პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება "ფეისბუქზე" "რუსთავი 2"-ის ქონების დაყადაღების შემდეგ: პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და შოუბიზნესის წარმომადგენლების მწვავე რეაქციები
რა ხდება "ფეისბუქზე" "რუსთავი 2"-ის ქონების დაყადაღების შემდეგ: პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და შოუბიზნესის წარმომადგენლების მწვავე რეაქციები

"რუს­თა­ვი 2"-ის ქო­ნე­ბის ნა­წი­ლი და­ყა­და­ღე­ბუ­ლია. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გუ­შინ "რუს­თა­ვი 2"-მა გა­ავ­რცე­ლა. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, კომ­პა­ნი­ის კუთ­ვნილ ავ­ტო­მო­ბი­ლებს ქი­ბარ ხალ­ვა­შის სარ­ჩე­ლის სა­ფუძ­ველ­ზე აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნულ­მა ბი­უ­რომ ყა­და­ღა და­ა­დო. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორ­შა­ბათს ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, და­ი­წყე­ბა თუ არა სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნი­ას­თან სა­მარ­თლებ­რი­ვი დავა.

"რუს­თა­ვი 2"-ის გარ­შე­მო აგო­რე­ბულ სკან­დალს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. გთა­ვა­ზობთ ზო­გი­ერთ მათ­განს:

ნიკა გვა­რა­მია - რო­დის მო­გი­გი­ათ, ახლა რომ მოგ­ვი­გოთ? ვე­ღარ გა­ვი­გე, რამ­დე­ნით ნული გინ­დათ რომ წა­ა­გოთ. კი ბა­ტო­ნო, გა­მოწ­ვე­ვა მი­ღე­ბუ­ლია. კი­დევ ერთხელ გა­ფარ­ჩაკ­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბავ.

p.s. იმე­დია, არა­ვის არ გიჩ­ნდე­ბათ კი­თხვა:

ქი­ბარ ხალ­ვა­ში ვირ­თაგ­ვაო,

ნე­ტავ რა­ტომ არ მი­თა­გაო?

ნინო და­ნე­ლია - არ მჭირ­დე­ბა მან­ქა­ნა, როცა კი დაგ­ჭირ­დეთ მანდ ვარ. ყვე­ლა ასე მო­იქ­ცე­ვა, ვის­თვი­საც მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა უპი­რო­ბო ღი­რე­ბუ­ლე­ბაა. წილი ნა­ყა­რია, ლაკ­მუ­სი ლაკ­მუ­სობს

გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე - ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ის ადა­მი­ა­ნე­ბი რას იტყვი­ან ახლა, მე­დი­ის შე­ვიწ­რო­ვე­ბა­ზე რომ გვაკ­რი­ტი­კებ­დნენ?

გია ნო­დია - რუს­თა­ვი 2-ის წი­ნა­აღ­მდეგ წა­მო­წყე­ბუ­ლი შე­ტე­ვა არის ახა­ლი ეტა­პი ყვე­ლა­ნა­ი­რი ალ­ტერ­ნა­ტუ­ლი (არა მხო­ლოდ ოპო­ზი­ცი­უ­რი) ძა­ლის შე­ვიწ­რო­ე­ბის თან­და­თა­ნო­ბით და მე­თო­დურ პრო­ცეს­ში, რო­მე­ლიც "ოც­ნე­ბამ" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის­თა­ნა­ვე და­ი­წყო. ეს შე­იძ­ლე­ბა გარ­დამ­ტე­ხი და კრი­ტი­კუ­ლად ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი აღ­მოჩ­ნდეს.

არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ მთავ­რო­ბამ უცებ და­ი­ნა­ხოს სე­რი­ო­ზუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და უკან და­ი­ხი­ოს (რაც არა­ერ­თხელ გა­უ­კე­თე­ბია). ამის­თვის, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს სე­რი­ო­ზუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა უნდა არ­სე­ბობ­დეს. მაგ­რამ მთლად ად­ვი­ლა­დაც არ და­ი­ხევს უკან, რად­გან ეს­მის, რომ ეს ბრძო­ლა მის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

მაგ­რამ თუ მას ეს შე­ტე­ვა გა­უ­ვი­და, ეს ძა­ლი­ან არ­სე­ბი­თად შეც­ვლის სი­ტუ­ა­ცი­ას ქვე­ყა­ნა­ში.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი - "რუს­თა­ვი 2"-თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­მი­ერ­მა თქვა, არ ვე­რე­ვი კერ­ძო და­ვა­შიო და მა­შინ­ვე ცხვი­რი გა­ე­ზარ­და. იქვე და­ა­ყო­ლა, მომ­ხრე ვარ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნი­სო.

ჩვენც მა­გის მომ­ხრე ვართ, ბა­ტო­ნო პრე­მი­ე­რო

თეა ადე­იშ­ვი­ლი - მოკ­ლედ სა­ი­დან შე­უ­ტი­ონ რუს­თა­ვი2-ს არ იცი­ან, ახლა ჩვენ გვე­და­ვე­ბი­ან სი­უ­ჟე­ტი ხი­ხა­ნის ცი­ხის ის­ტო­რი­ა­ზე P.S-ში რა­ტომ გა­ვი­დაო

ნიკა რუ­რუა - მე­ოც­ნე­ბე­ებ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ფუ­ჭეს, რაც შე­იძ­ლე­ბა გა­ე­ფუ­ჭე­ბი­ნათ, ას­ფალ­ტი­დან და­წყე­ბუ­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი: ახლა კი გა­და­წყვი­ტეს ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მე­დი­ის, რუს­თა­ვი 2-ის მო­გუდ­ვაც. ანუ, სა­ბო­ლო­ოდ აე­რი­ათ დავთრე­ბი.

რო­გორც ჩანს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და მისი მე­თო­ჯი­ნე სა­კუ­თა­რი წა­რუ­მა­ტებ­ლოს­გან პა­ნი­კამ შე­ი­პყრო და ახლა ფა­ტა­ლუ­რი შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის პი­რას ტორ­ტმა­ნებს.

თუ ამა­ზე მას ხელი წა­უც­და (და რო­გორც ჩანს, წა­უც­და), ის ამას გა­დაყ­ვე­ბა, ოღონდ იმი­ტომ კი­ა­რა, რომ ეს უნდა; არა - ეს მას ძა­ლი­ან არ უნდა, მაგ­რამ მა­ინც და იმი­ტომ გა­დაყ­ვე­ბა, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი ქვეყ­ნის მარ­თვა ელე­მენ­ტა­რუ­ლად არ იცის - სხვა­ნა­ი­რად მოქ­ცე­ვა კი არ შე­უძ­ლია. პრო­ვინ­ცი­ა­ლუ­რი ახი­რე­ბე­ბი - ესაა ივა­ნიშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლი და ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ინ­სტინ­ქტე­ბი. შე­შინ­და, მოკ­ლედ, და ამ პა­ნი­კი­ო­რო­ბით ქვე­ყა­ნას მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნე­ბამ­დეც კი ვერ მი­იყ­ვანს.

გრი­გოლ გე­გე­ლია - რად­გან რუს­თა­ვი 2 კონ­კრე­ტულ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას­თან ასო­ცირ­დე­ბა, რო­მე­ლიც თვი­თონ იყო მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­ლა­ხა­ვი, ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ დღეს რუს­თა­ვი 2–ის ქო­ნე­ბის ნა­წი­ლის და­ყა­და­ღე­ბი­სას ავ­ტო­მა­ტუ­რად ამას უნდა ვი­გო­ნებ­დეთ.

ეს უდა­ვოდ ჩვე­ნი სი­სუს­ტე იქ­ნე­ბა. და, რაც უა­რე­სია, მო­ნუ­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტის გაგ­რძე­ლე­ბა. თუ ჩვენ თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო გვსურს (და სო­ცი­ა­ლუ­რი მხო­ლოდ ასე­თი სა­ხელ­მწი­ფოა!), მაშ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ხმა ამო­ვი­ღოთ ნე­ბის­მი­ე­რი პო­ტენ­ცი­უ­რი ზე­წო­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, იქ­ნე­ბა ის მო­ქა­ლა­ქის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, თუ სხვა. თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა ან ყვე­ლას მი­მართ ვრცელ­დე­ბა, ან – არა­ვის მი­მართ. ან მუდ­მი­ვად ვრცელ­დე­ბა, ან – არას­დროს. სა­ნამ ეს უპი­რო­ბო პრინ­ცი­პად არ გვექ­ცე­ვა, მუ­დამ ვივ­ლით წრე­ზე.

ჩვენ მუდ­მი­ვად უნდა ვი­ყოთ სკეპ­ტი­კუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს მი­მართ, იმი­სათ­ვის რომ ვი­ყოთ სა­ხელ­მწი­ფო!

სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლი - რაც "რუს­თა­ვი 2" არ­სე­ბობს, ამ არხზე ყვე­ლა კბი­ლებს ილე­სავს. რა­ღაც ზე­ბუ­ნებ­რი­ვი ენერ­გე­ტი­კა აქვს ალ­ბათ. რაც არ უნდა იყოს... არამ­გო­ნია რო­მე­ლი­მე მთავ­რო­ბა მო­ე­რი­ოს. იქ ვინც მუ­შა­ობს, ყვე­ლა პატ­რი­ო­ტია. I ❤Rustavi 2!

თენ­გო გო­გო­ტიშ­ვი­ლი - მი­თხა­რით, გე­თაყ­ვა, "რუს­თა­ვი 2"-ის ბედ­ზე მეც უნდა ვი­ნერ­ვი­უ­ლო? გარ­შე­მო ყვე­ლა მა­ში­ნებს, არა­და, რომ არ მე­ში­ნია? (ჯერ:)

თქვენ ვერ გა­ი­გეთ. მან­ქა­ნე­ბი კი არა, მან­ქა­ნა და­ა­ყა­და­ღეს - სიც­რუ­ის მან­ქა­ნა! ახლა ნა­სოს­საც ითხო­ვენ, მა­ი­ტაო

დათო გო­გიშ­ვი­ლი - ხაზ­გას­მით მინ­და ავღ­ნიშ­ნო: მე­დი­ა­ზე ზე­წო­ლა არის

1). და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მე­ბის შეყ­ვა­ნა, მათ მიერ მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და კერ­ძო კო­მერ­ცი­უ­ლი სა­კუთ­რე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გა­ნად­გუ­რე­ბა

2). გა­ურ­კვე­ველ კა­ბი­ნე­ტებ­ში და­მო­უ­კუ­დე­ბე­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­თა მფლო­ბე­ლე­ბის და­ბა­რე­ბა, მათი და­შან­ტა­ჟე­ბა და მათ კუთ­ვნი­ლე­ბა­ში მყო­ფი კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო და­უფ­ლე­ბა-მით­ვი­სე­ბა.

3). და­მო­უ­კი­დე­ბელ მე­დი­ა­ზე ზე­წო­ლა არის ამა თუ იმ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ი­სა თუ სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­თა მე­ნე­ჯმენ­ტსა თი ში­და­სა­რე­დაქ­ციო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და­უ­ფა­რა­ვი და ღია ჩა­რე­ვა. ამა თუ იმ პო­ლი­ტი­კუ­რი თოქ­შო­უს წამ­ყვა­ნე­ბი­სა და პრო­დი­უ­სე­რე­ბი­სათ­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის მი­სა­ღე­ბი შე­საძ­ლო სტუმ­რად მო­საწ­ვე­ვი და­საშ­ვე­ბი რეს­პო­დენ­ტე­ბის სიის შედ­გე­ნა და თავ­სმოხ­ვე­ვა.

4). და­მო­უ­კი­დე­ბელ მე­დი­ა­ზე ზე­წო­ლა არის ამა თუ იმ ტე­ლე­ვი­ზი­ის კო­რეს­პო­დენ­ტებ­თან და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან არა­მარ­თლზო­მი­ე­რი და უკა­ნო­ნო კონ­ტაქ­ტი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღა­ლი რან­გის ჩი­ნოვ­ნიკ­თა მხრი­დან და მათ­თვის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხე­ლის შეშ­ლა.

5). ის ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც გა­დად­გა ქი­ბარ ხალ­ვაშ­მა, არის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი იუ­რი­დი­ულ-სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რა და მე მას ამ საქ­მე­ში მინ­და წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო

კობა სუ­ბე­ლი­ა­ნი - აი თურ­მე ვის აწყობ­და და ვინ მოკ­ლა ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი!

ვიცი გა­ი­ყურ­სე­ბით, არ შე­იმ­ჩნევთ, აზრი არ აქვს წე­რას მაგ­რამ მა­ინც....

რა­ფა­ლი­ანცს , ჟვა­ნი­ას და ბევრ სხვა რა­მეს ხომ გვაბ­რა­ლებ­დით წარ­მა­ტე­ბუ­ლად, წარ­ბშე­უხ­რე­ლად, უა­პე­ლა­ცი­ოდ. ახლა გა­ი­ყურ­სეთ და აპ­რა­ვეთ ეს ყვე­ლა­ფე­რი.

ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი - მე­რამ­დე­ნე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს რუს­თა­ვი2 ხელ­ში ჩაგ­დე­ბას, ან გა­ნად­გუ­რე­ბას. სხვის­მა მა­გა­ლით­მა მა­ინც ვერ გას­წავ­ლათ, რომ კბი­ლებს და­იმ­ტვრევთ ამ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას­თან ჭი­დილ­ში. მე ეგ სე­რია ნა­ნა­ხი მაქვს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ძა­ლი­ან ცუ­დად მთავ­რდე­ბა.

თაზო კუპ­რე­იშ­ვი­ლი - ვინც არ იცო­დით, რ2-ის 9%-ს უკვე აკონ­ტრო­ლებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. მარ­თა­ლია, დიდი წილი არაა, მაგ­რამ პა­ტარ-პა­ტა­რა დის­კომ­ფორ­ტებს მა­ინც ქმნი­ან.

Fb.com-ზე სა­ჯა­როდ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტუ­სე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

რა ხდება "ფეისბუქზე" "რუსთავი 2"-ის ქონების დაყადაღების შემდეგ: პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და შოუბიზნესის წარმომადგენლების მწვავე რეაქციები

რა ხდება "ფეისბუქზე" "რუსთავი 2"-ის ქონების დაყადაღების შემდეგ: პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და შოუბიზნესის წარმომადგენლების მწვავე რეაქციები

"რუსთავი 2"-ის ქონების ნაწილი დაყადაღებულია. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ "რუსთავი 2"-მა გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, კომპანიის კუთვნილ ავტომობილებს ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყადაღა დაადო. გავრცელებული ინფორმაციით, ორშაბათს ცნობილი გახდება სასამართლოს გადაწყვეტილება, დაიწყება თუ არა სამაუწყებლო კომპანიასთან სამართლებრივი დავა.

"რუსთავი 2"-ის გარშემო აგორებულ სკანდალს სოციალურ ქსელებში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს:

ნიკა გვარამია - როდის მოგიგიათ, ახლა რომ მოგვიგოთ? ვეღარ გავიგე, რამდენით ნული გინდათ რომ წააგოთ. კი ბატონო, გამოწვევა მიღებულია. კიდევ ერთხელ გაფარჩაკდებით, საქართველოს მთავრობავ.

p.s. იმედია, არავის არ გიჩნდებათ კითხვა:

ქიბარ ხალვაში ვირთაგვაო,

ნეტავ რატომ არ მითაგაო?

ნინო დანელია - არ მჭირდება მანქანა, როცა კი დაგჭირდეთ მანდ ვარ. ყველა ასე მოიქცევა, ვისთვისაც მედიის თავისუფლება უპირობო ღირებულებაა. წილი ნაყარია, ლაკმუსი ლაკმუსობს

გიორგი ბარამიძე - ძალიან საინტერესოა ის ადამიანები რას იტყვიან ახლა, მედიის შევიწროვებაზე რომ გვაკრიტიკებდნენ?

გია ნოდია - რუსთავი 2-ის წინააღმდეგ წამოწყებული შეტევა არის ახალი ეტაპი ყველანაირი ალტერნატული (არა მხოლოდ ოპოზიციური) ძალის შევიწროების თანდათანობით და მეთოდურ პროცესში, რომელიც "ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო. ეს შეიძლება გარდამტეხი და კრიტიკულად ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდეს.

არ არის გამორიცხული, რომ მთავრობამ უცებ დაინახოს სერიოზული წინააღმდეგობა და უკან დაიხიოს (რაც არაერთხელ გაუკეთებია). ამისთვის, ბუნებრივია, ეს სერიოზული წინააღმდეგობა უნდა არსებობდეს. მაგრამ მთლად ადვილადაც არ დაიხევს უკან, რადგან ესმის, რომ ეს ბრძოლა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მაგრამ თუ მას ეს შეტევა გაუვიდა, ეს ძალიან არსებითად შეცვლის სიტუაციას ქვეყანაში.

ნანუკა ჟორჟოლიანი - "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით პრემიერმა თქვა, არ ვერევი კერძო დავაშიო და მაშინვე ცხვირი გაეზარდა. იქვე დააყოლა, მომხრე ვარ სამართლიანობის აღდგენისო.

ჩვენც მაგის მომხრე ვართ, ბატონო პრემიერო

თეა ადეიშვილი - მოკლედ საიდან შეუტიონ რუსთავი2-ს არ იციან, ახლა ჩვენ გვედავებიან სიუჟეტი ხიხანის ციხის ისტორიაზე P.S-ში რატომ გავიდაო

ნიკა რურუა - მეოცნებეებმა ყველაფერი გააფუჭეს, რაც შეიძლება გაეფუჭებინათ, ასფალტიდან დაწყებული, საერთაშორისო ურთიერთობებით დამთავრებული: ახლა კი გადაწყვიტეს ყველაზე წარმატებული მედიის, რუსთავი 2-ის მოგუდვაც. ანუ, საბოლოოდ აერიათ დავთრები.

როგორც ჩანს, ხელისუფლება და მისი მეთოჯინე საკუთარი წარუმატებლოსგან პანიკამ შეიპყრო და ახლა ფატალური შეცდომის დაშვების პირას ტორტმანებს.

თუ ამაზე მას ხელი წაუცდა (და როგორც ჩანს, წაუცდა), ის ამას გადაყვება, ოღონდ იმიტომ კიარა, რომ ეს უნდა; არა - ეს მას ძალიან არ უნდა, მაგრამ მაინც და იმიტომ გადაყვება, რომ თავისუფალი ქვეყნის მართვა ელემენტარულად არ იცის - სხვანაირად მოქცევა კი არ შეუძლია. პროვინციალური ახირებები - ესაა ივანიშვილის მმართველი და ყველაზე ძლიერი ინსტინქტები. შეშინდა, მოკლედ, და ამ პანიკიორობით ქვეყანას მომავალ არჩევნებამდეც კი ვერ მიიყვანს.

გრიგოლ გეგელია - რადგან რუსთავი 2 კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან ასოცირდება, რომელიც თვითონ იყო მედიის თავისუფლების შემლახავი, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დღეს რუსთავი 2–ის ქონების ნაწილის დაყადაღებისას ავტომატურად ამას უნდა ვიგონებდეთ.

ეს უდავოდ ჩვენი სისუსტე იქნება. და, რაც უარესია, მონური მენტალიტეტის გაგრძელება. თუ ჩვენ თავისუფალი და სამართლიანი სახელმწიფო გვსურს (და სოციალური მხოლოდ ასეთი სახელმწიფოა!), მაშ, აუცილებელია ხმა ამოვიღოთ ნებისმიერი პოტენციური ზეწოლის წინააღმდეგ, იქნება ის მოქალაქის მიმართ განხორციელებული, თუ სხვა. თავისუფლება და სამართლიანობა ან ყველას მიმართ ვრცელდება, ან – არავის მიმართ. ან მუდმივად ვრცელდება, ან – არასდროს. სანამ ეს უპირობო პრინციპად არ გვექცევა, მუდამ ვივლით წრეზე.

ჩვენ მუდმივად უნდა ვიყოთ სკეპტიკური სახელმწიფოს მიმართ, იმისათვის რომ ვიყოთ სახელმწიფო!

სტეფანე მღებრიშვილი - რაც "რუსთავი 2" არსებობს, ამ არხზე ყველა კბილებს ილესავს. რაღაც ზებუნებრივი ენერგეტიკა აქვს ალბათ. რაც არ უნდა იყოს... არამგონია რომელიმე მთავრობა მოერიოს. იქ ვინც მუშაობს, ყველა პატრიოტია. I ❤Rustavi 2!

თენგო გოგოტიშვილი - მითხარით, გეთაყვა, "რუსთავი 2"-ის ბედზე მეც უნდა ვინერვიულო? გარშემო ყველა მაშინებს, არადა, რომ არ მეშინია? (ჯერ:)

თქვენ ვერ გაიგეთ. მანქანები კი არა, მანქანა დააყადაღეს - სიცრუის მანქანა! ახლა ნასოსსაც ითხოვენ, მაიტაო

დათო გოგიშვილი - ხაზგასმით მინდა ავღნიშნო: მედიაზე ზეწოლა არის

1). დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმების შეყვანა, მათ მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება და კერძო კომერციული საკუთრების მიზანმიმართული განადგურება

2). გაურკვეველ კაბინეტებში დამოუკუდებელი მედიასაშუალებათა მფლობელების დაბარება, მათი დაშანტაჟება და მათ კუთვნილებაში მყოფი კერძო საკუთრების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება-მითვისება.

3). დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა არის ამა თუ იმ ტელეკომპანიისა თუ სხვა მედიასაშუალებათა მენეჯმენტსა თი შიდასარედაქციო საქმიანობაში დაუფარავი და ღია ჩარევა. ამა თუ იმ პოლიტიკური თოქშოუს წამყვანებისა და პროდიუსერებისათვის ხელისუფლებისათვის მისაღები შესაძლო სტუმრად მოსაწვევი დასაშვები რესპოდენტების სიის შედგენა და თავსმოხვევა.

4). დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა არის ამა თუ იმ ტელევიზიის კორესპოდენტებთან და ჟურნალისტებთან არამართლზომიერი და უკანონო კონტაქტი ხელისუფლების მაღალი რანგის ჩინოვნიკთა მხრიდან და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა.

5). ის ნაბიჯი, რომელიც გადადგა ქიბარ ხალვაშმა, არის მართლმსაჯულების განხორციელების კონკრეტული იურიდიულ-სამართლებრივი პროცედურა და მე მას ამ საქმეში მინდა წარმატება ვუსურვო

კობა სუბელიანი - აი თურმე ვის აწყობდა და ვინ მოკლა ეროსი კიწმარიშვილი!

ვიცი გაიყურსებით, არ შეიმჩნევთ, აზრი არ აქვს წერას მაგრამ მაინც....

რაფალიანცს , ჟვანიას და ბევრ სხვა რამეს ხომ გვაბრალებდით წარმატებულად, წარბშეუხრელად, უაპელაციოდ. ახლა გაიყურსეთ და აპრავეთ ეს ყველაფერი.

ირმა ნადირაშვილი - მერამდენე ხელისუფლება ცდილობს რუსთავი2 ხელში ჩაგდებას, ან განადგურებას. სხვისმა მაგალითმა მაინც ვერ გასწავლათ, რომ კბილებს დაიმტვრევთ ამ ტელეკომპანიასთან ჭიდილში. მე ეგ სერია ნანახი მაქვს. ხელისუფლებისთვის ძალიან ცუდად მთავრდება.

თაზო კუპრეიშვილი - ვინც არ იცოდით, რ2-ის 9%-ს უკვე აკონტროლებს ხელისუფლება. მართალია, დიდი წილი არაა, მაგრამ პატარ-პატარა დისკომფორტებს მაინც ქმნიან.

Fb.com-ზე საჯაროდ გამოქვეყნებული სტატუსები.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია