საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალებს რისთვისაც აკრიტიკებდნენ, ყველაფერი ხუთიანზე გაიმეორეს" - ცნობილი სახეები იმედზე გადაცემების დახურვას ეხმაურებიან
"ნაციონალებს რისთვისაც აკრიტიკებდნენ, ყველაფერი ხუთიანზე გაიმეორეს" - ცნობილი სახეები იმედზე გადაცემების დახურვას ეხმაურებიან

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ზე" გა­და­ცე­მე­ბის და­ხურ­ვას ეხ­მა­უ­რე­ბი­ან:

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი - ნა­ცი­ო­ნა­ლებს რის­თვი­საც აკ­რი­ტი­კებ­დნენ, ყვე­ლა­ფე­რი ხუ­თი­ან­ზე გა­ი­მე­ო­რეს. + თა­ვი­სი უბე­დუ­რე­ბე­ბიც ამა­ტეს.

მა­გა­ლი­თად, დედა უტი­რეს ბი­უ­ჯეტს, ანუ გაყ­ვლი­ფეს. დენი გა­აძ­ვი­რეს, სა­ხემ­წი­ფო ინ­სტი­ტუ­ტებს ერ­ჩი­ან, ქვე­ყა­ნა გა­ავ­სეს რუსი მა­ჯ­ლა­ჯუ­ნე­ბით, ციხე ქურ­დებს და­უბ­რუ­ნეს, ეკო­ნო­მი­კას პამ­პერ­სი ჩა­აც­ვეს, ნუ რა ჩა­მოთ­ვლის ახლა ამას...

ობი­ექ­ტუ­რო­ბის­თვის სა­ჭი­როა ვთქვათ, რომ ბიზ­ნე­სი "თა­ვი­სუფ­ლა­დაა", მაგ­რამ ფულს ვე­ღარ შო­უ­ლო­ბენ. კაც­მა არ იცის რა ჯო­ბია, ჩა­გა­ტა­ნი­ნონ ოღონდ შენც იხე­ი­რო, თუ არც ჩა­გა­ტა­ნი­ნონ და არც შენ იხე­ი­რო.

და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, ცო­ცხე­ბის კად­რე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა არც კი და­წყე­ბუ­ლა. ნე­ტავ რა­ტომ?! აბა თუ გა­მო­იც­ნობთ?!

პ.ს. ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის დროს არ­სე­ბობ­და ბი­ძი­ნას მე­ცხრე არხი. ბი­ძი­ნას დროს არ იარ­სე­ბებს არა­ფე­რი რაც მას არ მოს­წონს. აგერ თქვენ და აგერ მე! მერე იმა­საც და­ვი­ჯე­რებთ რომ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი ჩვენ მო­ვი­გეთ

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი - აი იმ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის პრო­ტესტსს ვერ ვხე­დავ, რომ­ლე­ბიც ასეთ ქმე­დე­ბას გა­სულ წლებ­ში, მე­დი­ა­ზე ზე­წო­ლად აფა­სებ­დნენ!

გია ნო­დია - ვის მოს­წონ­და ინგა გრი­გო­ლი­ას გა­და­ცე­მა და ვის - არა, ახლა არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს (მე, პი­რა­დად, სა­ერ­თოდ არ მი­ნა­ხავს მას შემ­დეგ, რაც "იმედ­ზე" აღ­დგა). მთა­ვა­რი სხვა რა­მეა: მისი მო­უ­ლოდ­ნე­ლი და­ხურ­ვა ბა­დებს სა­ფუძ­ვლი­ან ეჭვს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს აქვს ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ზე" გავ­ლე­ნის სე­რი­ო­ზუ­ლი ბერ­კე­ტე­ბი - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს კომ­პა­ნია მისი მსგავ­სი მი­ლი­არ­დე­რის (ოღონდ გარ­დაც­ვლი­ლის) ოჯახს ეკუთ­ვნის. ამ ეჭ­ვის სა­ფუძ­ვე­ლია ის, რომ კომ­პა­ნი­ას თა­ვი­სი რე­ი­ტინ­გუ­ლი გა­და­ცე­მის და­ხურ­ვის მო­ტი­ვი ვერ ექ­ნე­ბო­და, სა­ჯა­რო გან­მარ­ტე­ბა კი ყოვ­ლად უსუ­სუ­რი გა­ა­კე­თა. ბი­ძი­ნას კი გა­და­ცე­მის და­ხურ­ვის სე­რი­ო­ზუ­ლი მო­ტი­ვი ჰქონ­და, რად­გან პი­როვ­ნუ­ლად ინგა გრი­გო­ლი­ას, სა­ვა­რა­უ­დოდ, ვერ გა­ა­კონ­ტრო­ლებ­და, ხოლო, რო­გორც უკვე ზუს­ტად ვი­ცით, ყვე­ლა, ვი­საც რა­ღაც გავ­ლე­ნა აქვს და ის ვერ აკონ­ტრო­ლებს, მისი მტე­რია (ასე­თი კი არა მხო­ლოდ "ნა­ცი­ო­ნა­ლია").

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს საკ­მა­ოდ ცხა­დი დას­კვნა: "რუს­თა­ვი-2" ისევ, რო­გორც შე­ვარ­დნა­ძის დროს, არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ის მთა­ვა­რი ბას­ტი­ო­ნი. ამ დას­კვნის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, მოს­წონს თუ არა მა­ვანს ამ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გა­და­ცე­მე­ბი. თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ქი­ბარ ხალ­ვა­შის მეშ­ვე­ო­ბით, შეძ­ლებს ამ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დათ­რე­ვას, მე­დია-მრვალ­ფე­როვ­ნე­ბის კუ­თხით, სა­უ­კე­თე­სო შემ­თხვე­ვა­ში, და­ვუბ­რუნ­დე­ბით "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის ბოლო წლებს, რო­დე­საც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დია, რა თქმა უნდა, არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ ყვე­ლა რე­ა­ლუ­რად გავ­ლე­ნი­ან ტე­ლე­არხზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­ტრო­ლი ვრცელ­დე­ბო­და. ოღონდ, ეს სა­უ­კე­თე­სო შემ­თხვე­ვა­ში. (ბოლო ორი წი­ნა­და­დე­ბა ძი­რი­თა­დად ე. წ. "შუ­ა­შის­ტებ­ზეა" გა­მიზ­ნუ­ლი).

თაზო კუპ­რე­იშ­ვი­ლი - და­ხუ­რეს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მე­ბი.ინგა გრი­გო­ლი­ამ კი ჯერ კი­დევ დღე­საც არ იცო­და ეგ ამ­ბა­ვი. წრე­ზე ვტრი­ა­ლებთ მუდ­მი­ვად, რაც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა

თაზო კუპ­რე­იშ­ვი­ლი - რაც იმედ­თან და რუს­თა­ვი 2-თან და­კავ­ში­რე­ბით ხდე­ბა, ეგ ერთი სცე­ნა­რის ნა­წი­ლი რომ არის, ვინ­მეს ეპა­რე­ბა ეჭვი? მე - არა. არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს ეს რო­გორ შე­ი­ფუ­თე­ბა - გინდ არ­ხის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია და­არ­ქვით და გინდ სა­მარ­თლებ­რი­ვი დავა.

ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი - ბუტ­კა­ში ვართ, ერ­მა­კო­ვის ბუტ­კა­ში

კახა კუ­კა­ვა - ვი­საც აინ­ტე­რე­სებ­და "რუს­თა­ვი - 2"-ს პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით უტევ­დნენ თუ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა სურ­დათ.. მე პი­რა­დად დავ­რწმუნ­დი რომ პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვი არა­ფერ შუ­ა­შია და მარ­თლაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და­ვაა მე­სა­კუთ­რე­თა შო­რის

ნი­ნია კა­კა­ბა­ძე - "მოგ­ვწონს თუ არ მოგ­ვწონს, ინგა გრი­გო­ლია არის ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მელ­საც ვერც ერთი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ბო­ლომ­დე ვერ გა­ა­კონ­ტრო­ლებს, ამი­ტომ ყვე­ლა და­უ­ძა­ხებს რე­ი­ტინ­გის­თვის და კრი­ტი­კულ მო­მენ­ტში (წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ან სხვ) ყვე­ლა გა­უშ­ვებს.

მთე­ლი ეს ტვ იმე­დის პე­რი­პე­ტი­ე­ბი მა­ინც უნი­ჭოდ მო­ფიქ­რე­ბუ­ლი მას­კა­რა­დი მგო­ნია, "რუს­თა­ვი 2"-ის თე­მის გა­და­სა­ფა­რად. მარ­ტო კრი­ტი­კულ მე­დი­ას კი არ ვერ­ჩით, ზო­გა­დად კარ­გი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი მე­დია გვინ­და, სა­დაც "მა­ტყუ­ა­რე­ბი და უწიგ­ნუ­რე­ბი" არ იქ­ნე­ბი­ა­ნო

მოკ­ლედ მე­დია კა­თარ­ზი­სის თვითმხილ­ვე­ლე­ბი ვართ რაა"

შე­განხსე­ნებთ, რომ გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­შე­მოდ­გო­მო სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზონ­ზე ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" დრო­ე­ბით აჩე­რებს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი თოქ შო­უ­ე­ბის სეგ­მენტს.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩემს კო­ლე­გას აი ასე არ უხუ­რავ­დნენ გა­და­ცე­მას" - ეკა ხო­ფე­რია

"ნაციონალებს რისთვისაც აკრიტიკებდნენ, ყველაფერი ხუთიანზე გაიმეორეს" - ცნობილი სახეები იმედზე გადაცემების დახურვას ეხმაურებიან

"ნაციონალებს რისთვისაც აკრიტიკებდნენ, ყველაფერი ხუთიანზე გაიმეორეს" - ცნობილი სახეები იმედზე გადაცემების დახურვას ეხმაურებიან

საზოგადოების ცნობილი სახეები ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემების დახურვას ეხმაურებიან:

ნანუკა ჟორჟოლიანი - ნაციონალებს რისთვისაც აკრიტიკებდნენ, ყველაფერი ხუთიანზე გაიმეორეს. + თავისი უბედურებებიც ამატეს.

მაგალითად, დედა უტირეს ბიუჯეტს, ანუ გაყვლიფეს. დენი გააძვირეს, სახემწიფო ინსტიტუტებს ერჩიან, ქვეყანა გაავსეს რუსი მაჯლაჯუნებით, ციხე ქურდებს დაუბრუნეს, ეკონომიკას პამპერსი ჩააცვეს, ნუ რა ჩამოთვლის ახლა ამას...

ობიექტურობისთვის საჭიროა ვთქვათ, რომ ბიზნესი "თავისუფლადაა", მაგრამ ფულს ვეღარ შოულობენ. კაცმა არ იცის რა ჯობია, ჩაგატანინონ ოღონდ შენც იხეირო, თუ არც ჩაგატანინონ და არც შენ იხეირო.

და ყველაზე მთავარი, ცოცხების კადრების გამოძიება არც კი დაწყებულა. ნეტავ რატომ?! აბა თუ გამოიცნობთ?!

პ.ს. ნაციონალების დროს არსებობდა ბიძინას მეცხრე არხი. ბიძინას დროს არ იარსებებს არაფერი რაც მას არ მოსწონს. აგერ თქვენ და აგერ მე! მერე იმასაც დავიჯერებთ რომ მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენ მოვიგეთ

ნანუკა ჟორჟოლიანი - აი იმ ჟურნალისტების პროტესტსს ვერ ვხედავ, რომლებიც ასეთ ქმედებას გასულ წლებში, მედიაზე ზეწოლად აფასებდნენ!

გია ნოდია - ვის მოსწონდა ინგა გრიგოლიას გადაცემა და ვის - არა, ახლა არავითარი მნიშვნელობა არა აქვს (მე, პირადად, საერთოდ არ მინახავს მას შემდეგ, რაც "იმედზე" აღდგა). მთავარი სხვა რამეა: მისი მოულოდნელი დახურვა ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ტელეკომპანია "იმედზე" გავლენის სერიოზული ბერკეტები - მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპანია მისი მსგავსი მილიარდერის (ოღონდ გარდაცვლილის) ოჯახს ეკუთვნის. ამ ეჭვის საფუძველია ის, რომ კომპანიას თავისი რეიტინგული გადაცემის დახურვის მოტივი ვერ ექნებოდა, საჯარო განმარტება კი ყოვლად უსუსური გააკეთა. ბიძინას კი გადაცემის დახურვის სერიოზული მოტივი ჰქონდა, რადგან პიროვნულად ინგა გრიგოლიას, სავარაუდოდ, ვერ გააკონტროლებდა, ხოლო, როგორც უკვე ზუსტად ვიცით, ყველა, ვისაც რაღაც გავლენა აქვს და ის ვერ აკონტროლებს, მისი მტერია (ასეთი კი არა მხოლოდ "ნაციონალია").

აქედან გამომდინარეობს საკმაოდ ცხადი დასკვნა: "რუსთავი-2" ისევ, როგორც შევარდნაძის დროს, არის ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიის მთავარი ბასტიონი. ამ დასკვნის გასაზიარებლად არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, მოსწონს თუ არა მავანს ამ ტელეკომპანიის გადაცემები. თუ ხელისუფლება, ქიბარ ხალვაშის მეშვეობით, შეძლებს ამ ტელეკომპანიის დათრევას, მედია-მრვალფეროვნების კუთხით, საუკეთესო შემთხვევაში, დავუბრუნდებით "ნაციონალების" მმართველობის ბოლო წლებს, როდესაც დამოუკიდებელი მედია, რა თქმა უნდა, არსებობდა, მაგრამ ყველა რეალურად გავლენიან ტელეარხზე ხელისუფლების კონტროლი ვრცელდებოდა. ოღონდ, ეს საუკეთესო შემთხვევაში. (ბოლო ორი წინადადება ძირითადად ე. წ. "შუაშისტებზეა" გამიზნული).

თაზო კუპრეიშვილი - დახურეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები.ინგა გრიგოლიამ კი ჯერ კიდევ დღესაც არ იცოდა ეგ ამბავი. წრეზე ვტრიალებთ მუდმივად, რაც ძალიან სამწუხაროა

თაზო კუპრეიშვილი - რაც იმედთან და რუსთავი 2-თან დაკავშირებით ხდება, ეგ ერთი სცენარის ნაწილი რომ არის, ვინმეს ეპარება ეჭვი? მე - არა. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ეს როგორ შეიფუთება - გინდ არხის რეორგანიზაცია დაარქვით და გინდ სამართლებრივი დავა.

ირმა ნადირაშვილი - ბუტკაში ვართ, ერმაკოვის ბუტკაში

კახა კუკავა - ვისაც აინტერესებდა "რუსთავი - 2"-ს პოლიტიკური მოტივით უტევდნენ თუ სამართლიანობის აღდგენა სურდათ.. მე პირადად დავრწმუნდი რომ პოლიტიკური მოტივი არაფერ შუაშია და მართლაც ჩვეულებრივი დავაა მესაკუთრეთა შორის

ნინია კაკაბაძე - "მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ინგა გრიგოლია არის ჟურნალისტი, რომელსაც ვერც ერთი ხელისუფლება ბოლომდე ვერ გააკონტროლებს, ამიტომ ყველა დაუძახებს რეიტინგისთვის და კრიტიკულ მომენტში (წინასაარჩევნოდ ან სხვ) ყველა გაუშვებს.

მთელი ეს ტვ იმედის პერიპეტიები მაინც უნიჭოდ მოფიქრებული მასკარადი მგონია, "რუსთავი 2"-ის თემის გადასაფარად. მარტო კრიტიკულ მედიას კი არ ვერჩით, ზოგადად კარგი და პროფესიონალური მედია გვინდა, სადაც "მატყუარები და უწიგნურები" არ იქნებიანო

მოკლედ მედია კათარზისის თვითმხილველები ვართ რაა"

შეგანხსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია "იმედი" დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ შოუების სეგმენტს.

"მნიშვნელოვანია, რომ ჩემს კოლეგას აი ასე არ უხურავდნენ გადაცემას" - ეკა ხოფერია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია