სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აკეთის მაცხოვრის ეკლესია, რომლის აშენებისთვის ოსტატმა შეგირდს მარჯვენა მოაჭრა
აკეთის მაცხოვრის ეკლესია, რომლის აშენებისთვის ოსტატმა შეგირდს მარჯვენა მოაჭრა

აკე­თის მა­ცხოვ­რის ეკ­ლე­სია თა­მარ მე­ფის დროს აშე­ნე­ბუ­ლა. ტაძ­რის ასა­შე­ნებ­ლად ბერ­ძე­ნი ოს­ტა­ტე­ბი უშუ­ა­ლოდ თა­მარ მე­ფეს მო­უწ­ვე­ვია. გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, სა­ბერ­ძნე­თი­დან მოწ­ვე­უ­ლი ოს­ტა­ტე­ბის­თვის ორი ტაძ­რის აშე­ნე­ბის ბრძა­ნე­ბა მი­უ­ცი­ათ. ერთი სო­ფელ აცა­ნა­ში უნდა აე­შე­ნე­ბი­ნათ (ოქო­ნის მო­ნას­ტე­რი). მთა­ვა­რი ოს­ტა­ტი სო­ფელ აცა­ნა­ში გა­და­სუ­ლა ტაძ­რის ასა­შე­ნებ­ლად, აკე­თის მა­ცხოვ­რის ეკ­ლე­სია კი მისი შე­გირ­დის­თვის მი­უნ­დია. მე­ფის და­ნიშ­ნულ ხალ­ხს შე­გირ­დის ნა­მუ­შე­ვა­რი მოს­წო­ნე­ბია და შე­გირ­დსა­ვე მი­უ­ღია მე­ფის სა­ჩუ­ქა­რი. ეს სწყე­ნია ოს­ტატს და მისი და­ვა­ლე­ბით შე­გირ­დის­თვის მარ­ჯვე­ნა ხელი მო­უჭ­რი­ათ.

გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, ამ ტა­ძარ­ში უამ­რა­ვი სიწ­მინ­დე და გან­ძი ინა­ხე­ბო­და.

ძეგლი ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბის მშვე­ნი­ერ ნი­მუშს წარ­მო­ად­გენს. ტაძ­რის მო­ხა­ტუ­ლო­ბა გე­ლა­თის მო­ნას­ტერს წარ­მო­ად­გენ­და. აკე­თის მა­ცხოვ­რის ეკ­ლე­სი­ის სიძ­ვე­ლე­ებ­ში იკი­თხე­ბა გუ­რი­ის ის­ტო­რი­ი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვან პი­როვ­ნე­ბა­თა გვარ-სა­ხე­ლე­ბი.

ქვე­მო გუ­რი­ის ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ა­ში შეს­ვლის შემ­დეგ, და­ახ­ლო­ე­ბით XVIII სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში აკეთ­ში და­სახ­ლდნენ თავ­დგი­რი­ძე­ე­ბი. მათ აქ სო­ფელ გვა­რა­დან გად­მო­ი­ტა­ნეს თეთ­როს­ნის ღვთის­მშობ­ლი­სა და მა­ცხოვ­რის ხა­ტე­ბი, ასე­ვე - გვა­რას­თა­ვის წმინ­და გი­ორ­გის ხატი. ამ ხა­ტებ­ზე სა­ლო­ცა­ვად მუს­ლი­მი ქარ­თვე­ლე­ბიც და­დი­ოდ­ნენ.

ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი სიწ­მინ­დე, რაც ტა­ძარს გა­აჩ­ნდა, ეს იყო მა­ცხოვ­რის ხატი,(ღვთა­ე­ბის ხა­ტად წო­დე­ბუ­ლი), რო­მე­ლიც გა­ი­ტა­ნეს ქვეყ­ნი­დან და გა­ყი­დეს. ამ ხა­ტის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი დღემ­დე უც­ნო­ბია.

აკე­თის ეკ­ლე­სია XVII სა­უ­კუ­ნე­ში გა­ნა­ახ­ლა მა­მუ­კა თავ­დგი­რი­ძემ, რო­მე­ლიც თურ­ქებ­თან და­მარ­ცხე­ბუ­ლა და გად­მო­სახ­ლე­ბუ­ლა გუ­რი­ა­ში. ის თა­ვად ქა­ი­ხოს­რო გუ­რი­ელს შე­უ­ფა­რე­ბია და მის­თვის ად­გილ-მა­მუ­ლე­ბი გა­და­უ­ცია. სწო­რედ მან აა­შე­ნა ამ ტაძ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხის მო­ნას­ტე­რი, რო­მე­ლიც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში დან­გრე­უ­ლა და მისი არა­ნა­ი­რი კვა­ლი არ არის. (მა­მუ­კა თავ­დგი­რი­ძე და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია აკე­თის მა­ცხოვ­რის ტაძ­რის ეზო­ში).

1784 წელს აკე­თი და­ლაშ­ქრა აბ­დულ-ბეგ ხიმ­ში­აშ­ვილ­მა. ამ ლაშ­ქრო­ბის დროს და­ზი­ან­და კედ­ლე­ბი და გუმ­ბა­თი, თუმ­ცა გა­დარ­ჩა გან­ძე­უ­ლო­ბა, რად­გან ის და­მა­ლუ­ლი იყო.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­მუ­კა თავ­დგი­რი­ძის შთა­მო­მა­ვალ­მა გი­ორ­გი თავ­დგი­რი­ძემ ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან ერ­თად ააგო ქვით­კი­რის ულა­მა­ზე­სი ჯვარ­გუმ­ბა­თო­ვა­ნი ტა­ძა­რი. ასე და­ი­წყო მო­ნას­ტრუ­ლი ცხოვ­რე­ბა სო­ფელ აკეთ­ში, ტა­ძარ­თან ახ­ლოს.

თუმ­ცა ად­გი­ლობ­რივ­მა ათე­ის­ტებ­მა ტა­ძა­რი მა­ინც და­არ­ბი­ეს. ჩა­მო­ან­გრი­ეს ტაძ­რის გუმ­ბა­თი.

მრა­ვალ სას­წა­ულ­თა შო­რის ტაძ­რის ნგრე­ვას კი­დევ ერთი ის­ტო­რია უკავ­შირ­დე­ბა. კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ტაძ­რი­დან ზარი ჩა­მო­ეხ­სნათ. გა­და­წყვი­ტეს ზარი თო­ფის სრო­ლით ჩა­მო­ეგ­დოთ და ვინც უფრო "მა­მა­ცი" იქ­ნე­ბო­და, თოფ­საც მას უბო­ძებ­დნენ. ერთს გა­და­უდ­გამს ეს "ვაჟ­კა­ცუ­რი" ნა­ბი­ჯი და ზარი ჩა­მო­უგ­დია. დიდი ზე­ი­მით აღ­ნიშ­ნეს მისი საქ­ცი­ე­ლი და და­პი­რე­ბი­სა­მებრ, თო­ფიც უსახ­სოვ­რეს. სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი "გმი­რი" კი ჭიშ­კარ­თან წაქ­ცე­უ­ლა და გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­დაც­ვლი­ლა.

მა­ცხოვ­რის ეკ­ლე­სია სამ­ჯერ გა­ძარ­ცვეს. (1853. 1859.1873 წლებ­ში), მაგ­რამ მისი სა­გან­ძუ­რის ნა­წი­ლი მა­ინც გა­დარ­ჩა, გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს ღვთის­მშობ­ლის ხატი. ამ ხა­ტის შე­სა­ხებ ბავ­შვო­ბა­ში დე­დამ თა­ვი­სი ბე­ბი­ის, მა­რი­ამ მგე­ლა­ძის გად­მო­ცე­მუ­ლი ამ­ბა­ვი მი­ამ­ბო.

ზემო აკეთ­ში ცხოვ­რობ­და ქვრი­ვი, სა­ხე­ლად გა­ი­ა­ნე. ეს ქალი თბი­ლი­სი­დან იყო ამ სო­ფელ­ში გა­მო­თხო­ვი­ლი. გა­ი­ა­ნეს ეზო­ში მე­ზობ­ლის ხა­რე­ბი ჩა­სუ­ლან და ნარ­გა­ვე­ბი და ვე­ნა­ხი გა­უ­ნად­გუ­რე­ბი­ათ. რო­გორც გად­მო­ცე­მით ვი­გებთ, გა­ი­ა­ნეს ხა­რე­ბი მო­უ­წამ­ლავს. ხა­რე­ბის მე­პატ­რო­ნეს მა­შინ­ვე მი­უ­ტა­ნია ეჭვი გა­ი­ა­ნა­ზე, მაგ­რამ ის ფაქტს სას­ტი­კად უარ­ყოფ­და. მა­შინ სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლებს გა­და­უ­წყვე­ტი­ათ სი­მარ­თლის მთქმელს ეკ­ლე­სი­ა­ში, ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის წი­ნა­შე და­ე­ფი­ცა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში შეკ­რე­ბი­ლან. სა­თი­თა­ოდ მი­დი­ოდ­ნენ ხატ­თან და იფი­ცებ­დნენ, მათ შო­რის ხა­ტის წი­ნა­შე უარ­ყო ხა­რე­ბის მო­წამ­ვლა გა­ი­ა­ნე­მაც.

ეკ­ლე­სი­ი­დან სახ­ლში მი­სულ გა­ი­ა­ნეს შემ­ზა­რა­ვი სუ­რა­თი დახ­ვდა.

მისი სამი წლის შვი­ლი, სა­წო­ლის ქვეშ იყო შემ­ძვრა­ლი და მგე­ლი­ვით ყმუ­ო­და... გა­ოგ­ნე­ბუ­ლი გა­ი­ა­ნე ბავ­შვით ხელ­ში უკან, ეკ­ლე­სი­ის­კენ გა­მოქ­ცე­უ­ლა და თან ყვი­რო­და: შე­მი­ჩე­რეთ წყევ­ლა, შე­მი­ჩე­რეთ წყევ­ლა! - ამ სუ­რა­თის შემ­სწრე თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი გა­ოგნ­დნენ, თით­ქმის სამი დღე შეს­თხოვ­დნენ ხატს, ეპა­ტი­ე­ბია გა­ი­ა­ნეს­თვის და მისი შვი­ლი გან­კურ­ნე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ ბავ­შვი მე­სა­მე დღეს გარ­და­იც­ვა­ლა. ამ ამ­ბის შემ­დეგ გა­ი­ა­ნეს ჩემი დიდი ბა­ბუ­ას­თვის თომა თო­ხა­ძის­თვის (ოქ­რომ­ჭე­დე­ლი იყო) ოქ­როს აკ­ვა­ნის მო­ჭედ­ვა უთხო­ვია და მა­ცხოვ­რის ეკ­ლე­სი­ა­ში დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის­თვის შე­უ­წი­რავს. თვი­თონ კი თბი­ლის­ში წა­მო­სუ­ლა. სამ­წუ­ხა­როდ, ვე­რა­ვინ ვი­პო­ვე, ვი­საც ეცო­დი­ნე­ბო­და, რა ბედი ეწია გა­ი­ა­ნეს სოფ­ლი­დან წას­ვლის შემ­დეგ.

ტაძ­რის აღ­დგე­ნა რამ­დენ­ჯერ­მე სცა­დეს, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. ტაძ­რის აღ­დგე­ნა­ში მა­მა­ჩე­მიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ტაძ­რის ნან­გრე­ვე­ბის კედ­ლებ­ზე და­კი­დეს ხა­ტე­ბი, გა­ა­კე­თეს სა­სან­თლე­ე­ბი და მეც სი­ხა­რუ­ლით ვეხ­მა­რე­ბო­დი მა­მას შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად. ერთ დღე­საც ტა­ძარ­ში მი­სულს ხა­ტე­ბი დამ­წვა­რი დამ­ხვდა. ტაძ­რის კე­დელ­ზე კი წი­თე­ლი წი­წა­კე­ბი ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამ ვან­და­ლიზ­მის ჩამ­დე­ნი დღემ­დე არ არის ცნო­ბი­ლი.

დღეს კი აკე­თის თე­მის ერ­თი­ა­ნო­ბით ტაძ­რის აღ­დგე­ნით სა­მუ­შა­ო­ებ­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­ერ­თი­ან­და. მარ­თა­ლია ტაძ­რის აღ­დგე­ნა ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის გამო ნელი ტემ­პით მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ მთა­ვა­რია, რომ არ ვჩერ­დე­ბით. ტაძ­რის­თვის ზარი, სა­კურ­თხევ­ლის­თვის ხა­ტე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა ერ­თი­ა­ნი შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბით შე­ი­ძი­ნეს. ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი მი­უ­ძღვის არ­ჩილ კუ­კუ­ლა­ვას ოჯახს ტაძ­რის­თვის შე­მო­წი­რუ­ლო­ბის გად­მო­ცე­მის­თვის. სა­კურ­თხევ­ლის­თვის გამ­ზა­დე­ბუ­ლი ხა­ტე­ბი კი ჩემი ბი­ძის, იური თო­ხა­ძის ოჯახ­ში დევს და მის საბ­რძა­ნე­ბელს ელო­დე­ბა.

ტაძ­რის აღ­სად­გე­ნად ად­გი­ლობ­რი­ვებს დე­კა­ნო­ზი საბა ჟღენ­ტი ეხ­მა­რე­ბა. მან სოფ­ლის მცხოვ­რებ­ლებ­თან ერ­თად ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­სახ­მა­რებ­ლად უკვე მი­მარ­თა. იმე­დია ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი ყუ­რად იღებს ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბას და ტაძ­რის რეს­ტავ­რა­ცი­ის­თვის გარ­კვე­ულ თან­ხას გა­მო­ყოფს.

მო­ძღვრის გან­ცხა­დე­ბით, სა­ეკ­ლე­სიო მსა­ხუ­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო ნივ­თე­ბის შე­ძე­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა ამ დრო­ის­თვის არ არ­სე­ბობს, ტაძ­რის დრო­უ­ლად გახ­სნის­თვის სა­ჭი­როა ტექ­ნი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბა.

ტაძ­რის რეს­ტავ­რა­ცი­ის­თვის თან­ხის გად­მო­რი­ცხვის მსურ­ვე­ლებს შე­გიძ­ლი­ათ თან­ხა გად­მო­რი­ცხოთ სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის ან­გა­რიშ­ზე: GE77BG0000000964034700 - (აუ­ცი­ლებ­ლად მი­უ­თი­თეთ აკე­თის მა­ცხოვ­რის ეკ­ლე­სია)

ნანა ჩხა­ი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

აკეთის მაცხოვრის ეკლესია, რომლის აშენებისთვის ოსტატმა შეგირდს მარჯვენა მოაჭრა

აკეთის მაცხოვრის ეკლესია, რომლის აშენებისთვის ოსტატმა შეგირდს მარჯვენა მოაჭრა

აკეთის მაცხოვრის ეკლესია თამარ მეფის დროს აშენებულა. ტაძრის ასაშენებლად ბერძენი ოსტატები უშუალოდ თამარ მეფეს მოუწვევია. გადმოცემის თანახმად, საბერძნეთიდან მოწვეული ოსტატებისთვის ორი ტაძრის აშენების ბრძანება მიუციათ. ერთი სოფელ აცანაში უნდა აეშენებინათ (ოქონის მონასტერი). მთავარი ოსტატი სოფელ აცანაში გადასულა ტაძრის ასაშენებლად, აკეთის მაცხოვრის ეკლესია კი მისი შეგირდისთვის მიუნდია. მეფის დანიშნულ ხალხს შეგირდის ნამუშევარი მოსწონებია და შეგირდსავე მიუღია მეფის საჩუქარი. ეს სწყენია ოსტატს და მისი დავალებით შეგირდისთვის მარჯვენა ხელი მოუჭრიათ.

გადმოცემის მიხედვით, ამ ტაძარში უამრავი სიწმინდე და განძი ინახებოდა.

ძეგლი ქართული ხუროთმოძღვრების მშვენიერ ნიმუშს წარმოადგენს. ტაძრის მოხატულობა გელათის მონასტერს წარმოადგენდა. აკეთის მაცხოვრის ეკლესიის სიძველეებში იკითხება გურიის ისტორიისათვის მნიშვნელოვან პიროვნებათა გვარ-სახელები.

ქვემო გურიის ოსმალეთის იმპერიაში შესვლის შემდეგ, დაახლოებით XVIII საუკუნის დასაწყისში აკეთში დასახლდნენ თავდგირიძეები. მათ აქ სოფელ გვარადან გადმოიტანეს თეთროსნის ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები, ასევე - გვარასთავის წმინდა გიორგის ხატი. ამ ხატებზე სალოცავად მუსლიმი ქართველებიც დადიოდნენ.

ყველაზე მთავარი სიწმინდე, რაც ტაძარს გააჩნდა, ეს იყო მაცხოვრის ხატი,(ღვთაების ხატად წოდებული), რომელიც გაიტანეს ქვეყნიდან და გაყიდეს. ამ ხატის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.

აკეთის ეკლესია XVII საუკუნეში განაახლა მამუკა თავდგირიძემ, რომელიც თურქებთან დამარცხებულა და გადმოსახლებულა გურიაში. ის თავად ქაიხოსრო გურიელს შეუფარებია და მისთვის ადგილ-მამულები გადაუცია. სწორედ მან ააშენა ამ ტაძრის ტერიტორიაზე ხის მონასტერი, რომელიც დროთა განმავლობაში დანგრეულა და მისი არანაირი კვალი არ არის. (მამუკა თავდგირიძე დასაფლავებულია აკეთის მაცხოვრის ტაძრის ეზოში).

1784 წელს აკეთი დალაშქრა აბდულ-ბეგ ხიმშიაშვილმა. ამ ლაშქრობის დროს დაზიანდა კედლები და გუმბათი, თუმცა გადარჩა განძეულობა, რადგან ის დამალული იყო.

მოგვიანებით მამუკა თავდგირიძის შთამომავალმა გიორგი თავდგირიძემ ადგილობრივებთან ერთად ააგო ქვითკირის ულამაზესი ჯვარგუმბათოვანი ტაძარი. ასე დაიწყო მონასტრული ცხოვრება სოფელ აკეთში, ტაძართან ახლოს.

თუმცა ადგილობრივმა ათეისტებმა ტაძარი მაინც დაარბიეს. ჩამოანგრიეს ტაძრის გუმბათი.

მრავალ სასწაულთა შორის ტაძრის ნგრევას კიდევ ერთი ისტორია უკავშირდება. კომუნისტების დროს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ტაძრიდან ზარი ჩამოეხსნათ. გადაწყვიტეს ზარი თოფის სროლით ჩამოეგდოთ და ვინც უფრო "მამაცი" იქნებოდა, თოფსაც მას უბოძებდნენ. ერთს გადაუდგამს ეს "ვაჟკაცური" ნაბიჯი და ზარი ჩამოუგდია. დიდი ზეიმით აღნიშნეს მისი საქციელი და დაპირებისამებრ, თოფიც უსახსოვრეს. სახლში დაბრუნებული "გმირი" კი ჭიშკართან წაქცეულა და გულის შეტევით გარდაცვლილა.

მაცხოვრის ეკლესია სამჯერ გაძარცვეს. (1853. 1859.1873 წლებში), მაგრამ მისი საგანძურის ნაწილი მაინც გადარჩა, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ღვთისმშობლის ხატი. ამ ხატის შესახებ ბავშვობაში დედამ თავისი ბებიის, მარიამ მგელაძის გადმოცემული ამბავი მიამბო.

ზემო აკეთში ცხოვრობდა ქვრივი, სახელად გაიანე. ეს ქალი თბილისიდან იყო ამ სოფელში გამოთხოვილი. გაიანეს ეზოში მეზობლის ხარები ჩასულან და ნარგავები და ვენახი გაუნადგურებიათ. როგორც გადმოცემით ვიგებთ, გაიანეს ხარები მოუწამლავს. ხარების მეპატრონეს მაშინვე მიუტანია ეჭვი გაიანაზე, მაგრამ ის ფაქტს სასტიკად უარყოფდა. მაშინ სოფლის მაცხოვრებლებს გადაუწყვეტიათ სიმართლის მთქმელს ეკლესიაში, ღვთისმშობლის ხატის წინაშე დაეფიცა.

ადგილობრივები ეკლესიის ეზოში შეკრებილან. სათითაოდ მიდიოდნენ ხატთან და იფიცებდნენ, მათ შორის ხატის წინაშე უარყო ხარების მოწამვლა გაიანემაც.

ეკლესიიდან სახლში მისულ გაიანეს შემზარავი სურათი დახვდა.

მისი სამი წლის შვილი, საწოლის ქვეშ იყო შემძვრალი და მგელივით ყმუოდა... გაოგნებული გაიანე ბავშვით ხელში უკან, ეკლესიისკენ გამოქცეულა და თან ყვიროდა: შემიჩერეთ წყევლა, შემიჩერეთ წყევლა! - ამ სურათის შემსწრე თანასოფლელები გაოგნდნენ, თითქმის სამი დღე შესთხოვდნენ ხატს, ეპატიებია გაიანესთვის და მისი შვილი განკურნებულიყო, მაგრამ ბავშვი მესამე დღეს გარდაიცვალა. ამ ამბის შემდეგ გაიანეს ჩემი დიდი ბაბუასთვის თომა თოხაძისთვის (ოქრომჭედელი იყო) ოქროს აკვანის მოჭედვა უთხოვია და მაცხოვრის ეკლესიაში დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატისთვის შეუწირავს. თვითონ კი თბილისში წამოსულა. სამწუხაროდ, ვერავინ ვიპოვე, ვისაც ეცოდინებოდა, რა ბედი ეწია გაიანეს სოფლიდან წასვლის შემდეგ.

ტაძრის აღდგენა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ტაძრის აღდგენაში მამაჩემიც მონაწილეობდა, ტაძრის ნანგრევების კედლებზე დაკიდეს ხატები, გააკეთეს სასანთლეები და მეც სიხარულით ვეხმარებოდი მამას შეძლებისდაგვარად. ერთ დღესაც ტაძარში მისულს ხატები დამწვარი დამხვდა. ტაძრის კედელზე კი წითელი წიწაკები ჩამოკიდებული. ამ ვანდალიზმის ჩამდენი დღემდე არ არის ცნობილი.

დღეს კი აკეთის თემის ერთიანობით ტაძრის აღდგენით სამუშაოებში ბევრი ადამიანი გაერთიანდა. მართალია ტაძრის აღდგენა ფინანსური რესურსების გამო ნელი ტემპით მიმდინარეობს, მაგრამ მთავარია, რომ არ ვჩერდებით. ტაძრისთვის  ზარი, საკურთხევლისთვის ხატები ადგილობრივებმა ერთიანი შემოწირულობებით შეიძინეს. ასევე განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის  არჩილ კუკულავას ოჯახს ტაძრისთვის შემოწირულობის გადმოცემისთვის. საკურთხევლისთვის გამზადებული ხატები კი ჩემი ბიძის, იური თოხაძის ოჯახში დევს და მის საბრძანებელს ელოდება.

ტაძრის აღსადგენად ადგილობრივებს დეკანოზი საბა ჟღენტი ეხმარება. მან სოფლის მცხოვრებლებთან ერთად ადგილობრივ ხელისუფლებას დასახმარებლად უკვე მიმართა. იმედია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ყურად იღებს ასეთი მნიშვნელოვანი საქმის  ბოლომდე მიყვანის მცდელობას და ტაძრის რესტავრაციისთვის გარკვეულ თანხას გამოყოფს.

მოძღვრის განცხადებით, საეკლესიო მსახურებისთვის საჭირო ნივთების შეძენის აუცილებლობა ამ დროისთვის არ არსებობს, ტაძრის დროულად გახსნისთვის საჭიროა ტექნიკური სამუშაოების დასრულება.

ტაძრის რესტავრაციისთვის თანხის გადმორიცხვის მსურველებს შეგიძლიათ თანხა გადმორიცხოთ საქართველოს ბანკის ანგარიშზე: GE77BG0000000964034700 - (აუცილებლად მიუთითეთ აკეთის მაცხოვრის ეკლესია)

ნანა ჩხაიძე

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ