პოლიტიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დელტა" კახეთში სეტყვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"დელტა" კახეთში სეტყვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სამ­ხედ­რო სა­მეც­ნი­ე­რო-ტექ­ნი­კუ­რი ცენ­ტრი "დელ­ტა კა­ხეთ­ში სე­ტყვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ. "დელ­ტას" სე­ტყვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მის მარ­თვის ცენ­ტრის მიერ 19 აგ­ვის­ტოს 17:30 სთ-დან კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან და­ფიქ­სირ­და შე­მო­მა­ვა­ლი ღრუბ­ლის ფრონ­ტი. ღრუ­ბე­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად გავ­რცელ­და სა­გა­რე­ჯოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, შემ­დეგ კი თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სამ­ხრეთ ნა­წილ­ში და გურ­ჯა­ან­ში.

21:04 სა­ათ­ზე სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში კვლავ გავ­რცელ­და ღრუბ­ლის ფრონ­ტი. ღრუ­ბე­ლი გა­და­ვი­და ყვა­რე­ლის, სიღ­ნა­ღის, ლა­გო­დე­ხის და დე­დოფ­ლის­წყა­როს რა­ი­ო­ნებ­შიც. 21:14 დან 21:27 სა­ა­თამ­დე სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში ღრუბ­ლე­ბი რა­კე­ტე­ბით და­მუ­შავ­და. 22:40 სა­ათ­ზე სიღ­ნა­ღის და 22:50 სა­ათ­ზე ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნებ­ში ღრუ­ბე­ლი გაძ­ლი­ერ­და და სე­ტყვის ალ­ბა­თო­ბამ 80% შე­ად­გი­ნა. რა­კე­ტე­ბით ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად 23:00 სა­ა­თის­თვის და­სა­ცა­ვი ტე­რი­ტო­რი­ის თავ­ზე შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო მოღ­რუბ­ლუ­ლო­ბა.

01:15 სა­ა­თის­თვის სა­გა­რე­ჯოს და ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კვლავ გავ­რცელ­და სე­ტყვა­სა­ში­ში ღრუ­ბე­ლი. აქ­ტი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ 04:00 სა­ა­თის­თვის და­სა­ცა­ვი ტე­რი­ტო­რი­ის თავ­ზე შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და უმ­ნიშ­ვნე­ლო მოღ­რუბ­ლუ­ლო­ბა. ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში შე­მო­იჭ­რა 1000 კმ2 ზე მეტი სა­ერ­თო ფარ­თო­ბის მქო­ნე ღრუ­ბე­ლი. სე­ტყვის ალ­ბა­თო­ბა 80 %-ს შე­ად­გენ­და, მო­სა­ლოდ­ნე­ლი სე­ტყვის მარ­ცვლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო ზომა კი 15-დან 30 მმ-მდე მერ­ყე­ობ­და.

20:10 დან 02:06 სა­ა­თამ­დე სა­გა­რე­ჯოს, გურ­ჯა­ა­ნის, ლა­გო­დე­ხის, ახ­მე­ტის და თე­ლა­ვის, გას­რო­ლი­ლი იქნა 70 ერ­თე­ულ­ზე მეტი სე­ტყვა­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რა­კე­ტა. რა­კე­ტე­ბით აქ­ტი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად სე­ტყვა­სა­ში­ში ღრუბ­ლე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი ად­გილ­ზე ჩა­მო­ი­ცა­ლა წვი­მის სა­ხით. 19 აგ­ვის­ტოს და­წყე­ბუ­ლი და სრუ­ლად გა­ნე­იტ­რა­ლე­ბუ­ლი სე­ტყვა­სა­ში­ში პრო­ცე­სე­ბი ერ­თი­ან პო­ცეს­ში გაგ­რძელ­და 20-21 აგ­ვის­ტო­საც.

სსსტც ""დელ­ტას"" სე­ტყვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მის მარ­თვის ცენ­ტრმა 20 აგ­ვის­ტოს 19:20 სა­ა­თის­თვის და­ა­ფიქ­სი­რა ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში, ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მო­მა­ვა­ლი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სე­ტყვის მარ­ცვლე­ბის (30-50 მმ) შემ­ცვე­ლი ღრუბ­ლის ფრონ­ტი, რო­მე­ლიც გა­და­ად­გილ­დე­ბო­და სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ მი­მარ­თუ­ლე­ბით, კავ­კა­სი­ო­ნის ქე­დის გას­წვრივ. 01:59 სა­ა­თის­თვის ახ­მე­ტის რა­ი­ონ­ში და­მა­ტე­ბით შე­მო­ვი­და ღრუ­ბელ­თა ახა­ლი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სის­ტე­მა, რო­მელ­შიც სე­ტყვის მარ­ცვლე­ბის ფორ­მი­რე­ბა კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში შე­მოს­ვლამ­დე მოხ­და. გა­და­ად­გი­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თი. 02:43 სა­ა­თის­თვის ღრუ­ბელ­მა გა­და­ი­ნაც­ვლა ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ მი­მარ­თუ­ლე­ბით და და­ტო­ვა კა­ხე­თის რე­გი­ო­ნი.

სა­ერ­თო ჯამ­ში ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში 1600კმ2 ზე მეტი ფარ­თო­ბის მქო­ნე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სე­ტყვის მარ­ცვლე­ბის შემ­ცვე­ლი ღრუბ­ლის ფრონ­ტი შე­მო­ვი­და. ღრუ­ბე­ლი კავ­კა­სი­ო­ნის ქე­დის სამ­ხრეთ კალ­თებს გა­უყ­ვა და სე­ტყვა­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მის მოქ­მე­დე­ბის არე­ა­ლის უკი­დუ­რეს ჩრდი­ლო ნა­წილ­ში გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სე­ტყვა­სა­ში­ში ღრუბ­ლის ფრონ­ტის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა დღეს-დღე­ო­ბით არ­სე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია, რა­კე­ტე­ბით აქ­ტი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად თა­ვი­დან იქნა არი­დე­ბუ­ლი ღრუბ­ლის მა­სის და­მა­ტე­ბი­თი გაძ­ლი­ე­რე­ბა, რაც არ­სე­ბულ ნა­ლექს რამ­დენ­ჯერ­მე გაზ­რდი­და.

სე­ტყვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მამ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა 2015 წლის 28 მა­ისს და­ი­წყო. სა­ტეს­ტო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად წლე­ვან­დე­ლი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში სის­ტე­მამ 35 მას­შტა­ბუ­რი სე­ტყვას­ში­ში პრო­ცე­სი გა­ა­ნე­იტ­რა­ლა, რი­თაც კა­ხე­თის რე­გი­ონს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზა­რა­ლი აა­ცი­ლა თა­ვი­დან", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"დელტა" კახეთში სეტყვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"დელტა" კახეთში სეტყვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა კახეთში სეტყვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ინტერპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. "დელტას" სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 19 აგვისტოს 17:30 სთ-დან კახეთის რეგიონში სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებიდან დაფიქსირდა შემომავალი ღრუბლის ფრონტი. ღრუბელი თავდაპირველად გავრცელდა საგარეჯოს ტერიტორიაზე, შემდეგ კი თელავის რაიონის სამხრეთ ნაწილში და გურჯაანში.

21:04 საათზე საგარეჯოს რაიონში კვლავ გავრცელდა ღრუბლის ფრონტი. ღრუბელი გადავიდა ყვარელის, სიღნაღის, ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს რაიონებშიც. 21:14 დან 21:27 საათამდე საგარეჯოს რაიონში ღრუბლები რაკეტებით დამუშავდა. 22:40 საათზე სიღნაღის და 22:50 საათზე ლაგოდეხის რაიონებში ღრუბელი გაძლიერდა და სეტყვის ალბათობამ 80% შეადგინა. რაკეტებით ზემოქმედების შედეგად 23:00 საათისთვის დასაცავი ტერიტორიის თავზე შეინიშნებოდა მხოლოდ უმნიშვნელო მოღრუბლულობა.

01:15 საათისთვის საგარეჯოს და ახმეტის რაიონების ტერიტორიაზე კვლავ გავრცელდა სეტყვასაშიში ღრუბელი. აქტიური ზემოქმედების შემდეგ 04:00 საათისთვის დასაცავი ტერიტორიის თავზე შეინიშნებოდა უმნიშვნელო მოღრუბლულობა. ზემოთაღნიშნული დროის განმავლობაში კახეთის რეგიონში შემოიჭრა 1000 კმ2 ზე მეტი საერთო ფართობის მქონე ღრუბელი. სეტყვის ალბათობა 80 %-ს შეადგენდა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების სავარაუდო ზომა კი 15-დან 30 მმ-მდე მერყეობდა.

20:10 დან 02:06 საათამდე საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხის, ახმეტის და თელავის, გასროლილი იქნა 70 ერთეულზე მეტი სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა. რაკეტებით აქტიური ზემოქმედების შედეგად სეტყვასაშიში ღრუბლების უდიდესი ნაწილი ადგილზე ჩამოიცალა წვიმის სახით. 19 აგვისტოს დაწყებული და სრულად განეიტრალებული სეტყვასაშიში პროცესები ერთიან პოცესში გაგრძელდა 20-21 აგვისტოსაც.

სსსტც ""დელტას"" სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა 20 აგვისტოს 19:20 საათისთვის დააფიქსირა ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებიდან კახეთის რეგიონში, ახმეტის რაიონის ტერიტორიაზე შემომავალი ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლების (30-50 მმ) შემცველი ღრუბლის ფრონტი, რომელიც გადაადგილდებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით, კავკასიონის ქედის გასწვრივ. 01:59 საათისთვის ახმეტის რაიონში დამატებით შემოვიდა ღრუბელთა ახალი ჩამოყალიბებული სისტემა, რომელშიც სეტყვის მარცვლების ფორმირება კახეთის რეგიონში შემოსვლამდე მოხდა. გადაადგილების მიმართულება ჩრდილო-აღმოსავლეთი. 02:43 საათისთვის ღრუბელმა გადაინაცვლა ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით და დატოვა კახეთის რეგიონი.

საერთო ჯამში ზემოთაღნიშნული დროის განმავლობაში კახეთის რეგიონში 1600კმ2 ზე მეტი ფართობის მქონე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლების შემცველი ღრუბლის ფრონტი შემოვიდა. ღრუბელი კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს გაუყვა და სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მოქმედების არეალის უკიდურეს ჩრდილო ნაწილში გადაადგილდებოდა. მიუხედავად იმისა რომ ჩამოყალიბებული სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტის განეიტრალება დღეს-დღეობით არსებული ტექნოლოგიებით შეუძლებელია, რაკეტებით აქტიური ზემოქმედების შედეგად თავიდან იქნა არიდებული ღრუბლის მასის დამატებითი გაძლიერება, რაც არსებულ ნალექს რამდენჯერმე გაზრდიდა.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ ფუნქციონირება 2015 წლის 28 მაისს დაიწყო. სატესტო რეჟიმში მუშაობის მიუხედავად წლევანდელი სეზონის განმავლობაში კახეთის რეგიონში სისტემამ 35 მასშტაბური სეტყვასშიში პროცესი გაანეიტრალა, რითაც კახეთის რეგიონს მნიშვნელოვანი ზარალი ააცილა თავიდან", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია