პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აფასებდა ნიკა გვარამია "იმედის" ქონების დაყადაღებას 2007 წელს, როდესაც გენერალური პროკურორის მოადგილე იყო
როგორ აფასებდა ნიკა გვარამია "იმედის" ქონების დაყადაღებას 2007 წელს, როდესაც გენერალური პროკურორის მოადგილე იყო

"რუს­თა­ვი 2"-ის ქო­ნე­ბის ნა­წი­ლი და­ყა­და­ღე­ბუ­ლია, რაც ინ­ტერ­ნეტ­ში დის­კუ­სი­ე­ბის ერთ-ერთ მთა­ვარ თე­მად იქცა. ტე­ლე­ვი­ზი­ას ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­თა მცი­რე ჯგუ­ფი მხარ­და­ჭე­რას "ფე­ის­ბუქ­ზე" არ­ხის ლო­გოს ავა­ტა­რად და­ყე­ნე­ბით, გა­ცი­ლე­ბით დიდი რა­ო­დე­ნო­ბა კი, ამ დრო­ი­სათ­ვის (15:00-ის მო­ნა­ცე­მე­ბი) 21,589 წევ­რი, "რუს­თა­ვი 2"-ის მხარ­დამ­ჭერ­თა ჯგუფ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბით ადას­ტუ­რებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "რუს­თა­ვი 2"-ის ირ­გვლივ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე არ­ხის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას შე­ფა­სე­ბებ­სა და "სა­ო­მარ" შე­მარ­თე­ბებს ცი­ნი­კუ­რად უყუ­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთი ნა­წი­ლი, რო­მელ­თა ამ­გვა­რი გან­წყო­ბა გვა­რა­მი­ას პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლით არის ნა­კარ­ნა­ხე­ვი. Youtube-ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია 2007 წლის ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც იმ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე ნიკა გვა­რა­მია "ტელე-იმე­დის" ქო­ნე­ბის და­ყა­და­ღე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას ამ­ბობს:

"ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი მარ­თავს ამ არ­ხის სა­ინ­ფორ­მა­ციო პო­ლი­ტი­კას, ეს ადა­მი­ა­ნი იქნა ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლად და რა თქმა უნდა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ის ტე­ლე­ვი­ზია და­ყა­დაღ­და, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც მარ­თავს მთელ ამ პრო­ცე­სებს...

გა­მო­ძი­ე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, მუ­შა­ობს სხვა­დას­ხვა გა­რე­მო­ე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც ნათ­ლად ადას­ტუ­რე­ბენ კი­დევ სხვა გა­რე­მო­ე­ბებ­საც, რომ "იმე­დი" არ იყო დის­ტან­ცი­რე­ბუ­ლი, მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი გამ­შუ­ქე­ბე­ლი იმ მოვ­ლე­ნე­ბი­სა, რო­მე­ლიც ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ბოლო პე­რი­ოდ­ში".

იხი­ლეთ ვი­დეო

დღეს, რო­დე­საც ნიკა გვა­რა­მია პოსტს არა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, არა­მედ "რუს­თა­ვი 2"-ში იკა­ვებს, მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბელ ტე­ლე­ვი­ზი­ის მცნე­ბის მი­მართ სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­როა.

"რუს­თა­ვის 2 საქ­მე არის ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის საქ­მე ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ი­სათ­ვის, ამი­ტომ ნე­ბის­მი­ე­რი მო­სა­მარ­თლე, რო­მე­ლიც ხელს მო­ა­წერს უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას რუს­თა­ვი 2-ის საქ­მე­ზე, მო­ა­წერს სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ულ სიკ­ვდილ­ზე ხელს," - აცხა­დებს გვა­რა­მია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას

როგორ აფასებდა ნიკა გვარამია "იმედის" ქონების დაყადაღებას 2007 წელს, როდესაც გენერალური პროკურორის მოადგილე იყო

როგორ აფასებდა ნიკა გვარამია "იმედის" ქონების დაყადაღებას 2007 წელს, როდესაც გენერალური პროკურორის მოადგილე იყო

"რუსთავი 2"-ის ქონების ნაწილი დაყადაღებულია, რაც ინტერნეტში დისკუსიების ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. ტელევიზიას ინტერნეტმომხმარებელთა მცირე ჯგუფი მხარდაჭერას "ფეისბუქზე" არხის ლოგოს ავატარად დაყენებით, გაცილებით დიდი რაოდენობა კი, ამ დროისათვის (15:00-ის მონაცემები) 21,589 წევრი, "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერთა ჯგუფში გაწევრიანებით ადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებებსა და "საომარ" შემართებებს ცინიკურად უყურებს საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელთა ამგვარი განწყობა გვარამიას პოლიტიკური წარსულით არის ნაკარნახევი. Youtube-ზე განთავსებულია 2007 წლის ჩანაწერი, რომელშიც იმ პერიოდში საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნიკა გვარამია "ტელე-იმედის" ქონების დაყადაღების კომენტირებისას ამბობს:

"ბადრი პატარკაციშვილი მართავს ამ არხის საინფორმაციო პოლიტიკას, ეს ადამიანი იქნა ეჭვმიტანილად და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ის ტელევიზია დაყადაღდა, რომლის მეშვეობითაც მართავს მთელ ამ პროცესებს... 

გამოძიება, ბუნებრივია, მუშაობს სხვადასხვა გარემოებებზე, რომლებიც ნათლად ადასტურებენ კიდევ სხვა გარემოებებსაც, რომ "იმედი" არ იყო დისტანცირებული, მიუკერძოებელი გამშუქებელი იმ მოვლენებისა, რომელიც ხორციელდებოდა ბოლო პერიოდში".

იხილეთ ვიდეო

დღეს, როდესაც ნიკა გვარამია პოსტს არა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში, არამედ "რუსთავი 2"-ში იკავებს, მისი დამოკიდებულება დამოუკიდებელ ტელევიზიის მცნების მიმართ სრულიად საპირისპიროა.

"რუსთავის 2 საქმე არის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საქმე ქართული დემოკრატიისათვის, ამიტომ ნებისმიერი მოსამართლე, რომელიც ხელს მოაწერს უკანონო გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის საქმეზე, მოაწერს საკუთარ პროფესიულ სიკვდილზე ხელს," - აცხადებს გვარამია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია