­კა­ში შე­დი­ან.

სას­ტუმ­რო "ჰო­ლი­დეი ინნ"-ში დღეს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს. ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის­თვის სამი კან­დი­და­ტი იბ­რძვის: რე­ვაზ არ­ვე­ლა­ძე, ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი და მა­მუ­კა კვა­რა­ცხე­ლია. ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი 4 წლის ვა­დით ირ­ჩე­ვა. აქამ­დე ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვას ეკა­ვა, რო­მე­ლიც ვა­და­ზე ადრე, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვით ადრე გა­დად­გა. ამ­ჟა­მად პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბას ვიცე პრე­ზი­დენ­ტი ალექ­სან­დრე ჩი­ვა­ძე ას­რუ­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

აქციის მონაწილეები შოთა არველაძეს დაუპირისპირდნენ - "როცა ბიჭებს იჭერდნენ, არველაძეები გაჩერებულები იყვნენ"

აქციის მონაწილეები შოთა არველაძეს დაუპირისპირდნენ - "როცა ბიჭებს იჭერდნენ, არველაძეები გაჩერებულები იყვნენ"

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-თან შეკრებილებს და ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატ რეზი არველაძის ძმას, შოთა არველაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა (იხილეთ ვიდეო)

არველაძე სასტუმროს შენობიდან ცოტა ხნით გავიდა ჟურნალისტებთან გასაუბრების მიზნით, თუმცა იგი პოლემიკაში შევიდა აქციის მონაწილეებთან. არველაძემ ორგანიზაცია "სპორტის საზოგადოების" წარმომადგენლებს, რომლებიც აქციას მართავენ მიმართა შეკითხვით: ვის დავალებებს ასრულებენ. ასევე, მან მცირე კომენტარი გააკეთა მედიასთან და აღნიშნა, ჟურნალისტები დაინტერესდნენ "რატომ დააკავეს ერთი დელეგატი, რატომ მოხსნეს 10 დელეგატი და რატომ ჩაჩეხეს ყველა; ჟურნალისტები არ ხართ?! გაარკვიეთ", - მიმართა არველაძემ მედიის წარმომადგენლებს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე მას გამოეხმაურა და უთხრა, რომ "როცა ბიჭებს იჭერდნენ, მაშინ არველაძეები გაჩერებულები იყვნენ".

შოთა არველაძემ რამდენიმე წუთიანი პოლემიკის შემდეგ აქციის ტერიტორიიდან კვლავ სასტუმროს შენობაში გადაინაცვლა.

რაიმე ინციდენტს მიმდინარე აქციაზე ამ დრომდე ადგილი არ ქონია, ძირითადად არველაძისა და კობიაშვილის მხარდამჭერები ერთმანეთთან მცირე სიტყვიერ პოლემიკაში შედიან.

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია