პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახეთში გლეხებმა მსხმოიარე ვაზის გაჩეხვა დაიწყეს - "აი, სადამდე მიგვიყვანა ივანიშვილმა!"
კახეთში გლეხებმა მსხმოიარე ვაზის გაჩეხვა დაიწყეს - "აი, სადამდე მიგვიყვანა ივანიშვილმა!"

კარ­დე­ნახ­ში ვაზი გა­ჩე­ხეს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი" ავ­რცე­ლებს. გა­მო­ცე­მამ ის გლე­ხიც ჩა­წე­რა, რო­მელ­მაც 0.25 ჰექ­ტარ­ზე მსხმო­ი­ა­რე ვაზი უკვე გა­ჩე­ხა.

"განა მარ­თლა 70 თეთ­რად იბა­რე­ბენ ყუ­რძენს? ქარ­ხა­ნა­ში რომ მი­გაქვს, 2-3 დღე რიგ­ში დგა­ხარ დატ­ვირ­თუ­ლი მან­ქა­ნით. მერე გი­წუ­ნე­ბენ ყუ­რძენს და 60 თეთ­რს გა­და­გიხ­დი­თო. 3 დღის ყუ­რძენს სა­დღა წა­ი­ღებ? იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი და ჩა­ვა­ბა­რე. გა­მა­წა­მეს ქარ­ხა­ნა­ში. მას­ხრად გვიგ­დე­ბენ მე­ვე­ნა­ხე­ებს. რაც დავ­ხარ­ჯე, იმა­საც ვერ ვი­ნა­ზღა­უ­რებ. ოჯა­ხი ხომ უნდა ვარ­ჩი­ნო? ერთი კი­ლოგ­რა­მი წი­წა­კა 1.30 ლარი ღირს. ვე­ნა­ხი გავ­ჩე­ხე და წი­წა­კას მა­ინც მო­ვიყ­ვან", – უთხრა კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს კარ­დე­ნახ­ში მცხოვ­რებ­მა გელა გრი­შენ­კომ, რო­მელ­მაც დღეს ახ­ლად­გა­შე­ნე­ბუ­ლი ვა­ზის გა­ჩეხ­ვაც და­ი­წყო.

ვა­ზის გა­ჩეხ­ვას კარ­დე­ნახ­ში მცხოვ­რე­ბი სხვა მე­ვე­ნა­ხე­ე­ბიც აპი­რე­ბენ. "ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი ხომ დაგვპირ­და ყუ­რძე­ნი 1 ლარი იქ­ნე­ბაო, რა­ტომ არ შე­ას­რუ­ლა და­პი­რე­ბა? აი, სა­დამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა, ახ­ლად­გა­შე­ნე­ბუ­ლი ვე­ნა­ხე­ბის გა­ჩეხ­ვა და­ი­წყო ხალ­ხმა. გა­და­წყვე­ტი­ლი მაქვს, რომ მეც უნდა გავ­ჩე­ხო. აზრი არ აქვს, ზა­რა­ლია. სხვა შე­მო­სა­ვა­ლი ჩვენ არ გვაქვს და ოჯა­ხი რა­მით ხომ უნდა ვარ­ჩი­ნოთ", – ამ­ბობს მე­ვე­ნა­ხე მალ­ხაზ ნა­ნო­ბაშ­ვი­ლი.

"იმ 9 წელს რომ მის­ტი­რი­ან, სა­ა­კაშ­ვი­ლი რომ არ ვარ­გო­და, ხომ იმი­ტომ გა­და­ვა­ყე­ნეთ? ესე­ნი რას აკე­თე­ბენ, ეს მთავ­რო­ბა? რა­ტომ ხელს არ გვი­წყო­ბენ? თუ ვერც ღვი­ნო გა­აქვთ უცხო­ეთ­ში, ვერც რუ­სეთ­თან ალა­გე­ბენ ურ­თი­ერ­თო­ბას, ვერც სა­ქარ­თვე­ლო­ში ახერ­ხე­ბენ ვე­რა­ფერს, რის­თვის არი­ან? მარ­ტო იმი­ტომ რომ პრე­მი­ე­ბი აი­ღონ?", – აღ­ნიშ­ნავს ალი­კა ხა­ტი­აშ­ვი­ლი.

ყუ­რძნის გა­სა­ყიდ ფას­თან და ღვი­ნის ქარ­ხნებ­ში ჩა­ბა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კა­ხეთ­ში რთვე­ლი აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია შე­სუ­ლი. ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბით, 22 სექ­ტემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით, გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია 35 765 ტონა ყუ­რძე­ნი.

წელს კა­ხეთ­ში ყუ­რძნის უხვი მო­სა­ვა­ლია. რე­გი­ონ­ში 200 ათას ტო­ნამ­დე ყუ­რძე­ნია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

წყა­რო

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

კახეთში გლეხებმა მსხმოიარე ვაზის გაჩეხვა დაიწყეს - "აი, სადამდე მიგვიყვანა ივანიშვილმა!"

კახეთში გლეხებმა მსხმოიარე ვაზის გაჩეხვა დაიწყეს - "აი, სადამდე მიგვიყვანა ივანიშვილმა!"

კარდენახში ვაზი გაჩეხეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "კახეთის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს. გამოცემამ ის გლეხიც ჩაწერა, რომელმაც 0.25 ჰექტარზე მსხმოიარე ვაზი უკვე გაჩეხა.

"განა მართლა 70 თეთრად იბარებენ ყურძენს? ქარხანაში რომ მიგაქვს, 2-3 დღე რიგში დგახარ დატვირთული მანქანით. მერე გიწუნებენ ყურძენს და 60 თეთრს გადაგიხდითო. 3 დღის ყურძენს სადღა წაიღებ? იძულებული გავხდი და ჩავაბარე. გამაწამეს ქარხანაში. მასხრად გვიგდებენ მევენახეებს. რაც დავხარჯე, იმასაც ვერ ვინაზღაურებ. ოჯახი ხომ უნდა ვარჩინო? ერთი კილოგრამი წიწაკა 1.30 ლარი ღირს. ვენახი გავჩეხე და წიწაკას მაინც მოვიყვან", – უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს კარდენახში მცხოვრებმა გელა გრიშენკომ, რომელმაც დღეს ახლადგაშენებული ვაზის გაჩეხვაც დაიწყო.

ვაზის გაჩეხვას კარდენახში მცხოვრები სხვა მევენახეებიც აპირებენ. "ბატონი ივანიშვილი ხომ დაგვპირდა ყურძენი 1 ლარი იქნებაო, რატომ არ შეასრულა დაპირება? აი, სადამდე მიგვიყვანა, ახლადგაშენებული ვენახების გაჩეხვა დაიწყო ხალხმა. გადაწყვეტილი მაქვს, რომ მეც უნდა გავჩეხო. აზრი არ აქვს, ზარალია. სხვა შემოსავალი ჩვენ არ გვაქვს და ოჯახი რამით ხომ უნდა ვარჩინოთ", – ამბობს მევენახე მალხაზ ნანობაშვილი.

"იმ 9 წელს რომ მისტირიან, სააკაშვილი რომ არ ვარგოდა, ხომ იმიტომ გადავაყენეთ? ესენი რას აკეთებენ, ეს მთავრობა? რატომ ხელს არ გვიწყობენ? თუ ვერც ღვინო გააქვთ უცხოეთში, ვერც რუსეთთან ალაგებენ ურთიერთობას, ვერც საქართველოში ახერხებენ ვერაფერს, რისთვის არიან? მარტო იმიტომ რომ პრემიები აიღონ?", – აღნიშნავს ალიკა ხატიაშვილი.

ყურძნის გასაყიდ ფასთან და ღვინის ქარხნებში ჩაბარებასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია შესული. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 22 სექტემბრის მდგომარეობით, გადამუშავებულია 35 765 ტონა ყურძენი.

წელს კახეთში ყურძნის უხვი მოსავალია. რეგიონში 200 ათას ტონამდე ყურძენია მოსალოდნელი.

წყარო

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია