მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება ბათუმში შუფუტინსკის "მარჯანჯას" მოლოდინში - მსმენელი ბილეთებში 30-დან 130 ლარამდე იხდის
რა ხდება ბათუმში შუფუტინსკის "მარჯანჯას" მოლოდინში  - მსმენელი ბილეთებში 30-დან 130 ლარამდე იხდის

ბა­თუ­მის კორ­ტებ­ზე ხვალ რუ­სუ­ლი შან­სო­ნის შემ­სრუ­ლე­ბელს მი­ხე­ილ შუ­ფუ­ტინ­სკის მო­უს­მე­ნენ. ბა­თუ­მის კორ­ტებ­ზე და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტი ფა­სი­ა­ნია და ბი­ლე­თე­ბი 30, 50, 90 და 130 ლარი ღირს. რო­გორც კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, კომ­პა­ნი­ის Music promotion-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნინო და­ვი­თა­ია "ამ­ბე­ბი.გე"-სთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, მი­ხა­ილ შუ­ფუ­ტინ­სკი ბა­თუმს ბენდთან ერ­თად ეწ­ვე­ვა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, კონ­ცერ­ტის ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვის მხრივ "კარ­გი მდგო­მა­რე­ო­ბაა".

ვინ აპი­რებს კონ­ცერ­ტზე დას­წრე­ბას და რა მო­ლო­დი­ნე­ბი აქვთ ბა­თუმ­ში მყოფ ტუ­რის­ტებს ღო­ნის­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE ბა­თუ­მის ქუ­ჩებ­ში ტუ­რის­ტებ­სა და ად­გი­ლობ­რი­ვებს გა­ე­სა­უბ­რა:

და­ვი­თი 38 წლის:

მი­ხე­ილ შუ­ფუ­ტინ­სკის დიდი ხა­ნია ვუს­მენ. ძა­ლი­ან კარ­გი მომ­ღე­რა­ლი და კა­ცუ­რი კა­ცია. მიხ­ვდე­ბი, რომ გუ­ლი­დან ამო­სულ სი­ტყვებს ამ­ბობს. ყვე­ლა სიმ­ღე­რა მომ­წონს, არა­ვი­თა­რი მონ­ტა­ჟი, ხმის გას­წო­რე­ბე­ბი და დამ­ხმა­რე­ე­ბი მას არ ჭირ­დე­ბა. ჩემი ფი­ნან­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, 50 ლა­რი­ა­ნი ბი­ლე­თი ავი­ღე და მე­გო­ბარ­თან ერ­თად მი­ვი­დი­ვარ კონ­ცერ­ტზე, არას­დროს მო­მის­მე­ნია მის­თვის ცო­ცხლად და ძა­ლი­ან დიდი მო­ლო­დი­ნი მაქვს.

ლიზი 18 წლის და სა­ლო­მე 19 წლის:

კონ­ცერ­ტებს ვეს­წრე­ბით, მაგ­რამ როცა რეკ­ლა­მა ვნა­ხეთ და შუ­ფუ­ტინ­სკის სიმ­ღე­რე­ბი "იუ­თუ­ბი­ზე" მოვ­ძებ­ნეთ, მივ­ხვდით, რომ ეს ჩვენ­თვის არ იყო. სა­ერ­თოდ რა­ტომ ჩა­მო­ყავთ, მა­გა­საც ვერ ვხვდე­ბით, ვის აინ­ტე­რე­სებს რუ­სუ­ლი ესტრა­და?

იხი­ლეთ ვი­დეო| უს­მე­ნენ თუ არა შუ­ფუ­ტინ­სკის თბი­ლის­ში და რას ფიქ­რო­ბენ ბა­თუმ­ში და­გეგ­მილ მის კონ­ცერ­ტზე?

მინ­დია 26 წლის:

არ ვიცი ვინ არის შუ­ფუ­ტინ­სკი, მაგ­რამ რო­გორც ახლა გა­ვი­გე, "მარ­ჯან­ჯას" მღე­რის. ამის მოს­მე­ნა ქორ­წი­ლებ­შიც მე­ყო­ფა, არც ბი­ლე­თის ყიდ­ვას ვა­პი­რებ და უფა­სოც რომ იყოს, არ და­ვეს­წრე­ბი.

თე­მუ­რი 48 წლის:

მგზავ­რებს მო­წონთ რით­მუ­ლი მუ­სი­კა და ხში­რად ვრთავ შუ­ფუ­ტინ­სკის დისკს, მაგ­რამ კონ­ცერ­ტზე წას­ვლას ვერ მო­ვა­ხერ­ხებ, ხვალ სმე­ნა­ში ვარ. კონ­ცერ­ტე­ბი ტუ­რის­ტე­ბის­თვი­საა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ვშრო­მობთ, რომ თავი ვირ­ჩი­ნოთ.

გო­გი­ტა 31 წლის:

მე პი­რა­დად, არ ვა­პი­რებ ბი­ლე­თის ყიდ­ვას, მაგ­რამ თუ ვინ­მე მა­ჩუ­ქებს, სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვეს­წრე­ბი. სა­ა­კაშ­ვილს იგ­ლე­სი­ა­სე­ბი ჩა­მო­ყავ­და, ამ მთავ­რო­ბას შუ­ფუ­ტინ­სკე­ბი მოს­წონს, არც იმა­თი მეს­მო­და და არც ამა­თი მეს­მის. ამ­ბო­ბენ მთა­ვა­რია, ვინ­მე ჩა­მო­იყ­ვა­ნონ და ტუ­რის­ტებს აჩ­ვე­ნონ - სა­ნა­ხა­ო­ბა ყვე­ლას მო­წონს.

მი­ხე­ილ შუ­ფუ­ტინ­სკის კონ­ცერ­ტი ბა­თუ­მის კორ­ტებ­ზე ხვალ, 21:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა. რუ­სუ­ლი შან­სო­ნის შემ­სრუ­ლებ­ლის კონ­ცერ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ტარ­დე­ბა.

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე

ბა­თუ­მი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

რა ხდება ბათუმში შუფუტინსკის "მარჯანჯას" მოლოდინში - მსმენელი ბილეთებში 30-დან 130 ლარამდე იხდის

რა ხდება ბათუმში შუფუტინსკის "მარჯანჯას" მოლოდინში  - მსმენელი ბილეთებში 30-დან 130 ლარამდე იხდის

ბათუმის კორტებზე ხვალ რუსული შანსონის შემსრულებელს მიხეილ შუფუტინსკის მოუსმენენ. ბათუმის კორტებზე დაგეგმილი კონცერტი ფასიანია და ბილეთები 30, 50, 90 და 130 ლარი ღირს. როგორც კონცერტის ორგანიზატორი, კომპანიის Music promotion-ის წარმომადგენელი ნინო დავითაია "ამბები.გე"-სთან საუბარში აცხადებს, მიხაილ შუფუტინსკი ბათუმს ბენდთან ერთად ეწვევა. მისივე განმარტებით, კონცერტის ბილეთების გაყიდვის მხრივ "კარგი მდგომარეობაა".

ვინ აპირებს კონცერტზე დასწრებას და რა მოლოდინები აქვთ ბათუმში მყოფ ტურისტებს ღონისძიებასთან დაკავშირებით, ამის შესახებ AMBEBI.GE ბათუმის ქუჩებში ტურისტებსა და ადგილობრივებს გაესაუბრა:

დავითი 38 წლის:

მიხეილ შუფუტინსკის დიდი ხანია ვუსმენ. ძალიან კარგი მომღერალი და კაცური კაცია. მიხვდები, რომ გულიდან ამოსულ სიტყვებს ამბობს. ყველა სიმღერა მომწონს, არავითარი მონტაჟი, ხმის გასწორებები და დამხმარეები მას არ ჭირდება. ჩემი ფინანსების გათვალისწინებით, 50 ლარიანი ბილეთი ავიღე და მეგობართან ერთად მივიდივარ კონცერტზე, არასდროს მომისმენია მისთვის ცოცხლად და ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს.

ლიზი 18 წლის და სალომე 19 წლის:

კონცერტებს ვესწრებით, მაგრამ როცა რეკლამა ვნახეთ და შუფუტინსკის სიმღერები "იუთუბიზე" მოვძებნეთ, მივხვდით, რომ ეს ჩვენთვის არ იყო. საერთოდ რატომ ჩამოყავთ, მაგასაც ვერ ვხვდებით, ვის აინტერესებს რუსული ესტრადა?

იხილეთ ვიდეო| უსმენენ თუ არა შუფუტინსკის თბილისში და რას ფიქრობენ ბათუმში დაგეგმილ მის კონცერტზე?

მინდია 26 წლის:

არ ვიცი ვინ არის შუფუტინსკი, მაგრამ როგორც ახლა გავიგე, "მარჯანჯას" მღერის. ამის მოსმენა ქორწილებშიც მეყოფა, არც ბილეთის ყიდვას ვაპირებ და უფასოც რომ იყოს, არ დავესწრები.

თემური 48 წლის:

მგზავრებს მოწონთ რითმული მუსიკა და ხშირად ვრთავ შუფუტინსკის დისკს, მაგრამ კონცერტზე წასვლას ვერ მოვახერხებ, ხვალ სმენაში ვარ. კონცერტები ტურისტებისთვისაა, ადგილობრივები ვშრომობთ, რომ თავი ვირჩინოთ.

გოგიტა 31 წლის:

მე პირადად, არ ვაპირებ ბილეთის ყიდვას, მაგრამ თუ ვინმე მაჩუქებს, სიამოვნებით დავესწრები. სააკაშვილს იგლესიასები ჩამოყავდა, ამ მთავრობას შუფუტინსკები მოსწონს, არც იმათი მესმოდა და არც ამათი მესმის. ამბობენ მთავარია, ვინმე ჩამოიყვანონ და ტურისტებს აჩვენონ - სანახაობა ყველას მოწონს.

მიხეილ შუფუტინსკის კონცერტი ბათუმის კორტებზე ხვალ, 21:00 საათზე დაიწყება. რუსული შანსონის შემსრულებლის კონცერტი საქართველოში პირველად ტარდება.

ნინო ხოზრევანიძე

ბათუმი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია