ჟურნალისტი ელისო კილაძე "ფეისბუქზე" აქვეყნებს ფოტოებს, რომლებიც, მისი თქმით, ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლშია გადაღებული.
რეალურად, რა ხებოდა ჭორვილაში - დეტალების გასარკვევად AMBEBI.GE იქ მყოფ ელისო ჩაფიძესთან და ზაქარია ქუცნაშვილთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა "ოცნების" დეპუტატებმა AMBEBI.GE-ს ყველა ზარი უპასუხოდ დატოვეს.
დამატებითი ინფორმაციისთვის AMBEBI.GE საჩხერის გამგეობას დაუკავშირდა.
"ჩემთვის არავის შეუტყობინებია ამ წვეულების შესახებ და არ ვყოფილვარ", - უთხრა AMBEBI.GE-ს საჩხერის გამგებლის წარმომადგენელმა საირხის ადმინისტრაციულ ორგანოში (ჭორვილაში) ერეკლე გრძელიშვილმა.
მისი თქმით, გუშინ გამართულ წვეულებას არც სხვა გამგებლები ესწრებოდნენ.
"ამ წვეულების შესახებ არაფერი ვიცოდი. არც გამგებლები ყოფილან, რადგან ახლა ერთი გამგებელი მანქანაში მიზის და მეტყოდა ამ წვეულების შესახებ რამე თუ იცოდა. სოფლის გამგებელები არ ყოფილან, ეს ნამდვილად ვიცი. ჩემთვის არაფერი შეუტყობინებიათ, თორემ რომ დავეპატიჟე, იქ პირველი ვიქნებოდი", - განაცხადა ერეკლე გრძელიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, გამართული წვეულება იმერეთის წარმატებულ ქალებს მიეძღვნა. ჟურნალისტი დასძენს, რომ ღონისძიებაზე მაღალჩინოსნები, მათ შორის მინისტრები და გამგებლებიც იყვნენ დაპატიჟებული. ელისო კილაძის თქმით, ამავე დღეს ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკა ხვედელიძის დაბადების დღე იყო, თუმცა არ ფლობს ინფორმაციას, ესწრებოდნენ თუ არა წვეულებას ივანიშვილი და მისი მეუღლე.
თაკო ესებუა
AMBEBI.GE