საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაფერი ლევან გვაზავას შესახებ: ბრაზილიური სერიალის მსგავსი პირადი ცხოვრება, მოდელი მეუღლე და სკანდალური საქმეები
ყველაფერი ლევან გვაზავას შესახებ: ბრაზილიური სერიალის მსგავსი პირადი ცხოვრება, მოდელი მეუღლე და სკანდალური საქმეები

ლე­ვან გვა­ზა­ვა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის პოსტს იმ პე­რი­ოდ­ში იკა­ვებ­და, რო­დე­საც უწყე­ბას ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. გვა­ზა­ვა მე­რა­ბიშ­ვი­ლის მო­ად­გი­ლე იყო. ის თა­ნამ­დე­ბო­ბას 2008 წლამ­დე იკა­ვებ­და.

ლე­ვან გვა­ზა­ვა, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ის გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რია, "სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა ლი­გის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია.

ლე­ვან გვა­ზა­ვა, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტში 2012 წელს მო­ექ­ცა, რო­დე­საც პრო­კუ­რა­ტუ­რამ ის ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე მოწ­მის სა­ხით და­კი­თხა. ამ პე­რი­ოდ­ში მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი იყო და პრო­კუ­რა­ტუ­რამ გვა­ზა­ვას ბრა­ლი ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მის მა­სა­ლე­ბის გა­ყალ­ბე­ბის­თვის წა­რუდ­გი­ნა.

გვა­ზა­ვას გვა­რი ვა­ზა­გაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხურ ტრა­გე­დი­ას­თან ერ­თად ყო­ველ­თვის ფი­გუ­რი­რებ­და. იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ, რა­საც "სა­მარ­თალ­დამ­ცთა ლი­გის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას­თვის ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბა მოჰ­ყვა, გვა­ზა­ვამ პრე­სას­თან დუ­მი­ლი და­არ­ღვია.

"და­ზუს­ტე­ბით შე­მიძ­ლია, ვთქვა, რომ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის ოჯა­ხის შემ­დეგ ამ აფეთ­ქე­ბით დავ­ზა­რალ­დით ჩვენ – მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი. ჩვენ სა­მარ­თლებ­რივ და­ვა­ში ვი­ყა­ვით იური ვა­ზა­გაშ­ვილ­თან, საქ­მე სწო­რედ იქით მი­დი­ო­და, რომ ეს სა­მო­ქა­ლა­ქო დავა ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. სწო­რედ იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ სას­წრა­ფოდ და­კი­თხეს კორ­ტე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მე­ზე არა­ერ­თი პირი და პრაქ­ტი­კუ­ლად ამას მოჰ­ყვა ფირ­ცხა­ლა­ვა­სა და სხვა ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის და­კა­ვე­ბა. ვსვამ ელე­მენ­ტა­რულ კი­თხვას – რაში გვა­წყობ­და ჩვენ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის აფეთ­ქე­ბა? რაც შე­ე­ხე­ბა სო­სა­ნაშ­ვილს, პი­რა­დად არ ვიც­ნობ. მას­თან ახლო შე­ხე­ბა არც ფირ­ცხა­ლა­ვას ჰქო­ნია. ჩვენ ვიც­ნობ­დით, რო­გორც ერთ რი­გით პო­ლი­ცი­ელს. ამ აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ სას­წრა­ფოდ და­ი­წყო კორ­ტე­ბის საქ­მის შე­კერ­ვა. მინ­და გი­თხრათ, რომ ის პრო­კუ­რო­რე­ბი, ვინც ამ საქ­მეს კე­რა­ვენ, ადრე თუ გვი­ან, კა­ნო­ნის წი­ნა­შე აგე­ბენ პა­სუხს. სა­ზო­გა­დო­ე­ბაც მალე მიხ­ვდე­ბა ყვე­ლა­ფერს", - აცხა­დებ­და საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გვა­ზა­ვა "პრა­იმ-ტა­იმ­თან" სა­გა­ზე­თო ინ­ტერ­ვი­უ­ში.

შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იხი­ლეთ ტეგ­ზე #მკვლე­ლო­ბა ოქ­რო­ყა­ნა­ში

რაც შე­ე­ხე­ბა გვა­ზა­ვას პი­რად ცხოვ­რე­ბას, ის ამ­ჯე­რად მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. გვა­ზა­ვას რჩე­უ­ლი მო­დე­ლი ნინო ორ­დე­ნი­ძეა, რო­მე­ლიც ხში­რად ამ­ბობ­და, რომ ძა­ლი­ან უყ­ვარს ბევ­რი ფუ­ლის ხარ­ჯვა. ის ბოლო პე­რი­ო­დია უმუ­შე­ვა­რია, თუმ­ცა ეს მის მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე არ აი­სა­ხე­ბო­და, რად­გან ყვე­ლა­ფერ­ზე ოჯა­ხის უფ­რო­სი, ანუ მისი მე­უღ­ლე - ლე­ვან გვა­ზა­ვა ზრუ­ნავ­და.

წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი სტამ­ბულ­ში გა­იც­ნო. ლე­ვან გვა­ზა­ვა მე­უღ­ლე­ზე 10 წლით უფ­რო­სია, თუმ­ცა ამ ფაქტს ხელი არ შე­უშ­ლია ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის.

"ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე მოხ­და, უცებ... ვი­ცო­დი, რომ ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­დი, მიყ­ვარ­და, გავ­რის­კე და ეს ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგი, არა­ვინ იცო­და, რა გა­მო­ვი­დო­და. იყო ბევ­რი ჭორი, რა­ღა­ცე­ბი, ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო ჩემ­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ძა­ლი­ან მყა­რი ოჯა­ხი გვაქვს დღეს. ეს არ იყო ად­ვი­ლად გა­და­სად­გმე­ლი ნა­ბი­ჯი, მაგ­რამ რომ ვხე­დავ­დი, ლე­ვანს რო­გორ ვუყ­ვარ­დი, ეს სიყ­ვა­რუ­ლი ვერ დავ­თმე. ვი­საც რო­გორ უნდა, ისე გა­ი­გოს. ვენ­დე და მივ­ყე­ვი თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი. როცა გიყ­ვარს ადა­მი­ა­ნი, მა­შინ არა­ფერ­ზე ფიქ­რობ", - ამ­ბობ­და მო­დე­ლი "პრა­იმ-ტა­იმ­თან" სა­უბ­რი­სას.

რაც შე­ე­ხე­ბა ლე­ვან გვა­ზა­ვას წინა ქორ­წი­ნე­ბას, მას სამი შვი­ლი, - ზუკა, თეო და სოფო ჰყავს. სა­მი­ვე მათ­გა­ნი სრულ­წლო­ვა­ნია.

"არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვე­ბი არი­ან. ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ჩვენ­თან სულ ამო­დი­ან. ვგიჟ­დე­ბი მათ­ზე. ზუკა ძა­ლი­ან კე­თი­ლი და ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია, ლე­ვანს ჰგავს. ყო­ფი­ლი ცოლი ნა­ნა­ხი არ მყავს, მაგ­რამ ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. მოკ­ლედ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბრა­ზი­ლი­უ­რი სე­რი­ა­ლია", - უთხრა მო­დელ­მა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ზეთს.

წუ­ხელ მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, რა­საც ლე­ვან გვა­ზა­ვას დე­ი­დაშ­ვი­ლი - რეზო კა­ლომ­ლე­წა­ვი ემსხვერ­პლა, გვა­ზა­ვა კი უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი, ნინო ორ­დე­ნი­ძემ მე­უღ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი AMBEBI.GE-სთან გა­ა­კე­თა.

ნა­ხეთ| ლე­ვან გვა­ზა­ვას მე­უღ­ლის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი მომ­ხდარ­ზე და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე - "ძა­ლი­ან მძი­მედ არის, უნდა გა­დარ­ჩეს ლე­ვა­ნი..."

ნა­ხეთ ვი­დეო: ლე­ვან გვა­ზა­ვას მე­უღ­ლე მო­დე­ლი ნინო ორ­დე­ნი­ძე სა­ა­ვად­მყო­ფოს­თან

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ყველაფერი ლევან გვაზავას შესახებ: ბრაზილიური სერიალის მსგავსი პირადი ცხოვრება, მოდელი მეუღლე და სკანდალური საქმეები

ყველაფერი ლევან გვაზავას შესახებ: ბრაზილიური სერიალის მსგავსი პირადი ცხოვრება, მოდელი მეუღლე და სკანდალური საქმეები

ლევან გვაზავა შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოსტს იმ პერიოდში იკავებდა, როდესაც უწყებას ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა. გვაზავა მერაბიშვილის მოადგილე იყო. ის თანამდებობას 2008 წლამდე იკავებდა.

ლევან გვაზავა, რომელიც პოლიციის გენერალ-მაიორია, "სამართალდამცავთა ლიგის" ერთ-ერთი დამფუძნებელია.

ლევან გვაზავა, თანამდებობის დატოვების შემდეგ, საზოგადოების ყურადღების ცენტში 2012 წელს მოექცა, როდესაც პროკურატურამ ის ბუტა რობაქიძის საქმეზე მოწმის სახით დაკითხა. ამ პერიოდში მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი იყო და პროკურატურამ გვაზავას ბრალი ბუტა რობაქიძის საქმის მასალების გაყალბებისთვის წარუდგინა.

გვაზავას გვარი ვაზაგაშვილების ოჯახურ ტრაგედიასთან ერთად ყოველთვის ფიგურირებდა. იური ვაზაგაშვილის აფეთქების შემდეგ, რასაც "სამართალდამცთა ლიგის" დამფუძნებლის, ირაკლი ფირცხალავასთვის ბრალის წაყენება მოჰყვა, გვაზავამ პრესასთან დუმილი დაარღვია.

"დაზუსტებით შემიძლია, ვთქვა, რომ ვაზაგაშვილის ოჯახის შემდეგ ამ აფეთქებით დავზარალდით ჩვენ – მე და ჩემი მეგობრები. ჩვენ სამართლებრივ დავაში ვიყავით იური ვაზაგაშვილთან, საქმე სწორედ იქით მიდიოდა, რომ ეს სამოქალაქო დავა ჩვენს სასარგებლოდ დასრულებულიყო. სწორედ იური ვაზაგაშვილის აფეთქების შემდეგ სასწრაფოდ დაკითხეს კორტების სპეცოპერაციის საქმეზე არაერთი პირი და პრაქტიკულად ამას მოჰყვა ფირცხალავასა და სხვა ჩვენი მეგობრების დაკავება. ვსვამ ელემენტარულ კითხვას – რაში გვაწყობდა ჩვენ ვაზაგაშვილის აფეთქება? რაც შეეხება სოსანაშვილს, პირადად არ ვიცნობ. მასთან ახლო შეხება არც ფირცხალავას ჰქონია. ჩვენ ვიცნობდით, როგორც ერთ რიგით პოლიციელს. ამ აფეთქების შემდეგ სასწრაფოდ დაიწყო კორტების საქმის შეკერვა. მინდა გითხრათ, რომ ის პროკურორები, ვინც ამ საქმეს კერავენ, ადრე თუ გვიან, კანონის წინაშე აგებენ პასუხს. საზოგადოებაც მალე მიხვდება ყველაფერს", - აცხადებდა საქმესთან დაკავშირებით გვაზავა "პრაიმ-ტაიმთან" საგაზეთო ინტერვიუში.

შემთხვევის შესახებ ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #მკვლელობა ოქროყანაში

რაც შეეხება გვაზავას პირად ცხოვრებას, ის ამჯერად მეორე ქორწინებაში იმყოფება. გვაზავას რჩეული მოდელი ნინო ორდენიძეა, რომელიც ხშირად ამბობდა, რომ ძალიან უყვარს ბევრი ფულის ხარჯვა. ის ბოლო პერიოდია უმუშევარია, თუმცა ეს მის მატერიალურ მდგომარეობაზე არ აისახებოდა, რადგან ყველაფერზე ოჯახის  უფროსი, ანუ მისი მეუღლე - ლევან გვაზავა ზრუნავდა.

წყვილმა ერთმანეთი სტამბულში გაიცნო. ლევან გვაზავა მეუღლეზე 10 წლით უფროსია, თუმცა ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია ბედნიერებისთვის.

"ეს ყველაფერი ისე მოხდა, უცებ... ვიცოდი, რომ ძალიან ვუყვარდი, მიყვარდა, გავრისკე და ეს ნაბიჯი გადავდგი, არავინ იცოდა, რა გამოვიდოდა. იყო ბევრი ჭორი, რაღაცები, ძალიან ძნელი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან მყარი ოჯახი გვაქვს დღეს. ეს არ იყო ადვილად გადასადგმელი ნაბიჯი, მაგრამ რომ ვხედავდი, ლევანს როგორ ვუყვარდი, ეს სიყვარული ვერ დავთმე. ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს. ვენდე და მივყევი თვალდახუჭული. როცა გიყვარს ადამიანი, მაშინ არაფერზე ფიქრობ", - ამბობდა მოდელი "პრაიმ-ტაიმთან" საუბრისას.

რაც შეეხება ლევან გვაზავას წინა ქორწინებას, მას სამი შვილი, - ზუკა, თეო და სოფო ჰყავს. სამივე მათგანი სრულწლოვანია.

"არაჩვეულებრივი ბავშვები არიან. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენთან სულ ამოდიან. ვგიჟდები მათზე. ზუკა ძალიან კეთილი და ძალიან საყვარელია, ლევანს ჰგავს. ყოფილი ცოლი ნანახი არ მყავს, მაგრამ ცივილიზებული ურთიერთობა გვაქვს. მოკლედ, ჩვეულებრივი ბრაზილიური სერიალია", - უთხრა მოდელმა პირად ცხოვრებაზე საუბრისას გაზეთს.

წუხელ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რასაც ლევან გვაზავას დეიდაშვილი - რეზო კალომლეწავი ემსხვერპლა, გვაზავა კი უმძიმესი მდგომარეობით საავადმყოფოშია მოთავსებული, ნინო ორდენიძემ მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პირველი კომენტარი AMBEBI.GE-სთან გააკეთა.

ნახეთ| ლევან გვაზავას მეუღლის პირველი კომენტარი მომხდარზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - "ძალიან მძიმედ არის, უნდა გადარჩეს ლევანი..."

ნახეთ ვიდეო: ლევან გვაზავას მეუღლე მოდელი ნინო ორდენიძე საავადმყოფოსთან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია