საზოგადოება
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ავარიების შედეგად გარდაცვლილთა გაორმაგებული რიცხვი და ყველაზე "მკვლელი" ადგილები
საქართველოში ავარიების შედეგად გარდაცვლილთა გაორმაგებული რიცხვი და ყველაზე "მკვლელი" ადგილები

"ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში 100 000 მო­სახ­ლე­ზე 3 ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა, ჩვენ­თან - 6. სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბაა"

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, ავა­რი­ე­ბის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და. ამა­ვე მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, რე­გი­ონ­ში საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვე­ბის სიმ­რავ­ლის მხრივ, თბი­ლი­სი და მცხე­თა-მთი­ა­ნე­თი ლი­დე­რობს. სხვა მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

შსს-ს მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვე­ბის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნობ­რი­ვი გა­ნა­წი­ლე­ბა 100 000 მო­სახ­ლე­ზე 2008-2015 წლის 6 თვის (იან­ვა­რი-ივ­ნი­სი) მო­ნა­ცე­მე­ბით ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: 2008 წელს ავა­რი­ის შე­დე­გად 100 000 მო­სახ­ლე­ზე 8,89 ერ­თე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, 2009 წელს– 7,86, 2010 – 6,89, 2011- 4,65, 2012 – 4,58, 2013 – 5,22, 2014 – 4,02, ხოლო 2015 წელს - 7, 61.

ერთი შე­ხედ­ვით რა­ო­დე­ნობ­რივ შემ­ცი­რე­ბას აქვს ად­გი­ლი. თუმ­ცა, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სი უსაფრ­თხო გზე­ბის­თვის" თავ­მჯდო­მა­რის ეკა ლა­ლი­აშ­ვი­ლის თქმით, ეს არას­რუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბია და სა­ვა­რა­უ­დოდ, წლის ბო­ლომ­დე ეს რი­ცხვი გა­იზ­რდე­ბა.

"შე­და­რე­ბის­თვის ავი­ღოთ 2008 წლის მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­დე­საც 6 თვე­ში 100 000 მო­სახ­ლე­ზე 8,89 ერ­თე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ხოლო 2015 წლის იმა­ვე პე­რი­ოდ­ში - 7, 61. ერთი შე­ხედ­ვით, რა­ო­დე­ნო­ბა მცირ­დე­ბა. თუმ­ცა, ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რომ 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 4, 5 მი­ლი­ონს შე­ად­გენ­და, ხოლო საქსტა­ტის 2014 წლის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ეს რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­და და დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში 3, 7 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს. ამ­რი­გად, ეს რა­ო­დე­ნო­ბა დამ­შვი­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გვაძ­ლევს. პრაქ­ტი­კუ­ლად, ავა­რი­ის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ორ­მაგ­და. შე­და­რე­ბის­თვის, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში ავა­რი­ის შე­დე­გად 100 000 მო­სახ­ლე­ზე 3 ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა, ჩვენ­თან ეს რი­ცხვი 6-ზე მე­ტია, რაც ისე­თი პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თვის, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, სა­გან­გა­შო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია", - ამ­ბობს ლა­ლი­აშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლის­ში მათ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ქვე­ი­თე­ბი­სა და მძრო­ლე­ბის ქცე­ვის კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა (თბი­ლი­სის მას­შტა­ბით). რო­გორც კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, თბი­ლის­ში ქვე­ი­თე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი (52-53%) ქუ­ჩას საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვით კვეთს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქცე­ვა სამი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი: ცნო­ბი­ე­რე­ბის და­ბა­ლი დონე, ინფრას­ტრუქ­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და ლი­ბე­რა­ლუ­რი კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი.

კვლე­ვის თა­ნახ­მად გა­მო­იკ­ვე­თა, რომ თბი­ლი­სე­ლი მძღო­ლე­ბი არ­ღვე­ვენ არა მხო­ლოდ ზებ­რა გა­და­სას­ვლელ­ზე მოძ­რა­ო­ბის, არა­მედ სხვა წე­სებ­საც. მძღო­ლე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტ­მა (58%) აღი­ა­რა, რომ იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვებ­ში არ­ღვევს საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სებს, ამას­თან, იშ­ვი­ა­თად მა­ინც დაჰ­ყავს ავ­ტო­მო­ბი­ლი სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბით (60%).

აღ­ნიშ­ნულ მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლია სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა­ზე მძღო­ლე­ბის და­ჯა­რი­მე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა (28%). სა­გუ­ლის­ხმოა ისიც, რომ მძღო­ლე­ბის 27%-მა არ იცის რამ­დენს შე­ად­გენს სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა­ზე და­წე­სე­ბუ­ლი ჯა­რი­მა, 10%-ს კი აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბა არ­სე­ბულ­ზე ნაკ­ლე­ბი ჰგო­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ამ თვალ­საზ­რი­სი­თაც მოხ­დეს მძღო­ლე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბა. ასე­ვე არ­სე­ბუ­ლი ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბის შე­სა­ხებმ ძღო­ლე­ბის უფრო მე­ტად ინ­ფორ­მი­რე­ბა. ამას­თან, სა­სურ­ვე­ლია, მოხ­დეს სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა­ზე მძღო­ლე­ბი სუფ­რო ინ­ტენ­სი­უ­რი და­ჯა­რი­მე­ბა, რათა გა­ი­ზარ­დოს მძღო­ლებ­ში და­ჯა­რი­მე­ბის სულ მცი­რე ერთჯე­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბა", - ამ­ბობს ლა­ლი­აშ­ვი­ლი.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის იხი­ლეთ ინ­ფოგ­რა­ფი­კე­ბი

სა­ლო­მე გო­გო­ხია

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom

საქართველოში ავარიების შედეგად გარდაცვლილთა გაორმაგებული რიცხვი და ყველაზე "მკვლელი" ადგილები

საქართველოში ავარიების შედეგად გარდაცვლილთა გაორმაგებული რიცხვი და ყველაზე "მკვლელი" ადგილები

"ევროკავშირის ქვეყნებში 100 000 მოსახლეზე 3 ადამიანი იღუპება, ჩვენთან - 6. საგანგაშო მდგომარეობაა"

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ავარიების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ამავე მონაცემების მიხედვით, რეგიონში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სიმრავლის მხრივ, თბილისი და მცხეთა-მთიანეთი ლიდერობს. სხვა მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

შსს-ს მიერ წარმოდგენილი სტატისტიკის მიხედვით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობრივი განაწილება 100 000 მოსახლეზე 2008-2015 წლის 6 თვის (იანვარი-ივნისი) მონაცემებით ასე გამოიყურება: 2008 წელს ავარიის შედეგად 100 000 მოსახლეზე 8,89 ერთეული ადამიანი გარდაიცვალა, 2009 წელს– 7,86, 2010 – 6,89, 2011- 4,65, 2012 – 4,58, 2013 – 5,22, 2014 – 4,02, ხოლო 2015 წელს - 7, 61.

ერთი შეხედვით რაოდენობრივ შემცირებას აქვს ადგილი. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილის თქმით, ეს არასრული მონაცემებია და სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ეს რიცხვი გაიზრდება.

"შედარებისთვის ავიღოთ 2008 წლის მონაცემები, როდესაც 6 თვეში 100 000 მოსახლეზე 8,89 ერთეული ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2015 წლის იმავე პერიოდში - 7, 61. ერთი შეხედვით, რაოდენობა მცირდება. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ 2008 წელს საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 4, 5 მილიონს შეადგენდა, ხოლო საქსტატის 2014 წლის მონაცემების მიხედვით, ეს რაოდენობა შემცირდა და დღეს საქართველოში 3, 7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ამრიგად, ეს რაოდენობა დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს. პრაქტიკულად, ავარიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაორმაგდა. შედარებისთვის, ევროკავშირის ქვეყნებში ავარიის შედეგად 100 000 მოსახლეზე 3 ადამიანი იღუპება, ჩვენთან ეს რიცხვი 6-ზე მეტია, რაც ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საგანგაშო მაჩვენებელია", - ამბობს ლალიაშვილი.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის ივლისში მათმა ორგანიზაციამ ქვეითებისა და მძროლების ქცევის კვლევა ჩაატარა (თბილისის მასშტაბით). როგორც კვლევამ აჩვენა, თბილისში ქვეითების ნახევარზე მეტი (52-53%) ქუჩას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით კვეთს. აღნიშნული ქცევა სამი ძირითადი მიზეზით არის განპირობებული: ცნობიერების დაბალი დონე, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები და ლიბერალური კანონის აღსრულების დაბალი მაჩვენებელი.

კვლევის თანახმად გამოიკვეთა, რომ თბილისელი მძღოლები არღვევენ არა მხოლოდ ზებრა გადასასვლელზე მოძრაობის, არამედ სხვა წესებსაც. მძღოლების ნახევარზე მეტმა (58%) აღიარა, რომ იშვიათ შემთხვევებში არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, ამასთან, იშვიათად მაინც დაჰყავს ავტომობილი სიჩქარის გადაჭარბებით (60%).

აღნიშნულ მაჩვენებელთან შედარებით გაცილებით დაბალია სიჩქარის გადაჭარბებაზე მძღოლების დაჯარიმების გამოცდილება (28%). საგულისხმოა ისიც, რომ მძღოლების 27%-მა არ იცის რამდენს შეადგენს სიჩქარის გადაჭარბებაზე დაწესებული ჯარიმა, 10%-ს კი აღნიშნული ჯარიმის ოდენობა არსებულზე ნაკლები ჰგონია. შესაბამისად, რეკომენდებულია ამ თვალსაზრისითაც მოხდეს მძღოლების ცნობიერების დონის ამაღლება. ასევე არსებული ჯარიმის ოდენობის შესახებმ ძღოლების უფრო მეტად ინფორმირება. ამასთან, სასურველია, მოხდეს სიჩქარის გადაჭარბებაზე მძღოლები სუფრო ინტენსიური დაჯარიმება, რათა გაიზარდოს მძღოლებში დაჯარიმების სულ მცირე ერთჯერადი გამოცდილება", - ამბობს ლალიაშვილი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ინფოგრაფიკები

სალომე გოგოხია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია