პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბარსელონა" ევროპის სუპერთასის გარაჯვებულია
"ბარსელონა" ევროპის სუპერთასის გარაჯვებულია

"ბარ­სე­ლო­ნა" ევ­რო­პის სუ­პერ­თა­სის გა­რაჯ­ვე­ბუ­ლი გახ­და. "ბარ­სე­ლო­ნამ" "სე­ვი­ლია" და­მა­ტე­ბით დრო­ში ან­გა­რი­შით, 5:4 და­ა­მარ­ცხა. "ბარ­სე­ლო­ნას" დღე­ვან­დე­ლი გა­მარ­ჯვე­ბის­თვის სუ­პერ­თა­სი გა­და­ე­ცა. "ბარ­სე­ლო­ნას" კა­პი­ტანს ან­დრეს ინი­ეს­ტას თასი უეფა-ს პრე­ზი­დენ­ტმა მი­შელ პლა­ტი­ნიმ გა­დას­ცა. რაც შე­ე­ხე­ბა "სე­ვი­ლი­ას" მათ ვერ­ცხლის მედ­ლე­ბი გა­და­ე­ცათ.

"ბარ­სე­ლო­ნამ" გულ­შე­მატ­კივ­რებს მხარ­და­ჭე­რი­ოს­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. თბი­ლის­ში, "დი­ნა­მო არე­ნა­ზე", სა­დაც ერ­თმა­ნეთს სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბე­ბი "ბარ­სე­ლო­ნა" და "სე­ვი­ლია" და­უ­პი­რის­პირ­დნენ პირ­ვე­ლი გოლი მატ­ჩის მე­სა­მე წუთ­ზე "სე­ვი­ლი­ას" ფეხ­ბურ­თელ­მა ევერ ბა­ნე­გამ გა­ი­ტა­ნა. მეშ­ვი­დე წუთ­ზე ლი­ო­ნელ მე­სიმ ან­გა­რი­ში გა­ა­თა­ნაბ­რა. მე-16 წუთ­ზე მე­სიმ კი­დევ ერთი გოლი გა­ი­ტა­ნა. 44-ე წუთ­ზე გა­ტა­ნი­ლი გო­ლის ავ­ტო­რი "ბარ­სე­ლო­ნას" ფეხ­ბურ­თე­ლი რა­ფი­ნი­აა, 52-ე წუთ­ზე გოლი სუ­ა­რეს­მა გა­ი­ტა­ნა. 57-ე წუთ­ზე გა­ტა­ნი­ლი გო­ლის ავ­ტო­რი "სე­ვი­ლი­ას" ფეხ­ბურ­თე­ლი რე­ი­ე­სია. 72-ე წუთ­ზე კი "სე­ვი­ლი­ას" ფეხ­ბურ­თელ­მა გა­მე­ი­რომ პე­ნალ­ტი ზუს­ტად შე­ას­რუ­ლა და "ბარ­სე­ლო­ნას­თან" ან­გა­რი­შის სხვა­ო­ბა მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ამ­ცი­რა. 81-ე წუთ­ზე გა­ტა­ნი­ლი გო­ლით კო­ნოპ­ლი­ან­კამ ან­გა­რი­ში გა­ა­თა­ნაბ­რა. მატ­ჩის ძი­რი­თა­დი დრო­ის ამო­წურ­ვის შემ­დეგ და­მა­ტე­ბი­თი დრო და­ი­ნიშ­ნა. 115-ე წუთ­ზე "ბარ­სე­ლო­ნა" და­წი­ნა­ურ­და. გა­დამ­წყვე­ტი გოლი შეც­ვლა­ზე შე­მო­სულ­მა პედ­რომ გა­ი­ტა­ნა.

მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი ლი­ო­ნელ მესი გახ­და, რო­მელ­მაც დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ში დუბ­ლი შე­ას­რუ­ლა.

შეხ­ვედ­რა თბი­ლის­ში "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და მას 51 940 გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ეს­წრე­ბო­და.

უეფა-ს სუ­პერ­თა­სის დღე­ვან­დე­ლი მატ­ჩის და­წყე­ბამ­დე, "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" შეხ­ვედ­რის გახ­სნი­თი სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ი­მარ­თა.

გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ის პირ­ველ ნა­წილ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ცეკ­ვა. ამის შემ­დეგ ორი­ვე გუნ­დი გა­მო­ვი­და მინ­დორ­ზე და შეს­რულ­და უეფა-ს სუ­პერ თა­სის ჰიმ­ნი. ცე­რე­მო­ნი­ის მთა­ვარ დატ­ვირ­თვას ატა­რებ­და 1000 ბავ­შვის, ასე­ვე, სხვა პი­რე­ბის, ფეხ­ბუ­თე­ლის და მსა­ჯის მიერ შეკ­რუ­ლი ცო­ცხა­ლი ჯაჭ­ვი, რო­გორც მშვი­დო­ბის და ერ­თი­ა­ნო­ბის სიმ­ბო­ლო.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე წარ­დგა ცეკ­ვის ან­სამ­ბლი "ერი­სი­ო­ნი". წარ­მოდ­გე­ნა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 200 მო­ცეკ­ვა­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და: 80 პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვე, 70-90 მო­ზარ­დი, 10-20 მე­დო­ლე ბავ­შვი.

მო­ზარ­დებ­მა მო­ე­დან­ზე შე­მო­ი­ტა­ნეს უზარ­მა­ზარ დრო­შე­ბი უეფა-ს ევ­რო­პა ლი­გი­სა და უეფა-ს ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის თასე­ბის და უეფა-ს სუ­პერ თა­სის ლო­გოს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით, ასე­ვე სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი ფორ­მა­ტის ასო­ე­ბით და­წე­რი­ლი გუნ­დე­ბის სა­ხე­ლე­ბი და დე­ვი­ზი "ფეხ­ბურ­თი მშვი­დო­ბის­თვის გვა­ერ­თი­ა­ნებს".

ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში მო­ე­წყო ცო­ცხა­ლი ჯაჭ­ვი. პირ­ვე­ლად, გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო 1000 ბავ­შვის და მათი თან­მხლე­ბი პი­რის, ასე­ვე ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი­სა და მსა­ჯე­ბი­სა­გან შექ­მნი­ლი ცო­ცხა­ლი ჯაჭ­ვი, მშვი­დო­ბი­სა და ერ­თი­ა­ნო­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დათო ფორჩხი­ძის სტუ­დი­ის ბავ­შვებ­მა ჯონ ლე­ნო­ნის სიმ­ღე­რა "იმა­გი­ნე" შე­ას­რუ­ლეს.

სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ი­სა და უეფა-ს ბავ­შვთა ფონ­დის ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­ზა­ნია, გა­ავ­რცე­ლოს ძლი­ე­რი გზავ­ნი­ლი: "ფეხ­ბურ­თი მშვი­დო­ბის­თვის გვა­ერ­თი­ა­ნებს".

პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ცხრა ეროვ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცია და­უ­კავ­შირ­და თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში და­უც­ვე­ლი ბავ­შვე­ბის მხარ­დამ­ჭერ აღი­ა­რე­ბულ უწყე­ბას, რათა ამ პრო­ექ­ტის­თვის შე­ერ­ჩი­ათ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი. ბავ­შვე­ბი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ 10-12 წლის, ად­გი­ლობ­რი­ვი მა­სობ­რი­ვი სა­ფეხ­ბურ­თო ტურ­ნი­რე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი, ბავ­შვთა სახ­ლე­ბის ბი­ნად­რე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნი­ლე­ბი და სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებ­ში და­ღუ­პუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი.

ცო­ცხალ ჯაჭვში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ: 20 ბავ­შვი და 3 უფ­რო­სი სომ­ხე­თი­დან, 20 ბავ­შვი და 2 უფ­რო­სი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, 15 ბავ­შვი და 2 უფ­რო­სი ბე­ლო­რუ­სი­დან, 720 ბავ­შვი და 130 უფ­რო­სი სა­ქარ­თვე­ლო­დან, 10 ბავ­შვი და 2 უფ­რო­სი ყა­ზა­ხე­თი­დან, 19 ბავ­შვი და 4 უფ­რო­სი მოლ­დო­ვი­დან, 9 ბავ­შვი და 3 უფ­რო­სი რუ­სე­თი­დან, 15 ბავ­შვი და 3 უფ­რო­სი თურ­ქე­თი­დან და 20 ბავ­შვი და 3 უფ­რო­სი უკ­რა­ი­ნი­დან.

იხი­ლეთ ვი­დე­ო­ე­ბი: "ბარ­სე­ლო­ნამ" უე­ფას სუ­პერ­თა­სი მე­ხუ­თედ თბი­ლის­ში მო­ი­გო

ევ­რო­პის სუ­პერ­თა­სის სა­ზე­ი­მო გახ­სნა "დი­ნა­მო არე­ნა­ზე"

მე­სის ორი გოლი ევ­რო­პის სუ­პერ­თას­ზე

ვის ეკუთ­ვნის ცა­რი­ე­ლი სკა­მი სა­პა­ტიო სტუ­მარ­თა ლო­ჟა­ში სუ­პერ­თა­სის მატჩზე?

"მე­სის რე­აქ­ცია ია ფა­რუ­ლა­ვას და­ნახ­ვა­ზე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

"ბარსელონა" ევროპის სუპერთასის გარაჯვებულია

"ბარსელონა" ევროპის სუპერთასის გარაჯვებულია

"ბარსელონა" ევროპის სუპერთასის გარაჯვებული გახდა. "ბარსელონამ" "სევილია" დამატებით დროში ანგარიშით, 5:4 დაამარცხა. "ბარსელონას" დღევანდელი გამარჯვებისთვის სუპერთასი გადაეცა. "ბარსელონას" კაპიტანს ანდრეს ინიესტას თასი უეფა-ს პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ გადასცა. რაც შეეხება "სევილიას" მათ ვერცხლის მედლები გადაეცათ.

"ბარსელონამ" გულშემატკივრებს მხარდაჭერიოსთვის მადლობა გადაუხადა. თბილისში, "დინამო არენაზე", სადაც ერთმანეთს საფეხბურთო კლუბები "ბარსელონა" და "სევილია" დაუპირისპირდნენ პირველი გოლი მატჩის მესამე წუთზე "სევილიას" ფეხბურთელმა ევერ ბანეგამ გაიტანა. მეშვიდე წუთზე ლიონელ მესიმ ანგარიში გაათანაბრა. მე-16 წუთზე მესიმ კიდევ ერთი გოლი გაიტანა. 44-ე წუთზე გატანილი გოლის ავტორი "ბარსელონას" ფეხბურთელი რაფინიაა, 52-ე წუთზე გოლი სუარესმა გაიტანა. 57-ე წუთზე გატანილი გოლის ავტორი "სევილიას" ფეხბურთელი რეიესია. 72-ე წუთზე კი "სევილიას" ფეხბურთელმა გამეირომ პენალტი ზუსტად შეასრულა და "ბარსელონასთან" ანგარიშის სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. 81-ე წუთზე გატანილი გოლით კონოპლიანკამ ანგარიში გაათანაბრა. მატჩის ძირითადი დროის ამოწურვის შემდეგ დამატებითი დრო დაინიშნა. 115-ე წუთზე "ბარსელონა" დაწინაურდა. გადამწყვეტი გოლი შეცვლაზე შემოსულმა პედრომ გაიტანა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

შეხვედრა თბილისში "დინამო არენაზე" მიმდინარეობდა და მას 51 940 გულშემატკივარი ესწრებოდა.

უეფა-ს სუპერთასის დღევანდელი მატჩის დაწყებამდე, "დინამო არენაზე" შეხვედრის გახსნითი საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.

გახსნის ცერემონიის პირველ ნაწილში წარმოდგენილი იყო ქართული ხალხური ცეკვა. ამის შემდეგ ორივე გუნდი გამოვიდა მინდორზე და შესრულდა უეფა-ს სუპერ თასის ჰიმნი. ცერემონიის მთავარ დატვირთვას ატარებდა 1000 ბავშვის, ასევე, სხვა პირების, ფეხბუთელის და მსაჯის მიერ შეკრული ცოცხალი ჯაჭვი, როგორც მშვიდობის და ერთიანობის სიმბოლო.

საზოგადოების წინაშე წარდგა ცეკვის ანსამბლი "ერისიონი". წარმოდგენაში დაახლოებით 200 მოცეკვავე მონაწილეობდა: 80 პროფესიონალი მოცეკვავე, 70-90 მოზარდი, 10-20 მედოლე ბავშვი.

მოზარდებმა მოედანზე შემოიტანეს უზარმაზარ დროშები უეფა-ს ევროპა ლიგისა და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თასების და უეფა-ს სუპერ თასის ლოგოს გამოსახულებით, ასევე სამგანზომილებიანი ფორმატის ასოებით დაწერილი გუნდების სახელები და დევიზი "ფეხბურთი მშვიდობისთვის გვაერთიანებს".

ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო ცოცხალი ჯაჭვი. პირველად, გახსნის ცერემონიაში წარმოდგენილი იყო 1000 ბავშვის და მათი თანმხლები პირის, ასევე ფეხბურთელებისა და მსაჯებისაგან შექმნილი ცოცხალი ჯაჭვი, მშვიდობისა და ერთიანობის მხარდასაჭერად.

ღონისძიებაზე დათო ფორჩხიძის სტუდიის ბავშვებმა ჯონ ლენონის სიმღერა "იმაგინე" შეასრულეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფა-ს ბავშვთა ფონდის ამ ინიციატივის მიზანია, გაავრცელოს ძლიერი გზავნილი: "ფეხბურთი მშვიდობისთვის გვაერთიანებს".

პროექტში ჩართული თითოეული ცხრა ეროვნული ასოციაცია დაუკავშირდა თავის ქვეყანაში დაუცველი ბავშვების მხარდამჭერ აღიარებულ უწყებას, რათა ამ პროექტისთვის შეერჩიათ მონაწილეები. ბავშვები უნდა ყოფილიყვნენ 10-12 წლის, ადგილობრივი მასობრივი საფეხბურთო ტურნირების გამარჯვებულები, ბავშვთა სახლების ბინადრები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილები და სამხედრო ოპერაციებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები.

ცოცხალ ჯაჭვში მონაწილეობდნენ: 20 ბავშვი და 3 უფროსი სომხეთიდან, 20 ბავშვი და 2 უფროსი აზერბაიჯანიდან, 15 ბავშვი და 2 უფროსი ბელორუსიდან, 720 ბავშვი და 130 უფროსი საქართველოდან, 10 ბავშვი და 2 უფროსი ყაზახეთიდან, 19 ბავშვი და 4 უფროსი მოლდოვიდან, 9 ბავშვი და 3 უფროსი რუსეთიდან, 15 ბავშვი და 3 უფროსი თურქეთიდან და 20 ბავშვი და 3 უფროსი უკრაინიდან.

იხილეთ ვიდეოები: "ბარსელონამ" უეფას სუპერთასი მეხუთედ თბილისში მოიგო

ევროპის სუპერთასის საზეიმო გახსნა ”დინამო არენაზე”

მესის ორი გოლი ევროპის სუპერთასზე

ვის ეკუთვნის ცარიელი სკამი საპატიო სტუმართა ლოჟაში სუპერთასის მატჩზე?

"მესის რეაქცია ია ფარულავას დანახვაზე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია