პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვიდრე "რუსთავი 2" დაიხურება, თქვენ დაიხურებით! - გვარამიას მუქარა ხელისუფლებას
ვიდრე "რუსთავი 2" დაიხურება, თქვენ დაიხურებით! - გვარამიას მუქარა ხელისუფლებას

ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვპირ­დე­ბი, რომ ვიდ­რე "რუს­თა­ვი 2" და­ი­ხუ­რე­ბა, და­ი­ხუ­რე­ბით თქვენ, - ამის შე­სა­ხებ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე "რუს­თა­ვი2"-ის გე­რე­ნა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ნიკა გვა­რა­მი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ქი­ბარ ხალ­ვა­ში იბ­რძვის არა ქო­ნე­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად, არა­მედ ჩვენ და თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის წი­ნა­აღ­მდეგ.

"წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ის არ იტყო­და 6 მი­ლი­ო­ნით "რუს­თა­ვი2"-ის გამ­დიდ­რე­ბა­ზე. თუ ის იგებს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მი­სია "რუს­თა­ვი2", მას დარ­ჩე­ბო­და ეს სა­კუთ­რე­ბა­ში. და­დას­ტურ­და ორი რამ - ქი­ბარ ხალ­ვა­ში იბ­რძვის პერ­სო­ნა­ლუ­რად "რუს­თა­ვი2"-ის წი­ნა­აღ­მდეგ, მის შე­სა­ფერ­ხებ­ლად და ქი­ბარ ხალ­ვა­ში არის სა­ხელ­მწი­ფო და სა­ხელ­მწი­ფო დგას მის მხა­რეს. ცი­ნი­კუ­რი და ირო­ნი­უ­ლია, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა იგი­ვე მო­სა­მარ­თლემ - თა­მაზ ურ­თმე­ლი­ძემ, რო­მე­ლიც არის ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის სირ­ცხვი­ლი, რო­მე­ლიც იბ­რძვის თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის წი­ნა­აღ­მდეგ, იბ­რძვის სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი­სა და ყვე­ლა ეკ­რა­ნებ­თან მდგო­მი ადა­მი­ა­ნე­ბის შვი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მო­სა­მარ­თლეა და მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით ის არის კო­რუფ­ცი­ა­ში ჩაბ­მუ­ლი და აღე­ბუ­ლი აქვს თან­ხა იმი­სათვს, რომ ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი გა­მო­ი­ტა­ნოს", - გა­ნა­ცხა­და ნიკა გვა­რა­მი­ამ.

რე­დაქ­ცია: ნა­ხეთ "რუს­თა­ვი 2"-ს საქ­მის ყვე­ლა დე­ტა­ლი თეგ­ზე #კრი­ზი­სი "რუს­თა­ვი 2"-ში

მისი თქმით, მო­სა­მარ­თლე ურ­თმე­ლი­ძის ფე­ხებ­ქვეშ მიწა აუ­ცი­ლებ­ლად და­იწ­ვე­ბა.

"ის ვერ იპო­ვის თავ­შე­სა­ფარს ამ ქვე­ყა­ნა­ში ვე­რას­დროს, რად­გან ღუ­პავს ქვე­ყა­ნა­ში თა­ვი­სუ­ფალ სი­ტყვას. ამ ნა­ბი­ჯით ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მო­ი­ტა­ნა სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი, სა­კუ­თა­რი ხე­ლით "რუს­თა­ვი2" და­ხუ­რა. რო­გორ მო­ვიქ­ცე­ვით ჩვენ, ვი­მუ­შა­ვებთ თუ არა უფა­სოდ, მო­ვი­ზი­დავთ თუ არა გრან­ტებს, ჩვე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი გა­იზ­რდე­ბა თუ არა, ეს იქ­ნე­ბა ჩვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბა და ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ამის გა­კე­თე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვპირ­დე­ბი, რომ ვიდ­რე "რუს­თა­ვი 2" და­ი­ხუ­რე­ბა, და­ი­ხუ­რე­ბით თქვენ. ეს აუ­ცი­ლებ­ლად ასე იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ნიკა გვა­რა­მი­ამ, რომ­ლის ინფრო­მა­ცი­ი­თაც, "რუს­თა­ვი 2"-მა 6 მი­ლი­ო­ნის ინ­ვეს­ტი­ცია და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვის­გან მო­ი­ზი­და.

ასე­ვე იხი­ლეთ| "ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ "რუს­თა­ვი 2" და­ხუ­რა" - ნიკა გვა­რა­მი­ას სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ვიდრე "რუსთავი 2" დაიხურება, თქვენ დაიხურებით! - გვარამიას მუქარა ხელისუფლებას

ვიდრე "რუსთავი 2" დაიხურება, თქვენ დაიხურებით! - გვარამიას მუქარა ხელისუფლებას

ხელისუფლებას ვპირდები, რომ ვიდრე "რუსთავი 2" დაიხურება, დაიხურებით თქვენ, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "რუსთავი2"-ის გერენალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქიბარ ხალვაში იბრძვის არა ქონების დასაბრუნებლად, არამედ ჩვენ და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ.

"წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ იტყოდა 6 მილიონით "რუსთავი2"-ის გამდიდრებაზე. თუ ის იგებს და დარწმუნებულია, რომ მისია "რუსთავი2", მას დარჩებოდა ეს საკუთრებაში. დადასტურდა ორი რამ - ქიბარ ხალვაში იბრძვის პერსონალურად "რუსთავი2"-ის წინააღმდეგ, მის შესაფერხებლად და ქიბარ ხალვაში არის სახელმწიფო და სახელმწიფო დგას მის მხარეს. ცინიკური და ირონიულია, რომ ეს გადაწყვეტილება გამოიტანა იგივე მოსამართლემ - თამაზ ურთმელიძემ, რომელიც არის ქართული სასამართლო სისტემის სირცხვილი, რომელიც იბრძვის თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, იბრძვის საკუთარი შვილებისა და ყველა ეკრანებთან მდგომი ადამიანების შვილების წინააღმდეგ, ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული მოსამართლეა და მაღალი ალბათობით ის არის კორუფციაში ჩაბმული და აღებული აქვს თანხა იმისათვს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები გამოიტანოს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

რედაქცია: ნახეთ "რუსთავი 2"-ს საქმის ყველა დეტალი თეგზე #კრიზისი "რუსთავი 2"-ში

მისი თქმით, მოსამართლე ურთმელიძის ფეხებქვეშ მიწა აუცილებლად დაიწვება.

"ის ვერ იპოვის თავშესაფარს ამ ქვეყანაში ვერასდროს, რადგან ღუპავს ქვეყანაში თავისუფალ სიტყვას. ამ ნაბიჯით ამ ხელისუფლებამ გამოიტანა სასიკვდილო განაჩენი, საკუთარი ხელით "რუსთავი2" დახურა. როგორ მოვიქცევით ჩვენ, ვიმუშავებთ თუ არა უფასოდ, მოვიზიდავთ თუ არა გრანტებს, ჩვენი შემოსავალი გაიზრდება თუ არა, ეს იქნება ჩვენი დამსახურება და ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. ხელისუფლებას ვპირდები, რომ ვიდრე "რუსთავი 2" დაიხურება, დაიხურებით თქვენ. ეს აუცილებლად ასე იქნება", - განაცხადა ნიკა გვარამიამ, რომლის ინფრომაციითაც, "რუსთავი 2"-მა 6 მილიონის ინვესტიცია დავით კეზერაშვილის ნათესავისგან მოიზიდა.

ასევე იხილეთ| "ხელისუფლებამ "რუსთავი 2" დახურა" - ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია