პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდებოდა შუფუტინსკის კონცერტზე ბათუმში - უკმაყოფილება VIP ლოჟაში და უწესრიგობით შეწუხებული მაყურებელი
რა ხდებოდა შუფუტინსკის კონცერტზე ბათუმში - უკმაყოფილება VIP ლოჟაში და უწესრიგობით შეწუხებული მაყურებელი

რუ­სუ­ლი შან­სო­ნის შემ­სრუ­ლებ­ლის, მი­ხე­ილ შუ­ფუ­ტინ­სკის კონ­ცერ­ტის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნი ჰქონ­და რო­გორც მა­ყუ­რე­ბელს, ასე­ვე ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს. ვინ დარ­ჩა კმა­ყო­ფი­ლი, ვინ - უკ­მა­ყო­ფი­ლო და რა ხდე­ბო­და კონ­ცერ­ტის დროს ბა­თუ­მის კორ­ტებ­ზე, ამის შე­სა­ხებ "ამ­ბე­ბი.გე"-ს რე­პორ­ტა­ჟი­დან გა­ი­გებთ.

მი­ხე­ილ შუ­ფუ­ტინ­სკის კონ­ცერ­ტი 21:00 სა­ათ­ზე უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე მომ­ღე­რა­ლი სა­ათ­ნა­ხევ­რის დაგ­ვი­ა­ნე­ბით წარ­სდგა. შან­სო­ნის მოყ­ვა­რულ­თა პირ­ვე­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა სწო­რედ ამან გა­მო­იწ­ვია.

დაგ­ვი­ა­ნე­ბით და­წყე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტის შემ­დეგ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვეს VIP ლო­ჟის ბი­ლე­თე­ბის მფლო­ბე­ლებ­მა. ნას­ტია და ქსე­ნია პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი ად­გი­ლის ბოლო მა­გი­დას­თან ის­ხდნენ, თუმ­ცა ად­გი­ლი მა­ლე­ვე და­ტო­ვეს და სცე­ნას­თან ახ­ლოს, ფეხ­ზე მდგო­მი ადევ­ნებ­დნენ კონ­ცერტს თვალს. რო­გორც მათ აღ­ნიშ­ნეს, VIP ლოჟა მათ­თვის მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლი იყო, რად­გან მათ ფეხ­ზე მდგა­რი ხალ­ხი ეფა­რე­ბო­და.

ფეხ­ზე მდგა­რი ხალ­ხის გამო დის­კომ­ფორტზე სა­უბ­რობ­და წინა რი­გებ­ში მსხო­მი მა­ყუ­რე­ბე­ლიც. ისი­ნი ამ­ბობ­დნენ, რომ უწეს­რი­გო­ბა იყო და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი და დაც­ვის პო­ლი­ცია არ უზ­რუნ­ველ­ყოფ­დნენ სკა­მებ­ზე მსხდო­მი მა­ყუ­რებ­ლის კომ­ფორ­ტს. უწეს­რი­გო­ბის დროს რამ­დე­ნი­მე მა­ყუ­რე­ბე­ლი სკამ­ზეც ავი­და.

მა­ყუ­რე­ბე­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი იყო შუ­ფუ­ტინ­სკის მიერ ახა­ლი ალ­ბო­მი­დან შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი­სა და მოკ­ლე პროგ­რა­მის გამო. შუ­ფუ­ტინ­სკის კონ­ცერ­ტი 22:30-ზე და­ი­წყო და 23:13-ზე დას­რულ­და. 43 წუ­თი­ა­ნი მოკ­ლე პროგ­რა­მის მი­უ­ხე­და­ვად, შან­სო­ნის მოყ­ვა­რუ­ლებ­მა ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბაც მო­ას­წრეს, მათ­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლე­ბიც და­ტო­ვეს და ჯერ კი­დევ სკა­მებ­ზე მსხდო­მი მა­ყუ­რებ­ლის დის­კომ­ფორ­ტის მი­უ­ხე­და­ვად, შუ­ფუ­ტინ­სკის ცნო­ბილ სიმ­ღე­რებ­ზე "ტა­გან­კა" და "მარ­ჯან­ჯა" აცეკვდნენ. "ამ­ბე­ბი.გე" მა­ყუ­რე­ბელს გა­ე­სა­უბ­რა:

თეა სა­ბაშ­ვი­ლი ბორ­ჯო­მი­დან:

"ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს მომ­ღე­რა­ლი. ბორ­ჯო­მი­დან ჩა­მო­ვე­დით მე და ჩემი მე­უღ­ლე, ბი­ლე­თებ­ში გა­და­ვი­ხა­დეთ 130-130 ლარი, მაგ­რამ გაგ­ვიც­რუვ­და იმე­დე­ბი. მან შე­ას­რუ­ლა ახა­ლი ალ­ბო­მი­დან სიმ­ღე­რე­ბი, ხოლო ძვე­ლი ალ­ბო­მი­დან, რაც ჩვენ გვიყ­ვარს, მხო­ლოდ ორი სიმ­ღე­რა იმ­ღე­რა. "აფ­თერ ფარ­თის" ბი­ლე­თე­ბი გვაქვს და ვნა­ხოთ, რამ­დე­ნად შევ­ძლებთ მას­თან მი­ახ­ლო­ე­ბას. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა თქვეს, რომ პირ­და­პირ კონ­ტაქ­ტში იქ­ნე­ბა მა­ყუ­რე­ბელ­თან და სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც გვექ­ნე­ბა".

ირმა ჭან­ტუ­რია თბი­ლის­დან:

"არ არის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, ბი­ლეთ­ში 50 ლარი გა­და­ვი­ხა­დეთ, წინა რი­გებ­ში რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის და დაც­ვის პო­ლი­ცი­ის ბრა­ლია ეს ქა­ო­სი. ეს ხალ­ხი წა­მო­ი­შა­ლა და წინ დად­გა, წე­ღან ვი­ღაც მთვრა­ლი იდგა, ყვი­რო­და უაზ­რო­ბებს, ხე­დავ­დნენ და არ გა­იყ­ვა­ნეს. ვინც კონ­ცერტს ატა­რებს, უნდა გა­ე­წია ორ­გა­ნი­ზე­ბა".

ნას­ტია და ქსე­ნია მოს­კო­ვი­დან:

"VIP ად­გი­ლის ბი­ლე­თე­ბი გვაქვს, მაგ­რამ დავ­ტო­ვეთ და წინ გად­მო­ვე­დით იმი­ტომ, რომ ად­გი­ლი სულ უკა­ნა მა­გი­დას­თან შეგ­ვხვდა. ხალ­ხი ფეხ­ზე დგას და ჩვე­ნი მა­გი­დი­დან არა­ფე­რი ჩან­და. იმე­დი გვაქვს "აფ­თერ ფარ­თის" დროს მოგ­ვე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა დრო­ის უფრო კარ­გად გა­ტა­რე­ბის. ძა­ლი­ან მოგ­ვწონს პროგ­რა­მა, ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბი და ბა­თუ­მი".

მა­ყუ­რე­ბელ­თა შო­რის ბევ­რი უცხო­ე­ლი იყო - ძი­რი­თა­დად რუ­სე­თი­დან. მოს­კო­ვი­დან ბა­თუმ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­მო­სუ­ლი წყვი­ლი, ვი­ტა­ლი და იუ­ლია კლიმ­ჩუ­კე­ბი კონ­ცერ­ტით კმა­ყო­ფი­ლე­ბი იყ­ვნენ:

"არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კონ­ცერ­ტი იყო, ძა­ლი­ან გვე­ნატ­რე­ბო­და ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მომ­ღერ­ლის კონ­ცერ­ტი და სი­ტყვე­ბით ვერ გად­მოვ­ცემთ ისე­თი ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, რომ ბა­თუმ­ში ვეს­წრე­ბით მის კონ­ცერტს. შე­ას­რუ­ლა სიმ­ღე­რე­ბი ახა­ლი ალ­ბო­მი­დან, რისი ცო­ცხლად მოს­მე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბაც აქამ­დე არ გვქონ­და".

კონ­ცერ­ტით კმა­ყო­ფილ­ნი იყ­ვნენ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბიც. Music Promotion-ის ხელ­მძღვა­ნე­ლის ნინო და­ვი­თა­ი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­ცერტს 3 000 ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბო­და:

"დღე­ვან­დე­ლი დღე, ამინ­დის გა­უ­ა­რე­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და, და­ახ­ლო­ე­ბით 3 000 მა­ყუ­რე­ბე­ლია დღეს აქ. ხალ­ხი ძა­ლი­ან კარ­გად ატა­რე­ბენ დროს და ერ­თო­ბა. ჩვენ ძა­ლი­ან მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ ბა­თუმს ასე­თი სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ღა­მო ვა­ჩუ­ქეთ".

კონ­ცერ­ტის და­წყე­ბამ­დე მი­ხე­ილ შუ­ფუ­ტინ­სკიმ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ის ბა­თუმ­ში პირ­ვე­ლა­დაა და მო­ხა­რუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­ცერ­ტის ჩა­სა­ტა­რებ­ლად ჩა­მო­ვი­და. მი­სი­ვე თქმით, ის წლე­ბის წინ სო­ხუმ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მი­ხე­ილ შუ­ფუ­ტინ­სკიმ რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე დას­მულ შე­კი­თხვა­ზე აღ­ნიშ­ნა, პო­ლი­ტი­კა უნდა აკე­თონ პო­ლი­ტი­კო­სებ­მა:

"ცო­ტას ვღე­ლავ, იმი­ტომ რომ არას­დროს ვყო­ფილ­ვარ ბა­თუმ­ში. მე მე­გო­ნა, რომ ვი­ყა­ვი აქ ნამ­ყო­ფი, მაგ­რამ ეს იყო ძა­ლი­ან დიდი ხნის წინ - სა­ნამ წა­ვი­დო­დი ამე­რი­კა­ში მე ვიმ­ყო­ფე­ბო­დი სო­ხუმ­ში. დღეს იქ­ნე­ბა კონ­ცერ­ტი, რაც ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა. ვე­ლო­დე­ბი, რო­დის გა­ვალ სცე­ნა­ზე და ვიმ­ღე­რებ თქვენ­თვის. გე­ტყვით, რომ მე ვმღე­რი სიმ­ღე­რებს და პო­ლი­ტი­კით უნდა იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი ის ხალ­ხი, ვინც აკე­თებს პო­ლი­ტი­კას. ჩემი პო­ლი­ტი­კაა ის კარ­გი სი­ტყვე­ბი და ის სიმ­ღე­რე­ბი, რო­მელ­საც მე ვმღე­რი ჩემი მა­ყუ­რებ­ლის­თვის", - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ შუ­ფუ­ტინ­სკიმ.

კონ­ცერ­ტის ბი­ლე­თე­ბი 30-დან 130 ლა­რამ­დე ღირ­და.

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე

ბა­თუ­მი

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

რა ხდებოდა შუფუტინსკის კონცერტზე ბათუმში - უკმაყოფილება VIP ლოჟაში და უწესრიგობით შეწუხებული მაყურებელი

რა ხდებოდა შუფუტინსკის კონცერტზე ბათუმში - უკმაყოფილება VIP ლოჟაში და უწესრიგობით შეწუხებული მაყურებელი

რუსული შანსონის შემსრულებლის, მიხეილ შუფუტინსკის კონცერტის მიმართ განსაკუთრებული მოლოდინი ჰქონდა როგორც მაყურებელს, ასევე ორგანიზატორებს. ვინ დარჩა კმაყოფილი, ვინ - უკმაყოფილო და რა ხდებოდა კონცერტის დროს ბათუმის კორტებზე, ამის შესახებ "ამბები.გე"-ს რეპორტაჟიდან გაიგებთ.

მიხეილ შუფუტინსკის კონცერტი 21:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მაყურებლის წინაშე მომღერალი საათნახევრის დაგვიანებით წარსდგა. შანსონის მოყვარულთა პირველი უკმაყოფილება სწორედ ამან გამოიწვია.

დაგვიანებით დაწყებული კონცერტის შემდეგ უკმაყოფილება გამოთქვეს VIP ლოჟის ბილეთების მფლობელებმა. ნასტია და ქსენია პრივილეგირებული ადგილის ბოლო მაგიდასთან ისხდნენ, თუმცა ადგილი მალევე დატოვეს და სცენასთან ახლოს, ფეხზე მდგომი ადევნებდნენ კონცერტს თვალს. როგორც მათ აღნიშნეს, VIP ლოჟა მათთვის მოუხერხებელი იყო, რადგან მათ ფეხზე მდგარი ხალხი ეფარებოდა.

ფეხზე მდგარი ხალხის გამო დისკომფორტზე საუბრობდა წინა რიგებში მსხომი მაყურებელიც. ისინი ამბობდნენ, რომ უწესრიგობა იყო და ორგანიზატორები და დაცვის პოლიცია არ უზრუნველყოფდნენ სკამებზე მსხდომი მაყურებლის კომფორტს. უწესრიგობის დროს რამდენიმე მაყურებელი სკამზეც ავიდა.

მაყურებელი იმედგაცრუებული იყო შუფუტინსკის მიერ ახალი ალბომიდან შესრულებული სიმღერებისა და მოკლე პროგრამის გამო. შუფუტინსკის კონცერტი 22:30-ზე დაიწყო და 23:13-ზე დასრულდა. 43 წუთიანი მოკლე პროგრამის მიუხედავად, შანსონის მოყვარულებმა ალკოჰოლის მიღებაც მოასწრეს, მათთვის განკუთვნილი ადგილებიც დატოვეს და ჯერ კიდევ სკამებზე მსხდომი მაყურებლის დისკომფორტის მიუხედავად, შუფუტინსკის ცნობილ სიმღერებზე "ტაგანკა" და "მარჯანჯა" აცეკვდნენ. "ამბები.გე" მაყურებელს გაესაუბრა:

თეა საბაშვილი ბორჯომიდან:

"ძალიან მიყვარს ეს მომღერალი. ბორჯომიდან ჩამოვედით მე და ჩემი მეუღლე, ბილეთებში გადავიხადეთ 130-130 ლარი, მაგრამ გაგვიცრუვდა იმედები. მან შეასრულა ახალი ალბომიდან სიმღერები, ხოლო ძველი ალბომიდან, რაც ჩვენ გვიყვარს, მხოლოდ ორი სიმღერა იმღერა. "აფთერ ფართის" ბილეთები გვაქვს და ვნახოთ, რამდენად შევძლებთ მასთან მიახლოებას. ორგანიზატორებმა თქვეს, რომ პირდაპირ კონტაქტში იქნება მაყურებელთან და სურათების გადაღების საშუალებაც გვექნება".

ირმა ჭანტურია თბილისდან:

"არ არის ორგანიზებული, ბილეთში 50 ლარი გადავიხადეთ, წინა რიგებში რომ ვყოფილიყავით, ორგანიზატორების და დაცვის პოლიციის ბრალია ეს ქაოსი. ეს ხალხი წამოიშალა და წინ დადგა, წეღან ვიღაც მთვრალი იდგა, ყვიროდა უაზრობებს, ხედავდნენ და არ გაიყვანეს. ვინც კონცერტს ატარებს, უნდა გაეწია ორგანიზება".

ნასტია და ქსენია მოსკოვიდან:

"VIP ადგილის ბილეთები გვაქვს, მაგრამ დავტოვეთ და წინ გადმოვედით იმიტომ, რომ ადგილი სულ უკანა მაგიდასთან შეგვხვდა. ხალხი ფეხზე დგას და ჩვენი მაგიდიდან არაფერი ჩანდა. იმედი გვაქვს "აფთერ ფართის" დროს მოგვეცემა საშუალება დროის უფრო კარგად გატარების. ძალიან მოგვწონს პროგრამა, ახალი სიმღერები და ბათუმი".

მაყურებელთა შორის ბევრი უცხოელი იყო - ძირითადად რუსეთიდან. მოსკოვიდან ბათუმში დასასვენებლად ჩამოსული წყვილი, ვიტალი და იულია კლიმჩუკები კონცერტით კმაყოფილები იყვნენ:

"არაჩვეულებრივი კონცერტი იყო, ძალიან გვენატრებოდა ჩვენი საყვარელი მომღერლის კონცერტი და სიტყვებით ვერ გადმოვცემთ ისეთი ბედნიერები ვართ, რომ ბათუმში ვესწრებით მის კონცერტს. შეასრულა სიმღერები ახალი ალბომიდან, რისი ცოცხლად მოსმენის საშუალებაც აქამდე არ გვქონდა".

კონცერტით კმაყოფილნი იყვნენ ორგანიზატორებიც. Music Promotion-ის ხელმძღვანელის ნინო დავითაიას ინფორმაციით, კონცერტს 3 000 ადამიანი ესწრებოდა:

"დღევანდელი დღე, ამინდის გაუარესების მიუხედავად, ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა, დაახლოებით 3 000 მაყურებელია დღეს აქ. ხალხი ძალიან კარგად ატარებენ დროს და ერთობა. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ბათუმს ასეთი სასიამოვნო საღამო ვაჩუქეთ".

კონცერტის დაწყებამდე მიხეილ შუფუტინსკიმ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ის ბათუმში პირველადაა და მოხარულია, რომ საქართველოში კონცერტის ჩასატარებლად ჩამოვიდა. მისივე თქმით, ის წლების წინ სოხუმში იმყოფებოდა. მიხეილ შუფუტინსკიმ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის თაობაზე დასმულ შეკითხვაზე აღნიშნა, პოლიტიკა უნდა აკეთონ პოლიტიკოსებმა:

"ცოტას ვღელავ, იმიტომ რომ არასდროს ვყოფილვარ ბათუმში. მე მეგონა, რომ ვიყავი აქ ნამყოფი, მაგრამ ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინ - სანამ წავიდოდი ამერიკაში მე ვიმყოფებოდი სოხუმში. დღეს იქნება კონცერტი, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. ველოდები, როდის გავალ სცენაზე და ვიმღერებ თქვენთვის. გეტყვით, რომ მე ვმღერი სიმღერებს და პოლიტიკით უნდა იყოს დაკავებული ის ხალხი, ვინც აკეთებს პოლიტიკას. ჩემი პოლიტიკაა ის კარგი სიტყვები და ის სიმღერები, რომელსაც მე ვმღერი ჩემი მაყურებლისთვის", - აღნიშნა მიხეილ შუფუტინსკიმ.

კონცერტის ბილეთები 30-დან 130 ლარამდე ღირდა.

ნინო ხოზრევანიძე

ბათუმი

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია