Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლევანი სიურპრიზების მეფეა" - როდის გეგმავს კუბლაშვილი-ხურციას ახალდაქორწინებული წყვილი ქორწილს
"ლევანი სიურპრიზების მეფეა" - როდის გეგმავს კუბლაშვილი-ხურციას ახალდაქორწინებული წყვილი ქორწილს

უკვე ცნო­ბი­ლია, რომ ად­ვო­კა­ტი მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლი და მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან ხურ­ცია და­ქორ­წინ­დნენ. მა­ნამ­დე კი, თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, წყვი­ლი თა­ვი­ანთ ურ­თი­ერ­თო­ბა­სა და გრძნო­ბებს არ ასა­ჯა­რო­ებ­და, თუ რა­ტომ, ამა­ზეც და ზო­გა­დად მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლი თა­ვად გვი­ამ­ბობს:

- დიახ, დავ­ქირ­წინ­დით და ერ­თად და­ვი­წყეთ ცხო­რე­ბა, რად­გა­ნაც ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­კი­თხი მო­ვაგ­ვა­რეთ, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე.

- ხელი მო­ა­წე­რეთ და ჯვა­რიც და­ი­წე­რეთ?

- ქორ­წი­ლის­თვის ვი­წყებთ მზა­დე­ბას, - ჯვრის­წე­რა, ხე­ლის­მო­წე­რა ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გვექ­ნე­ბა. ისე, ზოგი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ერ­თად ცხოვ­რობს და არც ჯვარს იწერს და არც ხელს აწერს, მაგ­რამ ჩვენ ამას არ ვა­პი­რებთ...

- თა­ვი­დან ურ­თი­ერ­თბა შე­ნიღ­ბუ­ლი გქონ­დათ. გრძნო­ბებ­ზე არც ლე­ვა­ნი ლა­პა­რა­კობ­და და არც - თქვენ...

- არც ახლა ვა­პი­რებთ ბევრ ლა­პა­რაკს. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე და­უს­რუ­ლებ­ლად სა­უ­ბა­რი არ არის სა­სურ­ვე­ლი, სი­ყა­რულს მალ­ვა უნ­დაო, ხომ გა­გი­გო­ნი­ათ (იცი­ნის)?

რაზე უნდა გვე­სა­უბ­რა? გვქონ­და ერ­თმა­ნე­თის მი­მართ გრძნო­ბა და ეს არის. როცა უკვე ერ­თად ყოფ­ნის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ, ერთხელ ხომ უნდა გვეთ­ქვა, ვთქვით და გა­ი­გო მან, ვი­საც ეს აინ­ტე­რე­სებ­და (იცი­ნის). მა­ნამ­დე, ხომ გე­უბ­ნე­ბით, ჩვენს გრძნო­ბებ­ზე ხომ არ ვი­ლა­პა­რა­კებ­დით? თან, სა­ნამ ჩემი ოჯა­ხი არ გა­ი­გებ­და, არას­წო­რი საქ­ცი­ე­ლი იყო, მა­ნამ­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ე­გო...

- ოჯა­ხი რო­გორ შეხ­ვდა თქვე­ნი წყვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას?

- კარ­გად, მოს­წონთ ლე­ვა­ნი... მისი ოჯა­ხიც გა­ვი­ცა­ნი, ჩვენ­თან მო­ვიდ­ნენ და ეს ამ­ბა­ვიც კარ­გად დაგ­ვირ­გვინ­და, ძა­ლი­ან მომ­წონს ყვე­ლა. მოკ­ლედ, გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ...

- სა­ერ­თოდ, რო­გორ და­ი­წყო თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა? სად შეხ­ვდით და გა­ი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი?

- თა­ვი­დან წვე­უ­ლე­ბა­ზე შევ­ხვდით... მერე იმ შეკ­რე­ბი­დან ცოტა ადრე წა­მო­ვე­დი, ლე­ვა­ნი გა­მომ­ყვა. აქე­დან მარ­ტო ხომ არ წახ­ვალ? - მი­თხრა და გა­მო­მა­ცი­ლა.

- მა­ნა­მა­დე ერ­თმა­ნეთს არ იც­ნობ­დით?

- სა­ერ­თოდ არ მიც­ნობ­და, მე კი ვი­ცო­დი ვინც იყო. წვე­უ­ლე­ბა­ზე რომ დამ­ხვდა, სა­ხე­ზე მა­შინ­ვე ვი­ცა­ნი. უთ­ქვამს, - რა ლა­მა­ზი გო­გო­აო, მერე ვგრძნობ­დი, რომ და­ჟი­ნე­ბით მი­ყუ­რებ­და. ბო­ლოს კი რო­გორც გი­თხა­რით, თვი­თონ­ვე გა­მო­ი­ჩი­ნა ინი­ცი­ა­ტი­ვა, გა­ვე­ცი­ლე­ბი­ნე. იმის მერე დავ­მე­გობ­რდით. ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას დიდი ხანი მარ­თლა მე­გობ­რო­ბა ერ­ქვა იმის­თვის, რომ ერ­თმა­ნე­თი კარ­გად გაგ­ვეც­ნო. ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გვქონ­და მი­ღე­ბუ­ლი.

რო­გორც ვიცი, ლე­ვანს 33 წე­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, აქა­მე ერთხე­ლაც კი სე­რი­ო­ზუ­ლად არ უფიქ­რია ვინ­მე­ზე, ძა­ლი­ან ფრთხი­ლი ტი­პია. ჩემ­თვი­საც, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი იყო. მოკ­ლედ, ხონმ გე­უბ­ნე­ბით, ერ­თმა­ნეთს ბევ­რს ვაკ­ვირ­დე­ბო­დით...

- რამ­დე­ნი ხანი იყა­ვით ასე­თი ურ­თი­ერ­თდაკ­ვირ­ვე­ბის პრო­ცეს­ში?

- ალ­ბათ სულ 7-8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მოგ­ვი­წია ინ­ტენ­სი­ურ­მა ურ­თი­ერ­თო­ბამ...

- ორი­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხართ - თქვენ ცნო­ბი­ლი ად­ვო­კა­ტი, ლე­ვა­ნი - პრო­ფე­სი­უ­ლი სცე­ნის, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი. რო­გო­რია ასე­თი ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი მა­მა­კა­ცის გვერ­დით ყოფ­ნა?

- მე ჩემი სფე­რო მაქვს, ლე­ვანს - თა­ვი­სი, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. მას ძა­ლი­ან აინ­ტერ­სებს ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­რე­მოც­ვა, ჩემი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი. მარ­თა­ლია ის ხე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ სუ­ლი­ე­რად მეც ხე­ლო­ვა­ნი ვარ და მის ნი­ჭი­ე­რე­ბას ვაღ­მერ­თებ. ამი­ტომ, ხომ გე­უბ­ნე­ბით, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. რე­ლუ­რად ერ­თმა­ნე­თის პრო­ფე­სი­ებ­ში არ ვე­რე­ვით, ასე ურ­თი­ერ­თო­ბას არ ვა­უბ­რა­ლო­ვებთ; ერ­თმა­ნე­თის სამ­სა­ხუ­რებ­ში არ დავ­დი­ვართ, მას თა­ვი­სი გა­რე­მოც­ვა ჰყავს და მე - ჩემი. ასე რომ, ამ კუ­თხით არ ვე­ჯა­ხე­ბით ერ­თმა­ნეთს და ჩვენ შო­რის კონ­ფლიქ­ტიც არ ხდე­ბა. ჩემი წრის­თვის ის სა­ინ­ტერ­სო ადა­მი­ა­ნია და მისი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მე ვარ სა­ინ­ტე­რე­სო...

- მა­რი­ამ, 10 წლის ვაჟი გყავთ. რო­გორ შეხ­ვდა თქვენს მე­ო­რედ ქორ­წი­ნე­ბას?

- ჩემ­მა შვილ­მა რო­გორც კი გა­იც­ნო ლე­ვა­ნი, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო. თან, ლე­ვა­ნი ძა­ლი­ან ემე­გობ­რე­ბა, რაც მას მოს­წონს...

- ქორ­წილს რო­დის გეგ­მავთ?

- ჯერ ბევ­რი ტექ­ნი­კურ სა­კი­თხია მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი...

- ლე­ვანს, იმის გამო, რომ მსა­ხი­ო­ბია, ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავს, ის უყ­ვართ. რას იტყვით ამა­ზე?

- განა იმი­ტომ, რომ ჩემი მე­უღ­ლეა, სა­ერ­თოდ რომ ნაც­ნო­ბო­ბის დო­ნე­ზეც დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვით, მის­თვის ნათვქა­მიც მქონ­და, პირ­ველ რიგ­ში არის ადა­მი­ა­ნი და არ ვა­ჭარ­ბებ, მარ­თა­ლა ასეა. მის ამ პი­როვ­ნულ თვი­სე­ბებს ხაზს გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ვუს­ვამ. არა­ფე­რი ეშ­ლე­ბა, სი­ტყვის შემ­სრუ­ლე­ბე­ლია. ძა­ლი­ან დამნდო­ბი, გამ­გე­ბი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბაა და სა­ერ­თოდ, კარ­გი ბი­ჭია.

ამი­ტომ, მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვი­საც გუ­ლით გა­უ­ხარ­და ჩვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბა. ნე­ბის­მი­ერს ასე­თი­ვე და კი­დევ მეტ ბედ­ნი­ე­რე­ბას ვუ­სურ­ვებ.

- სი­ურპრი­ზე­ბის მო­წყო­ბა ახა­სი­ა­თებს?

- სი­ურპრი­ზე­ბის მე­ფეა! კი, ასეა ნამ­დვი­ლად, სა­ჩუ­ქარ­საც არ გა­ა­კე­თებს ისე, რომ ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­ში არ იყოს. ამი­ტომ ყვე­ლა ვუ­სურ­ვებ, გვერ­დით ასე­თი კა­ტე­გო­რი­ის მა­მა­კა­ცი ჰყავ­დეს, რომ იყოს ბედ­ნი­ე­რი.

- ლე­ვანს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­ტყვე­ლე­ბა აქვს და ამის გამო ამა თუ იმ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ხმა და სე­რი­ა­ლის გამ­ხმო­ვა­ნე­ბე­ლია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ბევ­რიც მხო­ლოდ ხმითაც იც­ნობს...

- ამი­ტომ მეც ვდი­ლობ, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ვიხ­ვე­წო, ად­ვო­კა­ტებ­საც მოგ­ვიხ­დე­ბა დახ­ვე­წი­ლი მე­ტყვე­ლე­ბა, არ გვა­წყენს...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

"ლევანი სიურპრიზების მეფეა" - როდის გეგმავს კუბლაშვილი-ხურციას ახალდაქორწინებული წყვილი ქორწილს

"ლევანი სიურპრიზების მეფეა" - როდის გეგმავს კუბლაშვილი-ხურციას ახალდაქორწინებული წყვილი ქორწილს

უკვე ცნობილია, რომ ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი და მსახიობი ლევან ხურცია დაქორწინდნენ. მანამდე კი, თვეების განმავლობაში, წყვილი თავიანთ ურთიერთობასა და გრძნობებს არ ასაჯაროებდა, თუ რატომ, ამაზეც და ზოგადად მათ ურთიერთობაზე მარიამ კუბლაშვილი თავად გვიამბობს:

- დიახ, დავქირწინდით და ერთად დავიწყეთ ცხორება, რადგანაც ყველანაირი საკითხი მოვაგვარეთ, როგორც ხდება ხოლმე.

- ხელი მოაწერეთ და ჯვარიც დაიწერეთ?

- ქორწილისთვის ვიწყებთ მზადებას, - ჯვრისწერა, ხელისმოწერა ყველაფერი ერთად, უახლოეს მომავალში გვექნება. ისე, ზოგი მთელი ცხოვრება ერთად ცხოვრობს და არც ჯვარს იწერს და არც ხელს აწერს, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაპირებთ...

- თავიდან ურთიერთბა შენიღბული გქონდათ. გრძნობებზე არც ლევანი ლაპარაკობდა და არც - თქვენ...

- არც ახლა ვაპირებთ ბევრ ლაპარაკს. პირად ცხოვრებაზე დაუსრულებლად საუბარი არ არის სასურველი, სიყარულს მალვა უნდაო, ხომ გაგიგონიათ (იცინის)?

რაზე უნდა გვესაუბრა? გვქონდა ერთმანეთის მიმართ გრძნობა და ეს არის. როცა უკვე ერთად ყოფნის სერიოზული გადაწყვეტილება მივიღეთ, ერთხელ ხომ უნდა გვეთქვა, ვთქვით და გაიგო მან, ვისაც ეს აინტერესებდა (იცინის). მანამდე, ხომ გეუბნებით, ჩვენს გრძნობებზე ხომ არ ვილაპარაკებდით?  თან, სანამ ჩემი ოჯახი არ გაიგებდა, არასწორი საქციელი იყო, მანამდე საზოგადოებას გაეგო...

- ოჯახი როგორ შეხვდა თქვენი წყვილის გადაწყვეტილებას?

- კარგად, მოსწონთ ლევანი... მისი ოჯახიც გავიცანი, ჩვენთან მოვიდნენ და ეს ამბავიც კარგად დაგვირგვინდა, ძალიან მომწონს ყველა. მოკლედ, გახარებული ვარ...

- საერთოდ, როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა? სად შეხვდით და გაიცანით ერთმანეთი?

- თავიდან წვეულებაზე შევხვდით... მერე იმ შეკრებიდან ცოტა ადრე წამოვედი, ლევანი გამომყვა. აქედან მარტო ხომ არ წახვალ? - მითხრა და გამომაცილა.

- მანამადე ერთმანეთს არ იცნობდით?

- საერთოდ არ მიცნობდა, მე კი ვიცოდი ვინც იყო. წვეულებაზე რომ დამხვდა, სახეზე მაშინვე ვიცანი. უთქვამს, - რა ლამაზი გოგოაო, მერე ვგრძნობდი, რომ დაჟინებით მიყურებდა. ბოლოს კი როგორც გითხარით, თვითონვე გამოიჩინა ინიციატივა, გავეცილებინე. იმის მერე დავმეგობრდით. ჩვენს ურთიერთობას დიდი ხანი მართლა მეგობრობა ერქვა იმისთვის, რომ ერთმანეთი კარგად გაგვეცნო. ასეთი გადაწყვეტილება გვქონდა მიღებული.

როგორც ვიცი, ლევანს 33 წელის განმავლობაში, აქამე ერთხელაც კი სერიოზულად არ უფიქრია ვინმეზე, ძალიან ფრთხილი ტიპია. ჩემთვისაც, მოგეხსენებათ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. მოკლედ, ხონმ გეუბნებით, ერთმანეთს ბევრს ვაკვირდებოდით...

- რამდენი ხანი იყავით ასეთი ურთიერთდაკვირვების პროცესში?

- ალბათ სულ 7-8 თვის განმავლობაში მოგვიწია ინტენსიურმა ურთიერთობამ...

- ორივე წარმატებული ადამიანი ხართ - თქვენ ცნობილი ადვოკატი, ლევანი - პროფესიული სცენის, რუსთაველის თეატრის მსახიობი. როგორია ასეთი ცნობილი მსახიობი მამაკაცის გვერდით ყოფნა?

- მე ჩემი სფერო მაქვს, ლევანს - თავისი, მაგრამ საბოლოოდ ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. მას ძალიან აინტერსებს ჩემი პროფესიული გარემოცვა, ჩემი ცხოვრების სტილი. მართალია ის ხელოვანია, მაგრამ სულიერად მეც ხელოვანი ვარ და მის ნიჭიერებას ვაღმერთებ. ამიტომ, ხომ გეუბნებით, ჩვენი ურთიერთობა ძალიან საინტერესოა. რელურად ერთმანეთის პროფესიებში არ ვერევით, ასე ურთიერთობას არ ვაუბრალოვებთ; ერთმანეთის სამსახურებში არ დავდივართ, მას თავისი გარემოცვა ჰყავს და მე - ჩემი. ასე რომ, ამ კუთხით არ ვეჯახებით ერთმანეთს და ჩვენ შორის კონფლიქტიც არ ხდება. ჩემი წრისთვის ის საინტერსო ადამიანია და მისი საზოგადოებისთვის მე ვარ საინტერესო...

- მარიამ, 10 წლის ვაჟი გყავთ. როგორ შეხვდა თქვენს მეორედ ქორწინებას?

- ჩემმა შვილმა როგორც კი გაიცნო ლევანი, ძალიან ბედნიერი იყო. თან, ლევანი ძალიან ემეგობრება, რაც მას მოსწონს...

- ქორწილს როდის გეგმავთ?

- ჯერ ბევრი ტექნიკურ საკითხია მოსაგვარებელი...

- ლევანს, იმის გამო, რომ მსახიობია, ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, ის უყვართ. რას იტყვით ამაზე?

- განა იმიტომ, რომ ჩემი მეუღლეა, საერთოდ რომ ნაცნობობის დონეზეც დავრჩენილიყავით, მისთვის ნათვქამიც მქონდა, პირველ რიგში არის ადამიანი და არ ვაჭარბებ, მართალა ასეა. მის ამ პიროვნულ თვისებებს ხაზს განსაკუთრებით გავუსვამ. არაფერი ეშლება, სიტყვის შემსრულებელია. ძალიან დამნდობი, გამგები, არაჩვეულებრივი პიროვნებაა და საერთოდ, კარგი ბიჭია.

ამიტომ, მადლობა ყველას, ვისაც გულით გაუხარდა ჩვენი ბედნიერება. ნებისმიერს ასეთივე და კიდევ მეტ ბედნიერებას ვუსურვებ.

- სიურპრიზების მოწყობა ახასიათებს?

- სიურპრიზების მეფეა! კი, ასეა ნამდვილად, საჩუქარსაც არ გააკეთებს ისე, რომ ხელოვნების ნიმუში არ იყოს. ამიტომ ყველა ვუსურვებ, გვერდით ასეთი კატეგორიის მამაკაცი ჰყავდეს, რომ იყოს ბედნიერი.

- ლევანს განსაკუთრებული მეტყველება აქვს და ამის გამო ამა თუ იმ ტელეკომპანიის ხმა და სერიალის გამხმოვანებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრიც მხოლოდ ხმითაც იცნობს...

- ამიტომ მეც ვდილობ, რომ ამ მიმართულებით დავიხვეწო, ადვოკატებსაც მოგვიხდება დახვეწილი მეტყველება, არ გვაწყენს...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"ჭირმა ქვეყანა გააერთიანა, სოლიდარობაა... ოპოზიცია აღარ მლანძღავს" - ამირან გამყრელიძე

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული მე-14 პაციენტი გამოჯანმრთელდა

"შვილიშვილები ხშირად დამყავს "ბიბლუსის" მაღაზიებში და ვაჩვენებ, როგორ წავიდა ქვეყანა წინ" - გამყრელიძე