Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ძვირდება პური, ანუ ვინ მდიდრდება "პურის ფულით" და რა კავშირშია "ზარალა"
რატომ ძვირდება პური, ანუ ვინ მდიდრდება "პურის ფულით" და რა კავშირშია "ზარალა"

მო­სახ­ლე­ო­ბა­ში დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია გავ­რცე­ლე­ბულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ, რომ ფქვი­ლის გაძ­ვი­რე­ბას შე­საძ­ლოა, პურ­ზე ფა­სის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აწე­ვა მოჰ­ყვეს. Pპა­რა­ლე­ლუ­რად, პრე­სა­ში არა­ერ­თხელ გა­მო­ით­ქვა ზო­გა­დი ვა­რა­უ­დი, რომ ფქვილ­ზე ფასი ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ი­ზარ­და და სფე­რო­ში უკა­ნო­ნო­ბა ხდე­ბა.

ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით ფქვი­ლის ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ით და შე­ვე­ცა­დეთ, ინ­ფორ­მა­ცია თა­ვად პუ­რის მწარ­მო­ებ­ლე­ბის­გან მიგ­ვე­ღო. თუმ­ცა, ჩვენ­და გა­სა­ოც­რად, ყვე­ლა ბიზ­ნეს­მენ­მა ამ სა­კი­თხზე სა­უბ­რის­გან თავი შე­ი­კა­ვა. მათ შო­რის იმ კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მაც, რომ­ლებ­საც ფქვი­ლის გაძ­ვი­რე­ბამ და ბა­ზარ­ზე შექ­მნილ­მა ვი­თა­რე­ბამ მძი­მე დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა. ერთ-ერ­თმა ბიზ­ნეს­მენ­მა პირ­და­პირ გვი­თხრა:""თუ ავ­ლა­პა­რაკ­დე­ბი, სას­ტი­კად გა­მის­წორ­დე­ბი­ან..."

ინ­ტერ­ვი­უ­ზე მხო­ლოდ "იფქლის" ხელ­მძღვა­ნე­ლი შაქ­რო ბა­კუ­რა­ძე დაგ­ვთან­ხმდა, რო­მე­ლიც ეჭ­ვობს, რომ ფქვი­ლის იმ­პორ­ტს ხორ­ბლის შე­მომ­ტა­ნი კომ­პა­ნი­ე­ბი ზღუ­და­ვენ:

- მიმ­დი­ნა­რე წლის 10 ივ­ნისს ერთი ტო­მა­რა ფქვი­ლის ფასი 37,5 ლარს არ აჭარ­ბებ­და, თუმ­ცა ზუს­ტად ერთ ღა­მე­ში ვი­თა­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა - 11 ივ­ნისს ერთი ტო­მა­რა ფქვი­ლის ფასი 40 ლარი გახ­და. ვინც ბიზ­ნეს­ში ოდ­ნავ მა­ინც ერ­კვე­ვა, ად­ვი­ლად მიხ­ვდე­ბა, რომ მსგავ­სი ცვლი­ლე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი ჩა­რე­ვე­ბის გა­რე­შე არ ხდე­ბა.

მას შემ­დეგ ყო­ვე­ლი ორ­შა­ბა­თი ფქვი­ლის ფა­სის გაზ­რდის დღედ იქცა - ნიშ­ნულ­მა 44 ლარ­საც მი­აღ­წია და დიდი ალ­ბა­თო­ბით, კი­დევ გა­იზ­რდე­ბო­და, პუ­რის მწარ­მო­ებ­ლებს­ გან­გა­შის ზარი დრო­უ­ლად რომ არ შე­მოგ­ვეკ­რა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხორ­ბლის 90% სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან შე­მო­დის. მარ­თა­ლია, წელს ქვე­ყა­ნა­ში ხორ­ბლის საკ­მა­ოდ დიდი მო­სა­ვა­ლი ავი­ღეთ, თუმ­ცა ის იმ­დე­ნად და­ბა­ლი ხა­რის­ხი­საა, რომ პურპრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში ვერ ვი­ყე­ნებთ.

- რა­ტომ ფიქ­რობთ, რომ ფქვი­ლის ფასი ხე­ლოვ­ნუ­რად იზ­რდე­ბა?

- ამ დრომ­დე მე­წის­ქვი­ლე­ე­ბი რამ­დე­ნი­მე წლის წინ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კალ­კუ­ლა­ცი­ით მუ­შა­ობ­დნენ, რო­დე­საც დო­ლა­რის ფასი 1, 67 ლარს არ აღე­მა­ტე­ბო­და. არ უარ­ვყოფ, ფქვი­ლის წარ­მო­ე­ბის ფასი მო­მა­ტე­ბას ნამ­დვი­ლად სა­ჭი­რო­ებ­და, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მუ­შა­ო­ბას ვე­ღარ გა­აგ­რძე­ლებ­დნენ, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც არა­რე­ა­ლუ­რად გაზ­რდი­ლი ფასი მი­ვი­ღეთ. სხვა­თა შო­რის, ამ სა­კი­თხზე ივ­ლის­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრსაც ვე­სა­უბ­რეთ, რო­მე­ლიც დაგვპირ­და, პრობ­ლე­მა­ში გარ­კვე­ვის შემ­დეგ, ივ­ლი­სის ბო­ლოს შეგ­ხვდე­ბი­თო... მას შემ­დეგ თვე­ზე მეტი გა­ვი­და, თუმ­ცა მი­ნის­ტრ და­ნე­ლი­ას ამ დრომ­დე არ შევ­ხვედ­რი­ვართ. 30 ივ­ლისს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნისტრს სა­კუ­თა­რი და­პი­რე­ბა შე­ვახ­სე­ნეთ, თუმ­ცა მან პირ­და­პირ შე­მოგ­ვით­ვა­ლა - არ შეგ­ხვდე­ბი­თო.

მი­ზე­ზი არა­ვის აუხ­სნია... ჩემი აზ­რით, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ამ სა­კი­თხზე არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდი­ან, პა­რა­ლე­ლუ­რად კი კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან ფი­ნან­სურ მო­გე­ბას ნა­ხუ­ლო­ბენ. დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხორ­ბა­ლი პრაქ­ტი­კუ­ლად ერთ კომ­პა­ნი­ას შე­მო­აქვს, რომ­ლის მფლო­ბე­ლიც კოკი ოსი­პო­ვი გახ­ლავთ. სწო­რედ მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით, ეკო­ნო­მის­ტებ­თან ერ­თად ერთი ტო­მა­რა ფქვი­ლის­გან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი დე­ტა­ლუ­რად და­ვით­ვა­ლეთ. რო­გორც სა­ბო­ლო­ოდ გა­ირ­კვა, იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ერთი ტო­მა­რა ფქვი­ლი 44 ლარი ღირს, ჩემი წარ­მო­ე­ბა 0%-იან მო­გე­ბა­ზე მუ­შა­ობს. თა­ნაც "იფქლი", სხვა მწარ­მო­ებ­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი. თუ სხვა მწარ­მო­ებ­ლე­ბი ერთი ტო­მა­რა ფქვი­ლის და­მუ­შა­ვე­ბის­თვის სა­ჭი­რო ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე 6,5 ლარს იხ­დი­ან, ჩვენ მხო­ლოდ სამ ლარს ვხარ­ჯავთ. ასე რომ, ახლა თქვენ და­ი­ან­გა­რი­შეთ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან პუ­რის სა­შუ­ა­ლო მწარ­მო­ებ­ლე­ბი. შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბით ის არ­თუ­ლებს, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად ქვე­ყა­ნა­ში ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ფქვი­ლის შე­მო­ტა­ნა იკ­რძა­ლე­ბა.

"იფქლის" დი­რექ­ტორ შაქ­რო ბა­კუ­რა­ძეს­თან სა­უბ­რის შემ­დეგ, "აგრკო­მის" ხელ­მძღვა­ნელ კოკი ოსი­პოვს და­ვუ­კავ­შირ­დით:

- ჩვენ­თვის ახა­ლი სე­ზო­ნი 30 ივ­ნისს და­ი­წყო, ფო­თის პორ­ტში 25 გემი შე­მო­ვი­და. შე­მო­სუ­ლი ტვირ­თი კი, და­ახ­ლო­ე­ბით, 8-10 კომ­პა­ნი­ი­სა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ხორ­ბა­ლი მხო­ლოდ ჩემს კომ­პა­ნი­ას შე­მოჰ­ქონ­დეს, ეს პირ­და­პი­რი კა­ნონ­დარ­ღვე­ვა იქ­ნე­ბა, რა­საც ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი სამ­სა­ხუ­რიც არ და­უშ­ვებს. უბ­რა­ლოდ, ორი თვის წინ ფქვი­ლის ხა­რისხზე კონ­ტრო­ლი გამ­კაცრ­და და ვაი-ვი­შიც ამან გა­მო­იწ­ვია.

- ფქვი­ლის შე­მომ­ტა­ნე­ბის ცნო­ბით, ტერ­მი­ნალ­ზე ხე­ლოვ­ნუ­რად აფერ­ხე­ბენ...

- ფქვი­ლის იმ­პორ­ტი არც ერთი დღით არ შე­ფერ­ხე­ბუ­ლა და ამა­ზე სა­ბა­ჟოს სტა­ტის­ტი­კაც მე­ტყვე­ლებს. გე­თან­ხმე­ბით, ექ­სპერ­ტი­ზის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლი გო­ნივ­რუ­ლი ვა­დე­ბი უნდა არ­სე­ბობ­დეს და მე­წარ­მე­ე­ბი გარ­კვე­უ­ლი უნდა იყ­ვნენ პრო­ცე­დუ­რებ­შიც. ეს "შავი ხვრე­ლია", რო­მე­ლიც უნდა და­რე­გუ­ლირ­დეს, თუმ­ცა ხში­რად მეც, რო­დე­საც ევ­რო­პა­ში ნი­მუშს ექ­სპერ­ტი­ზა­ზე ვგზავ­ნი, პა­სუ­ხი ორი კვი­რით იგ­ვი­ა­ნებს. ჩვენ ევ­რო­ა­სო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მხა­რე ვართ, ამი­ტომ ხა­რის­ხის გამ­კაც­რე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად მოგ­ვი­წევს. რო­გორც კი ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი გამ­კაცრ­და, ფქვი­ლის იმ­პორ­ტი 30%-ით შემ­ცირ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ფა­სებს­, სა­ქარ­თვე­ლო­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად ლი­ბე­რა­ლუ­რი გა­რე­მოა და მას მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ვე­რა­ვინ "და­ა­ლა­გებს".

- ფაქ­ტია, რომ პუ­რის მწარ­მო­ებ­ლე­ბი 44 ლარს არა­რე­ა­ლუ­რად მი­იჩ­ნე­ვენ, მათი დათ­ვლით ერთი ტო­მა­რა ფქვი­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 40 ლარს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ამ ბიზ­ნეს­ში გი­ორ­გი რა­მიშ­ვილ­თან, იმა­ვე "ზა­რა­ლას­თან" ერ­თად ხართ ჩარ­თუ­ლი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შიც სწო­რედ მისი კავ­ში­რე­ბით გი­წე­ვენ ლო­ბი­რე­ბას.

- გი­ორ­გი რა­მიშ­ვი­ლი ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რია. ის ლო­კა­ლუ­რად ამ ბიზ­ნეს­ში ჩარ­თუ­ლი არ არის, თუმ­ცა ირა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით ხორ­ბა­ლი და სო­ი­ის შოტი შეგ­ვაქვს. ასე­ვე ავ­ღა­ნეთ­ში, ყა­ზა­ხე­თი­დან... გი­ორ­გის გა­დამ­ზი­და­ვი კომ­პა­ნია აქვს და ამ მხრივ საკ­მა­ოდ გა­მოც­დი­ლია. ჩვენ ამ ბიზ­ნეს­ში 12 წე­ლია ერ­თად ვართ... ლო­ბი­ზე სა­უ­ბა­რი კი აბ­სურ­დია.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

რატომ ძვირდება პური, ანუ ვინ მდიდრდება "პურის ფულით" და რა კავშირშია "ზარალა"

რატომ ძვირდება პური, ანუ ვინ მდიდრდება "პურის ფულით" და რა კავშირშია "ზარალა"

მოსახლეობაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ ფქვილის გაძვირებას შესაძლოა, პურზე ფასის მნიშვნელოვნად აწევა მოჰყვეს. Pპარალელურად, პრესაში არაერთხელ გამოითქვა ზოგადი ვარაუდი, რომ ფქვილზე ფასი ხელოვნურად გაიზარდა და სფეროში უკანონობა ხდება.

ჩვენ დავინტერესდით ფქვილის ბაზარზე არსებული სიტუაციით და შევეცადეთ, ინფორმაცია თავად პურის მწარმოებლებისგან მიგვეღო. თუმცა, ჩვენდა გასაოცრად, ყველა ბიზნესმენმა ამ საკითხზე საუბრისგან თავი შეიკავა. მათ შორის იმ კომპანიების წარმომადგენლებმაც, რომლებსაც ფქვილის გაძვირებამ და ბაზარზე შექმნილმა ვითარებამ მძიმე დარტყმა მიაყენა. ერთ-ერთმა ბიზნესმენმა პირდაპირ გვითხრა:”"თუ ავლაპარაკდები, სასტიკად გამისწორდებიან..."

ინტერვიუზე მხოლოდ "იფქლის" ხელმძღვანელი შაქრო ბაკურაძე დაგვთანხმდა, რომელიც ეჭვობს, რომ ფქვილის იმპორტს ხორბლის შემომტანი კომპანიები ზღუდავენ:

- მიმდინარე წლის 10 ივნისს ერთი ტომარა ფქვილის ფასი 37,5 ლარს არ აჭარბებდა, თუმცა ზუსტად ერთ ღამეში ვითარება რადიკალურად შეიცვალა - 11 ივნისს ერთი ტომარა ფქვილის ფასი 40 ლარი გახდა. ვინც ბიზნესში ოდნავ მაინც ერკვევა, ადვილად მიხვდება, რომ მსგავსი ცვლილება ხელოვნური ჩარევების გარეშე არ ხდება.

მას შემდეგ ყოველი ორშაბათი ფქვილის ფასის გაზრდის დღედ იქცა - ნიშნულმა 44 ლარსაც მიაღწია და დიდი ალბათობით, კიდევ გაიზრდებოდა, პურის მწარმოებლებს­ განგაშის ზარი დროულად რომ არ შემოგვეკრა. მოგეხსენებათ, საქართველოში ხორბლის 90% საზღვარგარეთიდან შემოდის. მართალია, წელს ქვეყანაში ხორბლის საკმაოდ დიდი მოსავალი ავიღეთ, თუმცა ის იმდენად დაბალი ხარისხისაა, რომ პურპროდუქტების წარმოებაში ვერ ვიყენებთ.

- რატომ ფიქრობთ, რომ ფქვილის ფასი ხელოვნურად იზრდება?

- ამ დრომდე მეწისქვილეები რამდენიმე წლის წინ ჩატარებული კალკულაციით მუშაობდნენ, როდესაც დოლარის ფასი 1, 67 ლარს არ აღემატებოდა. არ უარვყოფ, ფქვილის წარმოების ფასი მომატებას ნამდვილად საჭიროებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მუშაობას ვეღარ გააგრძელებდნენ, თუმცა საბოლოოდ, მაინც არარეალურად გაზრდილი ფასი მივიღეთ. სხვათა შორის, ამ საკითხზე ივლისში სოფლის მეურნეობის მინისტრსაც ვესაუბრეთ, რომელიც დაგვპირდა, პრობლემაში გარკვევის შემდეგ, ივლისის ბოლოს შეგხვდებითო... მას შემდეგ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა მინისტრ დანელიას ამ დრომდე არ შევხვედრივართ. 30 ივლისს სოფლის მეურნეობის მინისტრს საკუთარი დაპირება შევახსენეთ, თუმცა მან პირდაპირ შემოგვითვალა - არ შეგხვდებითო.

მიზეზი არავის აუხსნია... ჩემი აზრით, პრემიერ-მინისტრს ამ საკითხზე არასწორ ინფორმაციას აწვდიან, პარალელურად კი კონკრეტული პიროვნებები საკმაოდ მნიშვნელოვან ფინანსურ მოგებას ნახულობენ. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ხორბალი პრაქტიკულად ერთ კომპანიას შემოაქვს, რომლის მფლობელიც კოკი ოსიპოვი გახლავთ. სწორედ მისი ინიციატივით, ეკონომისტებთან ერთად ერთი ტომარა ფქვილისგან მიღებული შემოსავალი დეტალურად დავითვალეთ. როგორც საბოლოოდ გაირკვა, იმ პირობებში, როდესაც ერთი ტომარა ფქვილი 44 ლარი ღირს, ჩემი წარმოება 0%-იან მოგებაზე მუშაობს. თანაც "იფქლი", სხვა მწარმოებლებისგან განსხვავებით, თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. თუ სხვა მწარმოებლები ერთი ტომარა ფქვილის დამუშავებისთვის საჭირო ელექტროენერგიაზე 6,5 ლარს იხდიან, ჩვენ მხოლოდ სამ ლარს ვხარჯავთ. ასე რომ, ახლა თქვენ დაიანგარიშეთ, რა მდგომარეობაში არიან პურის საშუალო მწარმოებლები. შექმნილ ვითარებას განსაკუთრებით ის ართულებს, რომ პრაქტიკულად ქვეყანაში ალტერნატიული ფქვილის შემოტანა იკრძალება.

"იფქლის" დირექტორ შაქრო ბაკურაძესთან საუბრის შემდეგ, "აგრკომის" ხელმძღვანელ კოკი ოსიპოვს დავუკავშირდით:

- ჩვენთვის ახალი სეზონი 30 ივნისს დაიწყო, ფოთის პორტში 25 გემი შემოვიდა. შემოსული ტვირთი კი, დაახლოებით, 8-10 კომპანიისა. როგორ შეიძლება ხორბალი მხოლოდ ჩემს კომპანიას შემოჰქონდეს, ეს პირდაპირი კანონდარღვევა იქნება, რასაც ანტიმონოპოლიური სამსახურიც არ დაუშვებს. უბრალოდ, ორი თვის წინ ფქვილის ხარისხზე კონტროლი გამკაცრდა და ვაი-ვიშიც ამან გამოიწვია.

- ფქვილის შემომტანების ცნობით, ტერმინალზე ხელოვნურად აფერხებენ...

- ფქვილის იმპორტი არც ერთი დღით არ შეფერხებულა და ამაზე საბაჟოს სტატისტიკაც მეტყველებს. გეთანხმებით, ექსპერტიზისთვის განსაზღვრული გონივრული ვადები უნდა არსებობდეს და მეწარმეები გარკვეული უნდა იყვნენ პროცედურებშიც. ეს "შავი ხვრელია", რომელიც უნდა დარეგულირდეს, თუმცა ხშირად მეც, როდესაც ევროპაში ნიმუშს ექსპერტიზაზე ვგზავნი, პასუხი ორი კვირით იგვიანებს. ჩვენ ევროასოცირების ხელშეკრულების მხარე ვართ, ამიტომ ხარისხის გამკაცრება აუცილებლად მოგვიწევს. როგორც კი ხარისხის კონტროლი გამკაცრდა, ფქვილის იმპორტი 30%-ით შემცირდა. რაც შეეხება ფასებს­, საქართველოში აბსოლუტურად ლიბერალური გარემოა და მას მხოლოდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით ვერავინ "დაალაგებს".

- ფაქტია, რომ პურის მწარმოებლები 44 ლარს არარეალურად მიიჩნევენ, მათი დათვლით ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება 40 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ერთ-ერთი ვერსიით, ამ ბიზნესში გიორგი რამიშვილთან, იმავე "ზარალასთან" ერთად ხართ ჩართული და ხელისუფლებაშიც სწორედ მისი კავშირებით გიწევენ ლობირებას.

- გიორგი რამიშვილი ჩემი ბავშვობის მეგობარია. ის ლოკალურად ამ ბიზნესში ჩართული არ არის, თუმცა ირანის მიმართულებით ხორბალი და სოიის შოტი შეგვაქვს. ასევე ავღანეთში, ყაზახეთიდან... გიორგის გადამზიდავი კომპანია აქვს და ამ მხრივ საკმაოდ გამოცდილია. ჩვენ ამ ბიზნესში 12 წელია ერთად ვართ... ლობიზე საუბარი კი აბსურდია.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია