ნეგატიური კომენტარების ტალღა გიორგი კარბელაშვილის წინააღმდეგ: როგორ აფასებენ მოქალაქეები მთვრალი დეპუტატის სკანდალს

ნეგატიური კომენტარების ტალღა გიორგი კარბელაშვილის წინააღმდეგ: როგორ აფასებენ მოქალაქეები მთვრალი დეპუტატის სკანდალს

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, გიორგი კარბელაშვილის ირგვლივ ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოხმარებები არ წყდება. AMBEBI.GE-ზე გამოქვეყნებულ სტატიებს ასობით ინტერნეტმომხმარებელი კომენტარების სახით გამოეხმაურა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა დეპუტატის ქმედებას, პოლიციასთან უცენზურო საუბარსა და შემდეგ ინციდენტის პოლიტიკურ კონტექსტში განხილვას ნეგატიურად აფასებს. ამ სტატიაში მკითხველის მიერ, ამ თემაზე გამოქვეყნებულ სტატიებში დატოვებულ რამდენიმე კომენტარს გთავაზობთ:

"ერთი ყველაზე წესიერი კაცის იმიჯი გქონდა მეგონა ნაცხროვებში. თურმე ვცდებოდი, არაკაცებს დამსგავსებიხარ. დაფიქრდი, კაცური სახე არ დაკარგო, ცოდვა ხარ, მერე ხომ უნდა იცხოვრო საქართველოში. მოცილდი ნაცებს, ყველაზე კარგი გზა ეგააა...."

***

"არ გინდა დაფიქრდე, 5 საათი რად უნდოდა ცხინვალისაკენ სიარულს, ურმით ხომ არ მიყავდათ :) და ადამიანის მოკვლა რომ სდომებოდათ, 5 საათი სიარული და საზღვარზე გადაყვანა უფრო უპრობლემო იქნებოდა??? დაფიქრდით ცოტა, რა".

***

"ყველა ნაცი, სვეცკი თუ გოიმი ერთნაირი ამაზრზენია. ნორმალურ კაცს გავს ეს კარბელაშვილი და გადავირიე, ჯერ რას პათოლოგობდა და ახლა რას ამბობს, გამიტაცესოო..."

***

"რა მნიშვნელობა აქვს სად სვამდა და ვისთან?.. მთვრალი იჯდა საჭეათან? - იჯდა... კადრებიდან მშვენივრად ჩანს. აქ დამთავრდა ყველაფერი. დეპუტატი არა ისა... კანონი ყველასათვის კანონია..."

***

რით ვერ გაიგეთ, რომ ქართული სუფრა არის გმირების ასპარეზი, იგმირა ამ კაცმა სუფრაზე ომში გმირობის ჩამდენთა მოსაგონარად და თქვენ იჭერთ? სადაური კანონია, თან ნაცებზე კანონები არ ჭრის, ისინი ზეკაცები არიან. თუ არ გჯერათ გიორგის კითხეთ, ბარამიძეს, მაგან სულ სხაპასხუპით და სულმოუთქმელად იცის ეგეთები...."

***

ნასვამი მძღოლი ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც პრემიერი, უნდა დაისაჯოს კანონის ძალით, არავითარი იმუნიტეტი, ისე კანონს ვერ აკანონებ. ნასვამი მძღოლი პოტენციური მკვლელია, ევროპაში თუ დაარღვევს ვინმე მძღოლი წესებს, უკან მომავალი ურეკავს მილიციას, გადაიკეტება გზები და აგებს პასუხს დამრღვევი. აი, ასე უნდა დაინერგოს საქართველოში. მაგდენი ავარია, რაც საქართველოში ხდება ერთ თვეში, მთელი წლის განმავლობაში არ ხდება ათენში, 8 წელია აქ ვარ და ვაკვირდები".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია