პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხალხმა წამებში გაასწრო, თორემ დაეცემოდათ" - თვითმხილველი "ალი და ნინოს" სკულპტურის დამსხვრევაზე
"ხალხმა წამებში გაასწრო, თორემ დაეცემოდათ" - თვითმხილველი "ალი და ნინოს" სკულპტურის დამსხვრევაზე

ბა­თუმ­ში, "ალი და ნი­ნოს" სკულპ­ტუ­რა გა­და­ტა­ნის დროს და­ზი­ან­და, დამ­სხვრე­უ­ლია ნი­ნოს სკულპ­ტუ­რა. მომ­ხდარ­თა და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE-ს თვითმხილ­ვე­ლი ესა­უბ­რა.

"ქან­და­კე­ბა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო და მის შე­კე­თე­ბას და სკულპ­ტუ­რის 20 მეტ­რით უკან გა­და­ტა­ნას აპი­რებ­დნენ, რად­გან ზღვის მოქ­ცე­ვის დროს "ალის და ნი­ნოს" ზი­ა­ნი ად­გე­ბო­და. მუ­შე­ბი მო­ვიდ­ნენ პა­ტა­რა ამ­წე­თი, თო­კე­ბი ჩა­ა­ბეს, უნდა აე­წი­ათ და გა­და­ე­ტა­ნათ, მაგ­რამ თო­კე­ბი ჩა­ა­ბეს ცალ მხა­რეს, რის გა­მოც ქან­და­კე­ბის წო­ნას­წო­რო­ბა ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს და "ნი­ნოს" ქან­და­კე­ბა ბე­ტონს და­ე­ცა. და­ცე­მა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა, რომ ქან­და­კე­ბას­თან ერ­თად ბე­ტო­ნის ნა­წი­ლიც ჩა­იმ­სხვრა.

იქვე იჯდა ხალ­ხიც, წა­მებ­ში გა­ას­წრეს, თო­რემ მა­თაც და­ე­ცე­მო­დათ, წა­მებ­ში გა­და­ურჩნენ სიკ­ვდილს. ხალ­ხმა მუ­შებს და "ოც­ნე­ბას" და­უ­წყო ლან­ძღვა, მაგ­რამ მუ­შებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ სა­გან­გა­შო არა­ფე­რია, და რომ 10 დღე­ში აღად­გე­ნენ სკულპ­ტუ­რას", - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას თვითმხილ­ვე­ლი.

მი­სი­ვე თქმით, ამ ეტაპ­ზე ქა­ლა­ქის მე­რი­ი­დან არა­ვინ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ახ­ლა­ხან გა­მოჩ­ნდა სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თა­მარ კვე­სი­ტა­ძის ნა­მუ­შე­ვა­რი ბა­თუ­მის სა­ნა­პი­რო­ზე, ზღვას­თან ახ­ლოს, 2011 წლის ზა­ფხულ­ში დად­გეს. თუმ­ცა იმის გამო, რომ სკულპ­ტუ­რას ზღვამ სა­ძირ­კვე­ლი და­უ­ზი­ა­ნა, მისი სხვა ად­გი­ლას გა­და­ტა­ნა გა­და­წყდა. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქან­და­კე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ებს ბა­თუ­მის ბულ­ვა­რის ად­მი­ნის­ტრა­ცია აწარ­მო­ებ­და.

ჩვენ გან­ვაგ­რძობთ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"ხალხმა წამებში გაასწრო, თორემ დაეცემოდათ" - თვითმხილველი "ალი და ნინოს" სკულპტურის დამსხვრევაზე

"ხალხმა წამებში გაასწრო, თორემ დაეცემოდათ" - თვითმხილველი "ალი და ნინოს" სკულპტურის დამსხვრევაზე

ბათუმში, "ალი და ნინოს" სკულპტურა გადატანის დროს დაზიანდა, დამსხვრეულია ნინოს სკულპტურა. მომხდართა დაკავშირებით AMBEBI.GE-ს თვითმხილველი ესაუბრა.

"ქანდაკება დაზიანებული იყო და მის შეკეთებას და სკულპტურის 20 მეტრით უკან გადატანას აპირებდნენ, რადგან ზღვის მოქცევის დროს "ალის და ნინოს" ზიანი ადგებოდა. მუშები მოვიდნენ პატარა ამწეთი, თოკები ჩააბეს, უნდა აეწიათ და გადაეტანათ, მაგრამ თოკები ჩააბეს ცალ მხარეს, რის გამოც ქანდაკების წონასწორობა ვერ შეინარჩუნეს და "ნინოს" ქანდაკება ბეტონს დაეცა. დაცემა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ქანდაკებასთან ერთად ბეტონის ნაწილიც ჩაიმსხვრა.

იქვე იჯდა ხალხიც, წამებში გაასწრეს, თორემ მათაც დაეცემოდათ, წამებში გადაურჩნენ სიკვდილს. ხალხმა მუშებს და "ოცნებას" დაუწყო ლანძღვა, მაგრამ მუშებმა განაცხადეს, რომ საგანგაშო არაფერია, და რომ 10 დღეში აღადგენენ სკულპტურას", - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბრისას თვითმხილველი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქალაქის მერიიდან არავინ გამოჩენილა. ახლახან გამოჩნდა საპატრულო ეკიპაჟი.

შეგახსენებთ, რომ თამარ კვესიტაძის ნამუშევარი ბათუმის სანაპიროზე, ზღვასთან ახლოს, 2011 წლის ზაფხულში დადგეს. თუმცა იმის გამო, რომ სკულპტურას ზღვამ საძირკველი დაუზიანა, მისი სხვა ადგილას გადატანა გადაწყდა. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ქანდაკების გადაადგილებისთვის მიმდინარე სამუშაოებს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია აწარმოებდა.

ჩვენ განვაგრძობთ მომხდართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოძიებას.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია