კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იცოდეთ, რათა "საზაფხულო ვირუსებით" არ დაავადდეთ! - "ყველაზე მეტად ნოროვირუსები და როტავირუსებია მომრავლებული"
იცოდეთ, რათა "საზაფხულო ვირუსებით" არ დაავადდეთ! - "ყველაზე მეტად ნოროვირუსები და როტავირუსებია მომრავლებული"

"ახლა ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­რავ­ლე­ბუ­ლი ნო­რო­ვირუ­სე­ბი და რო­ტა­ვირუ­სე­ბია", - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე პა­ა­ტა იმ­ნა­ძე.

ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში სე­ზო­ნუ­რი ვირუ­სე­ბი უფრო აქ­ტი­ურ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ამ წელს მომ­რავ­ლე­ბუ­ლი სწო­რედ ნორო და როტა ვირუ­სე­ბია. რო­გორც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში პა­ა­ტა იმ­ნა­ძე ამ­ბობს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვირუ­სე­ბი სა­ში­ში არ არის, მხო­ლოდ ორ დღეს გრძელ­დე­ბა და გუ­ლის­რე­ვა და პირ­ღე­ბი­ნე­ბა ახა­სი­ა­თებს.

"ენ­ტე­რო­ვირუ­სი, რო­მე­ლიც მე­ნინ­გიტს იწ­ვევს, შარ­შან იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. წელს კი მომ­რავ­ლე­ბუ­ლია ნო­რო­ვირუ­სე­ბი და რო­ტა­ვირუ­სე­ბი. ეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლია არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ შერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ევ­რო­პა­ში, აფ­რი­კა­ში, ავ­სტრა­ლი­ა­ში.

ნაწ­ლავ­თა ინ­ფექ­ცი­ებს, ანუ ნო­რო­ვირუს­სა და რო­ტა­ვირუსს, ახა­სი­ა­თებს გუ­ლის­რე­ვა, პირ­ღე­ბი­ნე­ბა, ზოგ­ჯერ ფა­ღა­რა­თიც. მარ­თა­ლია ეს ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი მთე­ლი წე­ლია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ ამ სე­ზონ­ზე უფრო მომ­რავ­ლე­ბუ­ლია. სა­ქარ­თვე­ლო ისე­თი პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა, მთელ მსოფ­ლი­ო­ში რაც არის, ჩვენ­თა­ნაც ის არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი", - ამ­ბობს პა­ა­ტა იმ­ნა­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა ზღვი­სა და მთის და­ა­ვა­დე­ბებს, რო­გორც იმ­ნა­ძე ამ­ბობს, ზა­ფხულ­ში ამ მხრივ რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი არ იჩე­ნენ თავს და თუ ადა­მი­ა­ნი ხელს არ და­ი­ბანს, ჰი­გი­ე­ნის ნორ­მებს არ და­ი­ცავს, ზღვა­ზეც და მთა­შიც იგი­ვე ინ­ფექ­ცია შეხ­ვდე­ბა, რაც ქა­ლაქ­ში.

"საქ­მე ის არის, რომ ზღვის წყალ­ში ბავ­შვმა რომ იბა­ნა­ოს და წყა­ლი ჩაყ­ლა­პოს, შე­იძ­ლე­ბა დი­ა­რეა გა­მო­იწ­ვი­ოს იმი­ტომ, რომ ზღვის წყალ­ში მაგ­ნი­უ­მის მა­რი­ლე­ბია და ამან დი­ა­რეა გა­მო­იწ­ვი­ოს. ჩვე­უ­ლებ­რივ რაც არის ზა­ფხულ­ში, ის არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ზღვა­ზეც, მთა­შიც, სო­ფელ­შიც და ქა­ლაქ­შიც. ზა­ფხულ­ში თუ ხე­ლებს ხში­რად არ და­ი­ბანთ, დი­ა­რეა იქ­ნე­ბა თუ სხვა და­ა­ვა­დე­ბა, ყველ­გან და­გე­მარ­თე­ბათ.

რაც შე­ე­ხე­ბა რე­კო­მენ­და­ცი­ებს, თუ რო­გორ უნდა და­ვიც­ვათ თავი ნო­რო­ვირუ­სი­სა და რო­ტა­ვირუ­სის­გან, რო­გორც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი გვირ­ჩევს, ნო­რო­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ვაქ­ცი­ნა არ არ­სე­ბობს, ამი­ტომ რამ­დე­ნი­მე წესი უნდა და­ვიც­ვათ:

ყუ­რა­დღე­ბით და­ი­ბა­ნეთ ხე­ლე­ბი საპ­ნი­თა და წყლით - გან­სა­კუთ­რე­ბით ტუ­ა­ლე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და პამ­პერ­სის გა­მოც­ვლის შემ­დეგ, საკ­ვე­ბის მი­ღე­ბამ­დე, მომ­ზა­დე­ბამ­დე ან და­მუ­შა­ვე­ბამ­დე.

სა­ფუძ­ვლი­ა­ნად გა­რე­ცხეთ ხილი და ბოსტნე­უ­ლი, ხოლო ზღვის პრო­დუქ­ტი სა­გულ­და­გუ­ლოდ მო­ამ­ზა­დეთ. ავად­მყოფ­მა სხვე­ბი­სათ­ვის არ უნდა მო­ამ­ზა­დოს საკ­ვე­ბი ან იზ­რუ­ნოს ავად­მყოფ­ზე თუკი სიმპტო­მე­ბის გავ­ლი­დან 3 დღე მა­ინც არ არის გა­სუ­ლი. და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ზე­და­პი­რე­ბი უნდა და­სუფ­თავ­დეს და მოხ­დეს მისი დე­ზინ­ფექ­ცია.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია: და­ბინ­ძუ­რე­ბულ ნივ­თებ­თან სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნა;

და­ბინ­ძუ­რე­ბულ ნივ­თებ­თან მო­პყრო­ბი­სას რე­ზი­ნის ან ერთჯე­რა­დი ხელ­თათ­მა­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, შემ­დგომ კი, ხე­ლის და­ბა­ნა;

ნივ­თე­ბის სა­რე­ცხი მან­ქა­ნის ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი და შემ­დგო­მი გა­მოშ­რო­ბის რე­ჟი­მით და სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბით რე­ცხვა.

რაც შე­ე­ხე­ბა რო­ტა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის­გან თა­ვის დაც­ვას, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფექ­ცია ყვე­ლა­ზე ხში­რად თავს 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში იჩენს და მხო­ლოდ ხა­რის­ხი­ა­ნი სას­მე­ლი წყლის მი­ღე­ბა და ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბის დაც­ვა და­ა­ვა­დე­ბას თა­ვი­დან არ აგ­ვა­ცი­ლებს, ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა რო­ტა­ვაქ­ცი­ნა, რო­მელ­საც პა­ტა­რებს უკე­თე­ბენ.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

იცოდეთ, რათა "საზაფხულო ვირუსებით" არ დაავადდეთ! - "ყველაზე მეტად ნოროვირუსები და როტავირუსებია მომრავლებული"

იცოდეთ, რათა "საზაფხულო ვირუსებით" არ დაავადდეთ! - "ყველაზე მეტად ნოროვირუსები და როტავირუსებია მომრავლებული"

"ახლა ყველაზე მეტად მომრავლებული ნოროვირუსები და როტავირუსებია", - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.

ზაფხულის პერიოდში სეზონური ვირუსები უფრო აქტიურდება, შესაბამისად, ამ წელს მომრავლებული სწორედ ნორო და როტა ვირუსებია. როგორც ჩვენთან საუბარში პაატა იმნაძე ამბობს, აღნიშნული ვირუსები საშიში არ არის, მხოლოდ ორ დღეს გრძელდება და გულისრევა და პირღებინება ახასიათებს.

"ენტეროვირუსი, რომელიც მენინგიტს იწვევს, შარშან იყო გავრცელებული. წელს კი მომრავლებულია ნოროვირუსები და როტავირუსები. ეს გავრცელებულია არა მარტო საქართველოში, არამედ შერთებულ შტატებში, ევროპაში, აფრიკაში, ავსტრალიაში.

ნაწლავთა ინფექციებს, ანუ ნოროვირუსსა და როტავირუსს, ახასიათებს გულისრევა, პირღებინება, ზოგჯერ ფაღარათიც. მართალია ეს ვირუსული ინფექციები მთელი წელია გავრცელებული, მაგრამ ამ სეზონზე უფრო მომრავლებულია. საქართველო ისეთი პატარა ქვეყანაა, მთელ მსოფლიოში რაც არის, ჩვენთანაც ის არის გავრცელებული", - ამბობს პაატა იმნაძე.

რაც შეეხება ზღვისა და მთის დაავადებებს, როგორც იმნაძე ამბობს, ზაფხულში ამ მხრივ რაიმე განსაკუთრებული დაავადებები არ იჩენენ თავს და თუ ადამიანი ხელს არ დაიბანს, ჰიგიენის ნორმებს არ დაიცავს, ზღვაზეც და მთაშიც იგივე ინფექცია შეხვდება, რაც ქალაქში.

"საქმე ის არის, რომ ზღვის წყალში ბავშვმა რომ იბანაოს და წყალი ჩაყლაპოს, შეიძლება დიარეა გამოიწვიოს იმიტომ, რომ ზღვის წყალში მაგნიუმის მარილებია და ამან დიარეა გამოიწვიოს. ჩვეულებრივ რაც არის ზაფხულში, ის არის გავრცელებული ზღვაზეც, მთაშიც, სოფელშიც და ქალაქშიც. ზაფხულში თუ ხელებს ხშირად არ დაიბანთ, დიარეა იქნება თუ სხვა დაავადება, ყველგან დაგემართებათ.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი ნოროვირუსისა და როტავირუსისგან, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვირჩევს, ნოროვირუსული ინფექციის საწინააღმდეგოდ ვაქცინა არ არსებობს, ამიტომ რამდენიმე წესი უნდა დავიცვათ:

ყურადღებით დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით - განსაკუთრებით ტუალეტის გამოყენებისა და პამპერსის გამოცვლის შემდეგ, საკვების მიღებამდე, მომზადებამდე ან დამუშავებამდე.

საფუძვლიანად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული, ხოლო ზღვის პროდუქტი საგულდაგულოდ მოამზადეთ. ავადმყოფმა სხვებისათვის არ უნდა მოამზადოს საკვები ან იზრუნოს ავადმყოფზე თუკი სიმპტომების გავლიდან 3 დღე მაინც არ არის გასული. დაბინძურებული ზედაპირები უნდა დასუფთავდეს და მოხდეს მისი დეზინფექცია.

აუცილებელია: დაბინძურებულ ნივთებთან სიფრთხილის გამოჩენა;

დაბინძურებულ ნივთებთან მოპყრობისას რეზინის ან ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენება, შემდგომ კი, ხელის დაბანა;

ნივთების სარეცხი მანქანის ყველაზე ხანგრძლივი და შემდგომი გამოშრობის რეჟიმით და სარეცხი საშუალებით რეცხვა.

რაც შეეხება როტავირუსული ინფექციისგან თავის დაცვას, აღნიშნული ინფექცია ყველაზე ხშირად თავს 5 წლამდე ასაკის ბავშვებში იჩენს და მხოლოდ ხარისხიანი სასმელი წყლის მიღება და ჰიგიენური პირობების დაცვა დაავადებას თავიდან არ აგვაცილებს, ამისათვის საჭიროა როტავაქცინა, რომელსაც პატარებს უკეთებენ.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია