პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეს ყველა პატრიოტმა უნდა წაიკითხოს! - სად გადის "ფრონტის ხაზი", ანუ იყიდე ქართული - გააძლიერე ქვეყანა!
ეს ყველა პატრიოტმა უნდა წაიკითხოს! - სად გადის "ფრონტის ხაზი", ანუ იყიდე ქართული - გააძლიერე ქვეყანა!

"კვი­რის პა­ლიტ­რა", #37 | KVIRISPALITRA.GE

წარ­მო­იდ­გი­ნეთ - ჩვენ ყვე­ლა­ნი ვა­შე­ნებთ სახ­ლს, რო­მელ­შიც თავი კომ­ფორ­ტუ­ლად და უსაფრ­თხოდ უნდა ვიგ­რძნოთ. ყო­ველ­დღე თი­თო­ე­ულ ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია, თითო აგუ­რით შე­ე­წი­ოს ამ სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბას.

დიახ, ყო­ველ­დღე შეგ­ვიძ­ლია ქვეყ­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში ჩვე­ნი წვლი­ლის შე­ტა­ნა. ძლი­ე­რი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო კი ნიშ­ნავს­ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის სიძ­ლი­ე­რეს, სო­ცი­ა­ლუ­რად და­ცუ­ლო­ბას, მა­ღალ პენ­სია-ხელ­ფა­სებს, თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის გა­ნათ­ლე­ბას - მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფერ იმას, რაც ასე გვხიბ­ლავს ამე­რი­კა­სა თუ ევ­რო­პა­ში.

ისე, რომ იკი­თხო - რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, თი­თო­ე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს გაძ­ლი­ე­რე­ბა­შიო, ალ­ბათ, უმ­რავ­ლე­სო­ბას კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხის გა­ცე­მა გა­უ­ჭირ­დე­ბა. ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი იტყვის, რომ მაქ­სი­მუმ, თუ სა­ქარ­თვე­ლოს მტე­რი შე­მო­ე­სია, ია­რაღს აი­ღებს და ქვეყ­ნის და­სა­ცა­ვად წავა. არა­და, "ფრონ­ტის ხაზი" სულ სხვა­გან გა­დის და პატ­რი­ო­ტიზ­მი მხო­ლოდ ავ­ტო­მა­ტით მტრის მო­გე­რი­ე­ბა არ არის.

მა­გა­ლი­თის­თვის შორს წას­ვლა არ დაგ­ვჭირ­დე­ბა. აგერ, ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი თურ­ქე­თი ლა­მის 80-იან წლე­ბამ­დე ერთი ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი ქვე­ყა­ნა იყო, რო­მელ­საც ასან­თიც კი სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან შეჰ­ქონ­და. ბო­ლოს და ბო­ლოს, იქა­ურ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა გა­და­წყვი­ტა. თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რა რე­ფორ­მაც უნდა გა­ა­ტა­როს, მი­ზანს ვერ მი­აღ­წევს, თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მხარს არ და­უ­ჭერს. თურ­ქე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა უმა­გა­ლი­თო პატ­რი­ო­ტიზ­მი გა­მო­ი­ჩი­ნა - და­ი­წყეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ თურ­ქუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ყიდ­ვა. თა­ვი­დან ხა­რის­ხი მო­ი­კოჭ­ლებ­და, თუმ­ცა შემ­დეგ ხა­რის­ხიც გა­ი­ზარ­და, კონ­კუ­რენ­ცი­აც და თურ­ქე­თი გა­სა­ღე­ბის ბაზ­რი­დან იქცა მსხვილ ექ­სპორ­ტი­ო­რად. დღეს ამ ქვე­ყა­ნას ერთ-ერთი მზარ­დი ეკო­ნო­მი­კა აქვს და ლა­მის ყვე­ლა­ფერს აწარ­მო­ებს - სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი და ვერ­ტმფრე­ნე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, უცხო­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის­თვის უფრო მომ­გე­ბი­ა­ნია, სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან კი არ შე­ი­ტა­ნოს ამ ქვე­ყა­ნა­ში რა­ი­მე პრო­დუქ­ტი, არა­მედ იქ აა­შე­ნოს ქარ­ხა­ნა.

სულ ახ­ლა­ხან ამ­გვარ­მა პატ­რი­ო­ტიზ­მმა უკ­რა­ი­ნა უფრო უა­რეს კრი­ზისს გა­და­არ­ჩი­ნა. მა­შინ, რო­დე­საც ომში გახ­ვე­უ­ლი ქვეყ­ნის ფი­ნან­სუ­რი სის­ტე­მა (პირ­ველ რიგ­ში, ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა გრივ­ნა) დარ­ტყმის ქვეშ აღ­მოჩ­ნდა, ერთი პა­ტა­რა კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნემ მა­ღა­ზი­ა­ზე გა­აკ­რა სტი­კე­რი - "უკ­რა­ი­ნუ­ლი ნიშ­ნავს - უკე­თესს". ეს მო­წო­დე­ბა აი­ტა­ცა უკ­რა­ი­ნელ­თა დიდ­მა ნა­წილ­მა და ყი­დუ­ლობ­დნენ მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნულ პრო­დუქტს. ამან ერთი მხრივ, გრივ­ნა გა­და­არ­ჩი­ნა კი­დევ უფრო მეტ გა­უ­ფა­სუ­რე­ბას, მე­ო­რე მხრივ კი, უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­წარ­მო­ე­ბი - გა­კოტ­რე­ბის პი­რას მის­ვლას.

ალ­ბათ, უკვე ნა­თე­ლია, თუ რო­გორ შე­უძ­ლია თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს ქვეყ­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბა. კერ­ძოდ, რო­დე­საც თქვენ ყი­დუ­ლობთ იმ­პორ­ტულ პრო­დუქ­ცი­ას, მას­ში გა­დახ­დი­ლი თან­ხის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დის, რაც ცუ­დია. ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ყიდ­ვი­სას კი ფული სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ში ჩაბ­რუნ­დე­ბა. ამით, პირ­ველ რიგ­ში, ლარ­ზე ზე­წო­ლა შემ­ცირ­დე­ბა. თუმ­ცა მთა­ვა­რი ის არის, რომ ქარ­თველ მე­წარ­მეს მი­ე­ცე­მა ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბის, ანუ ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­დაც შე­საძ­ლოა, და­საქმდეთ თქვენ ან თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რი. ნე­ბის­მი­ე­რი ქარ­თუ­ლი სა­წარ­მოს გა­ფარ­თო­ე­ბა ნიშ­ნავს, მეტ შე­მო­სა­ვალს ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტ­ში. მეტი შე­მო­სა­ვა­ლი კი იმას, რომ სა­ხელ­მწი­ფოს უფრო მეტი ფული ექ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა სფე­როს და­ფი­ნან­სე­ბის­თვის: და­წყე­ბუ­ლი თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ზრდით და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. მეტი ფული ნიშ­ნავს უფრო მა­ღალ პენ­სი­ებს­ და სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტის და­ფი­ნან­სე­ბის ზრდას.

გარ­და ამი­სა, გა­იზ­რდე­ბა კონ­კუ­რენ­ცია

თა­ვად ქარ­თულ სა­წარ­მო­ებს შო­რის, რაც ხა­რისხსა და ფას­ზე და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა. ძლი­ე­რი ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი და­ი­წყებს ფიქ­რს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის ბაზ­რის ათ­ვი­სე­ბა­ზე - ეს კი უკვე წინა პი­რო­ბაა იმი­სა, რომ და­ირ­ღვე­ვა უარ­ყო­ფი­თი ბა­ლან­სი ქვეყ­ნი­დან გა­სულ და შე­მო­სულ ვა­ლუ­ტას შო­რის. და რო­დე­საც ლოგო "დამ­ზა­დე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში", თა­ვის­თა­ვად უკვე ხა­რის­ხის ნი­შა­ნი იქ­ნე­ბა, უცხო­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ეც­დე­ბი­ან სა­წარ­მო­ე­ბის აშე­ნე­ბას, უფრო მრა­ვალპრო­ფი­ლურ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ და მხო­ლოდ სას­ტუმ­რო­ე­ბის გახ­სნა­ზე არ იქ­ნე­ბი­ან მო­მარ­თულ­ნი.

რა თქმა უნდა, ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ერ­თად, თა­ვად ბიზ­ნეს­მაც უნდა იაქ­ტი­უროს. უფრო თა­მა­მად, აგ­რე­სი­უ­ლად უნდა წა­რად­გი­ნონ ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცია ბა­ზარ­ზე და მეტი ყუ­რა­დღე­ბა და­უთ­მონ მომ­ხმა­რებ­ლე­ბამ­დე იმის მი­ტა­ნას, რომ ქარ­თუ­ლი ნა­წარ­მი არა­თუ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა უცხო­ურს ხა­რის­ხით, არა­მედ მას ხში­რად აღე­მა­ტე­ბა.

ამ პრო­ცესს სა­ხელ­მწი­ფო­მაც უნდა შე­უ­წყოს ხელი და სხვა­დას­ხვა რე­გუ­ლა­ცი­ით უზ­რუნ­ველ­ყოს, რომ ბიზ­ნეს­მენს ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბა უფრო უღირ­დეს, ვიდ­რე იმ­პორ­ტი­ო­რო­ბა.

თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის მიერ ქარ­თუ­ლი ნა­წარ­მის შე­ძე­ნა იქ­ნე­ბა ის აგუ­რი, რომ­ლი­თაც ავა­შე­ნებთ სახ­ლს - ძლი­ერ და გან­ვი­თა­რე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს. დიდი არით­მე­ტი­კა არ სჭირ­დე­ბა იმის გა­მოთ­ვლას, რომ ჩვენ, სა­ქარ­თვე­ლოს ასე­უ­ლ­ა­თა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქემ, დღე­ში მი­ნი­მუმ ერთი ლა­რის ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტი რომ ვი­ყი­დოთ და და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხა თუნ­დაც ერთ წელ­ზე გა­ვამ­რავ­ლოთ, რამ­ხე­ლა ინ­ვეს­ტი­ცი­ას ვდებთ ქვეყ­ნის ანუ ჩვენ­სა­ვე კე­თილ­დღე­ო­ბა­ში.

ასე რომ, დღეს "ფრონ­ტის­ ხაზი" ქარ­თულ ნაწ­არ­მ­ზე­­ გა­დის. "კვი­რის პა­ლიტ­რა" ყო­ველ­თვის უჭ­ერდა და უჭერს მხარს ქა­რთველ მე­წარ­მე­ებს და ამ­იე­რი­დან "პა­ლიტ­რა­მე­დია" თა­ვის ყვე­ლა მე­დი­აპ­ლატ­ფორ­მით უფრო აქ­ტი­უ­რად გა­ნა­ვი­თა­რებს იდე­ას, რომ ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად ვი­ყი­დოთ ქარ­თუ­ლი და ამით გა­ვაძ­ლი­ე­როთ ქვე­ყა­ნა.

იმე­დია, ამ დიდ საქ­მე­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თვე­ბი­ან რო­გორც ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ისე ქარ­თვე­ლი მე­წარ­მე­ე­ბი, მა­ღა­ზი­ე­ბი­სა და სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. თუ ყვე­ლა­ნი მო­ვინ­დო­მებთ და პრო­ცესს მკვდა­რი წერ­ტი­ლი­დან დავ­ძრავთ, ძა­ლი­ან მალე დავ­რწმუნ­დე­ბით, რომ ძალა მარ­თლაც ერ­თო­ბა­ში ყო­ფი­ლა.

"ეს ჩვენ­თვის დიდი გა­მოწ­ვე­ვაა!"

ტა­რი­ელ ზივ­ზი­ვა­ძე, ვებგ­ვერდ Kar.ge-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ნა­წარ­მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ცდი­ლობს: "ქარ­თუ­ლი ნა­წარ­მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია ჩვენ­თვის დიდი გა­მოწ­ვე­ვაა! ჩვენ­თან მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი რა­ტომ­ღაც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ იმ­პორ­ტუ­ლი უკე­თე­სია, თუნ­დაც ეს იმ­პორ­ტუ­ლი ძა­ლი­ან და­ბა­ლი ხა­რის­ხის იყოს. თუმ­ცა ჩვე­ნი ორ­თვი­ა­ნი აქ­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გე­ტყვით, რომ ხალ­ხს ნაღ­დი ქარ­თუ­ლი ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტე­ბი "შია". არის თუ არა ხა­რის­ხი­ა­ნი ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის პრო­დუქ­ტე­ბი? რა თქმა უნდა, თან ბევ­რი! თუმ­ცა მათ სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო მომ­ხმა­რე­ბე­ლი უბ­რა­ლოდ არ იც­ნობს. მი­ზე­ზიც ობი­ექ­ტუ­რია - ხში­რად ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი დახლზე არ დევს. ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია ზუს­ტად ის არის, რაც ყვე­ლას ინ­ტე­რეს­ში შე­დის. ყი­დუ­ლობ ქარ­თულს? ე.ი. ავი­თა­რებ ქარ­თულ ბიზ­ნესს, ასაქ­მებ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს, აძ­ლი­ე­რებ ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს და ეს ყვე­ლა­ფე­რი და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა ამ ქვეყ­ნის ყო­ველ მო­ქა­ლა­ქე­ზე".

თუ თქვენ გაქვთ იდე­ე­ბი, სურ­ვი­ლე­ბი, შე­ნიშ­ვნე­ბი ან მო­საზ­რე­ბე­ბი ამ სტა­ტი­ის თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, დაგ­ვი­კავ­შირ­დით "პლიტ­რა­მე­დი­ის"ცხელ ხაზ­ზე - 219 60 13 ან მოგ­ვწე­რეთ contact@kvirispalitra.ge

გი­ორ­გი კვი­ტაშ­ვი­ლი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ეს ყველა პატრიოტმა უნდა წაიკითხოს! - სად გადის "ფრონტის ხაზი", ანუ იყიდე ქართული - გააძლიერე ქვეყანა!

ეს ყველა პატრიოტმა უნდა წაიკითხოს! - სად გადის "ფრონტის ხაზი", ანუ იყიდე ქართული - გააძლიერე ქვეყანა!

"კვირის პალიტრა", #37 | KVIRISPALITRA.GE

წარმოიდგინეთ - ჩვენ ყველანი ვაშენებთ სახლს, რომელშიც თავი კომფორტულად და უსაფრთხოდ უნდა ვიგრძნოთ. ყოველდღე თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს შეუძლია, თითო აგურით შეეწიოს ამ სახლის მშენებლობას.

დიახ, ყოველდღე შეგვიძლია ქვეყნის გაძლიერებაში ჩვენი წვლილის შეტანა. ძლიერი და განვითარებული საქართველო კი ნიშნავს­ თითოეული ჩვენგანის სიძლიერეს, სოციალურად დაცულობას, მაღალ პენსია-ხელფასებს, თავდაცვისუნარიანობას, მაღალი ხარისხის განათლებას - მოკლედ, ყველაფერ იმას, რაც ასე გვხიბლავს ამერიკასა თუ ევროპაში.

ისე, რომ იკითხო - როგორ წარმოგიდგენიათ, თითოეულმა მოქალაქემ თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს გაძლიერებაშიო, ალბათ, უმრავლესობას კონკრეტული პასუხის გაცემა გაუჭირდება. ჩვენი თანამოქალაქეების დიდი ნაწილი იტყვის, რომ მაქსიმუმ, თუ საქართველოს მტერი შემოესია, იარაღს აიღებს და ქვეყნის დასაცავად წავა. არადა, "ფრონტის ხაზი" სულ სხვაგან გადის და პატრიოტიზმი მხოლოდ ავტომატით მტრის მოგერიება არ არის.

მაგალითისთვის შორს წასვლა არ დაგვჭირდება. აგერ, ჩვენი მეზობელი თურქეთი ლამის 80-იან წლებამდე ერთი ჩამორჩენილი ქვეყანა იყო, რომელსაც ასანთიც კი საზღვარგარეთიდან შეჰქონდა. ბოლოს და ბოლოს, იქაურმა ხელისუფლებამ ადგილობრივი წარმოების წახალისება გადაწყვიტა. თუმცა ხელისუფლებამ რა რეფორმაც უნდა გაატაროს, მიზანს ვერ მიაღწევს, თუ საზოგადოება მხარს არ დაუჭერს. თურქების დიდმა ნაწილმა უმაგალითო პატრიოტიზმი გამოიჩინა - დაიწყეს მხოლოდ და მხოლოდ თურქული პროდუქციის ყიდვა. თავიდან ხარისხი მოიკოჭლებდა, თუმცა შემდეგ ხარისხიც გაიზარდა, კონკურენციაც და თურქეთი გასაღების ბაზრიდან იქცა მსხვილ ექსპორტიორად. დღეს ამ ქვეყანას ერთ-ერთი მზარდი ეკონომიკა აქვს და ლამის ყველაფერს აწარმოებს - სამშენებლო მასალებიდან დაწყებული და ვერტმფრენებით დამთავრებული. შესაბამისად, უცხოელი ბიზნესმენისთვის უფრო მომგებიანია, საზღვარგარეთიდან კი არ შეიტანოს ამ ქვეყანაში რაიმე პროდუქტი, არამედ იქ ააშენოს ქარხანა.

სულ ახლახან ამგვარმა პატრიოტიზმმა უკრაინა უფრო უარეს კრიზისს გადაარჩინა. მაშინ, როდესაც ომში გახვეული ქვეყნის ფინანსური სისტემა (პირველ რიგში, ეროვნული ვალუტა გრივნა) დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, ერთი პატარა კოსმეტიკური საშუალებების მაღაზიის მეპატრონემ მაღაზიაზე გააკრა სტიკერი - "უკრაინული ნიშნავს - უკეთესს". ეს მოწოდება აიტაცა უკრაინელთა დიდმა ნაწილმა და ყიდულობდნენ მხოლოდ უკრაინულ პროდუქტს. ამან ერთი მხრივ, გრივნა გადაარჩინა კიდევ უფრო მეტ გაუფასურებას, მეორე მხრივ კი, უკრაინული საწარმოები - გაკოტრების პირას მისვლას.

ალბათ, უკვე ნათელია, თუ როგორ შეუძლია თითოეულ ჩვენგანს ქვეყნის გაძლიერება. კერძოდ, როდესაც თქვენ ყიდულობთ იმპორტულ პროდუქციას, მასში გადახდილი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთ გადის, რაც ცუდია. ქართული პროდუქციის ყიდვისას კი ფული საქართველოს ეკონომიკაში ჩაბრუნდება. ამით, პირველ რიგში, ლარზე ზეწოლა შემცირდება. თუმცა მთავარი ის არის, რომ ქართველ მეწარმეს მიეცემა ბიზნესის გაფართოების, ანუ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა, სადაც შესაძლოა, დასაქმდეთ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი. ნებისმიერი ქართული საწარმოს გაფართოება ნიშნავს, მეტ შემოსავალს ქვეყნის ბიუჯეტში. მეტი შემოსავალი კი იმას, რომ სახელმწიფოს უფრო მეტი ფული ექნება სხვადასხვა სფეროს დაფინანსებისთვის: დაწყებული თავდაცვისუნარიანობის ზრდით და განათლების ხარისხის ამაღლებით დამთავრებული. მეტი ფული ნიშნავს უფრო მაღალ პენსიებს­ და სხვადასხვა სოციალური პროექტის დაფინანსების ზრდას.

გარდა ამისა, გაიზრდება კონკურენცია

თავად ქართულ საწარმოებს შორის, რაც ხარისხსა და ფასზე დადებითად აისახება. ძლიერი ქართველი ბიზნესმენი დაიწყებს ფიქრს მეზობელი ქვეყნების ბაზრის ათვისებაზე - ეს კი უკვე წინა პირობაა იმისა, რომ დაირღვევა უარყოფითი ბალანსი ქვეყნიდან გასულ და შემოსულ ვალუტას შორის. და როდესაც ლოგო "დამზადებულია საქართველოში", თავისთავად უკვე ხარისხის ნიშანი იქნება, უცხოელი ბიზნესმენები საქართველოში შეეცდებიან საწარმოების აშენებას, უფრო მრავალპროფილურ ინვესტიციებს განახორციელებენ და მხოლოდ სასტუმროების გახსნაზე არ იქნებიან მომართულნი.

რა თქმა უნდა, ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად, თავად ბიზნესმაც უნდა იაქტი­უროს. უფრო თამამად, აგრესიულად უნდა წარადგინონ ქართული პროდუქცია ბაზარზე და მეტი ყურადღება დაუთმონ მომხმარებლებამდე იმის მიტანას, რომ ქართული ნაწარმი არათუ ჩამოუვარდება უცხოურს ხარისხით, არამედ მას ხშირად აღემატება.

ამ პროცესს სახელმწიფომაც უნდა შეუწყოს ხელი და სხვადასხვა რეგულაციით უზრუნველყოს, რომ ბიზნესმენს ქართული პროდუქციის წარმოება უფრო უღირდეს, ვიდრე იმპორტიორობა.

თითოეული ჩვენგანის მიერ ქართული ნაწარმის შეძენა იქნება ის აგური, რომლითაც ავაშენებთ სახლს - ძლიერ და განვითარებულ საქართველოს. დიდი არითმეტიკა არ სჭირდება იმის გამოთვლას, რომ ჩვენ, საქართველოს ასეულათასობით მოქალაქემ, დღეში მინიმუმ ერთი ლარის ქართული პროდუქტი რომ ვიყიდოთ და დახარჯული თანხა თუნდაც ერთ წელზე გავამრავლოთ, რამხელა ინვესტიციას ვდებთ ქვეყნის ანუ ჩვენსავე კეთილდღეობაში.

ასე რომ, დღეს "ფრონტის­ ხაზი" ქართულ ნაწ­არ­მ­ზე­­ გადის. "კვირის პა­ლიტ­რა" ყოველთვის უჭ­ერდა და უჭერს მხარს ქა­რთველ მეწარმეებს და ამ­იერიდან "პალიტრამედია" თავის ყველა მედიაპლატფორმით უფრო აქტიურად განავითარებს იდეას, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიყიდოთ ქართული და ამით გავაძლიეროთ ქვეყანა.

იმედია, ამ დიდ საქმეში აქტიურად ჩაერთვებიან როგორც ჩვენი თანამოქალაქეები, ისე ქართველი მეწარმეები, მაღაზიებისა და სუპერმარკეტების მეპატრონეები, საზოგადოების წარმომადგენლები. თუ ყველანი მოვინდომებთ და პროცესს მკვდარი წერტილიდან დავძრავთ, ძალიან მალე დავრწმუნდებით, რომ ძალა მართლაც ერთობაში ყოფილა.

"ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა!"

ტარიელ ზივზივაძე, ვებგვერდ Kar.ge-ს დამფუძნებელი, რომელიც ქართული ნაწარმის პოპულარიზაციას ცდილობს: "ქართული ნაწარმის პოპულარიზაცია ჩვენთვის დიდი გამოწვევაა! ჩვენთან მოსახლეობის დიდი ნაწილი რატომღაც დარწმუნებულია, რომ იმპორტული უკეთესია, თუნდაც ეს იმპორტული ძალიან დაბალი ხარისხის იყოს. თუმცა ჩვენი ორთვიანი აქტიური საქმიანობიდან გამომდინარე, გეტყვით, რომ ხალხს ნაღდი ქართული ხარისხიანი პროდუქტები "შია". არის თუ არა ხარისხიანი ქართული წარმოების პროდუქტები? რა თქმა უნდა, თან ბევრი! თუმცა მათ სხვადასხვა მიზეზის გამო მომხმარებელი უბრალოდ არ იცნობს. მიზეზიც ობიექტურია - ხშირად ქართული პროდუქტები დახლზე არ დევს. ქართული წარმოების ხარისხიანი პროდუქტების პოპულარიზაცია ზუსტად ის არის, რაც ყველას ინტერესში შედის. ყიდულობ ქართულს? ე.ი. ავითარებ ქართულ ბიზნესს, ასაქმებ საქართველოს მოქალაქეს, აძლიერებ ქართულ სახელმწიფოს და ეს ყველაფერი დადებითად აისახება ამ ქვეყნის ყოველ მოქალაქეზე".

თუ თქვენ გაქვთ იდეები, სურვილები, შენიშვნები ან მოსაზრებები ამ სტატიის თემასთან დაკავშირებით, დაგვიკავშირდით "პლიტრამედიის"ცხელ ხაზზე - 219 60 13 ან მოგვწერეთ contact@kvirispalitra.ge

გიორგი კვიტაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია