პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ემზადება თუ არა ნანა ლეჟავა რევანშისთვის და აპირებს თუ არა "რუსთავი 2"-ში საინფორმაციო სამსახურის უფროსობას
ემზადება თუ არა ნანა ლეჟავა რევანშისთვის და აპირებს თუ არა "რუსთავი 2"-ში საინფორმაციო სამსახურის უფროსობას

ჟურ­ნა­ლის­ტი ნანა ლეჟა­ვა აცხა­დებს, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე არ ფიქ­რობს. გა­ზეთ "ქრო­ნი­კა +"-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის, ელი­სო კი­ლა­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მად ნანა ლეჟა­ვა "რუს­თა­ვი 2"-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სო­ბი­სა და რე­ვან­შით დაბ­რუ­ნე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა, ნანა ლეჟა­ვამ AMBEBI.GE-სგან შე­ი­ტყო.

ნანა ლეჟა­ვა ამ­ბობს, რომ "რუს­თა­ვი 2"-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სო­ბა აზ­რა­დაც არ მოს­ვლია და მისი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი სხვა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას უკავ­შირ­დე­ბა. ლეჟა­ვას თქმით, 2006 წლის შემ­დეგ, "რუს­თა­ვი 2" მისი ცხოვ­რე­ბის დღის წეს­რიგ­ში არ დგას.

- ელი­სო კი­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი კო­მენ­ტა­რი რო­გორ უნდა გა­ვა­კე­თო? ელი­სო კი­ლა­ძეს შე­უძ­ლია მშვი­დად იყოს. მარ­თლა სა­ი­დან მო­ი­ტა­ნეს, ვერ ვხვდვე­ბი. მის სი­ბინ­ძუ­რე­ებ­ზე კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ, ენას ძვა­ლი არ აქვს. მე რომ ჩა­მოვ­დგე და რამ­დე­ნი ბო­რო­ტი ადა­მი­ა­ნიც არის, რომ­ლე­ბიც სხვი­სი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რო­ბენ, ჭო­რებს იგო­ნე­ბენ, სა­ში­ნე­ლე­ბებს ამ­ბო­ბენ და ამა­ზე კო­მენ­ტა­რი ვა­კე­თო, მა­შინ მე მე აღარ ვიქ­ნე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ მაქვს არა­ვის­თან პო­ლე­მი­კა­ში შეს­ვლის, მით უმე­ტეს, ასეთ ბინ­ძურ გან­ცხა­დე­ბებ­ზე. "რუს­თა­ვი 2"-ის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს ვეც­ნო­ბი, არა­ვის­თან კონ­ტაქ­ტი არ მქო­ნია. და­სას­ვე­ნებ­ლად ვი­ყა­ვი და იქ ვეც­ნო­ბო­დი ინ­ფორ­მა­ცი­ას.

- სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე არ გი­ფიქ­რი­ათ?

- (იცი­ნის) არა, არა­ნა­ი­რად. 2006 წლის შემ­დეგ, რაც "რუს­თა­ვი 2"-დან წა­მო­ვე­დი არხზე არა­ნა­ი­რი სა­ხით დაბ­რუ­ნე­ბა­ზე, არც მა­შინ და არც ახლა არ მი­ფიქ­რია. მე მა­ინც ვფიქ­რობ, რომ სა­მარ­თლებ­რი­ვად ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ძველ მე­პატ­რო­ნე­ებს არ­ხის დაბ­რუ­ნე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბათ. მათ შო­რის ქი­ბარ ხალ­ვაშს, ჯარ­ჯი­საც და და­თო­საც. არც კი მი­ფიქ­რია "რუს­თა­ვი -2"-ში დაბ­რუ­ნე­ბა, რა­ტომ უნდა მე­ფიქ­რა?

- ცნო­ბი­ლი იყო თქვე­ნი ახლო კავ­ში­რე­ბი ქი­ბარ ხალ­ვაშ­თან, ალ­ბათ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გაჩ­ნდა ეს მო­საზ­რე­ბა.

- დიახ, მაგ­რამ თა­ვის დრო­ზე ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და სხვებ­თა­ნაც. მაგ­რამ არ ვიცი, ქი­ბა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მი­ნა­ხავს. რო­გორც სხვე­ბის­თვის, ასე­ვე ჩემ­თვი­საც სი­ურპრი­ზი იყო მისი ეს გან­ცხა­დე­ბა. არც კი ვი­ცო­დი, რომ ასე აპი­რებ­და.

- იმის მი­უ­ხედ­ვად, რომ საქ­მე სა­მარ­თლებ­რი­ვად რთუ­ლად გეჩ­ვე­ნე­ბათ, თუ ქი­ბარ ხალ­ვაშ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია და­იბ­რუ­ნა, რო­გორ გე­სა­ხე­ბა თქვე­ნი თავი მო­მა­ვალ­ში?

- "რუს­თა­ვი 2"-თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩემი თავი არა­ნა­ი­რად არა­ფერ­ში მე­სა­ხე­ბა. აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა გეგ­მე­ბი მაქვს სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. 2006 წლის შემ­დეგ, "რუს­თა­ვი 2" დღის წეს­რიგ­ში ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არ დგას.

- თუ შე­გიძ­ლი­ათ სხვა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ თქვენს გეგ­მებ­ზე გვე­სა­უბ­როთ?

- არა, ჯერ­ჯე­რო­ბით არა. "რუს­თა­ვი 2"-ში ჩემს კო­ლე­გებს ვუ­სურ­ვებ ყვე­ლა­ფერს სა­უ­კე­თე­სოს. ასეთ ჭორს ნუ­რა­ვინ აყ­ვე­ბა.

გა­ზეთ "ქრო­ნი­კა +"-ის მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ზე" და­წე­რა, რომ ნანა ლეჟა­ვა "რუს­თა­ვი 2"-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

"ნანა ლეჟა­ვა ემ­ზა­დე­ბა თურ­მე რუს­თა­ვი 2-ის სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს უფ­რო­სო­ბის­თვის - რე­ვან­შით უნდა დავ­ბრუნ­დეო!

დაბ­რუნ­დე­ბა თუ არა, იმ დღეს­ვე ვარ­ღვევ კო­ლე­გი­ა­ლო­ბას და ლეჟა­ვას "კაი გო­გო­ო­ბის" ამ­ბავს მოვ­ყვე­ბი, რა­საც რვა წე­ლია სა­ი­დუმ­ლოდ ვი­ნა­ხავ", - წერს ელი­სო კი­ლა­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე".

ნა­ტა­ლია და­დი­ა­ნი

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

ემზადება თუ არა ნანა ლეჟავა რევანშისთვის და აპირებს თუ არა "რუსთავი 2"-ში საინფორმაციო სამსახურის უფროსობას

ემზადება თუ არა ნანა ლეჟავა რევანშისთვის და აპირებს თუ არა "რუსთავი 2"-ში საინფორმაციო სამსახურის უფროსობას

ჟურნალისტი ნანა ლეჟავა აცხადებს, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში დაბრუნებაზე არ ფიქრობს. გაზეთ "ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად ნანა ლეჟავა "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსობისა და რევანშით დაბრუნებისთვის ემზადება, ნანა ლეჟავამ AMBEBI.GE-სგან შეიტყო.

ნანა ლეჟავა ამბობს, რომ "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსობა აზრადაც არ მოსვლია და მისი სამომავლო გეგმები სხვა ტელეკომპანიას უკავშირდება. ლეჟავას თქმით, 2006 წლის შემდეგ, "რუსთავი 2" მისი ცხოვრების დღის წესრიგში არ დგას.

- ელისო კილაძის ინფორმაციაზე სერიოზული კომენტარი როგორ უნდა გავაკეთო? ელისო კილაძეს შეუძლია მშვიდად იყოს. მართლა საიდან მოიტანეს, ვერ ვხვდვები. მის სიბინძურეებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ენას ძვალი არ აქვს. მე რომ ჩამოვდგე და რამდენი ბოროტი ადამიანიც არის, რომლებიც სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ, ჭორებს იგონებენ, საშინელებებს ამბობენ და ამაზე კომენტარი ვაკეთო, მაშინ მე მე აღარ ვიქნები. აქედან გამომდინარე, არანაირი სურვილი არ მაქვს არავისთან პოლემიკაში შესვლის, მით უმეტეს, ასეთ ბინძურ განცხადებებზე. "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ინტერნეტში გავრცელებულ განცხადებებს ვეცნობი, არავისთან კონტაქტი არ მქონია. დასასვენებლად ვიყავი და იქ ვეცნობოდი ინფორმაციას.

- სამაუწყებლო კომპანიაში დაბრუნებაზე არ გიფიქრიათ?

- (იცინის) არა, არანაირად. 2006 წლის შემდეგ, რაც "რუსთავი 2"-დან წამოვედი არხზე არანაირი სახით დაბრუნებაზე, არც მაშინ და არც ახლა არ მიფიქრია. მე მაინც ვფიქრობ, რომ სამართლებრივად ტელეკომპანიის ძველ მეპატრონეებს არხის დაბრუნება გაუჭირდებათ. მათ შორის ქიბარ ხალვაშს, ჯარჯისაც და დათოსაც. არც კი მიფიქრია "რუსთავი -2"-ში დაბრუნება, რატომ უნდა მეფიქრა?

- ცნობილი იყო თქვენი ახლო კავშირები ქიბარ ხალვაშთან, ალბათ აქედან გამომდინარე გაჩნდა ეს მოსაზრება.

- დიახ, მაგრამ თავის დროზე ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა მიხეილ სააკაშვილთან და სხვებთანაც. მაგრამ არ ვიცი, ქიბარი წლების განმავლობაში არ მინახავს. როგორც სხვებისთვის, ასევე ჩემთვისაც სიურპრიზი იყო მისი ეს განცხადება. არც კი ვიცოდი, რომ ასე აპირებდა.

- იმის მიუხედვად, რომ საქმე სამართლებრივად რთულად გეჩვენებათ, თუ ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია დაიბრუნა, როგორ გესახება თქვენი თავი მომავალში?

- "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, ჩემი თავი არანაირად არაფერში მესახება. აბსოლუტურად სხვა გეგმები მაქვს სხვა ტელევიზიასთან დაკავშირებით. 2006 წლის შემდეგ, "რუსთავი 2" დღის წესრიგში ჩემს ცხოვრებაში არ დგას.

- თუ შეგიძლიათ სხვა ტელეკომპანიასთან დაკავშირებულ თქვენს გეგმებზე გვესაუბროთ?

- არა, ჯერჯერობით არა. "რუსთავი 2"-ში ჩემს კოლეგებს ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს. ასეთ ჭორს ნურავინ აყვება.

გაზეთ "ქრონიკა +"-ის მთავარმა რედაქტორმა დღეს სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ნანა ლეჟავა "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსობისთვის ემზადება.

"ნანა ლეჟავა ემზადება თურმე რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსობისთვის - რევანშით უნდა დავბრუნდეო!

დაბრუნდება თუ არა, იმ დღესვე ვარღვევ კოლეგიალობას და ლეჟავას "კაი გოგოობის" ამბავს მოვყვები, რასაც რვა წელია საიდუმლოდ ვინახავ", - წერს ელისო კილაძე "ფეისბუქზე".

ნატალია დადიანი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია