10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოლიმპიური ფესტივალისთვის დახარჯული ათობით მილიონი - ხარჯები და თბილისის ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის ჩამონათვალი
ოლიმპიური ფესტივალისთვის დახარჯული ათობით მილიონი - ხარჯები და თბილისის ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის ჩამონათვალი

ოლიმ­პი­უ­რი ფეს­ტი­ვა­ლი დას­რულ­და. ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის აგე­ბუ­ლი და რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბა კი სხვა­დას­ხვა მიზ­ნით იგეგ­მე­ბა. რა ობი­ექ­ტე­ბი აშენ­და ევ­რო­პის ახალ­გაზ­რდუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი ფეს­ტი­ვა­ლის მას­პინ­ძლო­ბის­თვის, რა თან­ხე­ბი დაჯ­და და ვინ მი­ი­ღო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა? AMBEBI.GE იმ უწყე­ბე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბით და­ინ­ტე­რეს­და, რომ­ლე­ბიც ღო­ნის­ძი­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი.

ფეს­ტი­ვა­ლის მას­პინ­ძლო­ბის­თვის ათო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ი­ხარ­ჯა.

"ოლიმ­პი­უ­რი ფეს­ტი­ვა­ლის" სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშენ­და:

  • 7 ახა­ლი ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის არე­ნა, მათ შო­რი­საა ტან­ვარ­ჯი­შის არე­ნა,

  • მძლე­ოს­ნო­ბის ახა­ლი სტა­დი­ო­ნი,
  • ფრენ­ბურ­თის ორი დარ­ბა­ზი,
  • სა­ცუ­რაო აუზი,
  • ჩოგ­ბურ­თის კორ­ტე­ბი
  • და სპორ­ტის ახა­ლი სა­სახ­ლე მაღ­ლი­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.
იხი­ლეთ სპორ­ტუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა

ასე­ვე რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­და 2 სა­შე­ჯიბ­რო და 5 სატ­რე­ნინ­გო ობი­ექტს. მათ შო­რი­საა ბე­ლი­აშ­ვი­ლის 5 ნო­მერ­ში მდე­ბა­რე ძი­უ­დოს აკა­დე­მია და ვე­რის სა­კა­ლათ­ბურ­თო დარ­ბა­ზი.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ოლიმ­პი­უ­რი სოფ­ლის ჩათ­ვლით ფეს­ტი­ვალს 11-მა ობი­ექ­ტმა უმას­პინ­ძლა.

სპორ­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­მარ­თვა­სა და აშე­ნე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თბი­ლი­სის მე­რი­ამ და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრომ მი­ი­ღო.

სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყოფ­მა კომ­პა­ნია "სპორ­ტმშენ­სერ­ვის­მა" ორი ობი­ექ­ტის - სპორ­ტის ახა­ლი სა­სახ­ლის და სა­ცუ­რაო აუ­ზის მშე­ნებ­ლო­ბა უზ­რუნ­ველ­ყო:

"34 მი­ლი­ო­ნი გა­მო­ი­ყო მთლი­ა­ნად. ეს ორი ობი­ექ­ტი ამ ოლიმ­პი­ა­დის მას­პინ­ძლო­ბის­თვის აშენ­და. თუმ­ცა, ისი­ნი მსოფ­ლიო სტან­დარ­ტებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ეს არის ორი უნი­კა­ლუ­რი ობი­ექ­ტი, მსგავ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ აშე­ნე­ბუ­ლა 60-70 წე­ლია", - აღ­ნიშ­ნა "სპორ­ტმშენ­სერ­ვი­სის" დი­რექ­ტორ­მა, ლე­ვან ტარ­ყაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­რი­ას, ოლიმ­პი­უ­რი ფეს­ტი­ვა­ლის­თვის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხურ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. სპორ­ტის სამ­სა­ხურ­მა რამ­დე­ნი­მე სპორ­ტუ­ლი ობი­ექ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია უზ­რუნ­ველ­ყო, ესე­ნია: ფრენ­ბურ­თის დარ­ბა­ზი, მძლე­ოს­ნო­ბის არე­ნა, "დი­ნა­მო არე­ნა"-ს სარ­ბე­ნი ბი­ლი­კი და სხვა. აღ­ნიშ­ნულ­მა სამ­სა­ხურ­მა ასე­ვე გა­ი­ღო კო­მი­ტე­ტის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო და ოლიმ­პი­ა­დის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის ხარ­ჯე­ბი. რო­გორც მე­რი­ის სპორ­ტის სამ­სა­ხუ­რის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გვაც­ნო­ბეს, მშე­ნებ­ლო­ბა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე და­ი­ხარ­ჯა 64 867 176 ლარი, თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა არ არის სა­ბო­ლოო, ვი­ნა­ი­დან სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტეტს თან­ხე­ბის სა­ბო­ლოო ჯამი ჯერ არ წა­რუდ­გე­ნია.

მე­რი­ის კე­თილ­მო­წყო­ბის სამ­სა­ხურ­მა კი ლან­დშაფ­ტუ­რი დი­ზა­ი­ნის და სა­ნი­აღ­ვრე­ე­ბის მო­წყო­ბა უზ­რუნ­ველ­ყო. ამის­თვის კი და­ახ­ლო­ე­ბით 20 მი­ლი­ო­ნი ლარი და­ი­ხარ­ჯა.

ოლიმ­პი­ა­დის გა­მარ­თვის მთა­ვა­რი ობი­ექ­ტი "ოლიმ­პი­უ­რი სო­ფე­ლი" ჩი­ნუ­რი კომ­პა­ნია "ჰუ­ა­ლინგ ჯგუ­ფის" ინ­ვეს­ტი­რე­ბით აშენ­და. ოლიმ­პი­უ­რი სო­ფე­ლი თბი­ლი­სის ზღვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 50 000 კვ.მ ფარ­თობ­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი და აერ­თი­ა­ნებს ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­როს, სპორ­ტულ-გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ ცენ­ტრს, რეს­ტო­რან­სა და რეკ­რე­ა­ცი­ულ ზო­ნას.

"მთლი­ა­ნად პრო­ექ­ტის მო­ცუ­ლო­ბა უკვე 181 მი­ლი­ონ დო­ლარს მო­ი­ცავს. ოლიმ­პი­უ­რი სოფ­ლის გარ­და, საგ­ზაო კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბიც ჩვენ ავა­შე­ნეთ. მათ შო­რის, ვა­ზი­სუ­ბა­ნი-თბი­ლი­სის ზღვის და ვა­ზი­სუ­ბა­ნი-ვარ­კე­თი­ლის შე­მა­ერ­თე­ბე­ლი გზე­ბი", - აღ­ნიშ­ნა "ჰუ­ა­ლინგ ჯგუ­ფის" პრეს­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, თი­ნა­თინ ში­ში­ნაშ­ვილ­მა.

კორ­პუ­სე­ბის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც "ოლიმ­პი­ურ სო­ფელ­ში" ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რებს მას­პინ­ძლობ­და, დევ­ნი­ლებს გა­და­ე­ცე­მა. თი­ნა­თინ ში­ში­ნაშ­ვი­ლის თქმით, დევ­ნილ­თა სა­მი­ნის­ტრომ უკვე შე­ი­ძი­ნა რვა კორ­პუ­სი არა­კო­მერ­ცი­ულ ფა­სად:

"რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ კორ­პუ­სებს, ისი­ნი იყი­დე­ბა. ეს იყო დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი პრო­ექ­ტი. იგი გათ­ვლი­ლია სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. აქ მო­მა­ვალ­ში იქ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და კო­მერ­ცი­უ­ლი ზონა. ასე­ვე შენ­დე­ბა ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ყველ­ზე დიდი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი".

ოლიმ­პი­უ­რი ფეს­ტი­ვა­ლი­სათ­ვის აშე­ნე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რით სარ­გებ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მა­ვალ­ში სხვა­დას­ხვა სპორ­ტის სა­ხე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ექ­ნე­ბათ. ისი­ნი მსოფ­ლიო სტან­დარ­ტებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს, ამი­ტო­მაც არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ თბი­ლის­მა მო­მა­ვალ­ში სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­საც უმას­პინ­ძლოს.

თამ­თა ჯი­ჯა­ვა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ოლიმპიური ფესტივალისთვის დახარჯული ათობით მილიონი - ხარჯები და თბილისის ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის ჩამონათვალი

ოლიმპიური ფესტივალისთვის დახარჯული ათობით მილიონი - ხარჯები და თბილისის ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის ჩამონათვალი

ოლიმპიური ფესტივალი დასრულდა. ამ ღონისძიებისთვის აგებული და რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურის გამოყენება კი სხვადასხვა მიზნით იგეგმება. რა ობიექტები აშენდა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობისთვის, რა თანხები დაჯდა და ვინ მიიღო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაში მონაწილეობა? AMBEBI.GE იმ უწყებების სამუშაოებით დაინტერესდა, რომლებიც ღონისძიების მომზადებაში იყვნენ ჩართული.

ფესტივალის მასპინძლობისთვის ათობით მილიონი დოლარი დაიხარჯა.

"ოლიმპიური ფესტივალის" საორგანიზაციო კომიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აშენდა:

  • 7 ახალი ევროპული სტანდარტების არენა, მათ შორისაა ტანვარჯიშის არენა,

  • მძლეოსნობის ახალი სტადიონი,
  • ფრენბურთის ორი დარბაზი,
  • საცურაო აუზი,
  • ჩოგბურთის კორტები
  • და სპორტის ახალი სასახლე მაღლივის ტერიტორიაზე.
იხილეთ სპორტული ობიექტების ამსახველი ვიდეომასალა

ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2 საშეჯიბრო და 5 სატრენინგო ობიექტს. მათ შორისაა ბელიაშვილის 5 ნომერში მდებარე ძიუდოს აკადემია და ვერის საკალათბურთო დარბაზი.

საბოლოო ჯამში, ოლიმპიური სოფლის ჩათვლით ფესტივალს 11-მა ობიექტმა უმასპინძლა.

სპორტული ინფრასტრუქტურის გამართვასა და აშენებაში მონაწილეობა თბილისის მერიამ და სპორტის სამინისტრომ მიიღო.

სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა კომპანია "სპორტმშენსერვისმა" ორი ობიექტის - სპორტის ახალი სასახლის და საცურაო აუზის მშენებლობა უზრუნველყო:

"34 მილიონი გამოიყო მთლიანად. ეს ორი ობიექტი ამ ოლიმპიადის მასპინძლობისთვის აშენდა. თუმცა, ისინი მსოფლიო სტანდარტებს აკმაყოფილებს. ეს არის ორი უნიკალური ობიექტი, მსგავსი საქართველოში არ აშენებულა 60-70 წელია", - აღნიშნა "სპორტმშენსერვისის" დირექტორმა, ლევან ტარყაშვილმა.

რაც შეეხება მერიას, ოლიმპიური ფესტივალისთვის ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფაში დედაქალაქის მთავრობის სხვადასხვა სამსახურმა მიიღო მონაწილეობა. სპორტის სამსახურმა რამდენიმე სპორტული ობიექტის მშენებლობა-რეაბილიტაცია უზრუნველყო, ესენია: ფრენბურთის დარბაზი, მძლეოსნობის არენა, "დინამო არენა"-ს სარბენი ბილიკი და სხვა. აღნიშნულმა სამსახურმა ასევე გაიღო კომიტეტის საორგანიზაციო და ოლიმპიადის პოპულარიზაციის ხარჯები. როგორც მერიის სპორტის სამსახურის პრესსამსახურში გვაცნობეს, მშენებლობა-რეაბილიტაციაზე დაიხარჯა 64 867 176 ლარი, თუმცა, აღნიშნული თანხა არ არის საბოლოო, ვინაიდან საორგანიზაციო კომიტეტს თანხების საბოლოო ჯამი ჯერ არ წარუდგენია.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა კი ლანდშაფტური დიზაინის და სანიაღვრეების მოწყობა უზრუნველყო. ამისთვის კი დაახლოებით 20 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ოლიმპიადის გამართვის მთავარი ობიექტი "ოლიმპიური სოფელი" ჩინური კომპანია "ჰუალინგ ჯგუფის" ინვესტირებით აშენდა. ოლიმპიური სოფელი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 50 000 კვ.მ ფართობზეა გაშენებული და აერთიანებს ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, რესტორანსა და რეკრეაციულ ზონას.

"მთლიანად პროექტის მოცულობა უკვე 181 მილიონ დოლარს მოიცავს. ოლიმპიური სოფლის გარდა, საგზაო კომუნიკაციებიც ჩვენ ავაშენეთ. მათ შორის, ვაზისუბანი-თბილისის ზღვის და ვაზისუბანი-ვარკეთილის შემაერთებელი გზები", - აღნიშნა "ჰუალინგ ჯგუფის" პრესსამსახურის წარმომადგენელმა, თინათინ შიშინაშვილმა.

კორპუსების ნაწილი, რომელიც "ოლიმპიურ სოფელში" ფესტივალის სტუმრებს მასპინძლობდა, დევნილებს გადაეცემა. თინათინ შიშინაშვილის თქმით, დევნილთა სამინისტრომ უკვე შეიძინა რვა კორპუსი არაკომერციულ ფასად:

"რაც შეეხება დანარჩენ კორპუსებს, ისინი იყიდება. ეს იყო დეველოპერული პროექტი. იგი გათვლილია სამომავლო განვითარებაზე. აქ მომავალში იქნება სხვადასხვა საცხოვრებელი და კომერციული ზონა. ასევე შენდება ამიერკავკასიაში ყველზე დიდი სავაჭრო ცენტრი".

ოლიმპიური ფესტივალისათვის აშენებული სპორტული ინფრასტრუქტურით სარგებლობის საშუალება მომავალში სხვადასხვა სპორტის სახეობის წარმომადგენლებს ექნებათ. ისინი მსოფლიო სტანდარტებს აკმაყოფილებს, ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ თბილისმა მომავალში სხვა საერთაშორისო დონის სპორტულ ღონისძიებებსაც უმასპინძლოს.

თამთა ჯიჯავაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია