"დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორია გულშემატკივრებით არის სავსე. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, გულშემატკივრების ძალიან დიდი ნაწილი "ბარსელონას" უჭერს მხარს, თუმცა მცირე რაოდენობა არის "სევილიას" მხარდამჭერებიც.
"დინამო არენამდე" ბარსელონას გულშემატკივრებმა მსვლელობა გამართეს, რომელიც "ბარსელონას" ქართული ფანკლუბის ორგანიზებული იყო. მათ მსვლელობა სიმღერების, ბარსელონას ჰიმნის, ატრიბუტიკის თანხლებით ჩაატარეს. სტადიონზე გულშემატკივრები უკვე იკრიბებიან და ტრიბუნები ივსება. დღევანდელ მატჩზე დამსწრეთა შორის ბევრი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
როგორც შს სამინისტროს უკვე დაანონსებული ჰქონდა, ქუჩები გადაკეტილია. ადგილზე უსაფრთხოებას პოლიცია უზრუნველყოფს.
ფოტოები: Leo Nafta