10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთი სეტყვა ცხოვრებაში არ მინახავს, თვალით აუწერელი უბედურება იყო" - კახელი გლეხი სტიქიის ღამეს აღწერს
"ასეთი სეტყვა ცხოვრებაში არ მინახავს, თვალით აუწერელი უბედურება იყო" - კახელი გლეხი სტიქიის ღამეს აღწერს

ყვარ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭი­კა­ა­ნის მკვიდ­რის, 56 წლის გია რაზ­მა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სოფ­ლის მცხოვ­რებ­ლებს წუ­ხან­დე­ლი სტი­ქი­ის შე­დე­გად ძა­ლი­ან დიდი ზა­რა­ლი მი­ად­გათ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გია რაზ­მა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ად­გი­ლობ­რი­ვი ან ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლე­ბი­დან კი სო­ფელ­ში ჯერ არა­ვინ მი­სუ­ლა და მათი მდგო­მა­რე­ო­ბით არა­ვინ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა.

რაზ­მა­ძის თქმით, რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­სულ­მა ძლი­ერ­მა სე­ტყვამ მრა­ვალ­წლი­ა­ნი ხე­ხი­ლის ხე­ე­ბი და ვაზი გა­ა­ნად­გუ­რა. ასე­ვე, ძლი­ერ­მა ქარ­მა და სე­ტყვამ სახ­ლებს სა­ხუ­რა­ვე­ბი ახა­და, შუ­შე­ბი ჩა­ამ­სხვრია.

"ასე­თი სე­ტყვა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არ მი­ნა­ხავს. თვა­ლით აუ­წე­რე­ლი უბე­დუ­რე­ბა იყო. კაკ­ლი­სო­დე­ნა სე­ტყვამ შუ­შე­ბი ჩა­ამ­სხვრია. ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ. ხალ­ხი ჯერ კი­დევ შო­კი­რე­ბუ­ლია. თუ რამე ხე­ხი­ლი იყო მი­წას­თან არის გას­წო­რე­ბუ­ლი. სე­ტყვა 21:00 სა­ა­თის შემ­დეგ და­ი­წყო და 10-15 წუთი გრძელ­დე­ბო­და. თან ქრიშ­ხა­ლი ერ­თვო­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­დან ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ალ­ბათ ხალ­ხი გავა რა­ი­ონ­ში და მი­ა­კი­თხავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. სტი­ქი­ამ ზო­გი­ერთ სახ­ლს სა­ხუ­რა­ვი გა­და­ხა­და", - აღ­ნიშ­ნა რაზ­მა­ძემ.

მი­სი­ვე თქით, წელს მისი ერთ ჰექტრამ­დე ვე­ნა­ხი სამ­ჯერ და­ი­სე­ტყვა, სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია "ირა­ომ" მისი ვე­ნა­ხი 30%-ით შე­ა­ფა­სა. წუ­ხან­დე­ლი სე­ტყვის ზა­რალ­ზე კი რაზ­მა­ძეს სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ა­ში გა­ნა­ცხა­დი ჯერ არ გა­უ­კე­თე­ბია. იგი აპი­რებს სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ას კვლავ მი­მარ­თოს.

სტი­ქია კა­ხეთ­ში: გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია მო­სა­ვა­ლი, დატ­ბო­რი­ლია სახ­ლე­ბი, მო­სახ­ლე­ო­ბა გა­ზი­სა და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შე დარ­ჩა

კა­ხეთ­ში, სტი­ქი­ით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის და­სახ­მა­რებ­ლად, თბი­ლი­სი­დან სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ბრი­გა­დე­ბი გა­იგ­ზავ­ნა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ასეთი სეტყვა ცხოვრებაში არ მინახავს, თვალით აუწერელი უბედურება იყო" - კახელი გლეხი სტიქიის ღამეს აღწერს

"ასეთი სეტყვა ცხოვრებაში არ მინახავს, თვალით აუწერელი უბედურება იყო" - კახელი გლეხი სტიქიის ღამეს აღწერს

ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანის მკვიდრის, 56 წლის გია რაზმაძის განცხადებით, სოფლის მცხოვრებლებს წუხანდელი სტიქიის შედეგად ძალიან დიდი ზარალი მიადგათ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გია რაზმაძემ განუცხადა, ადგილობრივი ან ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელებიდან კი სოფელში ჯერ არავინ მისულა და მათი მდგომარეობით არავინ დაინტერესებულა.

რაზმაძის თქმით, რამდენიმე წუთის განმავლობაში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ მრავალწლიანი ხეხილის ხეები და ვაზი გაანადგურა. ასევე, ძლიერმა ქარმა და სეტყვამ სახლებს სახურავები ახადა, შუშები ჩაამსხვრია.

"ასეთი სეტყვა ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს. თვალით აუწერელი უბედურება იყო. კაკლისოდენა სეტყვამ შუშები ჩაამსხვრია. ყველანი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. ხალხი ჯერ კიდევ შოკირებულია. თუ რამე ხეხილი იყო მიწასთან არის გასწორებული. სეტყვა 21:00 საათის შემდეგ დაიწყო და 10-15 წუთი გრძელდებოდა. თან ქრიშხალი ერთვოდა. ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ჯერჯერობით არავინ გამოჩენილა. ალბათ ხალხი გავა რაიონში და მიაკითხავს ხელისუფლებას. სტიქიამ ზოგიერთ სახლს სახურავი გადახადა", - აღნიშნა რაზმაძემ.

მისივე თქით, წელს მისი ერთ ჰექტრამდე ვენახი სამჯერ დაისეტყვა, სადაზღვევო კომპანია "ირაომ" მისი ვენახი 30%-ით შეაფასა. წუხანდელი სეტყვის ზარალზე კი რაზმაძეს სადაზღვევო კომპანიაში განაცხადი ჯერ არ გაუკეთებია. იგი აპირებს სადაზღვევო კომპანიას კვლავ მიმართოს.

სტიქია კახეთში: განადგურებულია მოსავალი, დატბორილია სახლები, მოსახლეობა გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

კახეთში, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, თბილისიდან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები გაიგზავნა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია